ქართული
Studio
Modification in Process

 

 


COUNSEL BETWEEN TARIEL AND NESTAN-DAREDJAN AND ITS RESULTS
Paintings
Voices
COUNSEL BETWEEN TARIEL AND NESTAN-DAREDJAN AND ITS RESULTS
523 “მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად;
წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად,
ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.
მიმაყენა.
ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ, ლამის იყო, გულში დანა დამეცა.
შემოვიდა.
ვიჯექი.
მძლავრი, ჯანიანი.
სადაც.
ვინც.
სჩანხარ.
მალე.
524 შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით.
დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი ჭირდა მისლვა ნდომით.
(ცხენზე).
მივედი.
როგორ გაიგებ ჩემი ლხინის, სიხარულის ზომას? როგორ გაზომავ ჩემს ლხინს!
გავიარე.
ვნახე ძირს მდგარი.
ვხედავდი, რომ ნამტირალევი იყო.
ჩამოწვეთებით.
ეტყობოდა ცრემლი, რომელიც ლოყებზე უწვეთავდა.
მემძიმა, მეწყინა, დავღონდი.
არაფერი.
ძნელი იყო, ჭირდა.
ხალისით, გულღიად.
525 “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა,
ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
დაღონებული.
ეს.
მეწყინა.
როგორც.
წინათ.
შემომცინებდა ხოლმე.
ისეთნაირად აღარ გამიღიმა.
სულ, სრულებით.
მიპასუხა.
მხოლოდ.
ჩემ ჭრილობებს ექიმად გაუხდა.
526 “ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.
ფიქრები.
გამიკიდეგანა, დამიშორიშორა. ტაეპის აზრია: ჩემი მოკრეფილი, ერთიანი ფიქრი დააბნია, თავისი პირქუში დახვედრით სამძიმო გამოცანა მომცა.
შიგნით.
კოშკში.
ფარდაც ამიწია.
ყოველგვარი მწუხარება გამიქარვდა.
მაგრამ. ტაეპის მეტაფორული აზრია: სიხარულმა გული გამინათა, მაგრამ ის, რაც მაწუხებდა, მაინც არ დამავიწყდა.
527 იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი,
ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი;
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
(ფარდაგში შემოსული) შუქი შუქს არ ჰგავდა (ნესტანის მშვენიერებასთან შედარებით).
ეხვია, ეხურა.
უწესრიგოდ.
ოქროს საპირიანი; ისეთი, რომელსაც პირის მხარე ოქროთი აქვს გაწყობილი.
მოსასხამი, პირსაბურავი.
რომელიც.
იმავე მწვანე სამოსით.
სწორუპოვარი.
პირისახე.
1. ელვა. 2. სხივი. პირი, ელვათა მკრთომელი. ამ პოეტურ სახეში გამოყენებულია „ელვის” ორივე მნიშვნელობა. პირდაპირი აზრით აქ ნათქვამია, რომ ნესტანის სახე შუქს ასხივებდა თავისი მშვენიერებით. ამავე დროს სიტყვა „ელვა” მიგვანიშნებს, რომ ნესტანი განრისხებულია. იგი მზადაა, თავისი რისხვა ტარიელს ელვად და მეხად მოუვლინოს.
528 ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
წამოწოლილი იყო.
როგორც.
ჰგავდა.
სამოთხის ბაღი.
ხედ გაზრდილი.
მოშორებით.
ლახვარ-მოხვედრილი.
წარბშეჭმუხვნით.
529 მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!”
ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?”
მოხვედი.
დამრღვევი, გამტეხი.
პირობის, გადაწყვეტილების.
ვერაგი, მოღალატე.
მაგრამ.
სამაგიეროს.
ტანჯვას, სასჯელს.
ზმნისწინი ზმნისა „მიგცემს”, გამეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.
ვუთხარი, მოვახსენე.
იმ ჩემთვის უცნობი ბრალდებისა.
