English
saxelosno

 

 


ambis cnoba tarielisagan nestan - darejanis dakargvisa
dasuraTeba
gaxmovaneba
ambis cnoba tarielisagan nestan - darejanis dakargvisa
573
ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე;
რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე!
მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე თვალი ვაგე,
მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
შეტყობა, გაგება.
ეს.
ფიქრს.
მისი (ნესტანის) ამბავი რომ ვერაფერი გამეგო.
იმ ზღუდეს.
გავიხედე.
გავიგონე, შევიტყე.
თუმცა.
ვერ დავიღუპე. იგულისხმება: თავი ვერ მოვიკალი, ვერ გავიმეტე.
574
გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე:
თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.
გამოჩნდნენ.
წინ.
ჰყავდა. აქ: მოჰყავდა.
უნდა გამეგო, აქეთ ვინ მოჰყავდათ. არე ლიცენციაა. ნიშნავს: “არის”.
სახეზე.
დამიძახა.
აღარც გამიცინა.
575
“იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა;
შორით ვუხმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცრემლმან რად დაგვდაგნა?”
მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.
დამაბნია. ან: დავიბენი.
ფიქრები.
შორიდან შევძახე.
რა ამბავია ჩვენს თავს?
ან.
დაგვდაგა, დაგვწვა.
ძლივს.
გამოთქვა, თქმა მოახერხა.
შემოაბრუნა. ასმათს მხედველობაში აქვს შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ადამიანის ბედსა და უბედურებას ცის ბრუნვა განაგებს.
576
“ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: “რაშიგან ვართ? თქვი მართალი!”
კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,
დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,
მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
კიდევ.
რა დღეში ვართ? რა დაგვემართა?
ისევ.
ამის გამო.
მეათედი.
უღებავდა.
ლოყებიდან ჩამოწვეთილი.
577
მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?
მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:
ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,
დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”
მერე.
ამას რატომ დაგიმალავ? ეს რატომ დაგიმალო?
მაგრამ.
როგორც გაგახარებ.
ასე.
დამასაჩუქრე, წყალობა მომფინე.
ჩემი ხვეწნა შეისმინე.
გამათავისუფლე სიცოცხლისაგან, მომკალი.
შენს ღმერთს ვალად დაადე (ეს კეთილი საქმე).
578
“მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
შენ დაგიზახნა, “მიხმეთო”, ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.
“ხმა გაგიტყდა”, ხმაურმა გაგამხილა.
გაიგონა, გაიგო.
წამოვარდა.
ამის გამო.
ეს ამბავი მას (მეფეს) სატკივრად, დარდად ექცა.
დაგიძახა.
დიდი ხმით ყვირილი დაიწყო.
გიპოვეს.
ამის გამო.
მოჩივრად იქცა, ჩივილს მოჰყვა.
579
ჰკადრეს: “აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან”.
მეფე ბრძანებს: “ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან:
მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.
უთხრეს, მოახსენეს. კარნი. იგულისხმება: ქალაქის კარები.
მივმხვდარვარ, მესმის.
მეფეს მხედველოაში აქვს სისხლიანი ცრემლი, რომელიც გამიჯნურებულ ტარიელს უღვრია.
ითმენდნენ. ტაეპის აზრია: ერთმანეთს რომ დაინახავდნენ ტარიელი და ნესტანი, ერთიმეორეს თვალს ვეღარ სწყვეტდნენ.
580
აწ, თავმმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა”.
ახლა.
ჩემ თავს ვფიცავ!
ვინც დად მყავს, ვინც ბედმა დად მარგუნა (ლაპარაკია დავარზე). ტაეპის აზრია: მე ვუთხარი დავარს, ნესტანის გონება ღვთისაკენ წაემართა, იგი პირიქით მოიქცა.
ბუღა, კურო. გადატანით: საყვარელი.
შეჰპირდნენ.
თუ ვაცოცხლო (დავარი), ღვთის მგმობი ვიყო!
სატანჯველი.
ესაა გამზადებული მის სასჯელად, ამით დავსჯი.
581
მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,
და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.
ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
იმ მეფის.
ჩვეულება.
იშვიათად.
ფიცულობდა, იფიცებდა ხოლმე.
არ ტეხდა ხოლმე (ფიცს), იმავე წამში ასრულებდა ხოლმე.
ეს.
ვინც გაიგონა.
ვინც გრძნებით, ჯადოქრობით ცასაც კი თავისად გაიხდიდა ხოლმე. ან: ვინც ჯადოსნობით ცას “დაიცემს”, ქვევით ჩამოიყვანს (ალ. ჭინჭარაული).
582
“დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
”თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”.
მან აგრე თქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!
ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან”.
ვიღაცა ბოროტმა ადამიანმა.
არ გაცოცხლებს.
აქ: ხალხმა.
ლაპარაკია დავარზე.
ასე.
უდანაშაულო.
კეთილმა (ღვთის ჩვეულებრივი ეპითეტია).
მოვკვდები.
