English
saxelosno

 

 


ambavi nestan-4307arejanisa qajTagan Sepyrobisa
dasuraTeba
gaxmovaneba
ambavi nestan-4307arejanisa qajTagan Sepyrobisa
1222
ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სადა-რე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!
ეს ქვეყანა, ეს ცხოვრება.
შენსას ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
სადმე. აქ: როგორმე, რამე მხრივ. საერთო აზრია: შენს სიმუხთლეს, საწუთროვ, ვერაფრით, ვერცერთი მხრივ ვერ გავუგებთ რაიმეს.
შესახედად მზის მსგავსი, მზესავით მჩინარი (ლაპარაკია ნესტანზე).
ატარე,წაიყვანე.
ამიტომ.
ბოლოს, საბოლოოდ.
სადაც. ტაეპის აზრია: ამიტომ, საბოლოოდ, წუთისოფელს ისეთად ვხედავ, სადაც ყოველივე (ყოველი არე) ოხერია, ადამიანისთვის უხმარია.
1223
ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.
ამბობს.
მთელი ხმელეთისა.
ქონება, სიმდიდრე. აქ: მოპოვებული, გადარჩენილი.
მას აქეთ.
მედებოდა (ტანჯვის ცეცხლი).
ვახმობდი, ვაშრობდი.
თვალებიდან გადმოღვრილის.
1224
“სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა,
მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;
უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.
მომძულდნენ.
ვიჯექი ხოლმე.
წამხდარი, მძიმე გულით; დაღონებული.
რომ მიმეძინებოდა.
ძილი. ტაეპის აზრია: ღვიძილშიც და ძილშიც ნესტანი მედგა თვალწინ.
ურჯულოდ მესახება.
მიმიახლოვებს.
წყეული. ტაეპის აზრია: უსენს ახლოს არ ვეკარები.
1225
“დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა,
წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
ვთქვი: “კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა”.
ის იყო, მზე ჩადიოდა.
სარკმელთან, ფანჯარასთან მივედი.
ჩანდა, ვხედავდი.
თავშესაფარი დავრდომილთა და გლახაკთათვის. აქ, როგორც ჩანს, ნიშნავს იაფ სასტუმროს, ღამის სათევს.
მკლავდა.
მასზევე ფიქრის.
ფიცი.
წყეული იყოს ყოველი მამაკაცის ფიცი.
1226
“მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
მონა მონურად მოსილი, სხვანი — მგზავრულად ხამითა;
სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.
მოვიდა საიდანღაც.
არააქაური, უცხო მხრისა.
ამხანაგით.
ჩაცმული.
ტლანქი ქსოვილი.
მოიტანეს.
ნაყიდი. დრამა ფულის წვრილი ერთეულია.
სვამდნენ.
ჭამდნენ.
ლაპარაკობდნენ.
ისხდნენ.
1227
“მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი, თქვეს: “ამოდ გავიხარენით,
მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით,
ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრაბარ ენით”.
საამოდ, ტკბილად.
მაგრამ.
ამხანაგნი; თანამგზავრნი და თანამეინახენი.
რამე.
ან.
საიდან.
მოვედით.
საჭიროა, ჯერ-არს.
ბარემ.
1228
მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.
იმ სხვებმა.
მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა და ღვთის ნება.
ზეციური განგებაა, ღვთის ნებაა (რომ ასე მოხდა).
გიმკით.
ფეტვი.
დაგითესიათ.
თქვენს ამბავზე.
1229
“მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა;
მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.
მას (მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს).
დაემართა სენი.
აქ: მკვლელის, ბოლოს მომღების.
შემტკბობი, მწყალობელი.
1230
“დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა, ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,
აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხელმწიფე სწოდია.
ქალი.
მაგრამ.
როგორც.
დასჭრის.
ქვეშევრდომი, მის სამსახურში მყოფი მებრძოლი. ტაეპის აზრია: თვითონ თუ არ დაუშავა რამე თავის ქვეშევრდომს, სხვა ვერავინ დაუშავებს რასმე, ვერავინ მოერევა.
ჰყვანან.
მცირეასაკოვანნი.
ახლა.
ძლევამოსილი, წარმატებული.
ეწოდება, ჰქვია.
1231
გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა.
შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,
ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?
როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.
