English
saxelosno

 

 


ambavi tarielis gamijnurebisa, pirvel rom gamijnurda
dasuraTeba
gaxmovaneba
ambavi tarielis gamijnurebisa, pirvel rom gamijnurda
346
კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:
”დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა.
მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?
პირველად.
მას შემდეგ, რაც ერთხანს იტირა
იმ დროის, იმ საათის
არ გიკვირს, რომ სული მიდგას?
347
“მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
აღება
ქალთან მისატანად
გამოვართვი
ჩემი ცეცხლის მოსაკიდებლად, ჩემს ალში გასახვევად
უნდა, საჭიროა
სალ კლდესავით მაგარი
348
“ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
მრავლად ისხა სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.
კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.
უფრო ლამაზი
ყოველ სალხინო ადგილზე
სირინოზზე უფრო საამო
იყო, ეგო
ღარები
ზემოდან ფარავდა, ეფარა
ფერადი ხავერდი
349
“ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.
უნდოდა
იმ მზის მსგავსისა
გარეთ
ვიდექი
შეიარა
ვერაფერს ვხედავდი
მხოლოდ, ოღონდ
გამორთმევა
350
“ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა,
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!
აზიდა, ასწია
ვიდექ
მოფარდაგულის გარეთ
მომხვდა
გონება
მივცე
(ლაპარაკია ასმათზე)
ვაიმე
მას აქეთ
ცეცხლს
დავუწვავარ
მუდმივს, გაუნელებელს
351
“აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!”
მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი,
ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!”
წახდნენ, წავიდნენ
არად ჩამგდებნი, დამჩაგრავნი, მჯობნი
გული წაუვიდა, გონება დაკარგა
ამოიოხრა.
მოყმე (ლაპარაკია ავთანდილზე)
ტიროდნენ
სცემდნენ, აძლევდნენ
მიდამოები
მწუხარებით, სევდით.
უქმი, უსარგებლო გამხდარან, ძალა გამოჰლევიათ
352
ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!
გონზე
ვერაფერი
ამოიოხრა
ვაჰმე, ვაი მე
საშინელებაა, შესაზარია
353
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!
მიმნდობნი
ქვეყანა, წუთისოფელი
თავს ირჩენენ, საზრდოობენ
ხარობენ, ბედნიერობენ, შვება-განცხრომას ნახულობენ
მაგრამ
უბედურების, საწუთროს სიმუხთლის წვნევის გარეშე
ბოლოს
გადაურჩებიან ხოლმე
ბრძენთა ჭკუას
რომლებიც
ისმინე!
თუ კიდევ სული შემრჩება, თუ არ მოვკვდები
354
“დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,
დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,
რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.
მივეცი
გავიგენი, ვიპოვე
დავიბენი, ჩემს თავს ვეღარაფრით ვუშველე
გული წამივიდა, გონება დავკარგე
წამივიდა, დამეკარგა
ძალა
მკლავის ზედა ნაწილი, მტევნამდე
გონზე რომ მოვედი
მომესმა
ვაებისა, „ვა”–ს ძახილისა
გარეშემო
მომრტყმოდნენ, შემომდგომოდნენ
აქ: სასახლის მკვიდრნი მეფის ოჯახის წევრები, მოახლეები და მოსამსახურეები
ხომალდი
355
“შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.
მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.
დარბაზში
ვიწექი
ლოგინი, ქვეშაგები
დამტიროდნენ
იხოკდნენ, იკაწრავდნენ
ლოყის
ყურანის მკითხველნი, მოლები
მოიყვანეს
356
“მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,
ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!”
მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია,
კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.
რომ, როცა
თვალახელილი
ძალიან ძლიერად
ისევ
გულწასული
გადამესხა.
357
სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან,
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან,
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
ყველა
მოლები
მაჰმადიანური რჯულის მოძღვარნი; მიჩნეულნი იყვნენ აგრეთვე მისნობისა და მკურნალობის მცოდნედ
გარს მადგნენ
ყურანი, სჯულის წიგნი
კითხულობდნენ
აქ: ეშმაკი
ეპილეფსიის შეტევიანი
ჩმახავდნენ
ჩაუქრობელნი
მწვავდნენ
358
“აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რაგვარია?
სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”.
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.
უკვირდათ
ეს
როგორია
წამოვიჭრებოდი, წამოვვარდებოდი ხოლმე
უაზრო, უკონტროლო
შექმნის
ზღვას დააყენებს
359
“სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი,
მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
ვთქვი, თუ “ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!”
თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
გონება
შევიგენი მდგომარეობა მე, აქამდე ვერაფრის ვერშემგნებმა
რას ვშვრები? რა ამბავში ვარ!
გადასული
სიცოცხლედაკარგული, სიცოცხლის ყავლგასული
მოთმინება
შემქმნელს (იგულისხმება: ღმერთს)
ვუთხარ
სამუდარო
360
“ვთქვი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!”
მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.
თხოვნა, ვედრება
ძალა
მოთმინები
ცოტა როგორმე
წამომაყენე
მოვჯობინდი
დაჭრილი, დაწყლულებული
361
“ზე წამოვჯე, მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა,
ახარებდეს, “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა;
მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.
ბევრი
მოდიოდა
ახარებდნენ, ახარეს
გასჩუმებოდა, დუმდა მისი პატივისცემით
362
“იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია,
მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”.
ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.
აქეთ
მომისხდნენ. ლაპარაკია მეფე-დედოფალზე
სახვრეპი, ბულიონი (?), ან: წამალი.
ახლა.
ჯანსაღი
ვნახო
363
“გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა,
ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა,
ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა!”
უარესად.
გავხდი
არაფრის ღირსია, არაფრად ღირს
364
“ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
გული უფრო-რე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;
ვთქვი, თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”
ყვითელყვავილიანი მცენარეა
უფრო
მსახური, რომელიც საწოლი ოთახის კარებს იცავს
შემოვიდა
დაახლოებული მსახური
ნეტავ
365
“მონააო ასმათისი”.—“რა იცისო,—ვარქვი,—ჰკითხე”.
შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
ვუთხარი
სხავგვარად, სხვა მხრივ
როგორ ვიზამდი?
სითხელე
მისგან (ნესტანისგან) არ ველოდი; არ მეგონა, თუ ეს ნესტანის შემონათვალი იყო
ამიტომ
366
“მე გამიკვირდა: “სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა”.
დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.
საიდან
ვუყვარვარ
როგორ
მიბედავს თქმას
უჟმურობას
დაკარგავს ჩემი აყოლიების იმედს
ლანძღვას, აუგის თქმას.
ეკუთვნოდა, შეეფერებოდა
367
დღენი გამოხდეს, მე გული უფრო-რე დამწვეს კვლავ ალთა,
ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა,
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
გამოვიდნენ, გაიარეს
უფრო
ვუცქერდი
სავარჯიშოდ, მანევრებისათვის
მეფის კარზე, სასახლეში
368
“მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;
სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.
ვერაფერი
იფიქრეს, რომ ზედმეტმა სისხლმა (წნევამ) შემაწუხა
გახსნევინება.
ვენის გაჭრევინება სისხლის გამოსადენად
დასამალად
ტანჯვისა
მისახვედრის, საფიქრელის
369
ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;
ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ თქვას რაძინა.
”მონააო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა.
გულსა შინა დავუზრახე: “რა მპოვაო ანუ ვინ-ა!”
ვენაგაჭრილი
საძინებელ ოთახში
მარტო
ნეტავ, რა
დავუძრახე
ვინაა?
370
მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა:
წიგნსა შევატყვე, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
პასუხად გავეც: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.
წერილი
ნელა, დინჯად
ლამობდა, ცდილობდა
დროა
მართალი ხარ იმაში, რომ გიკვირს (ჩემი დაგვიანება)
ჩემგან ნუ მოელი.
371
“გულსა ვარქვი, თუ “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ!
ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ;
აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.
