English
saxelosno

 

 


TinaTinisagan avTandilis gagzavna mis ymis saZebrad
dasuraTeba
gaxmovaneba
TinaTinisagan avTandilis gagzavna mis ymis saZebrad
124
ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.
საძინებელ ოთახში
მხოლოდ
მთვარე
125
ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!
წილად ჰხვდა, ეღირსა.
ზედა ჩასაცმელი (კაცისა).
საამოა, სასიამოვნოა
ხედვა, ცქერა
126
ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.
ამაყი
ვისზე ოხვრისგანაც, ვისთვის „ვაჰმე”-ს თქმისგანაც
ის სწორუპოვარი, შეუდარებელი
პირქუშად, დარდიანად
წყვდიადი, სიბნელე
127
გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი, არ უხშირონი.
შიშველ ტანზე
ეცვა
ყარყუმის ბეწვი, თეთრი ფერისა
საპირედაუდებელი, ქსოვილით გაუწყობელი
ეხვივნენ, მოხურული ჰქონდა
უწესრიგოდ
პირსაბურავი, მოსასხამი
საძნელონი
ისეთი ძვირფასები, რომ ფასი ძნელად ეთქმოდათ.
იმ თეთრ ყელზე
1 ეკიდნენ აქ: ეფარნენ, ჩამოშვებული ჰქონდა 2 ეხებოდნენ
ხშირნი.
128
დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა,
პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.
წითელი
პირსაბურავი, მოსასხამი.
მშვიდად, გონებადაწყნარებით
სავარძელი დაუდგა.
129
ქალმან უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
რად ვზი ქუშად და დაღრეჯით, ასრე მიხდილი ცნობისა?”
შიში, რიდი
მინდოდა
პირქუშად, მწუხარედ.
გონების
ასე გონდაკარგული.
130
ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.
ზარდამცემის, შესაზარის
დაჭკნება
არაფრის ფიქრის უნარი აღარ მაქვს
ჩემი თავის დარდი მაქვს, ჩემი თავის ბედი მაფიქრებს
გეკურნებათ, გეშველებათ.
131
ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;
იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
უჟმურად, უღიმღამოდ
წილად გხვდა, გერგო
უცბად
მოსალოდნელი
132
“გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა.
შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
გენახათ
მას მერე
მასზე ფიქრმა
დამამხო, გამტანჯა
გევედრები, გთხოვ
კიდიდან კიდემდე
მოიარო
133
“აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
დაუტყვევებია.
134
ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
ამ ორი მიზეზით.
მოტრფიალე, თაყვანისმცემელი
135
“შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
დაამტკიცე.
მიხსნა, განმათავისუფლო მწუხარებისგან
შეგხვდები, მოგებებები, ერთად ვიქნებით
136
“სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
ვერა ჰპოვო დავიჯერებ, იყო თუ-რე უჩინარი;
კოკობი და უფურჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
მოუბარი, მოლაპარაკე
გაუშლელი
137
“ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.
თუ ვინმე ქმრად შევირთო
დასანთქმელი
138
მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!”
ვისაც წამწამებად გიშერი გაქვს
რა გითხრა?
რა მოვითხოვო? რა ვისურვო?
გადამიწყვიტე, მომისაჯე
დიაღაც რომ
139
კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა.
დიადად მეჩვენა
უხვადაა
140
“თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე!
არასათვის არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე;
გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე.
სიცოცხლისა უკეთესი რამც მიბოძე, რამც ვივალე?!”
რატომ დავინანებ? როგორ დავინანებ!
რას დავიდებ ვალად?
141
კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.
გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,
თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა, ვითა ჭვირი.
ეს გადაწყვიტეს, ამ აზრზე შეთანხმდნენ
გასალდნენ
გამოევლოთ, გადაეხადათ
გამჭვირვალე საგანში მოკიაფე შუქი.
142
ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი სად აგეს,
ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