გავიგეთ.
მწუხარებაში იყვნენ, გლოვობდნენ.
აქ: შვება, მხიარულება.
ჩაქრობა. აქ: სიკვდილი.
ხმელეთის. ტაეპის აზრია: დულარდუხტს როგორ ვუთხრათ მისი დის სიკვდილი?
აქ: ქვეშევრდომი.
მეთაური.
ათიათასი.
1232
“როშაქ ბრძანა: “მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები,
მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები,
მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები”.
თუნდ მომკლას ვინმემ.
დავესწრები.
ვიყაჩაღებ.
ნადავლით.
გამდიდრებული, ბევრის მშოვნელი.
მალე.
ჩამოვუსწრებ.
დასატირებლად.
რომ წავა, წასვლას რომ დააპირებს. წა-ცა-ვჰყვები. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
1233
“გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!”
წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენ კერძ გარდმოვდევით.
თავის ხელქვეითებს.
მივდივარ.
თან წაგვიყვანა, წაგვიყოლა.
ყველანი მისი არჩეულები.
ვყაჩაღობდით.
ღამეებსაც ვტეხდით ხოლმე (ყაჩაღობაში).
ბევრი.
აქ: ვაოხრეთ, ვძარცვეთ.
სიმდიდრე, ძვირფასი საქონელი.
1234
“მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
ვთქვით, თუ: “მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.
მოვდიოდით.
ძალიან.
რაღაც დიდი სინათლე.
გამოგვიჩნდა, დავინახეთ.
მზე ხომ არაა?
ზეციდან.
ხმელეთზე.
ფიქრს.
გამტანჯველს.
1235
“ზოგთა ვთქვით “არის ცისკარი”, ზოგთა თქვეს “არის მთვარეო”,
მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.
მისკენ დარაზმულები წავედით.
ბარემ, ახლოს ვნახოთო.
იმ სინათლიდან.
გამოვიდა.
ჩვენთან მოსაუბრე.
1236
“გვითხრა: ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით!
გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!”
ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,
პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.
თქვით!
გულანშაროდან.
მივდივარ.
ეს.
გავიგონეთ.
გარშემო.
ვიღაც პირ-მზე.
დავინახეთ.
1237
ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
კბილთაგან შუქი შეადგის ზედან გიშრისა სარებსა.
ვუყურეთ.
მანათობელ პირისახეში.
1. სხივი, 2. ელვა.
1. სხივთა მფრქვეველს. 2. ელვათა მტყორცნელს.
არე-მარეს.
იშვიათად, მძიმე-მძიმედ.
ადგებოდა ხოლმე.
ზედ. გიშრისა სარებსა წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა
1238
კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.
არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,
აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
კიდევ.
ველაპარაკეთ.
ეს.
მივხვდით.
დაჭერა.
გავუბედეთ, შევჰკადრეთ.
1239
კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,
ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?”
მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!
ისევ, კიდევ.
აქ: შენი.
საიდან მოდიხარ.
არაფერი.
1240
“არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი;
ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.
არაფერი.
სიმუხთლენაწვნევი, მუხთლობით გაუბე¬დურებული.
უღიმღამოდ, პირქუშად.
გველაპარაკებოდა.
მკაცრი, მწყრალი.
ამპარტავანი და უკარებელი, ფრთხილი, თავდაჭერილი.
როგორც.
გველი.
შემხედველთა.
შემაშინებელი, მომნუსხველი, მმტრობი, დამღუპველი. აქ: დამაბნეველი, რიდის აღმძვრელი.
1241
“როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ-სათქმელია,
ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.
ახლა.
აქ: როგორც ჩანს, ეტყობა, ალბათ.
ყოველივე არსებულისაგან.
შესანატრია.
იმიტომ, რომ.
აძლევს.
გამორჩეული, განსაკუთრებული.
1242
ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია,
მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
პირველმათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.
ეს.
მისთვის (მეფისთვის) მისაგვრელად, მისართმევად.
მივუყვანოთ.
საჩუქრად.
ძალიან.
ჯერ ერთი.
მის (მეფის) წინაშე დანაშაული. მეფეზე მოწიწების ნიშნად მრ. რიცხვში ლაპარაკობენ.
მეორეც.
სირცხვილი, უსინდისობა.
1243
“მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით,
დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრაჩარცხის ცრემლისა კი დენით.
