English
saxelosno

 

 


povna avTandilisagan dabnedilis tarielisa
dasuraTeba
gaxmovaneba
povna avTandilisagan dabnedilis tarielisa
875
მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;
თქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.
მიდიოდა.
სიარულში ლაპარაკობდა.
რაღაც ქედს.
გამოჩნდა.
. იგულისხმება: ცხენი.
ბუჩქნარის. ან: მაღალბალახიანი ადგილის.
იდგა.
კისერზე სადავეგადაგდებული.
უთუოდ, ნამდვილად.
აქ: ეჭვი, ცილობა.
876
რა შეჰხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
რომ შეჰხედა.
ლაპარაკია ავთანდილზე.
გაუფეთქა, სიხარულით თრთოლა დაუწყო.
დაღონებულს.
მეტაფორული აღნიშვნაა ავთანდილის პირისახისა,
კანისა
ბაგისა. ტაეპის აზრია: ავთანდილი სიხარულისაგან ფერზე მოვიდა: ბაგე და ლოყები წითლად გამოუჩნდა, ხოლო დანარჩენი პირისახე - თეთრად.
როგორც.
ვერ მოიცალა მის (ტარიელის) შესახედად, თვალით მოსაძებნად. მოჰკრა თუ არა თვალი ცხენს, მაშინვე იქით გაეშურა. მრ. რიცხვი ტარიელისადმი მოწიწების გამომხატველია.
877
რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა!
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
ტარიელი რომ დაინახა.
დიაღაც რომ დაღონება მოუხდა (ავთანდილს).
იჯდა.
სახე დაეღმიჯა.
გადაეხია.
სულ. გაეგლიჯა. იგულისხმება: ხელის ცემით დაეხეთქა. ან: თმა დაეგლიჯა.
აღარაფერი.
ესმოდა.
წუთისოფელს გაღმა, ცხოვრების გარეთ.
878
ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,
კვლა სხვაგნით — ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული;
მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
ერთ მხარეს.
უძევს.
მეორე მხარეს კი.
ცხარე. ან: გამალებული.
აქ: მაშინ.
ასე.
მცხუნვარე.
მცხუნვარე, ცხელი. ცეცხლი მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელის ტანჯვას.
879
თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
აქ: ახელა.
თვალის ახელაც უჭირდა, უმძიმდა.
სულ.
გონება.
გადასულიყო გონებიდან, გონება დაეკარგა.
მიახლოებოდა.
მოთმინებას. აზრია: მოთმინების ძალა, გამძლეობა გამოჰლეოდა.
მოყმე. ლაპარაკია ავთანდილზე.
სახელით უძახის.
ცდილობს, ლამობს.
გამოფხიზლებას, გონზე მოყვანას.
გააგონა.
ცხენიდან გადაიჭრა, ჩამოხტა.
იჩენს.
880
ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;
ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?”
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.
უხოცავს, უწმენდს.
თვალებზე.
სახელოს.
უძახის.
სახელით, სახელის ხსენებით. უზახის მართ სახელ-დებით სახელსა. პოეტი აქ მიჰმართავს განმეორებას აზრის ხაზგასმის მიზნით.
ეუბნება.
მცნობ.
ველად გამოჭრილს, შინიდან გამოქცეულს.
გახელებულს.
არაფერი.
ბევრი.
ბევრი არაფერი ესმის.
გარეტებულს, გაოგნებულს.
თვალებ-გარინდებულს.
881
ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!
ეს ყველაფერი ასეა.
ახლა.
თქმულა.
ცოტათი.
გონებაზე მოიყვანა.
იცნო.
მოეხვია.
ცოცხალს. ღმერთის ერთ-ერთი ეპითეტია ქრისტიანობაში.
882
უთხრა: “ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”!
(ტარიელმა ავთანდილს).
გიმტყუნე, დაგაღალატე.
შეგისრულე.
ცოცხალმა.
აქ: შევასრულე.
ახლა.
მომეშვი, თავი დამანებე.
ვირტყა.
მაგრამ.
გთხოვ, გავალებ.
883
ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ? რად მოიკლავ ნებით თავსა?
ლაპარაკია ავთანდილზე.
