ქართული
Studio
Modification in Process

 

 


NESTAN SUMMONS TARIEL TO HER
Paintings
Voices
NESTAN SUMMONS TARIEL TO HER
397 “დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
კარის მცველმან მონა იხმო, უთხრა საქმე დაფარული.
საწოლ ოთახში.
სასახლიდან.
ვიჯექი.
ძილი, თვლემა.
წერილი.
ამიტომ.
 გარეთ, კარებში მდგომმა მცველმა გაიხმო მონა, რომელიც ტარიელს შიგნით, ოთახში ემსახურებოდა.
398 “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!
საწოლ ოთახში.
აქ: გიბარებსო.
მომიშვა, მომიხალვათა.
პალო ან ლურსმანი, ჯაჭვის გამოსაბმელი.
წავიყვანე, წავიყოლე.
ამისთანას, ამ დანაბარების შესაფერს რას ვეტყოდი, რას ვუპასუხებდი?
399 “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი”.
გავიარე.
მოსაუბრე, გამომლაპარაკებელი.
აქ: არავინ.
კარგად, იღბლიანად, ყოჩაღად.
ეკალი.
გაუშლელი.
400 “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
ტახტრევანი.
რჩეული ლალი.
შიგ.
იჯდა.
სხივ-ცისკროვანი, შუქთა მკრთომელი პირისახით.
იმ მელნის ტბისებრი თვალით.
401 “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა, მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათს უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
ვიდექი.
მის მონატრულს, მისი სურვილისაგან შეპყრობილს.
მხოლოდ.
როგორც შინაურს.
ილაპარაკეს, იჩურჩულეს.
ახლა.
ვერაფერს გეტყვის.
აზრია: ტანჯვის ცეცხლი მომედო.
402 “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
ვთქვი: “საწუთროო, ვინ წეღან გული დარმანთა მიარე,
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?”
გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!
წუთისოფელო, ცხოვრებავ.
დარმანი - წამალი, სამკურნალო საშუალება.
არედ გამიხადე, მიმაახლოვე.
გული წამალს მიმიახლოვე, ხსნის შესაძლებლობა დამანახვე.
გამიყავ, გამინახევრე. ბ და გ ტაეპების აზრია: საწუთროვ, წეღან რომ ხსნის იმედი მომეცი ნესტანის წერილის მიღებით, ახლა კვლავ მწუხარებაში რად ჩამაგდე?
დამიტია. ჩემმა გულმა (ტკივილი) დაიტია. გულმა კვლავ გაყრის სიმძიმილი იგრძნო.
403 “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
მითხრა: “ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი!
სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს, ლაღი”.
მპირდებოდა, აღმითქვამდა.
გავიარეთ, გადავჭერით.
წასვლის გამო.
დახურე.
აღე, გააღე!
სახლის (ან ციხის) სართულთა შემაერთებელი ხვრელია; სახლში ერდოდან ასვლა-ჩამოსვლა (მაგ. ალყის დროს) გასაჭირის მაჩვენებელია.
აგრეთვე, გარდა ამისა.
თავს უფრთხილდება, ღირსებას ინახავს.
ამაყი, ამპარტავანი, ნებიერი.
404 “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა,
თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა”.
შენგან მოველი.
გაფიცებ!
ნუ მომკლავ!
აქრე ხოლმე!
წერილს.
გაწყვეტ.
ზედიზედ.
თუ რამეს გაიგებ, შეიტყობ.
ჩემ შესახებ. იგულისხმება: ჩემი საქმის შესახებ.
არა მგონია, რომ დამიმალო.
405 “შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”.
საძინებელ ოთახში.
გახელებულს, თავზე კონტროლდაკარგულს.
 თეთრი კანის და წითელი ბაგის (ან: პირისახის) აღმნიშვნელი მეტაფორებია.
მინდოდა.