სახელოსნო

 

 


შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
თავი 28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
შინაარსი
სცენები
619
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
გამოკეთდა.
შევჭურვეთ, გავამზადეთ.
საბრძოლო ხომალდის სახეა.
მუდმივი ჯარი.
აქ: სიმრავლე.
საჭირო იყო, უნდა ყოფილიყო.
საშუალება; დახმარება, საშველი.
ეთხოვა (იგულისხმება: ღვთისაგან). ტაეპის აზრია: კაცი უნდა ყოფილიყო იქ ვინმე, რომ ღვთისაგან ფრიდონის შემხედველთა შველა ეთხოვა, ისე იყვნენ გაოგნებულნი და რეტდასხმულნი მისი დიდებული და მშვენიერი სანახაობით.
რაინდისა.
მოწინააღმდეგეთა.
დამსჯელისა, გამანადგურებლისა.
620
“მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!
გავიგონე.
აქ: მზადება (საომრად).
სპილენძის ჩაფხუტი.
ჩამოხურვა, დახურვა.
წინ.
რვა თუ იქნებოდა.
სწრაფად, მაშინათვე.
ზედ.
ნელა.
დავუმტვრიე, დავულეწე. ან: გადავუბრუნე.
დაიძახეს, იყვირეს.
დიაცურად.
621
კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.
კიდევ, შემდეგ.
აქ: სხვასთან, სხვა ნავთან.
ბორტი.
დავძირე (ლაპარაკია ნავში მჯდომ მეომრებზე).
აქ: მოხერხება, შეძლება.
რაღა ომს შეძლებდნენ?
გამექცნენ.
ქულბაგების ანუ დუქნების ადგილი. ტაეპის აზრია: მტრები თავ-თავიანთ ქუჩებში, თავიანთ ქალაქში დასამალავად გამექცნენ.
მიყურებდნენ.
უკვირდათ.
მაქებდნენ.
622
“ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიფიცხენია.
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია!
ცხენდაცხენ შემოგვიტიეს, ჩვენზე იერიში მოიტანეს.
ისევ.
შევებრძოლეთ ერთმანეთს.
შეიქმნა.
სისწრაფე.
სწრაფი ბრძოლა.
იქ.
მომეწონნენ.
სიძლიერე, სიმამაცე და იარაღის ხმარების ცოდნა; ვაჟკაცობა.
პოეტური ლიცენციაა. აზრის მიხედვით უნდა მხოლობითი;
წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
623
“თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
მოიტანნა მხარ-დაკრულნი ერთმან ორნი, არ დაყარნა,
მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.
ბიძაშვილები.
იგულისხმება: ცხენიდან.
მოეჭრა, მოესხიპა.
ასე.
დაასახიჩრა.
გაკოჭილნი, მკლავშეკრულნი.
დატოვა.
იგულისხმება: ვასალები.
მაყრებივით ამხიარულა (ალ. ჭინჭარაული).
624
მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით,
ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით,
ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ, თუ ლარი დაჰლიო ან აკიდებით, ან ტენით.
გაგვექცნენ.
ვეცით, მივცვივდით.
გავფანტეთ. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის მნიშვნელობის გასაძლიერებლად.
სწრაფად.
წავართვით.
არ ვიზანტეთ, დრო არ დავკარგეთ.
დავუმტვრიეთ.
პოეტური ლიცენციაა. აზრის მიხედვით უნდა მრავლობითი რიცხვი “იგინი”.
ძირს საგები ტყავი.
ნატებად ვაქციეთ. საერთო აზრია: მტრებს წვივები ისე დავურბილეთ, რომ ნატებივით გავხადეთ; მტერი მასხრად ავიგდეთ, ხმლების მაგიერ ქვებით გავუსწორდით (ალ. ჭინჭარაული).
სიმდიდრე: ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ქსოვილები და სხვ.
გამოლიოთ. ან აკიდებით, ან ტენით. იგულისხმება: ან საპალნედ აკიდებით, ან ხურჯინებში, ტომრებში ტენით.
625
“ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი ასხნა,
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს, თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”
აქ: დაათვალიერა, ინახულა, აღრიცხა.
სიმდიდრის საცავები.
დასხა, დაადო (კლიტეებს).
დაჭერილნი.
წამოიყვანა, გამოირეკა.
იგულისხმება: ფრიდონის სისხლთა ნაცვლად, სამაგიეროდ.
დაღვარა, ირგვლივ მოასხა.
ასხა.
ჩემზე თქვეს.
მადლობა.
ვინც ალვის ხეები დარგო. იგულისხმება: ვინც ასეთი ალვასავით ტანწერწეტი ადამიანი - ტარიელი - შექმნა.
626
მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”
ჩანდა.
ზეიმი, ჟრიამული.
შვრებოდნენ. ტაეპის აზრია: ჩანდა, მოქალაქეებს რომ ზეიმი მოეწყოთ, რომ ზეიმობდნენ.
ფოკუსი.
იქ.
აბამდნენ. ტაეპის აზრია: მეფოკუსეებს მნახველთა ყურადღება დაეპყროთ.
გვასხამდნენ.
გვეუბნებოდნენ.
ჯერაც.
627
ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა — მონად და ჩემსა — ყველასა სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდთა მკრეფობით,
ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.
მეფე ან მისი გვარის შვილი. აქ: მეფე. და ბ ტაეპის აზრია: ლაშქარნი ფრიდონს მეფეს უწოდებდნენ, მე კი - მეფეთა მეფეს, თავის თავს - მონას და მე - ყველას ბატონს.
მოწყენით.
ვერასოდეს. ტაეპის აზრია: მხიარულად (“ვარდის მკრეფავად”) ვერ მნახეს.
ვერ გებულობდნენ, ვერ გაიგეს.
იქ.
უხვად, ადვილ საშოვრად. იგულისხმება: (ჩემი ამბავი) იქ არავინ იცოდა.
628
“დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავჰხედით;
ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე, — ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, —
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.
სანადიროდ.
წაწვდილი.
გადავედით, გადავდექით.
გეტყვი რაღაცას.
ვნავარდობდით (ცხენებით), თავს ვიქცევდით.
ვისხედით.
ამ ქედიდან.