სახელოსნო

 

 


დასასრული
თავი 65. დასასრული
შინაარსი
სცენები
1658
გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა.
დამთავრდა.
როგორც.
გადავიდნენ, გადაეგნენ. იგულისხმება: დაიხოცნენ.
წუთისოფელი, ცხოვრება.
ვისაც.
გრძელი ჰგონია.
ამ რუსთველისათვის. იგულისხმება: ამ რუსთველის სახელით. საერთო აზრი შემდეგია: მე, ვინმე მესხი მელექსე, ამ შემაჯამებელ სტროფსაც, რომელიც ყოველივეს წარმავლობაზე მეტყველებს, ამავე რუსთველის სახელით (ფსევდონიმით) ვწერ, ვისი სახელითაც (ფსევდონიმითაც) დანარჩენი ტექსტი დავწერე (იხ. კომენტარი)
1659
ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე ჰმსახურებს სარებლად,
ესე ამბავი გავლექსე მე მათად სახუმარებლად,
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.
იგულისხმება: თამარ მეფის.
ვისაც.
აქ: სიცოცხლე, ბედი.
სატარებლად. ტაეპის აზრია: დავითის (სოსლანის) სიცოცხლე და მისი ბედი, მისი იღბალი ბრძოლა-ლაშქრობაში თამარს ემსახურება.
ეს. მათად. ლაპარაკია თამარზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
გასართობად, შესაქცევად.
აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე შიშის ზარის დამცემად (მტრებისათვის).
თავისთა (ლაპარაკია თამარზე).
1660
დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.
ლაპარაკია დავით სოსლანზე.
საქმენი, გმირობანი.
როგორ ვთქვა? როგორ აღვწერო?
(მისი) სიკისკასისა და ძლიერებისა, რიხისა და ომახიანობისა.
ეს.
ჯერ.
ღირსებანი (ვაჟკაცობა, ქველობა და ა.შ.).
იმ მეფეებისა (პოემის გმირებისა).
ვიპოვე, ვნახე.
გადავთქვი, გავაწყე. ვილაყფეთანი. როგორც ჩანს, ნიშნავს: ვილაყბე, უსარგბლოდ გავსარჯე ჩემი ენა და კალამი (ლიცენციაა).
1661
ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი.
ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.
ეს.
წუთისოფელი, საწუთრო.
დახამხამებაა.
რაში გარგიათ? რაში გამოიყენებთ?
აქ: მატყუარა, მაცდური, გამაცრუებელი.
ვისაც.
აქ: ორივესთან მყოფი, ორივეს მქონე (იგულისხმება: სააქაო და საიქიო ცხოვრების). ტაეპის აზრია: კარგია, თუ ბედმა კაცს საიქიო ცხოვრებაც არ დააკარგვინა, წაწყმედამდე არ მიიყვანა.
1662
ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა,
აბდულ-მესია — შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ — სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშვრომელსა,
ტარიელ — მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.
იგულისხმება: მისი საქმენი აღუწერია.
რომელსაც უქეს (ლექსი).
იმ ენა-დაუღლელს.