THE WEDDING OF TARIEL AND NESTAN BY P'HRIDON

ფრიდონის სამფლობელოში დიდი ზეიმით ჩავიდნენ. მათთან ერთად მთელი ქალაქი ილხენდა, ასმათი და ნესტანი ერთმანეთის შეყრისას ისე გადაეჯაჭვნენ, ცულითაც ვერ გააპობდით. ნესტანი ასმათს კოცნიდა და ეუბნებოდა, რომ მის ვალს ვერაფრით გადაიხდიდა, ასმათის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

მულღაზანზარის დიდებულები თაყვანს სცემდნენ სტუმრებს; ურიცხვ საბოძვარს უძღვნიდნენ, რვა დღეს დიდი ქორწილი გადაუხადეს; ფრიდონი ყველას ასაჩუქრებდა, ნეფე-პატარძალი და ავთანდილი თვალ-მარგალიტით აავსო.