English
saxelosno

 

 


wigni tarielisa xataelTa Tana da kacis gagzavna
dasuraTeba
gaxmovaneba
wigni tarielisa xataelTa Tana da kacis gagzavna
393
“გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
წერილი.
იყოს.
ეურჩება, არ დაექვემდებარება
394
“ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით!
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!”
ბატონებო
ეს
რომ ნახავთ
აქეთ წამოდით, აქეთ იარეთ!
ზედ
გვნახოთ
395
“კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი, წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
კარზე, მეფის სასახლეში
ვმხიარულობდი, ვნეტარებდი, ლაღად და შვებით ვიყავი
ჩამიქრა
მოუთმენლად, აუტანლად მწველი
წუთისოფელმა, ამ ცხოვრებამ
უხვად მაძლევდა.
ვინებებდი, ვინდომებდი ხოლმე
ახლა
გამახელა, გამაშმაგა
აქ: ისე, რომ
ახლოს სამყოფად, სამეზობლოდ
ვეზარები, ვემძიმები
396
პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი;
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი”.
ჯერ, პირველად
ველად გავარდნის, გაჭრის სურვილი
მერე
გონება.
დამიწყნარდა, დამიმშვიდდა გონება
ჩემი თანატოლები ნადიმობდნენ ჩემს სახლში
მაგრამ
სალხენად არ მიშვებდნენ, ჩემს გულისყურს ნადიმს აცილებდნენ
სურვილთა სიმრავლე, სიძლიერე, სიდიდე
მომიცავდნენ ხოლმე
ვიტყოდი ხოლმე
aleqsandre royva, 7 w. -
1
rati bakuraZe, 8 w. - alvani
1
ani gogoriSvili, 0 w. -
1