ყმა ეტყვის, თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა-, სად აგეს!
ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.
იხუმრეს, იმხიარულეს
გააასეს, ბევრი ისაუბრეს
ლალი
მარტივი, დაუფარავი
გააშიშვლეს, გამოაჩინეს
შემხედველებმა
შმაგი, გახელებული
სად წაიყვანეს? რა უყვეს? რა დაჰმართეს?
დასადაგავი, დასაწვავი გახადეს.
143
ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გაძლებდა,
უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,
ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.
გაოგნებულად, გონდაკარგულად
ბროლის ცრემლს ღვრის
ლოყებს ცრემლით ღარავს
წერწეტს, მოხდენილს
144
თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითესად-რე.
მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე”.
მალე.
გავმხდარვარ
უყვითლესად
კიდე.
ვერნახვა
როცა მომიწევს
უფრო ხანგრძლივად.
საჭიროა, ჯერ-არს
დამიდევს, დამიდგენია, მიმიღია
145
საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.
რომ მიერულებოდა ხოლმე
შეკრთებოდა ხოლმე
წამოიყვირებდა ხოლმე
ტანჯვა
უოცკეცდება
146
მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
ცრემლსა, ვითა მარგალიტსა, სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
ძლიერ სურვილად, მიზნად
რომ გათენდა
მოსაწონად
მეფის წინაშე წარსადგომად, სააუდიენციოდ
147
დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია!
სასახლის მსახური
შენაგზავნი
მოგახსენებ, თქმას გიბედავ
დედამიწის პირი
შეიტყონ, გაიგონ
148
“მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.
წავალ, მოვივლი
გულს ლახვარივით დავასობ
მორჩილებს გავახარებ
მოგართმევ
149
მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”
ომთა გარდუხდელობა
ვაჟკაცობა, სიყოჩაღე, ძლიერება
150
ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
”ხელმწიფეო, ქება ჩემი რად იკადრეთ, მიკვირს, თქვენა!
აწ ნუთუმცა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!”
მდაბლად, მოხრით თავი დაუკრა
გამითენა..
151
მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი,
მოეჭდო, მოეხვია
იმ დღეს გაიყარნენ, გაშორდნენ ერთმანეთს
ფიქრიანი, მზრუნველი გული
რბილი, ჩვილი, ლმობიერი
152
გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი,
ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი.
არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.
ძლიერი.
ზედ წაამატა
სიმდიდრე, საფასე
ავიწყდება
153
რა მივიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა,
მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
რომ მივიდა
გავრცელდა სამეფოში
უხვს
მიდის გაუჩერებლად, დროს არ კარგავს
სიხარულსა სადაფოსა
154
ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა.
ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
მოსაზღვრე ქვეყნის ან ქვეყნების ზარის დამცემად
სასიამოვნო.
თათბირი
დაისვა სათათბიროდ, თათბირი დაუწყო.
155
ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,
თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.
მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.
მოდებული ცეცხლი
საიმედოდ ნათქვამი
156
უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.
გაგივლენიან
ვისგანაც ტანჯვა მქონდა
დაუამებია (ჩემი ტკივილი), შეუმსუბუქებია (ჩემი ტანჯვა)
157
მოვუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.
დამზრალი
158
მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!”
მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.
გამიგე
იმ დაკარგული მოყმის, რაინდის
ავასრულებ.
ხესავითაც (ხესავით ტანწერწეტიც) რომ იყოს
159
“პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, —
ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, —
მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
მმართებს, ვალად მაქვს
საჭიროა, ჯერ-არს
ქმნა, მოქმედება, მოქცევა