რჩევა, წინადადება.
არ უკუვაგდეთ, შორს არ დავიჭირეთ.
(დატყვევებულ ნესტანს) წამოვუძეღით.
რაიმე.
ვუთხარით, შევბედეთ.
მოუფიქრებლად, ნაუცბათევად. შესაძლოა ასეც გავიგოთ: (ხელით) არ შევეხეთ.
რეცხს.
1244
“მე როშაქს ვჰკადრე: გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”.
მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,
თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.
გამიშვი და ისევ მალე გეახლებით.
ახლა.
საქმის ქონა.
რაღაც საქმე მაქვს.
აქ სადღაც, აქ ახლო–მახლო.
მიდევს, მაქვს.
წავიღებ.
წავალ: ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. მათი (როშაქის და მისი ლაშქრის).
ჩამსწრობი.
1245
მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.
იმ კაცებს.
ძალიან.
ეამათ.
– ეს.
შემაშრა.
აქ: ღვარისა.
შველისა, ხსნისა. ტაეპის აზრია: ყველაფრით მივხვდი, რომ მეშველა (იგულისხმება: ნესტანის ხსნის იმედი დავინახე).
წონის მცირე ერთეულია.
1246
“მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა”.
მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
მან ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.
ამბობდი.
მინდა.
იქიდან.
იმ ამბავმა.
მომაკვდავი.
გადამარჩინა.
1247
“მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
უჩინოდ მივლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა,
მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.
ჯადოსნობა.
უჩინრად.
მოვიყვანე.
ვუთხარი.
გაჩერდებით, დაყოვნდებით.
1248
სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა:
მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან, ცოტასა ყრმისადა.
სამ დღეში.
მოვიდნენ.
სწრაფად.
ებიჯათ გზაზე, ევლოთ.
მიუგვრიათო.
მეფისათვის.
წამსვლელისთვის.
გაუმართავს თვალი, შეუხედავს.
დაუწინდავთ, დაუნიშნავთ.
პატარა. აქ: უმცროსი.
ბავშვისთვის. აქ: ვაჟისთვის.
1249
„როსანს შევჰრთოთო, — დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, —
ჯერთ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;
შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”.
ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.
ჯერ.
ქორწილის გადასახდელათ.
არა მცალია, თავი არ მაქვს.
დავბრუნდები.
რძლად დავისვამ.
ვინც (ლაპარაკია ნესტანზე).
მსახური; მსახური საჭურისი.
მიუჩენია.
1250
ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,
მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;
ქვე დაუყრია მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია,
დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.
ყველა.
ჯადოსნობისა.
წაუყვანია.
იმიტომ, რომ.
საძნელო, სახიფათო.
(იმ ადგილზე) დაუტოვებია.
რაინდები, მეომრები.
გულადი, მამაცი.
დააგვიანდება.
1251
„ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძვრომელი ხვრელია,
მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.
აქ: უძლეველი, აუღებელი.
შიგნით.
იმ კლდეში.
იქ:
(ნესტანი).
შემხვედრთა, შემხედველთა.
1252
„გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
ქალაქის კართა სამთავე — სამათას-სამათასები.
გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და-გლახ-რას-ები!”
მუდამ.
დარაჯობს.
არა უხეირო, არა ცუდი შესახედავი მოყმეები, რაინდები.
რაინდი.
ყვალანი.
წარჩინებულნი.
სამსავე კარში.
გაგტანჯა, გაგაწვალა.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
რას დაები? იგულისხმება: რას მიები ამ ცხოვრებას, რას შეგიყვარდა ეს წუთისოფელი?!
1253
ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
რა მოისმინა, ეამა, სხვადრა გაუცხადა მან,
შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
„ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!”
ეს.
ხმალმაგარმა, მაგარვადიანი ხმლის მქონემ.
რომ.
სხვა მხრივ.
არაფერი.
გაუმხილა.
(ღვთის) გაჩენილმა.
1254
ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად,
მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად.
მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად:
ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?
კმარიხარ.
სასურველი ხარ; ძალა შეგწევს, სურვილი გამოიწვიო; მომწონხარ.
მომასმენინე!
პირნათლად, გულწრფელად. ან: გასაგებად, არაორაზროვნად. (პირი- აზრი).
