English
saxelosno

 

 


Seyra tarielisa da avTandilisa
dasuraTeba
gaxmovaneba
Seyra tarielisa da avTandilisa
286
ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად,
”არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;
იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.
შეხვედრა
იმ მოყმის, რაინდის
აგულიანებს მას (ავთანდილს), ამხნევებს
მოჰყავდა
რომ ნახა
ტარიელმა
თქვა „მზეს ჰგავსო”
287
გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე უღრუბლოთ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყო ხედ არად,
ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!
ეკუთვნის, შეეფერება
შესადარებლად
ციდან
უღრუბლოდან
ვარგოდა
არაფერ ხედ, ვერაფერ ხედ
ჰგვანდნენ.
სხვა რის მსგავსად მივიჩნიო და რად?
288
მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს.
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.
არ მოერიდნენ (ერთმანეთს) უცხოობის გამო
ხლეჩდნენ
იღიმებოდნენ, ტუჩს ტუჩისაგან აშორებდნენ
ბრწყინავდნენ, ანათებდნენ
ღირდნენ
289
მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
”თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.
მობრუნდნენ
დაუჭირა
ერთად
დასხდნენ
აჩუმებდა
დააბნელებთ
290
ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური სად მოსრული?
მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.
მოყმეს, რაინდს
მეჩქარება, მოუთმენლად ვარ
აქ: საიდუმლო
ან.
საიდან.
ვახსოვარ
მიტოვებული
291
ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
”ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.
ვინც (მიუხედავად შენი ლომ-გმირობისა) ნაზი ხარ
ჩაუქრობელი
მნთებია
გაუნელებლად ვიტანჯები
292
მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია,
გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?
მას (იგულისხმება: თინათინს) თავის მეფედ თვლიან
აქ: ქვეშევრდომები საერთოდ, ყმები და არა „მონები” ამ სიტყვის ჩვეულებრივი აზრით
თუმცა
გინახავარ
თუკი გახსოვს, თუკი მოიგონებ
გახსოვს კიდევ?
ინვალიდი, დავრდომილი
ძლიერნი, ჯანსაღნი
293
“შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
ზედ წამოგადექით
უხეშად, მკვახედ, დაურიდებლად
უკან გამოგადევნეთ
მთლად
294
ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ,
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.
ყველას
გაგვაშმაგა
სულ გავგიჟდით, გავხელდით
295
ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია!
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია,
აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.
მწუხარება, დარდი.
გალაღებული, თავისი ნების ახდომას ჩვეული
ვერც ახალგაზრდა, ვერც ბებერი
გამჭვირვალე, უმსუბუქესი ნივთიერება, რომლითაც, ძველთა წარმოდგენით, სავსეა მსოფლიო სივრცე
296
“მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა,
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის, შენგან მონდომილისა”.
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა გაღიმილისა?
გამიგე
იმ დაკარგული მოყმის
იმ საქმის.
ვერხედვა, ვერდანახვა
გაღიმების
297
აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა,
ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა,
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა,
მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”.
აქამდე.
მკვდრებისთვის მიგემსგავსებინა
ვისი ძმაც
სადღაც
არის
298
ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.
მოაგონდა, გაახსენდა
ბრძოლა, შეტაკება
ამბობს
ეგ
თუმცა
ერთად
გნახეთ
იმიტომ
მომაგონდა
დამღუპველი
299
რას მაქმნევდით, რაგინდოდი, ერთმანერთსა რათა ვჰგვანდით?.
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი აწვთა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით.
აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.
რაში გამომიყენებდით?
გინდოდით
ვგავდით
რით
გამარჯვებულნი, წარმატებულნი, გალაღებულნი
ერთობოდით
ლოყებს
როცა, რაკი
დასაჭერად
მომადევნეთ
გათამამდით, გაკადნიერდით
ახლა
მგონია
რომ
თან
300
მოვიხედენ, მომეწია რა პატრონი შენი, ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე.
ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!
რომ ვნახე
შემებრალა იმიტომ, რომ ხელმწიფე იყო
არაფერი
ვუთხარი
დავამსგავსე, შევადარე
სხვას რას შევადარო?
301
კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არას ვცნა ამება;
მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება.
ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება!
კაცი ვერ მოასწრებს
დახამხამება
გავურბი
ვისაც შევატყობ, რომ არაფრად მსიამოვნებს, არ მეამება
მიმართ
გადამეწყვიტა, გულში მქონდა
თქმა, გამოლაპარაკება
მათთვის ხმის გაცემას არ ვაპირებდი
ცუდად
ცუდად უხდებოდათ, არ ჰშვენოდათ, ცუდად ახასიათებდათ
302
აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა,
