English
saxelosno

 

 


tarielisagan Tavis ambis mboba, odes avTandils uambo
dasuraTeba
gaxmovaneba
tarielisagan Tavis ambis mboba, odes avTandils uambo
315
ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა,
საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
ისმინე;
მიეც!
1. ფიქრი. 2. გონება
როგორ
ძლივს
ვათქმევინებ
ვინც გამახელა, გამაშმაგა
ტანჯვის დაამებას, შემსუბუქებას
შევუპყრივარ, მოვუცავარ
316
“ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
ყოველი
მცოდნე, გამგონე
თვითონ ეჭირა, თვითმპყრობელი მეფე იყო
ამაყი
მეფეებზე გაბატონებული, მეფეთა მეფე
ძლიერი
ომში ძლიერი, ძლევამოსილი
317
“მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი,
ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
იჯდა, მეფობდა
მოწინააღმდეგეთა, მასთან შემბრძოლებელთა
შიშის ზარის დამცემი
ხოცვა, მუსრვა
ცნობილი, განთქმული, როგორც მტერთა მმუსრველი
უბედავდა
ცხადად შემბრძოლებელი
მიპარვით მისული
შვებით ცხოვრობდა; განცხრომაში, სიამოვნებაში იყო
318
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები,
თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები”;
ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.
მარტოობა
მოეწყინა
სევდათა, მწუხარებათა
წამირთმევია
ძალით, ძლიერებით
მონაპირე ქვეყნები, მოსაზღვრე ტერიტორიები
ყველა მხრიდან, ყველა ადგილიდან
გამიძევებია, განმიდევნია (მტრები)
გამარჯვებული, ძლევამოსილი ვზივარ (ჩემს ტახტზე)
ყიჟინა, ხმაური
ზეიმი და დიდება, ქვეშევრდომთა და დღესასწაულთა მრავლობა
მივეკედლები, ნებაყოფლობით დავექვემდებარები, მის სუვერენიტეტს ვცნობ
319
ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა.
აწე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.
ფარსადანთან, ფარსადანის წინაშე
გადაწყვიტა
მთელისა
ახლა
მწადია, მინდა
გავიგო, შევიტყო.
სიმამაცე, ვაჟკაცობა, ძალა
320
“ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან,
შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევწირე ხმელთა მფლობელმან;
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან,
აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.
გამგებმა, შემტყობმა
ხმელეთის, დედამიწის
ეგ
ტახტზე მჯდომმა, ხელისუფლების მჭერელმა
ახლა
ასე
როგორც
საგანმგებლო სამფლობელო
მოხელე, რომელიც განაგებდა მეფესთან შესვლა-აუდიენციას
ფლოტის სარდალი
ამირბარს კი
ჯარის სარდლობა
თანამდებობა
ვერშეძლება, ვერგაძღოლა, თავის ვერგართმევ
ბატონი, ხელისუფალი
მხოლოდ, ოღონდ
უმაღლესი ხელისუფლება, გაერთიანებული სახელმწიფოს მფლობელობა
321
“ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა,
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
322
“თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა,
თქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!”
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა,
მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
თავის თანასწორად.
სანაძლეოს ვდებ.
ვინმეს თუ ჰყავს!
ჰნებდებოდნენ, მისგან ზავს ითხოვდნენ.
ვგავარ.
ასე.
როგორც.
323
ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.
შვილი (ვაჟი ან ქალი)
ჰყავდათ
მსგავსს
მწუხარება
ჰქონდათ
ამიტომ
აეტანა.
ლაშქარი შიშის ზარს აეტანა
წყეული
მით უმეტეს, რომ ჩემი გვარისაა.
324
“მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად,
მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
საბრძანებლად, მმართველად, მეფედ
მზრდიდნენ
მთელი ჯარისა და ყველა ტერიტორიებისად
ქცევისა, საქმისა, თავის დაჭერისა
ტანად, აღნაგობით
325
“ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა!
ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა,
არა ჰგაოდის ფარსადანს ყოლა არა-სმა შვილისა.
მითხარი ხოლმე!