რას შვრები? რა დღეში ხარ?
სჩადი.
ცუდს, ავს, ბოროტს.
ცეცხლი. (აქ: სიყვარულის და ტანჯვის).
კაცთა მოდგმისას.
იკლავ.
884
“თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
ყველა ბრძენნი.
ამ პირზე დგანან, ამ დებულებას ამტკიცებენ.
უნდა, საჭიროა.
მამაკაცი.
ვაჟკაცური. აზრია: კაცი კაცური უნდა იყოს.
რამდენადაც.
უკეთესია, რაც უფრო ნელა ტირის. აზრია: უკეთესია, რომ თავისი ტანჯვა სხვების დასანახი არ გახადოს. ნელად შეიძლება გავიგოთ აგრეთვე როგორც “იშვიათად”, “გვიან-გვიან” (ალ. ჭინჭარაული).
გონებისაგან. ტაეპის აზრია: კაცი ჭირში ვარდება თავისივე გონების შეცდომისაგან. ჭირი აქ გულისხმობს დაღუპვას, საბოლოო მარცხს წუთისოფელთან ბრძოლაში, რომელიც სასოწარკვეთილ ტარიელს ემუქრება, და არა იმ ჭირს, რომელშიც ტარიელი უკვე ჩავარდნილია.
885
“ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ:
მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
ვისთვის კვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ.
თავსა მრთელსა რად შეიკრავ? წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
აწონ-დაწონა, საქმის წინასწარ განსაზღვრა.
ბრძენთა თქმულის მიხედვით, მის შესაბამისად.
მხეცებთან ხარ.
რა წადილს, რა სურვილს.
ვისთვისაც (ლაპარაკია ნესტანზე).
ირგუნებ, მიაღწევ, ეწევი.
წუთისოფელს, ცხოვრებას.
ჯანსაღს.
იკრავ. იგულისხმება, როგორც ჩანს, თილისმით ადამიანის “შეკვრა”, მისთვის რომელიმე უნარის წართმევა ან ჯანმრთელობის რომელიმე მხარის დაზიანება. ტაეპის აზრია: ჯანსაღი ხარ და თავს რად ისნეულებ? შესაძლოა ასეთი გაგებაც: ჯანსაღ თავს რად იკრავ ტკივილის გასაყუჩებლად?
886
“ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
ცეცხლი (აქ: სიყვარულისა და ტანჯვის).
არ უნახავს ტანჯვა.
გონებას კარგავენ, გული უღონდებათ. მრ. რიცხვის ხმარება გულისხმობს, რომ საუბარი ეხება ლიტერატურითა და ზეპირი გადმოცემებით ცნობილ სხვა მიჯნურებს, რომელნიც თავიანთი სატრფოებისათვის დაბნედილან.
უმსგავსო, უპრეცედენტო. უსახო რა ქმნილა. იგულისხმება: განა ისეთი რა მომხდარა ქვეყნად, რისი მაგალითიც, რისი მსგავსი შემთხვევაც სხვა არ ყოფილა? შენი ტანჯვაც პირველი არაა, შენსავით სხვებიც გატანჯულან.
რად კვდები?
887
“ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად!”
მან თქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.
– ასე
რატომაა ძნელი.
მოიპოვებს, შოულობს.
იშვიათად, ძნელად.
გამრავლდება, ბევრი და ადვილად საშოვი გახდება.
ეღირება.
888
“რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო?
რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. პატარა. 2. დღემოკლე.
მაშ.
ჯერ, პირველად.
ჭირთა გადაუხდელი, შრომის არგამწევი.
ბოროტებისაგან თავისუფალი.
ჰსმენია.
რაგინდარა, ნებისმიერი. საქმე საეშმაკო. იგულისხმება: საქმე, რომელზედაც ეშმაკს ხელი მიუწვდება, ამქვეყნიური საქმე.
უმაგალითო; ისეთი, რომელიც არაკადაც არ თქმულა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა.
889
“ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!”
ნათქვამი.
ნელა.
გადაწყვეტილებას, არჩევანს.
აზრს, მოსაზრებას.
ის.
მისდევ, მიჰყვები.
ასე რომ არ სჯობდეს.