ირგუნებს. ტაეპის აზრია: მე ნესტანის გამო მოვკვდები, მის ტარიელისადმი სიყვარულს შევეწირები, მაგრამ ვერც ნესტანი ირგუნებს იმას, ვისაც მამსხვერპლა (ტარიელს).
583
პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;
შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.
დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:
”ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!
ლაპარაკია ნესტანზე. ტაეპის აზრია: ნესტანი ასევე იჯდა, როგორც მაშინ, შენ რომ წამოხვედი.
რიდე, მოსასხამი, პირსაბურავი.
მოხვეული ჰქონდა.
ჰშვენოდა.
მოთქმით ამბობდა.
რომლებიც არ გამეგონა. იგულისხმება: ისეთ უხეშ სიტყვებს, მანამდე რომ არ მსმენოდა.
მგონი, (ამით) შენი ბედიც არ გაუმჯობესებულიყოს; მგონი, ამით შენც ვერაფერი მოიგო!
584
“როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?
აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!”
ან.
მისი (ხვარაზმელის) სისხლისათვის, მისი სისხლის სანაცვლოდ.
გადაახდევინე. იგულისხმება: მეფეს ხვარაზმელის სისხლის ფასი ჩემი სისხლით რად გადაახდევინე? შესაძლოა სხვა გაგებაც: მოაზღვევინე - ზღვად დააყენებინე. აზრია: (მისი სისხლის სანაცვლოდ), ჩემი სისხლი რად დააყენებინე ზღვად!
ტყუილად, დაუმსახურებლად. საერთო აზრია: ჩემი ძმა ტყუილად არ მკლავს (იგულისხმება: სიკვდილამდე ისეთ რამეს ვიზამ, რითაც ამ სასჯელს დავიმსახურებ). შესაძლოა მეორე გაგებაც: სიკვდილი მართლაც დავიმსახურე, როგორ დავუშვი, რომ შენ ასეთი რამ ჩაგედინა! (ალ.ჭინჭარაული).
ახლა.
თუ ღმერთს უნდა.
არ ერგები.
(იმას) ვისაც ეს საქმე (იგულისმება: შენი გათხოვება ხვარაზმელზე) ჩააფუშვინე.
585
ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.
მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
ხელი წაავლო.
გამოსწია, წამოათრია.
ვარცხნილობა დაუშალა.
დაბეჟა, სხეულზე ლურჯი ადგილები გაუჩინა.
აქ: მრისხანედ.
გაპირქუშდა, ავი გამომეტყველება მიიღო.
ვერაფერი.
მხოლოდ.
ამოიოხრა.
ამოიოხრა, დაიკვნესა.
იგულისხმება, როგორც ჩანს, შავი მონა-ქალი, მკურნალობის მცოდნე. შესაძლოა სხვაგვარი გაგებაც: ასმათი “შავს” ანუ უბედურს თავის თავს უწოდებს (ალ.ჭინჭარაული).
ვერაფერი.
უშველა
586
“რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,
წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა,
მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,
მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.
წამოდგნენ.
ქაჯური სახით, ქაჯური გარეგნობით.
დიდი ყუთი.
587
“უბრძანა: “წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია”;
მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს “იპი-იპია”.
ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
იქ.
სადაც. ტაეპის აზრია: გაყინული, ლიპად ქცეული წყალი ვერ ნახოს; სამხრეთში, უზამთრო და უყინულო ქვეყანაში იყოს. შესაძლოა ასეთი გაგებაც: წმიდა წყალი მტკნარი წყალია. ტაეპის აზრია: ხმელეთზე არ გამოიყვანოთ, სულ ზღვაში გყავდეთ! (ალ. ჭინჭარაული).
გაუხარდათ.
დაიძახეს, დაიყვირეს.
ეს.
მოვკვდი.
სიპი ქვა.
588
ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
დავარ თქვა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-!
ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”.
დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.
ზღვის მხარეს ფანჯრიდან გაატარეს, კიდობანი ზღვისკენ წაიღეს.
ზმნისწინი ზმნისა “დამქოლოს”, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.
სანამ მომკლავდეს.
სამძიმო, მოსაწყენი გახდა.
დაირტყა.
მოკვდა. ნაწილაკი “ცა”, ჩართული ზმნასა და ზმნისწინს შორის, მნიშვნელობას აძლიერებს.
589
“რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!
აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!”
საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.
გიკვირვარ. ტაეპის აზრია: რად არ გიკვირს, რომ ცოცხალი ვარ, რომ ლახვრით თავი არ გავიგმირე? (ალ. ჭინჭარაული).
რაც მეკუთვნის.
ფიცი.
გაფიცებ.
მომაშორე სიცოცხლე, გამათავისუფლე სიცოცხლისაგან.
სულთა დგმის, ცოცხლად ყოფნის ვერმომთმენს, ვერგამძლებს.
საწყლად, შესაბრალისად.
უწყვეტს.
590
“მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!
აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია!”.
სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.
ან.
რას ვიზამ? რა ვქნა? ტაეპის აზრია: მე რომ ნესტანის ვალი მადევს, რით გადავუხდი? მისი წყალობის სანაცვლოდ რა უნდა ვქნა?
