THE LETTER WRITTEN BY NESTAN-DAREDJAN TO P'HATMAN

ნესტანმა ფატმანს "დედისა მჯობ დედას" უწოდებდა, ინდოელი ასული მადლიერი იყო მისი, რადგანაც ტყვეობიდან დაიხსნა. ამჯერად ქაჯებს ჰყავდა დამწყვდეული, ბევრჯერ ათასი მეომარი იცავდა, ჯერ ქაჯთა მეფე არ მოსულიყო. მისი მძებნელი ამაოდ ნუ იზრუნებდა, რადგანაც ქაჯთა მორევა შეუძლებელი იყო. ნესტანი ევედრებოდა ფატმანს, ტარიელისათვის გადაეთქმევინებინა მის საძებნელად წამოსვლა, რადგანაც ქაჯებთან ბრძოლაში იგი უეჭველად დაუღუპებოდა და ნესტანი მას მკვდარს რომ ნახავდა, ორმაგი სიკვდილით მოკვდებოდა. ნესტანი ფატმანს ტარიელისეული რიდის ნაწილს უგზავნიდა, თან სწერდა, რომ ეს რიდე, მისი შავი ბედისგან განსხვავებით, ტურფა სანახავი იყო.