530 “ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?”
კვლაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი! მე დავუწვავ ამით ალსა.
ვერაფერს.
მოგახსენებ.
გავიგებ, შევიტყობ.
რა დავაშავე შენს წინაშე?
გონდაკარგულს, უგონოს.
ფერწასულს, შენი წყრომისგან ზარდაცემულს.
კვლავ, ისევ.
რას გელაპარაკო? ან: ასეთ კაცს როგორ გელაპარაკო!
ქალურად, ქალთა ჩვეულებისამებრ.
მოვტყუვდი.
დავუწვავარ.
ამისათვის, ამიტომ.
531 “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება;
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება.
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
მოყვანა.
სათათბიროდ.
ამას შენი ნება დაჰრთვია, ამას დასთანხმებიხარ.
აქ: პირობა, შეთანხმება.
ბრძანება (იგულისხმება: ჩემი ბრძანება). შესაძლოა მეორე გაგებაც: მცნება გულისხმობს ქრისტიანულ მცნებას „არა ცილი ჰფუცო” (ალ. ჭინჭარაული).
ამაოდ, ტყუილ-უბრალოდ.
აქ: ეშმაკობა, გაიძვერობა, ხრიკი.
ტყუილად შეგარჩინა შენი ეშმაკობა, შედეგისათვის არ მიგაღწევინა.
532 გახსოვს, ოდეს “ჰაის” ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუეთა სახენიმცა რანი ჰგვანდეს!
რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
„ჰაის” იძახდი, ოხრავდი.
ბანდნენ.
ქირურგები (იგულისხმებიან ისინი, ვინც ტარიელს „ხელი გაუხსნა”, ვენიდან სისხლი გამოუშვა).
წამლებს გაძლევდნენ (ნაწილაკი „ყე” დართულია პირდაპირ დამატებაზე ამ უკანასკნელის სიმრავლის ხაზგასასმელად).
მამაკაცის.
შედარება.
შეეფერებოდნენ.
რომელი შედარება უნდა შეეფერებოდეს? (კაცის ნათქვამი ტყუილი) რას შევადარო?
ნეტა, ვინ უფრო დაზიანდება; ვნახოთ, ვინ უფრო დაზიანდება!
533 “ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
ვამბობ.
მაინც.
ბატონობა, უმაღლესი ხელისუფლება. უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა. იგულისხმება: ვინც უნდა იყოს, რა კაციც უნდა იყოს ჩემი მომავალი ქმარი. ა და ბ ტაეპების აზრია: ვინც უნდა გახდეს ჩემი ქმარი და ინდოეთის „პატრონობა”, მფლობელობა დაიწყოს, ქვეყნის ნამდვილი „პატრონი”, მეფე მაინც მე ვიქნები (და შენ საკადრის პასუხს გაგცემ).
ეს ასე არ მოხდება (როგორც შენ გგონია).
წადი!
შემცდარხარ, მდგომარეობა სწორად ვერ გაგითვალისწინებია.
ის ადგილი ან ის საკითხი, სადაც ადამიანი შეიძლება შეცდეს.
სწორად ვერ განსაზღვრე ვითარება, მახეში გაები. ნესტანს ჰგონია, ტარიელს იმედი აქვს, რომ მისი ღალატით ინდოეთის მომავალი მეფის - ხვარაზმელის - წინაშე დამსახურება მოიპოვა და ამით თავისი მომავალი მდგომარეობა განიმტკიცა.
534 “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო.”
ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.
ფიცია. ა და ბ ტაეპთა აზრია: მე თუ ცოცხალი ვიქენ, შენ ინდოეთში არ დაგაყენებ. თუ ეცდები, ინდოეთში დარჩე, სიცოცხლეს გამოგასალმებ.
ვერ იპოვი, ვერ ნახავ.
ცამდისაც რომ ხელი მიაწვდინო, ცამდისაც რომ ეძებო.