რაც გაიგო
ტყუილის თქმა
მესახებოდა, მიმაჩნდა
ჭლექიანისა. აქ: დასუსტებულისა
ენაღვლებოდა, დარდად ჰქონდა
სრულებით, სულაც
არყოლა
326
“მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”.
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”.
დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი,
თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!
ეს
რომ თქვა
ამოიოხრა
გონების დაკარგვა, გულყრა
მიუახლოვდა
ლამის დაბნდა, ლამის გული შეუღონდა
ჰგავდა
327
წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
მოციქულსა — მოციქული, ინდოეთი სრულად სცნობდა,
მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა,
ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.
წერილი
როცა
მთელი ინდოეთი გებულობდა, ტყობილობდა ამბავს
ხარობდნენ, მხიარულობდნენ
ყოველი, ყოველივე
არსებობა
არსებობაში მოსული, არსებული
328
“ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა!
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა,
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა,
საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
ნალაპარაკევით
გასახარებლად, საზეიმოდ
შექმნა ზეიმი, სიხარული
ხმაურით, ხალხმრავლობით
ყველა მხრიდან
მოვიდნენ
საჩუქრებით, ძღვნით
სიმდიდრე
აივსნენ
329
საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა,
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
ვუყვარდი და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”
ძეობის წვეულება
სამად ნამრავლს
თანასწორად ვუღირდით, ერთიმეორეში არ გვარჩევდნენ
330
ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა,
ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა,
თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.
მოყმე, რაინდი
გული წაუვიდა
როცა
მიადგა
გული შეუმურა
მოაბრუნა, გონზე მოიყვანა
ისმინე!
მაგრამ
ნამდვილად
არის
331
მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი,
მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი.
იმ ქალს
სახელად ჰქონდა, ერქვა
ჭკვიანი, გონიერი
ისეთი, რომელსაც მზე ვერ ედრებოდა, ვერ უტოლდებოდა
332
იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა.
ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით ყატასა ვხოცდი ლომსა.
იგი (რომ) ამდენად გაიზარდა
აქ: რომ, რადგანაც, რაკიღა
ხედავდა
შემძლებელს, უნარის მქონეს
რომ გავხდი ამოდენა, აქამდე რომ მოვედი
333
“ასმათ, მოწამე ყოვლისა ხარ ჩემი, ფერ-მიხდილისა.
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა — ჟამი დილისა,
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: “მსგავსია ედემს ზრდილისა”,
აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
მოწმე.
ყველაფრისა.
როგორც.
ამბობდნენ.
სამოთხის ბაღი.
ახლა.
მსგავსი.
მხოლოდ. ტაეპის აზრია: ახლა ჩემს მაშინდელ ჩრდილსღა ვგავარ.
334
“მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,
პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა,
იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!
შიგ
სამყოფი, ოთახი
ძვირფასი ქვაა
იდო
ჩასაჯდომი საწოლი, ტახტრევანი
განაპირას, სასახლის გარშემო
ღარი.
იქ
ვისგანაც
ცეცხლი
335
“დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი,
ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი,
დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
საცეცხურით
ეკმეოდა, ენთო სურნელების დასაყენებლად
აქ: ალოე, სურნელოვანი ხე
იჯდა ხოლმე
ჩამოვიდოდა ხოლმე
(ბაღს) რომ ჩრდილი მოადგებოდა ხოლმე
336
სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა,
ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა,
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა,
მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
სასახლე
ძვირფასი ტილო
პირისახე მინა-ვარდივით გაუხდა
ჰყავდნენ
თამაშობდა ხოლმე
პალესტინის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ლამაზი ნაძვი იცოდა
337
“თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა,
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა,
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
ვიყავ ხოლმე
მიშვებდა ხოლმე
სამოთხის ბაღი
ასპარეზობას
აქებდნენ ხოლმე
338
მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან,
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან,
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!
ხოცავდა ხოლმე
ნასროლმა
ვბურთაობდი ხოლმე
მინდვრიდან დაბრუნებულმა
შევიდოდი ხოლმე (მინდვრიდან ან მოედნიდან სახლში)... შევქმნიდი ხოლმე.