გგონია, რომ რაღაცას გეპირფერები, რაღაცაში გატყუებ შენი გადმობირების მიზნით.
890
მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
(ტარიელმა).
დაძვრაც.
შემიძლია.
ძალა.
გახელებულს, აზროვნების უნარდაკარგულს.
გეჩვენება, გესახება.
ტანჯვა.
ჩემი ტანჯვის მოთმენა. “თმენა” განმეორებულია ხაზგასმის, აქცენტირების მიზნით.
მივახლოებივარ, ზედ მივდგომივარ.
მომიახლოვდა.
შვების, შეღავათის, ტკივილის დაამების.
891
“ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით!
მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
მომაკვდავი.
ვლოცულობ.
არასოდეს.
ვამბობ. ტაეპის აზრია: ამას ვთხოვ ღმერთს გულით (იგულისხმება, რომ მომაკვდავი კაცის ლოცვა განსაკუთრებით გულწრფელია) და არა მხოლოდ ენით.
იქ (იმ ქვეყნად) შევიყაროთ, შევერთდეთ.
აქ: ვნახოთ.
აქ: ისევ გავიხაროთ. ნაწილაკი “მცა” ბ ტაეპში ეკუთვნის სამსავე ზმნას (“შევიყარენით”, “ვნახეთ” და “გავიხარენით”) და სამივეს კავშირებითად აქცევს.
მოდით.
მეგობრებმა, მოსიყვარულეებმა.
892
“საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს;
მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!
როგორ.
ნახავს.
გაწირავს, მიატოვებს.
მივდივარ.
ივლის, წამოვა.
გულის ნაკარნახევი.
რაც უნდა გირჩიოს ვინმემ.
893
“მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.
იცოდე.
“პირს”, სიტყვას, აზრს.
მომახლოებია.
რაში გამოგადგები? რად გინდივარ?
თუ დავრჩები, თუ ცოცხალი ვიქნები.
რაში გამომიყენებ? (ხელის ხდა - გამოყენება, მოხმარება).
ელემენტები, რომელთაგანაც, ძველთა რწმენით, ყოველი ფიზიკური სხეული შედგება (ცეცხლი, ჰაერი წყალი, მიწა).
რიგი.
სულთა რიგს, სულებს.
894
რასთვის რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.
რის შესახებ.
ამბობ.
მცალია. აქ: თავი მაქვს, ძალა შემწევს.
არც ამის სმენის თავი მაქვს.
გაგიჟებულს.
წამისთვის. აქ: წამის საქმე. იგულისხმება: წამის გამძლები საქმე, ისეთი, რომელსაც ერთ წამში ბოლო ეღება.
არამი გამიხდა, მომბეზრდა.
ყველა სხვა დროზე უფრო მეტად.
იქ.
მივდივარ.
მიწაში.
აქ: ნაკადი. ტაეპის აზრია: მეც იმ მიწაში მივდივარ, რომელსაც ახლა ჩემი ცრემლი ასველებს.
895
“ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა!
ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა!”.
გახელებული, შმაგი.
როგორ გასწევს? როგორ იზამს?
საჭიროა, ჯერ-არს, დროულია.
თუ გონებაზე ვიქნები; გონებაზე რომ ვიყო.
თავი მომაბეზრე, მაწუხებ.
(შენი სმენის) თავი არა მაქვს.
მოთმინება.
მოთმინებაც დამეკარგა.
896
კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,
ეტყვის: “რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
ნუ იქმ, არა სჯობს, საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა!”
ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.
ისევ.
ეუბნება.
აქ: თუ მოკვდები.
გეშველება.
იზამ.
არ არის უკეთესი.
ნუ ხარ თავის მტერი, ნუ სჩადი შენსავე სამტრო საქმეს.
ვერაფერი სიტყვით.
ვერაფერი. ტაეპის აზრია: ვერაფერს გახდა ვერავითარი სიტყვით.
897
მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას არა,
აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!” — ცრემლი ამდუღარა.
მისმენ.
არაფერს.
შეგაწუხებ, თავს მოგაბეზრებ.
ამაოდ, უსარგებლოდ.
