English
saxelosno

 

 


wigni avTandilisa Tavis ymaTa Tana
dasuraTeba
gaxmovaneba
wigni avTandilisa Tavis ymaTa Tana
170
დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
თქვენ, ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!
ამაზე
ჩემი სურვილის ერთგულნო
ყოველნო
დაძახებულნო, მოწვეულნო
171
მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა.
ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
თქვენს წინაშე მიწა და მტვერი
ველად გაჭრა, ადამიანთაგან განშორება
172
“საქმე რამე მიც თავისა ზე, სადმე გარდსახვეწელი,
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
მაქვს
ჩემს თავზე, ჩემს თავს
უცხოდ, მოგზაურად, სამშობლოდან გადახვეწილად
173
“მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
ჩემ ნაცვლად
ბატონობდეს, მმართველობდეს
აზრობდეს
დამნაშავეს
ყველას
174
“თქვენცა იცით, გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი.
ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი,
ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.
ვითა - როგორც
სასულე საკრავს, ბუკს ჩაჰბეროს
175
ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა,
ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა,
მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.
მომხიბლავმა, მშვენიერმა, მჭევრმეტყველმა
ქამარში ოქრო ჩაიდო
სამგზავროდ
იმავე წამს
არ დაყო
176
ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”.
მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,
მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.
მხლებლად
გაიმარტოვა
გატრიალდა
მუდამ
177
იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა?
მისი ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.
გაკიდეგანდა, გვერდზე გავიდა
ვინ ნახავდა სულიერი ან ვინ გაეკიდებოდა?
დარდის, სევდის
კარგ, საპატიო ტვირთად.
178
რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს,
ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.
უფრო მალი ცხენის პატრონი
179
“ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!”
დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.
ვის დანერგავს მშვენიერ ხესავით, ვის გააჩენს?
სხვა მხრიდან
მოჰყავდათ
180
შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები,
რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.
წარჩინებულნი
დაულურჯებელი
181
ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!”
იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.
არმადაც მიგვაჩნია
სხვას, თუ არ შენ
დიაღაც დაგემორჩილებით
გააბატონეს
ქედი მოუხარა, თავი მდაბლად დაუკრა მორჩილების ნიშნად
ana danelia, 7 w. - Tbilisi
1
gigi arabuli, 8 w. - barisaxo
1