English
saxelosno

 

 


naxva arabTa mefisagan mis ymisa vefxistyaosnisa
dasuraTeba
gaxmovaneba
naxva arabTa mefisagan mis ymisa vefxistyaosnisa
86
ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
მეომარი, რაინდი
სადავით ჰყავდა, სადავით ეჭირა
ლომისა და გმირის მსგავსს
87
მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა, უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
ზედა ჩასაცმელი (კაცისა)
ბეწვით გარეთკენ მიქცეული
დასახური
შეჭედილი
მკლავზე მსხვილი
88
მეფემან ბრძანა: “ვინ არის, უცხო პირად და ტანადო?”
უბრძანა ერთსა მონასა: “წადი ფიცხლად და ჯანადო!
”გიბრძანებს”, უთხარ, “ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო!
ვინმცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!”
პირისახითა და ტანით უცხო, უჩვეულო, მშვენიერი
სწრაფად
ძლიერად
წადი ისე, როგორც ძლიერ კაცს შეჰფერისო
მოდი ჩემს წინაშე, გამოცხადდი, მეახლე
89
წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად.
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,
ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
იმ მოყმესთან, რაინდთან გამოსალაპარაკებლად
თავდახრით, თავჩაქინდრვით, მწარედ
საჩვენებლად, შემხედველთა მოსატყუებლად
თვალთმაქცი, თავის მომჩვენებელი
დევს, დაგებულია
სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო, სიტყვის სათქმელად ძალა ვეღარ მოიკრიბა
90
ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.
შეუშინდა
ვერ შენიშნა, ყურადღება არ მიაქცია
91
მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოჰსკვნოდა გული, ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
ვერ გაიგონა.
ძახილის, ყვირილის ერთობსრულებით
ვერგამგები, ვერშემტყობი
საკვირველად, უჩვეულოდ
ცეცხლმოდებული, ტანჯული
92
სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
მისმა თავის მზემ, მის თავს ვფიცავ
შეწყვიტა
ბაგეთაგან, ტუჩებიდან
93
რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-”.
მოტრიალდა.
გამირეტდნენ, გამიშეშდნენ
94
მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი მისი, წინაშე მდგომარე,
უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე!”
გაწყრა კიდეც
აქვს
95
მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია,
ერთხელ ესე თქვა “ვა მეო”, სხვად არას მოუბარია.
ჩხარუნი.
თვალები მოატარა
არაფრის მთქმელია.
96
თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა, — მონათამცა საუბარნი რად იყურნა! —
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
მკლავები გაიმამაცურა, საბრძოლველად გაემზადა
97
მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრნა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
გაიშვირეს
შორისდებული, სიბრალულის გამომხატველი
შესაბრალად
98
მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა,
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
გაჯავრდა
რამდენნიც
დაამსგავსა.
დამწუხრდა, ჩივილი დაიწყო.
99
შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
ამაყი, მიუკარებელი
ცხენი
მიუგავს
100
რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა,
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა.
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
რომ გაიგო.
ეძებდნენ
მის გავლილს
101
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.
უკვირდათ.
წასვლა, გაქრობა
102
ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება,
ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.
დღევანდლამდელი
დანაღვლიანება, გამწარება
შეუძლია
მადლობა
103
ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს, თუ: “უმართლეა”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.
დაღონებული.
ძრახავდა, ამტყუნებდა
104
მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
დაღონებული.
მიაჩნია
კარზე მყოფნი, სასახლის მკვიდრნი.
თავშეყრილი, მჭიდროდ მომდგარი.
გაცუდდა, გაუქმდა
სიმებიანი საკრავი
105
თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,
მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია თუ ღვიძილობა?
მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
გაიგონა, ყური მოჰკრა
შეცილება, გაჯიბრება
მზეს ეჯიბრებოდა
მეფის ქონების მმართველი, უახლოესი მსახური
(მეფეს) სძინავს თუ ჰღვიძავს?
106
“ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა,
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა”.
თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა”.
მოყმე, რაინდი
ჩემი შესვლის დრო არაა.
107
ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?”
მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.
გავიდა
მარგალიტის თვალი
ა ხლაღა, ეს–ესაა
გაიგო, რომ დაღონებული ხართ
108
უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
მოახსენე: “რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.
როგორ გავძლოო?
ნაღველი, მწუხარება
გამიფანტე
დაწყულებულს
ლხინი რატომ გამომლევიაო, რატომ აღარ ვილხენო
109
თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა,
უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”
მთვარის შესვლას მის საკუთარ ბინაში
რატომ ჩემთან არ ხარ?
110
ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.
ასე
მგონი
111
უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია”.
უთხრა
რამდენადაც კი
დამისახავს, მიმიჩნევია
გამქარვებელი, გამფანტავი, უკუ–მყრელი
წამალი, გუნებაზე მომყვანი
მგონი
რომ გაიგებ
მომიწონო
ოხვრა
112
“უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე,
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე”.
ვინმე მოყმეს, რაინდს.
მყარი ზეცა, ცარგვალი
ჩემ სანახავად
გავბრაზდი
113
“მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა,
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა.
რომ დამინახა
დასაჭერად
მის წინააღმდეგ მოვიხმე, შემოვუსიე
ეშმაკი.
ჯერაც
მომეჩვენა, მომელანდა
114
აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?
უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
ეხლა
როგორი? რისგან შექმნილი და წარმოშობილი?
როგორ ითქმის, რომ ადამიანური ხორცის მქონეა?
უთუოდ.
115
“ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”
ყველა შემიბრალებს
ვერავინ შემომნატრებს.
დღეები მექნება, ცოცხალი ვიქნები
116
ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!
ყბედურად, განუსჯელად ნათქვამს
შემხედველს.
117
“მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი,
ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი”.
მეფეებზე გაბატონებული
ისეთი, რომელსაც სიტყვა ვერ შესწვდება
ყველა მხრიდან
მისი ამბის შემტყობი.
მალე შეიტყობ
118
როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა;
პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა;
უბრძანა, თუ: “დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქმნაცა.
იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა”.
კარგიც ეჩვენა
დაგიჯერებ
ვიზამ
119
მოასხენეს კაცნი, გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა!
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.
მოიყვანეს
ქვეყნის ოთხსავე მხარეს
ტანჯვათ.
სხვა ნურაფრისთვის
წერილი.
120
კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
ვერცა თუ ნახეს მნახველი ღმრთისაგან დანაბადია,
ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.
ის მოყმე, რაინდი
კიდევ და კიდევ
ბევრი.
შექმნილი
ამაოდ, უსარგებლოდ შრომაგარდახდილნი
ნაკლი, ხინჯი.
121
მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
მისსა მნახველსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რა მოიგვარენით”.
ხმელეთი მოვიარეთ
ის მოყმე, რაინდი.
მოიგვარეთ, მოახერხეთ
122
მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო,
გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.
ტყუილი, მოლანდება.
ზემოდან
მწუხარება, ნაღველი
არ მენაღვლება
სრულებით
123
ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა,
მგოსანი და მუშაითი იხმეს, პოვეს რაცა სადა.
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!
ამრავლა.
მომღერალი
ჯამბაზი, აკრობატი
ბევრი
შემოიპატიჟა.
სხვას რას შექმნის, რას გააჩენს?
irina naneiSvili, 7 w. - Tbilisi
1
lidia silova, 10 w. - Tbilisi
1
gaga janjarauli, 8 w. - barisaxo
1
mariam SaSiaSvili, 11 w. - axmeta
1
andria oZelaSvili, 9 w. - Tbilisi
1
giorgi CixlaZe, 6 w. - sioni - Tbilisi
1
daTo ratiani, 11 w. - mestia
1
beqa zamukaSvili, 11 w. - niqozi
1
giorgi xaoStaria, 12 w. - Tbilisi
1
ilia eloSvili, 14 w. - sno Tbilisi
1
oTar Tadeevi, 8 w. - niqozi
1
Teona mWedliZe, 11 w. - niqozi
1
sandro maisuraZe , 11 w. - Tbilisi
1
vova gukesiani, 13 w. - baraleTi
1
guram maxaraSvili, 9 w. - niqozi
1
irakli Cqareuli, 11 w. - Tbilisi
1
giorgi xaoStaria, 12 w. - Tbilisi
1
SoTiko japariZe , 5 w. - mestia
1
rati mazniaSvili, 11 w. - Sindisi
1
nino lataria, 10 w. - walenjixa
1
nanuka ficxelauri, 9 w. - yazbegi
1
kaxa basiaSvili, 7 w. -
1
lidia silova, 10 w. - Tbilisi
1
sofiko gomiaSvili, 11 w. - gergeTi
1
oliko megreliSvili, 12 w. -
1
omar varZelaSvili, 0 w. - Tbilisi
1
daviT dirmelaSvili, 8 w. - nafareuli
1
luka melanaSvili, 8 w. - xviti
1
vova gukesiani, 13 w. - baraleTi
1
ilia eloSvili, 14 w. - sno Tbilisi
1
nika rulaZe, 7 w. - mTiebi
1
mariam lomsaZe, 10 w. - niqozi
1
jemal naTenaZe, 11 w. - gogaseni
1
Teona mWedliZe, 11 w. - niqozi
1
maTe pwkiliSvili, 9 w. - nafareuli
1
mari suxitaSvili, 9 w. - nafareuli
1
daviT imerliSvili, 7 w. - iyalTo
1
sandro maisuraZe , 11 w. - Tbilisi
1
andria melua, 7 w. - maTumi
1
merab iosebaSvili, 7 w. - nafareuli
1
elisabed RvinefaZe, 0 w. - _
1
laSa sujaSvili, 9 w. - gergeTi
1
omiko meliqiZe, 12 w. - gori
1
ana malazonia, 11 w. - Tbilisi
1
Temo iremaZe, 0 w. - _
1
luka melanaSvili, 7 w. - xviti
1
oTar Tadeevi, 8 w. - niqozi
1
laSa sujaSvili, 9 w. - gergeTi
1
laSa sujaSvili, 9 w. - gergeTi
1
elene imedaSvili, 10 w. - Tbilisi
strofi 86