ლაპარაკია ტარიელზე.
ამოიოხრა.
„აჰ” თქვა.
535 თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!
ისევ.
ძალა.
სინათლის (იგულისხმება: ნესტანის) საცქერად. საერთო აზრია: ამ სიტყვებით დაიმედებულმა, კვლავ შევძელი ნესტანისათვის თვალი გამესწორებინა, მისთვის შემეხედა.
ახლა.
(იგულისხმება: ნესტანი).
გაოგნებულად, რეტდასხმულად.
წუთისოფელო, ცხოვრებავ.
ვერაგო, გაუტანელო.
ზიხარ.
სახვრეპად, სასმელად.
რად სვამ ჩემ სისხლს?
536 “შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
ვჰკადრე, თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე!
რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
სასთუმალთან, ბალიშთან.
ყურანი.
ავდექი, ჯერ ღმერთი ვახსენე (ფიცით) და მერე იგი, ნესტანი (მრ. რიცხვი აქ ნესტანისადმი მოწიწებას გამოხატავს, როგორც ტახტის მემკვიდრისადმი).
ვუთხარი.
დაგიწვავარ, ბარემ ჩემი სიცოცხლეც (მზეც) იმსხვერპლე („დაწვი”), შეიწირე!
ბარემ მოგახსენებ.
537 რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია”.
მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო”, თავი დამიქნია.
რომ გეტყვი, რომელსაც გეტყვი.
ეს.
ტყუილია, მლიქვნელობით მოგონილია.
ცამ მრისხოს.
სრულებით. საერთო აზრია: ჩემთვის მზის შუქიც ნუ შუქობს (თუ ვტყუოდე).
მოსმენა-გასამართლებას.
ცუდი.
არაფერი.
538 კვლაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, თქვენთვის ფიცი გამეტეხოს,
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?
კიდევ.
ვუთხარი, მოვახსენე. თქვენთვის. ლაპარაკია ნესტანზე.
ახლავე.
ზეციდან მეხად დამატეხოს.
სხვისი, თუ არ შენი.
მზედ მესახებოდეს.
ხედ, ხესავით წერწეტად მეჩვენებოდეს.
მაშ.
როგორ.
ვიცოცხლო, ვიარსებო.
შემეხოს, მომხვდეს. გ და დ ტაეპების აზრია: მაშინ როგორღა ვიცოცხლო, თუ რისხვა ლახვარივით მომხვდება გულზე?
539 “მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: “მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა”.
კარზე, სასახლეში.
ბჭობა, თათბირი.
წინდაწინვე.
გადაეწყვიტათ.
იმ მოყმის შენ ქმრად მოყვანა.
ვერ დავუშლიდი, ვერ დავარღვევდი მათს ჩანაფიქრს.
უვიცობა, ვერგაგება.
მიუხვედრელ კაცად გამოვჩნდებოდი, რომელმაც მეფე-დედოფლის მოჩვენებითი თათბირის უკან მათი გულისნადები - ხვარაზმელის მოყვანის სურვილი - ვერ დაინახა.
დაეთანხმე.
დროებით.
აქ: თავდაჭერა, ზრახვის გულში შენახვა.
540 მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა.
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
იქით.
რას გავუბედავდი? ტაეპის აზრია: მე როგორ დავუშლიდი, როცა თვითონ ვერ მიმხვდარა (რომ ინდოეთს მემკვიდრე ჰყავს ჩემი სახით)!
განა არ იცის, რომ
მემკვიდრე.
სხვას არ ეკუთვნის, არ ერგება სრულებით.
ვინ მოჰყავს.
არ ვიცი.
ან.
მოტყუებულა.
541 “ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო”;
თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!”
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო.
ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!”
ვეღარაფერს გავაწყობ.
ხერხი, საშუალება.
სხვა რამე.
ნუ მოგიცავარ, ნუ შეგიპყრივარ.
ფიქრო.
