სიცოცხლის სანაცვლოდ. იგულისხმება, რომ ნესტანმა ტარიელს მისი სიყვარულის გაზიარებით სიცოცხლე შეუნარჩუნა.
მუქაფა - სამაგიერო. რა სამსახურს შემოგზღავ სამაგიეროდ და როგორ?
510
“მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესეჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
სამსახური გაგიწიე, შენი დავალება შევასრულე. ისე მოგეკიდე, როგორც ვასალი, ყმა - პატრონს, რომლის „წინაშე დგომა”, სამსახური მას ჰმართებს.
დიაღ, გემსახურები; დიაღ, შენი დავალება უნდა შევასრულო!
მოსასხამი, პირსაბურავი.
მოკლე ქათიბი.
ვერაფერი.
გულწასულს, გონდაკარგულს.
დამტოვებ.
რამე.
მოდი!
ქვეყნად, წუთისოფელში.
სხვას თუ არ შენ.
ვის შევეპუები! ტაეპის აზრია: ვის გავუწევ ანგარიშს და დავერიდები ამ ქვეყნად, თუ არ შენ?
512
“ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა, მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა, გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.