ჩაუქრია
საჭიროა
ეცეს, შეებრძოლოს, იერიში მიიტანოს
160
“ვართ უმოყვრნესი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა;
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.
ყოველთა პატრონ-ყმათასა
გევედრები.
ჩემ მაგიერ
ჩემი ჯარების სარდლად
განდობასა სხვათასა
161
“ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი,
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
აქა სამე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
ალაშქრე, აბრძოლე ხოლმე!
უსარდლე ხოლმე!
წერილი წერე!
უძღვენი, მიართვი ხოლმე!
162
“ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე!
დაამსგავსე
გულისნადები, საიდუმლო
ეგებ დავბრუნდე
163
“მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,.
აცნობე ჩემი სიკვდილი,—იყავ მართ ვითა მთრვალია,—
მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.
მოახსენე
შეჰხვდა, დაემართა
სიმდიდრე
სპილენძი
164
“მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
ნუ, თუ ადრე დამივიწყო! მახსენებდი ზედა-ზედ-რე!
მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე!”
გამომადექი!
165
რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოყარა,
მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.
მხნედ, ძლიერად
მახსენე ხოლმე!
ზედიზედ, გამუდმებით
მიპატრონე, იზრუნე ჩემზე
ააჩვილე
აქ: ვასალმა, ყმამ (შერმადინმა)
166
“ჩემად ნაცვლად დაგაგდებო” — ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე? რამც გიგვანე?
შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”
აქ: გაოგნდა, დაიბნა
შეშინდა, შეძრწუნდა, ზარი დაეცა
დაგტოვებო
როგორ
შენსას ჩემი რა მივამსგავსო? შენებრი მე რა გავაკეთო? წამიტანე — თან წამიყოლე, წამიყვანე.
167
ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად.
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
ეშმაკურად, თვალთმაქცობით
ერგება
გაურჯელად
უნდა ლახვრით (შუბით) დაიჭრას, ლახვრით დაჭრა ეკუთვნის
168
“ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა.
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?
სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა!
გულისნადები
სხვას, თუ არ შენ
საზღვარი, ქვეყნის განაპირა მხარე
დაიბანაკა
მერე, ეგებ, მოვბრუნდე, ღმერთმა სავსებით ხელი არ ამაღოს, არ დამკარგოს.
169
ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.
ხიფათი, ფათერაკი, ავი ბედისწერა
მიცავს, მდარაჯობს
ციურ ძალთა გუნდი.
აქედან, დღეიდან
ძაძა, სამგლოვიარო ტანსაცმელი
წარჩინებული, დიდებული
taso begiaSvili, 5 w. - Tbilisi
1
taso begiaSvili, 5 w. - Tbilisi
1
taso begiaSvili, 5 w. - Tbilisi
1
elene xuranauli, 10 w. - Tbilisi
1
elene kalatoziSvili, 10 w. - Tbilisi
1
nia xerodinaSvili, 7 w. -
1
ana banZelaZe, 9 w. - Tbilisi
1
elene xaranauli, 10 w. - Tbilisi
1
dina jvebenava, 7 w. -
1
galina kupreiSvili, 9 w. -
1
ana xarCilava, 9 w. - walenjixa
1
irine matikaSvili, 6 w. - bediani
1
Tiko maxniaSvili, 0 w. -
1
taso begiaSvili, 5 w. - Tbilisi
1
ekaterine giorgaZe, 9 w. -
1
elene kalatoziSvili, 10 w. -
1
giorgi kekelia, 9 w. -
1
mixeil RaribaSvili, 9 w. -
1
TaTia kutalaZe, 9 w. -
1
mariam mosiZe, 8 w. - walenjixa
strofi 133

მარიამ მოსიძე

veriko Sengelia, 11 w. - gori
strofi 134

ვერიკო შენგელია

salome gorgiSeli, 10 w. - gori
strofi 134

სალომე გორგიშელი

lidia Silova, 10 w. - Tbilisi - sioni
strofi 134

ლიდია შილოვა

salome gorgiSeli, 10 w. - gori
strofi 135

სალომე გორგიშელი

salome gorgiSeli, 10 w. - gori
strofi 136

სალომე გორგიშელი

ana banZelaZe, 9 w. - Tbilisi, + skola
strofi 136

ანა ბანძელაძე

mariam CarTolani, 12 w. - mestia
strofi 136

მარიამ ჩართოლანი

miranda dondua, 12 w. - walenjixa
strofi 136

მირანდა დონდუა