მქონდა.
ვატარო, ვარბენინო. ტაეპის აზრია: გული მხეცივით მქონდა და, როგორც მხეცი, მინდვრად გაჭრას ვისწრაფოდი.
ვის მივცემ?
წამართვა.
რამე მიზეზით. ტაეპის აზრია: ვის მივცემ შენს თავს, თუ შენ თვითონ არ წამართმევ?
542 სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
სულს ვფიცავდი იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩემს გულს უნდოდა - ნესტანის მოლბობისათვის. შესაძლოა სხვა გაგებაც: სულს (სიცოცხლეს) ვთმობდი (ფიცით), რათა გრძნობა („გული”) დამეკმაყოფილებინა.
ამიტომ.
ბაზრად გამეხადა.
შენელდა.
რომ.
პირველად.
დააზრო, გაყინა. ტაეპის მეტაფორული აზრია: ცრემლის დენა (წვიმა), რომელიც აქამდე ნესტანის ლოყებს (ვარდს) აფერმკრთალებდა და აუხეშებდა (აზრობდა), შენელდა.
(მარჯანი) წითელი ბაგის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
თეთრი კბილებისა.
გარშემო.
შემოეზღუდა, შემოესარა. ტაეპის აზრია: ნესტანმა გაიღიმა.
ეგ.
სინამდვილედ როგორ უნდა მიმეჩნია? როგორ უნდა დამეჯერებინა?
543 “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მართლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.
უარყოფას.
ამის გამო, ამგვარად.
მტყუვნობა, უპატიოსნობა.
იაჯე, ითხოვე, მოითხოვე.
ძლევით, დიდებით, ლაღად.
ბატონ–პატრონობას. აქ: მეფობას. ტაეპის აზრია: ითხოვე, რომ ჩემი თავი შენ შეგხვდეს და ინდოეთის მეფედ შენ დაჯდე!
იგულისხმება: სჯობს ყოველ სხვა სიძე-პატარძლობას, ყოველ სხვა სიყვარულს.
544 “მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
გამკაცრებული, მოღუშული.
ან.
ქვეყნად, დედამიწაზე.
ის, რის ღირსადაც აქამდე არ გავუხდივარ (თავის გვერდზე დასმა).
მელაპარაკებოდა.
ჩამიქრო.
ანთებული. ამითა ამ ტაეპში ეკუთვნის ზმნას „დამივსო”.
ამით ჩამიქრო.
545 “მიბრძანა, თუ: “გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!
საჭიროა, ჯერ-არს.
არასდროს
ცხოვრებას დინჯად, დაფიქრებით მოეკიდოს, ვითარება აწონ-დაწონოს.
(თქვენ რომ) ერთმანეთს წაეკიდოთ.
დაიღუპება, დაინგრევა (თქვენი ურთიერთბრძოლით)
546 კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.
აქ: ხოლო.
ესოდენ. იგულისხმება: საქმე თუ აქამდე მივიდა.
აქ: წითელი, სამხიარულო ტანსაცმელი, მეფეთა შესამოსელი.
ძაძად, სამგლოვიარო ტანსაცმლად გვექცევიან.
იგულისხმება: ხვარაზმელებმა.
გამარჯვებულებმა, გალა¬ღებულებმა.
დიდებითა და ძლევამოსილებით იარონ, იბატონონ.
ტანჯვანი.
ეს არ გამოდგება, ეს არ შეიძლება.
რომ.
იგულისხმება: ხვარაზმელები.
გაგვიდიდებულდნენ, გაგვიბატონდნენ.
547 “მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხადნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!”
ვუთხარი.
ღმერთმა ნუ ქნას!
იმ მოყმის. ტაეპის აზრია: ღმერთმა ნუ ქნას იმ მოყმის (ხვარაზმშას ძის) შენზე დაქორწინება.
რომ შემოვლენ.
გავიგებ, ვნახავ, ვინ არიან, რანი არიან.
