English
saxelosno

 

 


tarielisagan indoT mefis sikvdilis cnoba
dasuraTeba
gaxmovaneba
tarielisagan indoT mefis sikvdilis cnoba
1587
ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,
კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”.
გაგება.
შესაჯდომი პირუტყვი: ცხენები, აქლემები, ჯორები.
მთლად, ერთიანად.
მოეკრიჭათ, მოეჭრათ.
უკან.
თმები.
მოიყვანეთ.
დავყოფთ.
1588
მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
უბრძანეს: “ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?”
მათ მოახსენეს: “სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”.
მოიყვანეს.
უთხრეს. მრ. რიცხვი მეფისადმი პატივისცემის გამომხატველია.
აქ: შეგიმოსავთ, დაგიფარავთ.
საიდანაც.
მოვდივართ.
იქ.
ასე.
ეგვიპტიდან.
1589
უბრძანეს: “გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა!”
მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს, ვითა შეთისა”.
უთხრეს, მოახსენეს.
ზეციდან.
მასში.
გონება, ჭკუა.
როგორც.
გიჟი.
1590
თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:
”ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბალახშ, ყორან-თმიანი.
ბედნიერი, გახარებული.
ჰყავდა.
მზეზედ უფრო.
აქ: მშვენიერი.
ლოყა.
რჩეული ლალი.
1591
“მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა,
ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;
იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზაერდა,
ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
ლაპარაკია ტარიელზე.
აქ: მისწვდა, მიუვიდა.
თოვლნარევი ქარი. აქ: ძლიერი ქარი, ქარიშხალი.
მისგან მონაქროლი ქარისგან (მეტაფორულად: მის გამო მომხდარი ამბებისგან).
1592
“მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
იგი ქალი ქაჯთა მისცა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
ჯადოქრობა.
გაბედა, თავს იდვა.
მთელ ქვეყანას.
არაფრად.
ნორჩი.
1593
ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად.
იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;
ორნივე გარდაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;
მეფემან ბრძანა: “ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?”
გაიგო, შეიტყო.
იმ მზის (ნესტანის).
წავიდა, დაიკარგა.
გადაიკარგნენ.
მიკიდებ.
1594
“მეფე გაშმაგდა, მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა,
”ვად” შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;
ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,
აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა”.
მწუხარების გამომხატველი შორისდებულია.
საკრავია (ლითონის თეფშები).
სიმებიანი საკრავია.
კიდევ გაძლო. ნაწილაკი ვე ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
ცეცხლი.
წვისა.
ხოცვა. იგულისხმება: ნადირთა ხოცვა, ნადირობა.
ტკეპნა. იგულისხმება: მიწის ტკეპნა, ქვეყნად ყოფნა (ინდოთ მეფისა).
1595
რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა,
ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა,
ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
რომ თქვა.
ეს.
გაიმეორა, განაახლა. იგულისხმება: თხრობით განაახლა მომხდარი ამბები.
სწრაფად.
დაიყვირა.
მეტაფორულად ნაგულისხმევია: თვალთაგან.
1596
ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა აჰვსია,
ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დაჰვსია.
ლოყა.
იმავე სახის კანს, დარდისგან გაყვითლებულს,
წითელ ტუჩებს,
იმავე ტუჩებს, გლოვისაგან ფერდაკარგულს.
ამიტომ.
ჩაჰქრობია.
1597
იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვა-ხაფი უარე;
სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე;
”მოვკვდე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,
ვერცა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე!
იფხაჭნის (სახეს).
(თმას).
აქ: ხმამაღლა მტირალი.
უარესად, კიდევ უფრო.
უნდა ნიშნავდეს: არეთა არმქონე, უსაზღვრო.
მოვკვდი.
ყველაზე უარესი.
აქ: გამოგადგა.
გასიამოვნა, შენი სურვილისამებრ მოაწყო.
1598
“ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
ჩემთა რა გაცნევს ტკივილთა, გულისა მონაცემთაო?
მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათებ თემთაო?
რად არ დაიქეც ქვეყანად, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო!”
გაგაგებინებს.
აქ: ქვეყანას.
მიწაზე. აქ: დაბლა, ბარში.
ზევით აღმართული ხარ.
1599
ტარიელ მოთქვამს: “გამზრდელო, ჰაი, რა საქმე მსმენია!
მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია!
მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი არღა შენია,
ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია!”
არაფერი.
აქ: შესტყობია.
მოკვდი.
ქვეყანა, წუთისოფელი.
ღვთის სამადლოდ ჰქენი.
1600
კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”.
მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
მოსრულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
ისევ, კიდევ.
უთხრეს.
დანარჩენი.
აქ: მეფევ. ვაჭრები ასე ეძხიან ტარიელს, რადგან იციან, რომ იგი ტახტის პრეტენდენტია.
მოსულა.
ხატაელების.
1601
ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია;
იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია;
გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია.
მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!’
ჯერ.
ცოცხალია.
მკვდრებზე უფრო.
თუმცა.
იგულისხმება: დედაქალაქის გარეთ მდებარე, ინდოეთის მიწაწყლის დამცველი ციხეები.
წაურთმევია.
ყოველივე.
გადასულია (მტრის ხელში); ან: დაკარგულია, დაღუპულია
1602
რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;
დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,
აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
რომ გაიგონა.
სწრაფად.
აქ: ბანაკი აყარა, გზას გაუდგა.
მანძილი.
გაიარა.
არაფერი.