ქართული
Studio
Modification in Process

 

 


FIRST LETTER WRITTEN BY NESTAN-DAREDJAN TO HER LOVER
Paintings
Voices
FIRST LETTER WRITTEN BY NESTAN-DAREDJAN TO HER LOVER
382 წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა;
მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა!
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
წერილი.
ნუ კვდები
მაგრამ
გულისწასვლა
უსარგებლო, ამაო
ყოველივეს
383 ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!
უსარგებლო, ტყუილ–უბრალო
გულყრა
უჩვენო
ხარკდადებულები, ხარაჯის გადამხდელები
მოსათმენი
384 “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია.
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია.
მინდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
წინათაც, აქამდისაც
მაგრამ.
სალაპარაკოდ
აქ: ჯერჯერობით.
დრო
შემხვედრია, მომცემია
ამას წინათ
გახელებულს, შმაგს, რეტდასხმულს
გიყურებდი
ტახტრევანში
ყველაფერი.
მსმენია
სწორად, ნამდვილად.
გეუბნები.
ეს.
წადი.
შეებრძოლე!
მაჩვენე!
ამაოდ, ტყუილად, უსარგებლოდ.
კიდევ რად უნდა დაასველო?
რაღას გიზამს?
385 “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!”
მელაპარაკებოდა
მერიდებოდა, მეკრძალებოდა
როგორ დავთვლიდი, როგორ დაითვლებოდა?
აქეთ და იქით მიდი-მოდიოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა
თრთოდა, ინაბებოდა
მიშინდებოდა (გადამეტებული სიხარულისგან)
ლალივით წითელი მიხდებოდა
386 “ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა;
ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა!
გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალვოდა;
მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა”.