ვუჩვენებ.
ძალა და სიმამაცე.
ასე.
გავხდი.
(რომ) არაფრისთვის ვარგისნი აღარ იყონ, არაფერში გამოდგომა აღარ შეეძლოთ.
548 “მიბრძანა, თუ: “ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად!
რა მოვიდეს, სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
საჭიროა, ჯერ-არს, უნდა.
ქალი. ტაეპის აზრია: ქალი ქალურად უნდა ირჯებოდეს, ქალურად უნდა მსჯელობდეს.
გაქნევინებ. აქ: დაგაკისრებ, დაგაღვრევინებ.
რომ მოვა.
მისი ჯარისკაცების დაუხოცავად.
სწორის.
გახდის.
549 ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც ზროხათა ვითა, ვირთაო,
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!
ასე.
ქენი, მოიქეცი.
მალულად.
ნუ იახლებ, ნუ გაიყოლებ.
ჯარისკაცებსაც.
ხარ-ძროხა.
როგორც საქონელსა და ვირებს.
დიდი, ბევრი.
უდანაშაულო. კაცმანმცა
კაცმა როგორ უნდა იტვირთოს? (იგულისხმება: თავის სინდისზე როგორ უნდა აიღოს?).
550 იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე, თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა!
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”
მას რომ მოკლავ.
დაელაპარაკე, მიჰმართე.
მეფეს.
უთხრი.
ვერ დავუშვებ, რომ ინდოეთს სპარსნი (იგულისხმება: ხვარაზმელნი) ჭამდნენ.
სამემკვიდრო, მემკვიდრეობის წესით კუთვნილი.
ფულის მცირე ერთეულია.
(თუ) თავს არ გამანებებ, არ მომეშვები.
იგულისხმება: დედაქალაქს.
როგორც ტრამალს. ტაეპის აზრია: თუ სამკვიდროს წართმევას მომინდომებ, შეგებრძოლები და დედაქალაქს ტრამალად გიქცევ.
551 “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა;
ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა”.
სრულებით.
იგულისხმება: სიყვარულის, ნდომის გამჟღავნება.
უფრო ეწევი სიმართლეს, უფრო მართალი გამოჩნდები. ა და ბ ტაეპების აზრია: ნუ გაამხელ, რომ მე გინდივარ. ამით შენი პრეტენზია ინდოეთის ტახტზე უფრო ობიექტური, უფრო სამართლიანი გამოჩნდება.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა. ან: თითის ყელთან მიტანით, რაც დიდი თხოვნის ნიშანია. საერთო აზრია: რაკიღა შენ ტახტს მოითხოვ, მეფე, სახელმწიფო არეულობის შიშით, თვითონ შემოგეხვეწება, რომ მე შემირთო.
დიდი შემოხვეწა.
ერთად.
552 “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა.
მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.
ეს გადაწყვეტილება, ეს აწონ-დაწონა და მსჯელობა.
გადავდე, შევაყოვნე, გადავიფიქრე. ტაეპის აზრია: მტრებთან ღიად ომი, ხმლის ქნევა გადავდე, გადავიფიქრე.
მერე.
წამოსასვლელად.
პატიჟი, თხოვნა, მოწოდება.
დასარჩენადვე, დასაჯდომადვე შემეპატიჟა.
მინდოდა.
მაგრამ.
გავუბედე.
ხელის მოხვევა, შემოჭდომა.
553 “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე, წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.
მაგრამ.
გავხდი.
გახელებულივით, შმაგივით.
ათიათასი. ტაეპის აზრია: ჭირი თუ ათასჯერ ათიათასი მქონდა, ლხინი ერთი მქონდა, ჩემი ჭირი ჩემს ლხინს ბევრად აღემატებოდა.
აქ: თანაც, ამასთან ერთად.
მინდოდა.
ამიტომ.
მივდივარ.
არა აჩქარებული.