ელენე იმედაშვილი

ana koraSvili, 10 w. - niqozi
strofi 86

ანა კორაშვილი

guram maxaraSvili, 9 w. - niqozi
strofi 86

გურამ მახარაშვილი

guram maxaraSvili, 9 w. - niqozi
strofi 86

გურამ მახარაშვილი

gogaSeni, 0 w. -
strofi 86

გოგაშენი

miSa Silovi, 8 w. - Tbilisi
strofi 86

მიშა შილოვი

mixeil xolejani, 12 w. - mestia
strofi 86

მიხეილ ხოლეჯანი

ramin guledani, 13 w. - lenjeri
strofi 86

რამინ გულედანი

irakli miqani, 12 w. - mestia
strofi 87

ირაკლი მიქანი

baCa xaptani, 10 w. - mestia
strofi 87

ბაჩა ხაპტანი

mariam lomsaZe, 9 w. - niqozi
strofi 89

მარიამ ლომსაძე

oTar Tedeevi, 10 w. - niqozi
strofi 90

ოთარ თედეევი

mariam lomsaZe, 9 w. - niqozi
strofi 94

მარიამ ლომსაძე

guram maxaraSvili, 9 w. - niqozi
strofi 97

გურამ მახარაშვილი

mariam lomsaZe, 9 w. - niqozi
strofi 97

მარიამ ლომსაძე

Teona mWedliZe, 11 w. - niqozi
strofi 97

თეონა მჭედლიძე

oTar Tedeevi, 10 w. - niqozi
strofi 98

ოთარ თედეევი

guram maxaraSvili, 9 w. - niqozi
strofi 99

გურამ მახარაშვილი

oTar Tedeevi, 10 w. - niqozi
strofi 100

ოთარ თედეევი