English
saxelosno

 

 


wigni nestan-4307arejanisa fatmanTana
dasuraTeba
gaxmovaneba
wigni nestan-4307arejanisa fatmanTana
1294
პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.
(ნესტანი).
ქალბატონო. ვაჭრის ცოლისთვის განკუთვნილი მიმართვის ფორმაა.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
იმ ჩემს მრავალ ტანჯვაზე.
1295
“შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასე დანამჭირები:
ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები;
ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!
ორ ჯადოსანს.
ახლა.
ყველა ქაჯისგან.
ასე.
დაჭერილი.
მდარაჯობს.
ცუდად ამიხდა.
გეგმა, გადაწყვეტილება. ნესტანს მხედველობაში აქვს თავისი განზრახვა, რომ ფატმანის ცხენით სამშვიდობოს გაეღწია.
1296
სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:
ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!
სხვა მხრივ,
რა მოგწერო?
მოსულა.
ჯერ.
ჯარისკაცები.
მდარაჯობენ.
სიყოჩაღე, ვაჟკაცობა. რე ნაწილაკია. აქ არ ითარგმნება.
აქ: ცდა, გამოხსნისათვის ზრუნვა.
არ გამოვა, შეუძლებელია.
1297
ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
იჭირვის , იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია!
უმისოდ ჩემი სიცოცხლე ,ვამე, რა დიდი ბრალია!
ვინც, ვიღაცა (რომ მოსულა).
ამაოდ გარჯილი.
წუხს.
შევნატრი.
(ტარიელი).
ამიტომ.
გაყინული.
შესაბრალია, ცოდვაა.
1298
“შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,
ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე!
ამიტომ.
მოვარიდე. ტაეპის აზრია: ვერ გავუძლებდი გულისტკივილს, ჩემი ამბავი რომ მომეთხრო.
გევედრები.
შემავედრე.
შეუთვალე კიდეც. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
1299
“მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!
გასაჭირი მაქვს, მიჭირს.
კმარა.
თანასწორით.
ვერაფერს.
აქ: ვინმე.
მიშველის.
ნამდვილად.
1300
“გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია:
მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.
ეს.
მოსასხამი, თავსაბურავი.
ნაჭერი.
იგულისხმება: რიდენი, რიდე. მის გამო (იგულისხმება: ტარიელის გამო).
თუმცაღა, თუმც კი.
შესაფერისად.