მაგრამ.
გამაგებინე.
აქ: დაწვრილებით, სრულად.
რამ გახადა.
მატერიალური, სხეულის მქონე.
1255
მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა!”
ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.
იმ ქალის.
მანთებს.
მაგრამ.
უსხეულონი, არამატერიალურნი.
რაში გამოიყენებენ? რად უნდათ?
სამართლიანად.
აქ: გაკვირვებულს, მოულოდ¬ნელობისაგან შემცბარს. ტაეპის აზრია: მართალი ხარ, რომ ქაჯთა ხორციელობა გაგიკვირდა.
1256
„ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი,
კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;
მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.
იმიტომ.
ერთად.
შეკრებილნი.
ჯადოსნობა.
ზედ (ჯადოსნობაზე).
ზიანის მომტანნი: დამღუპველნი, დამჭრელნი და ა.შ. ტაეპის აზრია: ქაჯნი ჩვეულებრივ ადამიანს ავნებენ, ჩვეულებრივი ადამიანი მათ- ვერა.
დაბრმავებულნი.
1257
იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს — დღესა ბნელად იქმან, სწადდეს — ბნელსა ანათობენ.
აკეთებენ, შვრებიან.
დაუბრმავებენ.
აღძრავენ, ააყენებენ.
ხომალდს.
გადააბრუნებენ.
როგორც ხმელეთს.
დააბნელებენ.
1258
ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი”.
ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.
ამიტომ.
გარს მყოფნი, მეზობლად მცხოვრებნი.
იგინიც.
მადლობა.
ჩამიქრე.
მეამნენ, მესიამოვნენ.
1259
გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი,
თქვა: ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი,
ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!”
რომელიც.
უბედურების, მწუხარების, გასაჭირის.
დამაამებელი, შემამსუბუქებელი.
მარად მყოფი, დაუსაბამო.
სიტყვით გამოუთქმელი.
უეცრად, მოულოდნელად.
გვეფინება, გვეძლევა.
1260
მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.
იმ ამბის.
შეტყობისათვის.
თავისთვის განკუთვნილი ეგონა (ავთანდილის ცრემლი, გრძნობის გამამჟღავნებელი).
ამიტომ.
აქ: ისევ და ისევ. ცეცხლსა. იგულისხმება: გრძნობის, ვნების ცეცხლს.
ინახავდა.
ჰკოცნიდა.
1261
მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა;
ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.
ისიამოვნა.
უნდომლად, უხალისოდ.
თინათინზე ფიქრი.
გამხეცებული.
გაჰველურებია, ველად გავარდნა მოუნდომებია.
სირბილით. აზრია: ავთანდილის გული ტყე-ღრეში ხეტიალს და მხეცებთან ყოფნას ნატრობს.
1262
ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად,
შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;
იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო, იგი ვინ, ვარდია ვისად,
უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”
ოკეანე.
ზღვათა შესართავის (ოკეანის) მსგავსად, უხვად. მელნისა მორევი შავი თვალების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
შავი გუგების.
სადაც.
აქ: მელნის მორევიდან.
ამბობს.
ვისაც ეკუთვნის ვარდი (თინათინი). გ და დ ტაეპთა აზრია: შემომხედეთ, ის, ვისაც ვარდი მეკუთვნის, უმისოდ ნეხვზე ვზივარ!
1263
მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია!
იქ.
დასალბობი.
შავი წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა, ვარდისა ველი ლოყებისა. ტაეპის აზრია: წამწამებში ნაგუბარი ცრემლი გაშლილ ნაკადად როგორც მდინარე ფონის ადგილას ესხმევა ავთანდილის ლოყებს.
ხარობს.
როგორც.
ბულბული.
იშოვის.
1264
გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
”რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!”
საბანლად.
მზე, რომელიც თავისი სხივებით მოეკიდა ქვეყანას, არ ჩასულა (ავთანდილი).
ქალმა.
მოსასხამი, პირსაბურავი.
მრავალნაირი.
ნურაფრად, ნურაფერში.
1265
ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!”
სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.
გავაცხადებ, გავამჟღავნებ.
ჩაცმა.
იმ დღეს.
ყოველივე.
ჭაბუკის ანუ რაინდის ჩასაცმელი.
ძლიერი.
1266
ფატმანპური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;
ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.