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
მაგრა გარჯილხარ, არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!”
ახლა
ბედნიერად, მშვიდობიანად
მობრძანდი! კეთილი იყოს შენი მოსვლა!
კვიპაროსი
ვაჟკაცად
303
ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
როგორ
მაგის სამაგიეროდ
რა უნდა ვიყო
მსგავსება, მსგავსი, შესადარი
ზეციდან
ზეციურისა
გცვლის
ტანჯვა
ამდენის
304
“ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა!
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”
ვინც
მიმიტოვებია
ის მოხდეს, რაც შენ გინდა
ძვირფასი ქვა, ბაც-მოლურჯო ფერისა
შენთან ახლოს ვიყო, გახლდე
არარა, არაფერი
305
ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვლების?
მხურვალე, მგზნებარე მგონია
რა გმართებს, რა ვალი გაძევს?
მაგრამ
ეს რითი აგინაზღაურდება? ამის სანაცვლოს რით გადაგიხდი?
306
“წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად,
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”.
მაგრამ. ჩემსა
ველად, ტყე-ღრეში სახეტიალოდ გამოვქცეულვარ
ასე
გამხდის, მაქცევს
307
ასმათ უთხრა: “ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლთა რა ერგების?
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე აეგების!
ეშველება
შეთავაზება, გამოწვევა, თხოვნა, რჩევა
როგორ გითხრა, თქვი-მეთქი?
მაინც
არ შეიძლება, არ ხერხდება
ეს
შმაგი, გახელებული
თავს წირავს, თავს იმეტებს, გადაგებულია
შეიტყობს, გაიგებს
იზამს, რაც შესაძლებელია
308
“მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ, თუ ყოს ღმერთმან! გაძლება მემცა ვით მივეც ენასა?!
თუ რას სცნობს, ვეჭვობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.
ლამობდა, ცდილობდა
რამის.
თქმევინება
ნუ იზამს ღმერთი
როგორ მივცემ? როგორ მივცე?
თუ რამეს შეიტყობს, გაიგებს
მგონი, ეს თქვენ რამეს გიშველით, ჭირს რამით შეგიმსუბუქებთ
შემსუბუქება, დაამება ტკივილისა, შვება
რაც
სწადია, ჰსურს.
ღვთის ნება-სურვილი, მის მიერ მოვლენათა წინასწარი ცოდნა და განსაზღვრა
ზეციური
309
ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი, დაავლებული;
ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული,
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.
ამაზე გაჩუმდა, ამას დაჰყაბულდა
დაფერფლილი, დანაცრებული.
მას აქეთ, მას შემდეგ
არ იცი
დალურჯებული, ნაცემი ადგილი
ეს
ეს სილურჯე, ეს ნაცემ-ნაგვემი (იგულისხმება: ტარიელის სულიერი ტკივილი).
მეორე მხრივ; მაგრამ
ეს
მოყმე, რაინდი
დაღონებული, შეწუხებული, მოტეხილი
310
მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ, შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.
მაგრამ.
გონებით
იმ ერთი მზისებრი გონებით, იმ ერთი მზე-გონებით (იხ. კომენტარი).
ჯერ ერთი.
აერთებს
ერთი-მეორის მოსიყვარულეებს, შეყვარებულებს
ჩემი მიზეზით, ჩემი წყალობით
ანანთები, სიმხურვალე, ალი
311
ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს?
შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.
დად გაიხადოს, დად მიიღოს
საჭიროა! ჯერ-არს, რომ
აარიდოს
რით
აცოცხლოს, გადაარჩნოს.
დაღუპოს
ისმინე!
დამემართოს, მომივიდეს
312
ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,
მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.
გულშემოყრილს.
მაპკურე ხოლმე!
ოხვრა
გააუწყვეტე, გაახშირე!
313
ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა,
მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
იჯდა
გააღო, გახსნა
გაამყარა
ამოიოხრა
დაიყვირა
314
მოსთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”
1. გონება. 2. ფიქრი
არ ვიცი
სამოთხის ბაღი
დარგულო. ხეო, ედემს დანერგულო
elene SavgulaZe, 0 w. - Tbilisi
1
nika lekiaSvili, 9 w. - Tbilisi
1
mariam ramiSvili, 8 w. - Tbilisi
1
guram melaZe, 7 w. - mTiebi
1
ana malazonia, 11 w. - Tbilisi
1
maTia kenkiSvili, 9 w. - cxinvali
1
ani gogoriSvili, 0 w. - Tbilisi
1
begi mamalaZe, 13 w. - Tbilisi
1
ana giorgaZe, 7 w. - wusTavi
1
daTo jogliZe, 12 w. - Tbilisi
1
aleqsandre royva, 7 w. - Tbilisi
1
nika gigolaSvili, 6 w. - iyalTo
1
luka melanaSvili, 7 w. -
1
gurika xuciSvili, 12 w. - gori
1
luka kupataZe, 7 w. - rusTavi
1
gvanca kareliZe, 11 w. - gori
1
ani gogoriSvili, 0 w. - Tbilisi
1
lika wereTeli, 0 w. - Tbilisi
1
saba sixaruliZe, 0 w. - Tbilisi
1
nia xerodinaSvili, 7 w. -
1
qeTi nasiZe, 7 w. - awyuri
1
rezi kverenCxilaZ, 11 w. - Tbilisi
1
SoTiko jafariZe , 5 w. - mestia
1
taso begiaSvili, 3 w. - Tbilisi
1
taso begiaSvili, 3 w. - Tbilisi
1
ana malazonia, 11 w. -
1
ela basilaSvili, 8 w. - axmeta
1
mariam alaviZe, 9 w. - rusTavi
1
taso begiaSvili, 3 w. - Tbilisi
1
begi mamalaZe, 13 w. - Tbilisi
1
Teona pavliaSvili, 12 w. - gori
1
Tiko terteraSvili, 8 w. - gori
strofi 286

თიკო ტერტერაშვილი