გამცდარა, დამაშვრალა, გარჯილა.
მოკვდი.
მაინც დამჭკნარა. ვარდი აქ ტარიელის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
გევედრები.
შემისრულე.
898
“სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
მისი პირისახის ფერისა. გიშერი შავი ძვირფასი ქვაა.
მოვშორდი.
როგორ გავიხარო? ლხინის მიზეზი რაღა ვნახო?
899
“ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!”
შემისრულე.
მკვლელი (იგულისხმება: აღტაცებით მკვლელი).
ეგებ.
ეს.
ახლანდელი.
დაგტოვებ.
ასრულდეს, ახდეს.
აქ: ნათქვამი, სურვილი, მოთხოვნა.
900
ეხვეწებოდა, „შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა;
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა.
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
თხოვნა.
არვაკეცებდა, რვაჯერ იმეორებდა.
რომ.
შეამსუბუქებდა, უკუყრიდა, გაფანტავდა.
ხრიდა. ლერწმისა სარი ავთანდილის ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა, გიშერი - მისი წამწამებისა. ტაეპის აზრია: ავთანდილი დახრილი დაჰყურებდა მიწაზე მდებარე ტარიელს. შესაძლოა სხვა გაგებაც: ლერწმის სარი წამწამებია, გიშერი - თვალები. ავთანდილი წამწამებს ხრიდა და თავის თვალებს კარვად აფარებდა (ალ. ჭინჭარაული).
იკვნესა, იოხრა, “ვაგლახ” იძახა.
ვაებდა (ლაპარაკია ავთანდილზე).
901
ცხადად უთხრა, „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა!”
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
ლაპარაკია ავთანდილზე.
წერწეტი, ახოვანი.
ერთ ხანს იარეს.
902
შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოაშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
ართობს.
ამოძრავებდა, სძრავდა.
ბაგეებს.
წითელი.
მოთმინება. შეაერთა. იგულისხმება: ავთანდილმა ტარიელს მოთმინება ჩაუნერგა.
903
რა შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან,
— განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, —
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან,
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
როგორც ჩანს, ნერვულ სისტემაზე მოქმედი და გუნებაზე მომყვანი.
ლაპარაკია ტარიელის პირისახეზე.
შეუდარებელმა, სწორუპოვარმა.
გონზე მყოფი, გონიერი.
ქირურგი. აქ: მკურნალი, ექიმი.
უგონო. ტაეპი შეიცავს ავთანდილის დახასიათებას და აგებულია სიტყვებისა და ცნებების თამაშზე. ავთანდილი, ერთი მხრივ, გონიერთა მკურნალია. მისი ბრძნული სიტყვა ჰკურნავს იმას, ვისაც გაგების უნარი აქვს. მეორე მხრივ, იგი მისი სრულყოფისაგან გონდაკარგულთა, განცვიფრებულთა ოხვრა და “ახი”–ა.
აქ: გონივრული.
(აქამდის) უგნური რამის მთქმელმა, უგონოდ მოლაპარაკემ (ტარიელმა). სტროფის აზრია: ავთანდილმა რომ ტარიელს მოჯობება შეატყო, გაუხარდა. ტარიელმა, აქამდე რომ უგონოდ ლაპარაკობდა, ახლა გონივრული სიტყვა უთხრა.
904
შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:
”ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
რაგვარ გიყვარს? რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული!”.
შეჰყვნენ საუბარს. “რასმე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
უთხრა (ავთანდილმა)
ეგ.
სამკაულია, მხარ-მკლავზე ჩამოსაცმელი.
ვისგანაც. ლაპარაკია ნესტანზე.
ჭრილობა. მეტაფორულად აღნიშნავს სიყვარულს.
როგორ.
მერე გავჩუმდები.
905
მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.
ლაპარაკია ტარიელზე.
შედარება.
შეუდარებელი. ტაეპის აზრია: რა შედარება გითხრა იმ შეუდარებლის შესადარი ნივთის დასახასიათებლად?
ესაა.
“ახ”–ის თქმისა, ოხვრისა.
მთელი ქვეყნისა.
ძალიან მჟავე რამ.