სუფრა გაეწყო.
მოღუშულად.
ფატმანმა.
არავაჭრულად ჩაცმული.
შენთვის გახელებულ ქალთა ნდომა-მოწონების გასამძაფრებლად.
1267
ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:
შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!”
თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.
უკვირდა, ანცვიფრებდა მისი მშვენება.
(ავთანდილმა).
აქ: თავისთვის.
ეტყობა.
როგორ.
ტყუვდებოდა.
არ ეხათრებოდა (ფატმანისა).
(ისე), რომ რამდენადმე შეეფერებინა კიდევ (ფატმანის მოარშიყის მდგომარეობა). ტაეპის აზრია: ავთანდილს ფატმანის იმდენი ხათრი არ ჰქონდა, რომ თავისი როლის თამაში კიდევ განეგრძო.
1268
პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა.
ფატმან იხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”.
(ავთანდილი).
თავისთან.
ტკბილად, მშვიდად.
ფატმანი.
მარტო.
1269
ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა,
იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!”
გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.
ხმაბაძვითი სიტყვაა, ოხვრის აღმნიშვნელი.
ამბობდა.
უეჭველად, უთუოდ.
ზმნისწინი ზმნისა “მომკლავს”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
(ავთანდილის).
ავთანდილის პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
1270
ავთანდილ ბრძანა: “ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,
მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.
შეკრთები, შეცბები
მაგრამ
(თინათინის წამწამები)
1271
“გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.
უფროსი, მფლობელი
სარდალი, მხედართმთავარი.
მეთაური.
ჯარის. მათისა. ლაპარაკია როსტევანზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
შესაფერისისა.
სიმდიდრეთა საცავი.
საჭურველისა და იარაღის საწყობი.
1272
“შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
მათ უვის ერთი ასული, მზე, ხმელთა მანათობელი.
იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,
მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.
ზმნა „ვიცი” ობიექტის მეორე პირში.
მეგობარი.
ლაპარაკია როსტევანზე.
ჰყავთ.
დავტოვე.
აქ: მეფე. მათი. იგულისხმება: თინათინის. მრ. რიცხვი თინათინისადმი მოწიწების გამომხატველია.
1273
რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.
რომ.
საძებრად.
იმავე ქალისა.
მთელი.
იმ მზის მაგივრობის გამწევის, მზეებრ მშვენიერის.
ლაპარაკია ტარიელზე.
სადაც.
დამღუპველი, უსარგებლოდ წამხდენელი.
იმ სიმამაცისა და ძალ-ღონისა.
1274
ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.
—ჯერ.
ხსნა, საშველი.
ფრთასავით.
გაშლილი (?) (ალ. ჭინჭარაული).
1275
“მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა!
ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა;
ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა!
დამეხმარე!
შევეცადოთ!
(ნესტანი და ტარიელი).
ეგებ, იქნებ.
გაიგებს.
ეწიონ, ეღირსონ.
ახლოს ყოფნასა და ახლოს ყოლას.
1276
მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”
მომიყვანე.
ჯადოსანი.
გაგებული, ნაცოდნი. ტაეპის აზრია: ნესტანს ვაცნობოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით.
ნარჩევი, ნათათბირები. ტაეპის აზრია: ნესტანმა მოგვწეროს, რაც იცის ციხის შესახებ, და ამის მიხედვით დავგეგმოთ ბრძოლა.
გაიგო, რომ იძლია, დამარცხდა.
1277
ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!”
მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!
რა საქმეები, რა ბედი!
მერგნენ, წილად მხვდნენ.
ზმნისწინი ზმნისა “მომხვდეს”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
რომ.
გავიგე.
თანასწორნი, ტოლფასნი.
ჯადოსანი.
წინ გიდევს, გაქვს.
1278
აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”.
მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.
ახლა.
გამოსადეგობა.
ჯადოსნობისა.
სწრაფად, მალე.
ჩამიქრე.
ალი, ცეცხლი.
წვისა. ლაპარაკია ნესტანისადმი სიბრალულის ცეცხლზე.
იმ მზეს (ნესტანს).
მოახსენე. მიზეზი მისისა განკურნებისა. იგულისხმება: ის, თუ ხსნას რა გზით უნდა მოელოდეს.
მოგართმევ.
თქვენი ნებისა, თქვენი სასიამოვნო.