ქართული
Studio
Modification in Process

 

 


TARIEL'S WEEPING AND FAINTING
Paintings
Voices
TARIEL'S WEEPING AND FAINTING
503 აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასაბის;
თქვა: მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!”
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
დაბნედა - გულყრა, გონების დაკარგვა.
სამაჯური ან მკლავზე შემოსაბმელი სხვა ძვირფასი ნივთი.
რომელიც.
სხვა დროს.
წინათ.
ება ხოლმე.
აქ: აიღო ხელში.
თვლით, ანგარიშით.
დაბნდა, გული წაუვიდა. ნაწილაკი „ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
მკვდრებს ემსგავსება, მათი დასის წევრი ხდება.
504 ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა,
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.
ასე.
იწვა.
რომ.
ჰგავდა.
ორ მხარეს.
დალურჯებული ხორცი.
მუშტისა.
გადაკრულის, მონარტყამის.
ლოყებიდან ჩამოხოკილის.
კიდევ.
ჰშველის.
იქ.
505 ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა,
ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცივა, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა,
თქვა: “ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!
ამოიოხრა.
გულწასულს.
შეჰხედა.
„ვა”-ები, გლოვის გამომხატველი შორისდებულის თქმა.
ხვრიტა.
გონზე მოიყვანა.
ჩაუქრო.
წუთისოფელმა.
ახლაც.
შეხვრიპა, დალია.
506 ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად,
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.
გაოგნებულად, თავისთვის ანგარიშმიუცემლად.
პირისახეა.
სულ, მთლად.
გაყვითლებული პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
როგორც, თითქოს.
სპეტი - თეთრი და ფერმკრთალი ყვავილი; ფერუმარული.
მათთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.
„დარჩენა”, სიცოცხლე.
507 ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა.
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!
ისმინე!
გონება.
მაქვს.
თუმცა.
შმაგისა.
აქ საალერსო სიტყვაა. ნიშნავს უახლოესს.
მიმაჩნია.
აქ: სატრფოსი. ტაეპის აზრია: ლხინად, ბედნიერებად მიმაჩნია, თუ ჩემი ამბის თხრობით შენ შენს აქამდე შეუყრელ სატრფოს შეგყრი.
დარჩენა, ყოფნა.
საღისა. აქ: ცოცხლისა.
508 “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა”.
საიმედო.
დად მისაჩნევის, დასავით საყვარელის.
წერილი რომ ვნახე.
ეს.
საუცხოო, იშვიათი და გამორჩეული.
რაღაც მტკიცე შავი ნაჭრისა.