906
ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა;
აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:
სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრის არ-ლევასა,
ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.
ვლამობდი, ვცდილობდი.
თქმევინებას.
მოელი ჩემგან, მომაწერ.
მაამებლობა. ტაეპის აზრია: პირდაპირ, დაუფარავად გეტყვი.
შელევა, ხელის აღება, გაწირვა.
ამიტომ.
907
სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
აღარად გინდა ასმათი, — ნახე მართალი ბრჭობილი! —
პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,
მხარ-მკლავის სამკაულია.
ასაკის არმქონე. იგულისხმება: არაცოცხალი, არაორგანული. შესაძლოა გავიგოთ აგრეთვე როგორც “მცირე”.
1. მეტყველი, 2. გონიერი, განსჯის უნარის მქონე.
გონებიანი, ცნობიერების მქონე.
ჯერ ერთი. მისი (იგულისხმება: ნესტანის)
ნაცქერი.
მერე კი; მეორეც.
908
“თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,
მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”
დად წოდებული.
გაზრდილი ნიშნავს თანაშეზრდილს.
გონდაკარგული.
მიგიტოვებია.
არ ნახულობ, მის ნახვას არ აპირებ.
ყოჩაღ!
ვიშ ამ სამართლიან განაჩენს, მსჯავრს (ავთანდილი კვლავ ირონიას მიჰმართავს).
909
მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა რეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.
ლაპარაკია ტარიელზე.
მართალი.
ცოდვაა, შესაბრალია.
(ცოდვაა ასმათი), მასზე რომ ფიქრობს და მე რომ მიყურებს.
არ მინდოდა, აზრად აღარ მქონდა.
ჩასაქრობად (ლაპარაკია ტანჯვის ცეცხლზე).
გადავრჩი.
იარე!
თუმცა კი.
ჯერაც.
გაოგნებულად, რეტდასხმულად.
910
დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი — ვითა მარგალიტნი, ბაგე — ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
გაემართნენ, წავიდნენ. ამირბარი ტარიელია.
მომიხერხებია, მითქვამს.
ვერავითარი, ვერაფერი.
ხვრელიდან.
911
ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
ეუბნება (ავთანდილი).
მაგრამ.
არაფერს.
იზამ, შეასრულებ.
მოიხმარ.
როგორ გამოიყენებ? რად გინდა? რას გარგია?
დამალულს, უხილავს.
912
არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების,
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.
არაფერს.
მწუხარება.
მწუხარედ იყო, სჭმუნავდე.
გეშველება.
არ იცი განა?
განგების გადაწყვეტილების გარეშე.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთაებრივი წინასწარ¬განსაზღვრულობა.
არაფრით.
თუ უნდა; თუ ენდომება.
შეგხვდება, გერგება, მოგეცემა. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
913
მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს,
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს?!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?
(ტარიელმა).
ეგ.
მთელ ქვეყანად.
დამრიგებელი.
უყვართ.
გაუგმირავთ (იგულისხმება: უგუნურებს დარიგება არ ესიამოვნებათ).
მაგრამ.
როგორ.
რომ გამიჭირდება.
914
“ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!”
აქ: ცეცხლისთვის.
ცეცხლს უგავს.
ამიტომ.
ინთება. ტაეპის აზრია: ცვილს, ცეცხლივით, სიმხურვალე ახასიათებს, ამიტომაც ინთება.
მაგრამ.
არსად, არცერთი მხრივ.
ჩაქრება. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. ტაეპის აზრია: წყალს არა აქვს სიმხურვალე, რომელიც ყველაზე მსუბუქი ელემენტის - ცეცხლის - დამახასიათებელია. ამიტომ მასში ჩავარდნილი ცეცხლი ქრება.
ვარგისი, შესაფერი ჰგონია.
თავიდან, თავიდანვე.
როგორ.
ana malazonia, 11 w. -
1
lika garaSevniSvili, 10 w. - iyalTo
1
qeta nasiZe, 7 w. - awyuri
1
salome qadagiSvili, 0 w. - nkriani
1
sando wereTeli, 0 w. -
1
nino jafariZe, 9 w. - mestia
1
laSa SavguliZe, 6 w. - Tbili
1