English
saxelosno

 

 


wigni tarielisa sayvarelsa Tana miwerili
dasuraTeba
gaxmovaneba
wigni tarielisa sayvarelsa Tana miwerili
509
“მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი.
სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
წამიხდნენ, წამერთვნენ.
სიყოჩაღე, სიმარდე, სიკისკასე.
ძალა, ვაჟკცობა.
შმაგმა, გახელებულმა.
1. დავინახე. 2. განვიცადე.
სიცოცხლის სანაცვლოდ. იგულისხმება, რომ ნესტანმა ტარიელს მისი სიყვარულის გაზიარებით სიცოცხლე შეუნარჩუნა.
მუქაფა - სამაგიერო. რა სამსახურს შემოგზღავ სამაგიეროდ და როგორ?
510
“მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
გადამარჩინე, მაცოცხლე.
სულ არ მომკალი.
ახლაც.
ეს.
დრო.
გავუთანაბრე.
მკლავის გარშემო, მკლავზე.
რომ მეკუთვნის, შემეფერება.
ასე როგორ გავიხარო? ამდენს როგორ გავიხარებ?
511
“განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე,
ყაბაჩაცა მას თანავე, ამისებრი ვერა ვპოვე;
დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე,
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”
სამსახური გაგიწიე, შენი დავალება შევასრულე. ისე მოგეკიდე, როგორც ვასალი, ყმა - პატრონს, რომლის „წინაშე დგომა”, სამსახური მას ჰმართებს.
დიაღ, გემსახურები; დიაღ, შენი დავალება უნდა შევასრულო!
მოსასხამი, პირსაბურავი.
მოკლე ქათიბი.
ვერაფერი.
გულწასულს, გონდაკარგულს.
დამტოვებ.
რამე.
მოდი!
ქვეყნად, წუთისოფელში.
სხვას თუ არ შენ.
ვის შევეპუები! ტაეპის აზრია: ვის გავუწევ ანგარიშს და დავერიდები ამ ქვეყნად, თუ არ შენ?
512
“ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა,
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა,
ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.
დამტოვა, წავიდა.
მშვიდად, ტკბილად.
მაგრამ.
მყავდა.
სიცოცხლე.
taso begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1
Tamriko eliaZe, 10 w. - sno
1
mariam janjRava, 7 w. - Tbilisi
1
elene SavgulaZe, 0 w. - Tbilisi
1