English
saxelosno

 

 


waslva avTandilisagan tarielis Seyrad meored
dasuraTeba
gaxmovaneba
waslva avTandilisagan tarielis Seyrad meored
840
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს;
ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
შესახვედრად, სანახავად.
(რომ) მოჰშორდება.
რომ მიუახლოვდება.
გაჰშორდება.
არ მიიახლოებს, ახლოს არ გაიჩერებს.
მაგრამ.
ვერხედვა.
841
აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.
ახლაღა, ახლა.
იმ მოყმის (ავთანდალის).
წასვლას.
მიდის.
სიმცირეს.
წამდაუწუმ.
მობრუნდებოდა ხოლმე, უკან იხედებოდა.
ითხოვდა (იგულისხმება: ღმერთისგან).
თავისთვის. ტაეპის აზრია: ევედრებოდა ღმერთს, რომ მზე მისთვის მზედვე ყოფილიყო.
უცქერდა.
თვალს ვერ აცილებდა.
გონებას კარგავდა, რეტი ესხმოდა (სიტყვა-სიტყვით: “გონებაზე გადადიოდა”).
842
რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ყვის გაძრვად ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.
დაბნედას რომ მიუახლოვდებოდა ხოლმე; როცა, ლამის, გული წაჰსვლოდა ხოლმე.
ენის დაძვრას ვერ ახერხებდა, ენის დაძვრა არ შეეძლო ხოლმე.
მაგრამ.
მდინარე ტიგროსი. აქ ნახსენებია, როგორც წყალუხვობის განსახიერება.
შემოტრიალდებოდა ხოლმე (იგულისხმება, როგორც ჩანს: მოიხედავდა ხოლმე განვლილი გზისკენ).
1. ღონე, 2. საშუალება.
ტანჯვა.
ტანჯვის თმენის ღონეს ეძებდა.
(ისევ) რომ პირდაპირ წავიდოდა ხოლმე.
არ იცოდა ხოლმე.
ატარებდა.
843
თქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დაყმუნდეს!
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს;
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!
ლაპარაკია თინათინზე.
შენგან შორს მყოფი.
წყეულია.
მოეშვას; დამშვიდდეს, დადუმდეს, მდგომარეობას შეურიგდეს. ტაეპის აზრია: ის რა კაცია, ვინც შენს სიშორეს შეურიგდება!
ფიქრი.
შემობრუნდება. ტაეპის აზრია: რადგან ფიქრის საგანი შენ ხარ, გრძნობაც სულ შენკენ იქნება მიმართული, გულს სულ შენ ეხსომები.
ენდომება, წადილად ექნება.
სატრფოს.
აქ: თაყვანისმცემელი, მოყვარული.
გაუგულჩვილდეს, მოულბეს; გრძნობას აჰყვეს.
844
“მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა!
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა;
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”
შენ ნახვამდე, შენ შეხვედრამდე.
მოველოდე.
რა ლხენას, რა შეღავათს? ტანჯვის რა შემსუბუქებას?
რომ ...არ მოველოდე.
მაგრამ.
დაგაღონებ ჩემი ცოცხლად არყოფნის გაგებით.
მივცე.
845
იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
ამბობს.
სახედ, მსგავსად, მატერიალურ განსახიერებად.
გცნეს, გაღიარეს, მიგიჩნიეს. მზიანისა ღამისად. იგულისხმება: ღმრთისად.
იგულისხმება: ღმერთისა.
იმ უჟამოსი, უდროოსი, დროზე მაღლა მდგომისა (იგულისხმება: ღმერთისა).
ჟამისთვის, ჟამის წინაშე ანუ დროში არსებული სამყაროს წინაშე.
გემორჩილებიან.
იგულისხმება: ციური სხეულები. ერთის იოტის წამისად. აზრია: წამის სიზუსტით, ზედმიწევნით, სავსებით.
შემიცვლი.
შემივედრე! ჩემი ხვეწნა, აჯა აასრულე!
ჩემი და იმის (თინათინის) შეხვედრამდის.
846
ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.
ღმრთის სახეს, მსგავსებას გეძახიან.
რამე.
ბროლი - თეთრი სახისკანის აღმნიშვნელი მეტაფორაა, ბალახში (საუკეთესო ლალი) - წითელი ბაგისა. ორივე ერთად პირმშვენიერი ადამიანის აღმნიშვნელია, აქ - ტარიელისა. სათი იგივეა, რაც გიშერი, შავი ქარვა. მეტაფორულად აღნიშნავს შავ თმას, აქ: თინათინის მშვენიერებას საერთოდ. ტაეპის აზრია: ტარიელის მძებნელმა თინათინი დავკარგე.
სიახლოვე (იგულისხმება: თინათინისა).
ახლა.
ვნანობ.
847
მას მოსთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი, დნებოდის,
დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის,
რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.