მუდამ
ბროლივით თეთრმა და რჩეული ლალივით (ბალახშივით) ფერიანმა პირისახემ (ლაპარაკია ნესტან-დარეჯანზე)
339
“მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა,
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა,
მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა,
ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა — ხსენება იშისა.
გაუუქმდა, შეუწყდა
შვება-სიხარულის
გაუხარდათ
ვისაც
თავზარი, დიდი შიში, ძრწოლა
ლევდა, აძაბუნებდა
მისი შიშისა
340
“მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.
ვიჯექი
უსარგებლო
წუთისოფელზე გულაყრილი
გაჩუმებული, დაწყნარებული
გასაყვანად
წარჩინებული კარისკაცები
მოვიდნენ
ნაბრძანები
შეღებილი
341
“ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”.
ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
”შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.
ვინც
თანასწორად, თანაბრად
საგანძური
მთელისა
თანამდებობის მიღებასთან დაკავშირებით დროებით ნაბოძები მამული და თანამდებობრივი საზრუნავი
საზრუნავი, თანამდებობა
იმავე მოვალეობის შესრულება, იგივე თანამდებობა
ცეცხლთა
ჩაუქრობლებმა, უშრეტებმა
შემდეგ
წარჩინებულმა კარისკაცებმა
(ჩემი) გამოსვლის გამო
მომეგებნენ
342
“ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით, ვითა მშობელთა.
343
“მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.
მცემდნენ
მსგავსად
იმ (იგულისხმება: ტარიელის მამის ნაქონი) თანამდებობის შესრულება
ვეურჩე, უარი ვუთხარი
სვლა
მისეულ (მამისეულ) წესებზე სვლა, მისი საქმის კეთება
საზარლად მესახებოდა
მომეშვნენ
თაყვანი ვეცი, მდაბლად თავი დავუკარი, როგორც მათმა ამირბარმა; თანამდებობა ვიკისრე
344
თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა,
ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა,
ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა,
სპასთა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა.
უფროსობა
სანაპიროებს, მეზობელ ქვეყნებს ვარბევდი
ხალვათად, შვებით ვიყავი
ხალხმრავლობა
ამბობდნენ
საქმეებისა
345
“აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუც არ დიადი წელია.
გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია.
დამავიწყდა
თუმცა
ბევრი
გიამბობ
რაც გინდა ძნელი იყოს
ქვეყანა, წუთისოფელი
მუდამ.
გამოკვესილი ცეცხლის
ნაპერწკალი
დამეცემა
Temo iremaZe, 0 w. -
1
salome maxatelaSvili, 10 w. - Telavi
1
ana begiaSvili, 7 w. - Tbilisi
1
eter baTiaSvili, 0 w. -
1
eliso TurmaniZe, 7 w. -
1
daTo jogliZe, 12 w. -
1
ilia asaTiani, 6 w. -
1
vaniko CxikvaZe, 14 w. - gori
1
eTer batiaSvili, 0 w. -
1
daTa Salia, 6 w. -
1
nika malxazovi, 0 w. -
1
sandro xabaSvili, 4 w. -
1
TaTa bakuria, 7 w. -
1
tasio begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1
Tika CxikviSvili, 0 w. -
1
nika malxazovi, 0 w. -
1
nini paksaSvili, 8 w. - Tbilisi
1
nika ficxelauri, 7 w. - mTiebi
1
elene kalatoziSvili, 10 w. -
1
nino patariZe, 0 w. - Tbilisi
1
elene mesxi, 11 w. - Tbilisi
1
ani gogoriSvili, 0 w. -
1
giorgi gujejiani, 0 w. -
1
ana begiaSvili, 0 w. - Tbilisi
1
ana begiaSvili, 0 w. - Tbilisi
1
elene sxirtlaZe, 10 w. -
1
marika sariSvili, 8 w. -
1
Tekle TorTlaZ, 0 w. -
1
ani gogoriSvili, 0 w. -
1
qeTa nasiZe, 7 w. - awyuri
1
elene xaranauli, 10 w. - Tbilisi
1
barbare ziraqiSvili, 5 w. -
1
elene javaxiSvili, 7 w. - Tbilisi
1
taso begiaSvili, 3 w. - Tbilisi
1