სულ, სრულებით.
გამიხდა.
როგორც სალი კლდე. მეტაფორის აზრია: ფიქრის უნარი დამეკარგა, კლდესავით უგრძნობი გავხდი.
591
მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,
გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.
აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!”
მეტისმეტმა მწუხარებამ, გლოვამ, ზარმა.
გამაგიჟა.
დამაწყებინა, დამმართა.
ციებ-ცხელება, კანკალი (ალ. ჭინჭარაული).
ნუ კვდები!
არაფერს.
ტყუილ-უბრალო, ამაო, უსარგებლო.
გავარდნა, საცხოვრებლის დატოვება.
მის საძებრად.
ველად რბენა. ტაეპის აზრია: ვისაც ჩემი ერთგულება, ჩემი წამოყოლა გინდათ, აი, ამის დროც დადგა!
592
“შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;
ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,
წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,
ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.
სწრაფად.
რაინდი, მეომარი.
ჩემთან ნამყოფი, ჩემთან ჩვეული.
გამოვედით ქალაქის კარებს გარეთ.
ხომალდი.
ხომალდის უფროსი, კაპიტანი.
მიმღეობაა ზმნისა “ზმა” - კეთება. ნიშნავს, როგორც ჩანს, “ამოქმედებული”, “აქტიურად მოსაქმე”.
593
“ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, კიდით კიდე გავალაგდი,
არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,
რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი!
გზა, ბილიკი.
ზღვა გზად გავიხადე, აქეთ–იქით, ზღვის ერთი კიდიდან მეორისაკენ დავცურავდი.
ვერაფერი გავიგე, ვერაფერი შევიტყე.
უარესად გავშმაგდი. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
თურმე. ტაეპის აზრია: ღმერთს ისე ვძაგებივარ, რომ სულ მომიძულა, სულ არ მომხედა.
594
რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,
მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,
ვთქვი, თუ: “ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა”.
რომ. ტაეპის აზრია: ერთი წელი რომ ასე გავატარე, შემდეგ ეს თორმეტი თვე კიდევ ოც თვედ იქცა.
მაგრამ.
სიზმრად.
მომეჩვენა, მომელანდა, დამესიზმრა.
ვინც თან მყავდა.
ყველა.
ვერაფერს.
შევბედავ, აქ: ვუსაყვედურებ.
ვიზამ. ტაეპის აზრია: როგორც ღმერთს უნდა, ისე ვიზამ, ისე მოვიქცევი.
595
“ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,
გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;
ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!
ამიტომ.
სულ, მთლად.
მრჩეველს, დამრიგებელს.
ყველა.
ვინც ცოცხალი გადარჩენოდა გაჭირვებას (ჩემთან ხეტიალში).
ასე.
მიატოვებს. ტაეპის აზრია: ღვთისგან მიტოვებული, ჩემსავით განწირული ვინ იქნება.
596
ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,
ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი
ერთი.
ეს.
დამრჩნენ.
გამამხნევებელნი, გულის მომცემნი.
შემაგონებელნი.
შევიტყე, გავიგე. დრამა წონის მცირე ერთეულია.
მიმაჩნდა, მესახებოდა.
მდიოდნენ.
ფონები, ღვარები.
anuka adamia, 8 w. -
1
elene SavgulaZe, 0 w. -
1
sara sefiaSvili, 0 w. -
1
TaTia murRuevi, 10 w. - barisaxo
1
taso begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1
sofo mamardaSvili, 6 w. -
1
Tamar yifiani, 8 w. -
1
giorgi kekelia, 10 w. -
1
xaTo mowoneliZe, 6 w. -
1
xaTo mowoneliZe, 6 w. -
1
xaTo mowoneliZe, 6 w. -
1
Tekle Jvania, 5 w. - Tbilisi
1
ana nikoleiasvili, 0 w. -
1
mari saRinaSvili, 8 w. - barisaxo
1
nino mowoneliZe, 8 w. -
1
taso begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1
nino mowoneliZe, 7 w. -
1
aleqsandre lomZe, 7 w. - mTiebi
1
giorgi moskovCenko, 12 w. - gergeTi
1
xaTo mowoneliZe, 6 w. -
1
mariam arCvaZe, 11 w. - Tbilisi
1
Tekle TorTlaZ, 0 w. -
1
Tornike arabuli, 10 w. - yazbegi
1
Tornike sujaSvili, 6 w. - gergeTi
1
levan vazagaSvili, 10 w. -
1
taso begiaSvili, 4 w. - Tbilisi
1
ana nikoloziSvili, 0 w. -
1
nata SuSania, 0 w. -
1
taso begiaSvili, 5 w. - Tbilisi
1
nikoloz avsajaniSvili, 5 w. - Tbilisi
1
aleqsandre kobaCiSvili, 7 w. - mTiebi
1
taso begiaSvili, 5 w. - Tbilisi
1
giorgi qevxiSvili, 7 w. -
1
mariam arCvaZe, 11 w. -
1
miqael paiWaZe, 5 w. - baTumi
1
luka edilaSvili, 10 w. -
1
naTia iakobiZe, 9 w. - rusTavi
1