მოსთქვამდა.
როგორც.
ისწრაფოდა, ჩქარობდა.
იარებოდა.
რომ შეუღამდებოდა ხოლმე.
ჰსიამოვნებდა.
იგულისხმება: თინათინს.
უხაროდა ხოლმე.
უცქერდა.
ელაპარაკებოდა.
848
მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მიმცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”
ეუბნება.
მიჯნურთათვის.
სნეულების, ავადმყოფობის.
იგულისხმება: მიჯნურობის სენის. მოთმინებისა თმენისა. ერთი და იგივე ცნება გამეორებულია ორჯერ ხაზგასმის, აქცენტირების მიზნით. ტაეპის აზრია: მთვარეს აქვს წამალი, რომელიც სიყვარულის ჭირთა თმენის უნარს გვაძლევს.
მითხოვე.
შეხვედრა, ისევ ნახვა.
შენი წყალობით.
ლამაზი, მშვენიერი.
849
ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.
ამხიარულებდა, შვებას აძლევდა, გულისტკივილს უამებდა.
ტანჯავდა.
რომ ნახავდა.
ჩამოქვეითდებოდა ხოლმე.
უცქერდა ხოლმე.
უერთებდა ხოლმე.
ისევ.
წავიდოდა ხოლმე.
ჩქარობდა, ისწრაფოდა.
გავლას.
იმავე გზისას.
850
მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი,
შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,
იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა,მე, ვაგლახ,იანი!”
ტანად ალვის ხის მსგავსი.
მოკლავდა ხოლმე.
შეჰხვდებოდა ხოლმე.
შეწვავდა, ჭამდა და წავიდოდა ხოლმე.
მარსი, რომაელთა ომის ღმერთი. აქ: პლანეტა მარსი, ომის მომვლინებლად და მფარველად მიჩნეული.
მარიხისებრი გულის მქონე, მამაცი, მეომარი.
დავტოვე.
აქ ცხოვრების სიხარულის აღმნიშვნელი მეტაფორებია. ტაეპის აზრია: ყოველი ლხინი და ბედნიერება მივატოვე.
ვაი (მწუხარების გამომხატველი შორისდებული).
851
აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
მიუბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.
იმ მოყმის (ავთანდილის).
ნალაპარაკევს.
სიარულში რომ ამბობდა.
რა მშვენიერ სიტყვებს.
რამდენნაირს, რანაირს, როგორს.
გაეწითლებინა.
ლოყის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
აქ: ფრჩხილით.
ჩამოხოკილს.
გამოქვაბულები.
გაუხარდა.
გავიდა, ზედ მიადგა.
852
რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების,
ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.
რომ დაინახა.
ჩამოსდის წვეთებად.
როგორ.
შეჰხვდება, ეწევა. ტაეპის აზრია: როგორც ასმათს ეს ეამა, ასეთ სიხარულს სხვას ვეღარ ეღირსება.
ჩამოქვეითდა.
ჰკოცნის.
ელაპარაკება.
ძალიან.
853
ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?”
ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა,
იტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.
მოყმე (ავთანდილი).
ეუბნება.
ბატონი, ხელმწიფე (ლაპარაკია ტარიელზე).
ნეტავ.
როგორ.
ამბობს.
რომ წახვედი.
გამოქვაბულში ყოფნა.
გაუჭირდა, გაუძნელდა.
როგორც. აქ: თითქოს, როგორც ჩანს.
არაფერი.
არც ...არც.
იგულისხმება: ნასმენად, სხვისგან განაგონად.
854
ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!
დამწუხრდა.
ვითომც, თითქოს.
გულში.
ეუბნება.
კაცი ეგეთი ნუ იქნება!
ის ფიცი.
როგორ.
არ მოვატყუე, სიტყვა შევუნახე.
სიტყვა გამიტეხა.
(თუ) ვერ აკეთებდა, ვერ ასრულებდა.
შემპირდა, აღმითქვა.
მიმტყუნა, სიტყვა გამიტეხა.
855
“მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
რად დავვიწყდი? რად მივსცილდი? რათ ვერ გასძლო? რა მისჭირდა?
მან გატეხა ზენარისა რად შეჰმართა, ვით გაპირდა?
მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!”
წუთისოფელში, ქვეყნად.
ყოფნა.
აქ: რაკიღა; მაშინ, როცა. ა და ბ ტაეპთა აზრია: მე რომ უმისოდ სიცოცხლე არ მინდოდა, იმან რად დამაღალატა?
დავავიწყდი.
დავავიწყდი, გონებიდან ამოვუვარდი.
რით.
გაუჭირდა.
ფიცის.
გაბედა.
როგორ.
გადაწყვიტა, თავს იდვა.
მაგრამ.
ცუდი.
