არაბეთში ავთანდილის წასვლის გამო ხალხი დამწუხრებული _ ლურჯითა და მწვანით შემოსილი დახვდა.
ტარიელმა როსტევან მეფეს კაცი გაუგზავნა და შეუთვალა, რომ მოკრძალებით ჰკადრებდა სურვილითა ასრულებას: იგი, ინდოეთის მეფე ტარიელი, როსტევან მეფის წინაშე თავს მტვრად თვლიდა. თავის მზე ნესტანთან ერთად ეახლებოდა. თავისი ძველი შეცოდებისა და წყენინების გამო დანაშაულის გამოსასყიდად ფრიდონსა და მის ყმებთან ერთად საუკეთესო ძღვნად ავთანდილი მოჰყავდა.
როსტევან მეფესა და თინათინს მახარობელი რომ ეახლა, დიდად გაიხარეს. თინათინს ღაწვებზე ახალი სხივი აუთამაშდა. სიცილი და ლხენა გახშირდა, ლაშქარი აქეთ-იქეთ დარბოდა, ყველას ეჩქარებოდა ავთანდილთან შეყრა. მეფე ამხედრდა, დიდებულებთან და ლაშქართან ერთად გაეგება, თან ღმერთის სადიდებელს ამბობდა. გაზრდილმა და გამზრდელმაერთმანეთი რომ დაინახეს, გული აუჩუყდათ. ავთანდილი ტარიელს თავის გამზრდელს ანახებდა და ეუბნებოდა, რომ ტარიელსა და ფრიდონს რომც მოეკლათ, სირცხვილით ვერ მიუახლოვდებოდა, ფრიდონთან ერთად მეფესთან გაეშურა. როსტევანი ტარიელს გაეგება, ინდოთა მეფის წინაშე პატივისცემას იჩენდა. ტარიელი მდაბლად თაყვანს სცემდა, მეფე კოცნიდა. ტარიელმა მიუგო, რომ პატრონისადმი მოკრძალებას უქებდა, სჯობდა, დარჩენილიყო, თვითონ ეახლებოდა მეფეს და ყველაფერს ამცნობდა.
ავთანდილი და ნესტან-დარეჯანი ცალკე დარჩნენ, ტარიელი კი, მის სიტურფეს მზეს ადრებდა. ტარიელი ეუბნებოდა, რომ ამიერიდან გული მისთვის დაემონებინა, უხაროდა მისი ხილვა, მაგრამ უკვირდა: ავთანდილის შემდეგ მეფეს სხვა როგორღა უნდა მოსწონებოდა?! თავმოდრეკით ევედრებოდა ავთანდილი შეეწყნარებინა. მეფის ქალსა და სპასპეტს ერთმანეთი უყვარდათ, ახლა კი სთხოვდა, ისინი დაექორწინებინა.
ტარიელმა სიმდაბლით ხელმანდილი ყელზე მოინასკვა მორჩილების ნიშნათ, მეფეს მუხლი მოუყარა. როსტევანმა დაჩოქილი ტარიელი რომ დაინახა, მისგან ასეთი თავის დამდაბლება ეუცხოვა, თვითონაც თავი მოუდრიკა, უთხრა, რომ თინათინისათვის სასიძოდ ავთანდილზე უკეთესს ვის ინატრებდა?! თვითონ უკვე მეფობა თინათინისთვის გადაეცა, რადგან მოხუცებულიყო, სპასპეტის მზე კი ახლა ამოდიოდა, როსტევანისა კი ჩადიოდა, აბა, თინათინს როგორ დაუშლიდა იმას, რაზედაც თვითონვე თანახმა იყო?!
ტარიელმა, მეფის პასუხი რომ მოისმინა, დაბლად თავი დაუკრა. ფრიდონი ავთანდილისაკენ მახარობლად გაეშურა. გახარებული ავთანდილი მეფისაკენ მიდიოდა, მაგრამ ძალიან რცხვენოდა, მეფე თვით მიეგება, ავთანდილი კი სახეს იფარავდა. მეფეს მისი კოცნა უნდოდა, ავთანდილი ფეხთ ეხვეოდა; როსტევანმა ავთანდილი შვილივით გადაკოცნა.
როსტევანი, ავტანდილი და ტარიელი ნესტანს ეახლნენ, მისი პატივისცემის ნიშნად შორიდანვე ჩამოქვეითდნენ. ღოსტევანი ნესტანის მშვენებით აღტაცებული იყო, მისი მნახველები გულს მისი ცქერით იამებდნენ, ყველა ხარობდა. რთად გასწიეს თინათინის საახლებლად.
სკიპტრა-გვირგვიროსანი, პორფირიანი (მეფეთა ჩასაცმელი წითელი სამოსი) თინათინი მოსულებს შესცინოდა. ტარიელმა და მისმა ცოლმა სალამი უძღვნეს. თინათინი კოცნიდა და ლაღად ესაუბრებოდა, ტარიელსა და ნესტანს ტახტი შესთავაზა, მეფე როსტევანმა მათ გვერდს ავთანდილი მიუსვა და თინათინს უთხრა, ნუ რცხვენოდათ, რადგანაც სიყვარული ბრძენთა დაწესებული იყო. მეფე თინათინსა და ავთანდილს ლოცავდა, დღეგრძელობას, ჭირთა გარდაუხდელობას უსურვებდა, თავის თავს კი – მათი ხელით მიწას მიბარებას.
მეფემ ჯარისკაცებს ავთანდილის თაყვანისცემა უბრძანა – უთხრა, რომ ამიერიდან იგი იყო მათი მეფე, მორჩილად და აერთგულად ემსახურათ. ლაშქარი და დიდებულები ავთანდილს დამორჩილდნენ.
არაბეთში ავთანდილი აპატრონეს, გვერდს ტარიელი უმშვენებდა, ნესტან-დარეჯანი კი თინათინს ახლდა, ერთად ისეთი სანახავები იყვნენ, თითქოს ოთხი მზე შეყრილიყო.
ავთანდილისა და თინათინის ქორწილზე დიდი ნადიმი გაიმართა, მრავალი ძროხა და ცხვარი დაკლეს, იაგუნდის ჯამებითა და ლალის სასმისებით მიირთმევდნენ, მომღერლების სიმღერა სმენას ატკბობდა, არავინ დარჩენილა დაუსაჩუქრებელი.
სიზმარივით გაირბინა ერთმა თვემ. ტარიელმა ავთანდილი მიუგზავნა როსტევან მეფეს და დათხოვნა სთხოვა: შენთან სიახლოვე ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ვიცი, ჩემი ქვეყანა მტერთა აქვთ ასაოხრებლად, უნდა წავიდე, შენ კი, დაე, კვლავაც ბედნიერად გიხილოო. მეფე რაღას იზავდა?! ურჩია ავთანდილიც თან წაეყვანა დიდი ლაშქრით, ტარიელმა კი გაოცებით უთხრა: როგორ უნდა გაეყარა ძმობილი ახლად შერთული ცოლისათვის. ავთანდილმა ეხუმრა: კარგად იცოდა ტარიელის ამბავი: იმიტომ ეუბნებოდა დარჩიო, მერე რომ ეთქვა, ცოლის გულისათვის გამწირაო. ამ სიტყვებზე ტარიელს გაეცინა და დათანხმდა, უშენოდ ყოფნა უფრო გამიჭირდება, თუ ასე გინდა, წამომყევი, ოღონდ ნურაფერს დამწამებო.