ვუთხარი
ეგ ლახვარნი (ლაპარაკია სიყვარულის ტანჯვაზე)
როგორ
მემორჩილებიან
მიხვდებიან (ლაპარაკია მეფე-დედოფალზე)
აწონ-დაწონიან
შეიტყობენ, გაიგებენ
მათ სიახლოვეში
გამატარებენ, მაჭაჭანებენ
372
“კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო ამბისა სმინება”.
მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება?”
მე ვჰკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.
სმენა, გაგება
ქმნა თუ არა?
მოვახსენე, შევუთვალე
ვენა გავაჭრევინე
თქვენთან, თქვენს წინაშე
კიდევ
მომეთხოვება, მჭირდება
მომჯობინება
373
დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ აბა!”
ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა,შაბა!”
კარზე, სასახლეში.
ისრების ჩასაწყობი ბუდე
მიუტია, მიუშვა
1. მიზანი 2. ისარი
სასროლად გამოიყვანა
ამბობდნენ.
ყოჩაღ, კარგია!
374
შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;
მეფემან გასცა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.
იმ დღეს
მოვლილნი, ნავალნი
დამკვრელნი
გაჩუმებულნი
იშვიათად, უნიკალურად ცნობილი
უხვად დაუსაჩუქრებელნი
იმ დღეს
მხლებელნი, ახლოს მყოფნ
375
ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად,
ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად,
ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
ვცდილობდი
არ შემეძლო, ძალა არ მქონდა
არიდება, დაცვა
ვიხსენებდი, მასზე ვფიქრობდი.
ალად
ტოლები, ამხანაგები
წავიყვანე, წავიყოლიე
მაღიარებდნენ
ტანჯვის
დასამალად
376
მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
”ქალი ვინმე იკითხავსო, “ინახვისცა ამირბარი?”
ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი”;
ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.
დაახლოებულმა მსახურმა
ნათქვამი, სათქმელი
კითხულობს
ინახვის თუ არა? შეიძლება თუ არა, რომ ვნახო?
დაუფარავს
საძილე ოთახში
377
ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
შართი ვუთხარ: “ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად”;
გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.
გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.
სანადიმოდ
მოემზადნენ
ასადგომად, წასასვლელად
პირობა (ახლავე დავბრუნდებიო)
დროის გაუცდენლად, ახლავე
საძილე ოთახში
მოთმინებას, თავშეკავებას
აუგისგან, შერცხვენისგან თავის ასარიდებლად
378
“კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
მითხრა: “მოსლვას თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!”
გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”
მდაბლად, მოწიწებით თავი დამიკრა.
ვინც ღირსი იყოს.
ვინ იზამდა? ვინ იზამს?
რომ სცოდნოდა, წყნარად იჯდებოდა.
379
“შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
ვარქვი: “მანდა რად ჰზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?”
მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.
ტახტზე, საწოლზე
ვუთხარ
ზიხარ
არაფერი
380
“მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად! მედების გულსა ალობა:
გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა!
მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.
ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა
ეს დღე
ალი
მაძლევს
სიმალე, სიჩქარე
ამის ღირსი თუ ვარ
381
“ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემთვის ცნობა უბნევია;
ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია.
ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უქმნევია”.
თქვენს წინაშე რიდს, მოკრძალებას
გონება
დაუბნევია
მომაწერ
წერილმა
გაგაგებინოს, გაგაგებინებს
უქნევინებია, დაუვალებია
arsena qobulaSvili, 10 w. - vanaTi
1
zura gogia, 0 w. -
1
cotne samuSia , 12 w. - walenjixa
1
levan fifia, 7 w. - walenjixa
1
elene SavgulaZe, 0 w. - Tbilisi
1
mariam totoraSvili, 9 w. -
1
nino quculuria, 8 w. - walenjixa
1
taso begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1
elene benaSvili, 7 w. - Tbilisi
1
TaTuli miqaberiZe, 5 w. -
1
iza SavguliZe, 6 w. - Tbilisi
1
elene SavgulaZe, 0 w. - Tbilisi
1
nino japariZe, 9 w. - mestia
1
mariam totoraSvili, 9 w. -
1
taso begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1