რა (უნდა) გამიკვირდეს? რა გამიკვირდება? ტაეპის აზრია: ჩემი ბედისგან ცუდი რა გამიკვირდება?
856
კვლა ქალი ეტყვის: “მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა!
მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.
შემდეგ. ან: ისევ.
ეუბნება.
ბრალდება, დადანაშაულება.
მართალი ხარ, (ტარიელს) ამას რომ ბრალად სდებ, რომ ჰსაყვედურობ.
მაგრამ.
რომ განვსჯი სწორ სამართალს, სამართლიან განაჩენს რომ გამოვიტან.
მოელი ჩემგან.
რაიმეს.
მაამებლობას, პირფერობას, ჭეშმარიტების ან სამართლიანი მსჯავრის დამალვას.
(განა) გული არ უნდა? (გული აქ გულისხმობს საღ გუნება-განწყობილებას, ყურადღებას, სულიერი ძალების მოკრების უნარს).
პირობის.
შესრულებას.
იგულისხმება: დარდისაგან სულიერად ძალაგამოცლილი, მოქმედების უნარწართმეული.
857
“გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან!
გონება.
ფიქრი. აქ: ფიქრის მიმართულება.
დამოკიდებულნი არიან.
რომ წავა.
იგულისხმება: იგინიც (ცნობა, გონება).
მისკენ.
პოეტური ლიცენციაა. ნიშნავს: “განაკიდია”, გაკიდეგანებულია, გაუცხოებულია. ა, ბ, გ ტაეპების აზრია: კაცს რომ გული, ე. ი. გუნება–განწყობილება, ხალისი წაუხდება, მისი გონებაც დუნდება და ფიქრიც მწუხარე აზრების მიმართულებით მიუდის. უგულო, ე.ი. სულიერად გატეხილ, მოდუნებულ კაცს სრულფასოვანი ცხოვრება ადამიანთა შორის აღარ შეუძლია (“ვერ კაცობს”). იგი ადამიანთაგან გარიყულია. შესაძლოა სხვა გაგებაც: განაკიდიან - გარიყავენ, გარეშედ მიიჩნევენ ხოლმე.
გინახავს.
რომ.
სწვავდნენ.
858
შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა?!
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა;
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა.
უმართლესი, ცამდე მართალი.
ემდურები.
იგულისხმება: გაეყარე, როგორც ძმობილს, ახლა კი ამ ძმობილმა დაგაღალატა.
მაგრამ.
როგორ.
გონზე მყოფს. იგულისხმება: შენ, გონზე მყოფი, მის სულისკვეთებას როგორ გაიგებ?
დაიღლება.
ეტკინება.
ნატკივარს; ან: მტკივანს. აზრი შემდეგია: შემატკივარ გულს მისი ტკივილი ეტკინება.
იმიტომ.
ვფიქრობ, ვიაზრებ, მესმის.
უბედურად დაბადებულს. ტაეპის აზრია: ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ მინახავს, ტარიელი რა დღეშია.
859
ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია!
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია!
ჯერ.
ტანჯვა.
ვისმე.
შესაძრწუნებელია.
მდ. ტიგროსი. აქ ნახსენებია, როგორც წყალუხვობის განსახიერება.
კმარა.
რომ.
აქ: მეორე მხრივ, ხოლო.
სხვის ბრძოლაში. ანდაზის აზრია: სხვისი ბრძოლის შემყურე ადვილად განსაზღვრავს, მებრძოლისთვის რომელი მოქმედება ჯობს.
860
“მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:
მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა”.
მიბრძანა: „მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.
მიმავალს.
ვეკითხებოდი, ვკითხე.
(რომ) მოვა.
დამაბარე.
დად მიღებულს, დობილს.
მეძებოს. ნაწილაკი “ღა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. გაცუდებულსა. იგულისხმება: უსარგებლოს, ამხანაგად ვერგამომდგომს.
ამ მიდამოებს არ დავტოვებ.
დანაპირებს.
861
მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები.
ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები
იმ ფიცს.
იმ ფიცს.
ვუმტყუნებ.
იმ პაემნამდის, შეხვედრამდის (ავთანდილთან).
რაც უნდა (ცრემლის) რუები მდიოდეს.
გლოვის გამომხატველი შორისდებულია.
სათუო, საეჭვო.
862
“ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
ოდენოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა;
მსჯის გამრავლება, ხელ-ქმნილსა, სულთქმისა ზედა-ზედისა,
დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!
გათავდა, გადავიდა.
მას აქეთ, მას შემდეგ. ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: მას აქეთ ჩემთვის დღე აღარ დგება, მზე აღარ ამოდის, ქედს ზემოთ ცაში აღარ იწევს.
მხოლოდ.
მოსალბობის.
მტანჯავს.
გახელებულს.
ოხვრა.
ქმნილი, საქმე.
