THE LETTER WRITTEN BY P'HATMAN TO NESTAN-DAREDJAN

ფატმანმა ნესტან-დარეჯანს ასეთი წერილი მისწერა: ვაჭართუხუცესის ცოლი ნესტანს აქებდა, უმხელდა, რომ მისი ამბავი ტარიელის ძმადშეფიცულმა, არაბმა სპასპეტმა, ამცნო.

ფატმანი სთხოვდა ნესტანს, მოეწერა, თუ სად იყო დატყვევებული და რამდენი მცველი იცავდა.

ფატმანმა თავის გრძნეულ ქაჯ მონას უბრძანა, ბარათი ნესტანისათვის გადაეცა.

გრძნეულმა მოსასხამი მოიხვია და გაქრა. იგი სწრაფად, როგორც გატყორცნილი მშვილდ-ისარი, ქაჯთა ქალაქში გაჩნდა, დაუბრკოლებრივ განვლო ყველა კარი და ნესტანთან აღმოჩნდა. Qქალმა პირშავი, ტანნაბდიანი გრძნეული რომ იხილა, შეშინდა, ზანგმა დაამშვიდა, უთხრა, რომ ფატმანს გამოეგზავნა. ქალს, "ფატმანის" გაგონებაზე, სახე გაუბრწყინდა, მონამ წერილი გადასცა. Nნესტანმა, ცრემლმორეულმა, ბარათი წაიკითხა.

ფატმანის მსახურმა უპასუხა, რომ ნესტანის დაკარგვის შემდეგ ფატმანი მწუხარებას მოეცვა, დღენიადაგ მასზე დარდობდა. ახლა მისი მძებნელი მოყმე გამოჩენილიყო და ფატმანსაც იგი ქაჯეთში გაეგზავნა.

ნესტანმა მონას უთხრა, რომ ფატმანს წერილს მისწერდა, საიდანაც იგი ყველაფერს შეიტყობდა.