English
saxelosno

 

 


wigni tarielisa sayvarelsa Tana miwerili pirveli
dasuraTeba
gaxmovaneba
wigni tarielisa sayvarelsa Tana miwerili pirveli
387
“თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაცა არ შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.
ბარათი, წერილი.
შენ როგორ მოგერევა? როგორ მოგერიოს?
შენი მსგავსი, შენებრი
სიზმარი მგონია
გადარჩენა
388
“ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
ესე ჰკადრე: “რადგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები!”.
შევძლებ, მოვახერხებ
ეს
მოახსენე, უთხარი
ამოდიხარ
გონებას ვკარგავ, გული მიმდის.
რაგინდარა სამსახურს
მტყუანი ვარ. საერთო აზრია: მტყუანი ვიყო, თუ რაიმე სამსახურს ავერიდო!
389
“ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს”;
და-ცა-მვედრა: “ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.
ემჯობინება
ვერ გაიგოს, რომ მე (ნესტანი) მას (ტარიელს) ვესაუბრები
მოვიდეს ხოლმე
ვითომც
კიდევ მთხოვა, დამაბარა. ნაწილაკი „ცა” ჩართულია ზმნისწინსა და ზმნას შორის.
ტარიელს
ასე
390
მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
მომეწონა, კარგი მეჩვენა.
ეს.
გადაწყვეტილება, არჩევანი.
რიდი, კრძალვა.
ჰქონდა.
არამეგობრული, მკაცრი, უღიმღამო, უსიამოვნო.
სიბნელეს.
ჰგავდა.
დღისა.
391
“ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა,
მან მითხრა: “არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”.
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.
არაფერი
დრამის წონისა
ეს.
კმარა
სხვა მხრივ
ჩემი ხელობის, ჩემი მდგომარეობის შესაფერი სიმდიდრით
392
“ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.
ლახვრები მომშორდა გულიდან, ტანჯვისგან განვთავისუფლდი
ჩაქრნენ
რომ
მწვავდნენ
თანატოლები
სვამდნენ
ზეიმი, მხიარულება
Tamriko eliaZe, 10 w. - sno
1
paata miqelaZe, 13 w. - muxrani
1
ana rusTavi, 0 w. -
1
petre iakobize, 11 w. - rusTavi
1