863
ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია”.
ეს.
სწორი, ჭეშმარიტი.
ჩინეთში.
ვინც.
მეგობარს.
ყვითელი პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
ვისაც.
წინათ.
ვერც ...ვერც.
ჰგავდა.
ქმენი.
შესაფერია, საკადრისია.
864
ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად!
მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად.
სავსებით მართალი.
არ მამართლო მის მდურვაში, არ მომიწონო მისი მდურვა.
მაგრამ.
განსაჯე, სამართალი გააჩინე!
ტყვისთვის. ავთანდილი გულისხმობს, რომ თვითონაც, ტარიელივით, სიყვარულის ტყვეა, პატიმარია.
ჩემი სახლიდან.
როგორც.
საძებრად.
მასზე ვფიქრობ.
865
ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.
ფარავენ.
მასთან ახლოს ვერ დავრჩი (ლაპარაკია თინათინზე).
მისი ჩემდამი სურვილი ვერ გავახარე და ჩემი - მისდამი.
ლაპარაკია როსტევანზე. მრ. რიცხვი მოწიწების გამომხატველია.
სანაცვლოდ, სამაგიეროდ.
დავადარდიანე, დავამწუხრე.
866
“პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი,მიწყალე, ცა წყალობისა მთოველი!
მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი;
მისი შემცოდე, ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი!
ცოცხალი. აქ: დღეგრძელი, (ღვთისაგან) გახარებული.
მასთან დამნაშავე.
აღარაფერს.
867
ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არ ვუტყუვე და მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა;
ცუდ-მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა!
ეს.
ყველაფერი.
ასე დამმართნია, ასეა ჩემს თავს.
მის (ტარიელის) გამო.
ვუმტყუნე.
მოსიარულე.
ახლა.
სადღაც.
ის, ვისი ცეცხლითაც, ვისი თანაგრძნობითაც ვიწვი (ლაპარაკია ტარიელზე).
ამაოდ გარჯილი, უსარგებლოდ დაღლილი.
ვზივარ.
მოწყენილით, გაუცინარით.
868
დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო;
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო!
წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!”
იგულისხმება: მაცლის.
ვნანობ.
წარსულს.
ღალატიანი, არასანდო; უხეში, ძალმომრე.
(წარსულზე სინანულით)ბრძენთა რჩევას გავაწბილებდი, დავარღვევდი.
ან.
მოვიადრებ, დავაჩქარებ.
თორემ.
თურმე.
მიჭრის. იგულისხმება: ასე გადაუწყვეტია ჩემი მომავალი.
ვუთხრა, შევბედო.
869
ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
”რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.
აღარაფერი.
გამოქვაბული.
ჩაიარა.
გავიდა.
ბუჩქნარი; ან: მაღალი უხეში ბალახი.
ველზე.
ველებიდან.
მეტაფორა აღნიშნავს ავთანდილის ღაწვებს.
ჰსაყვედურობდა.
870
იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა,
მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა!
ყოველივე არსებულის, ყველა არსების მხედველს.
განმაშორე. მოყვარეთა. აქ ამ სიტყვაში იგულისხმება ორივე პიროვნება, ვისთანაც ავთანდილს სიყვარული აკავშირებს: სატრფოც და მეგობარიც.
ორის მოაზრე, ორზე (თინათინზე და ტარიელზე) ფიქრით მოცული.
დაღუპვა.
დასაღუპავი საქმე მჭირს.
მებრალება, მენანება.
კისერს. აზრია: ჩემი სისხლი ჩემს კისერზე იყოს, ჩემ სინდისზე იყოს.
871
მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.
მეგობარმა.
აქ: შესრულებული.
შემისრულა.
გათავებულა.
შერცხვენილა.
აქ: გაწბილებულა.
872
კვლა იტყვის: “მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა!
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა, ლერწამ-ტანისა”.
კიდევ.
ამბობს.
ნაღველი.
როცა მწუხარედაა.
აწონ-დაწონა, გაანგარიშება.
შესაფერის.
ახლა.
იმ მზისა (ტარიელის).
873
ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.
უძახის.
უყვირის.
მოიარა.
ბუჩქნარი, ან: მაღალი უხეში ბალახით დაფარული ადგილი.
მიდის.
მწუხარე.
ვერარა ამბის შემტყობი.
874
იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე,
დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!”
ამბობს.
ასე.
გაწყენინე, გაგარისხე.
ვედრება.
შემწყალებელო, სამართლის გამჩენო.
mariam ramiSvili, 8 w. -
1
daTo jogliZe, 12 w. -
1
guram melaZe, 7 w. - mTiebi
1
gurika xuciSvili, 12 w. -
1
luka kupataZe, 7 w. - rusTavi
1
nia xerodinaSvili, 7 w. - mTiebi
1