ქართული
Studio
Modification in Process

 

 


P'HRIDON TELLS TARIEL TIDINGS OF NESTAN-DAREDJAN
Paintings
Voices
P'HRIDON TELLS TARIEL TIDINGS OF NESTAN-DAREDJAN
629 “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა.
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავდა, ხმელთა ზედა — შავარდენსა;
აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
ვეკითხებოდი.
მეუბნება.
აქ: ასეთს.
ერთ დღეს.
ზღვაში.
ხმელეთზე.
ვიდექი.
თვალს ვაყოლებდი. ქორსა. იგულისხმება მონადირე ქორი, რომელიც ფრიდონმა ფრინველთა დასაჭერად გაუშვა.
630 “ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორს-ა.
ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა;
ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.
ზღვისკენ.
მივიხედავდი ხოლმე.
გორას.
ზღვაში.
პატარა.
თუმცა.
შორსაა.
სწრაფად.
არაფერს შეუძლია.
აქ: ტოლს (ზომით).
ვერაფერს მივამსგავსე, ვერ ვიცანი რაიმე გარკვეულ საგნად.
ორ ფიქრს.
ამიტომ. ტაეპის აზრია: ვერაფერს მივამსგავსე, ამიტომ შევყოყმანდი, ვერ გადავწყვიტე, რა იყო.
631 “ვთქვი: “რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია ანუ მხეცი?”
ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი;
წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი,
მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!
თუ.
გარს, გარშემო.
აქ: ნაჭერი, ქსოვილი.
მოჰყავდათ ნიჩბების მოსმით. შესაძლოა მეორე გაგებაც: კაცები ნავის გვერდზე მოცურავდნენ და ნავს მოათრევდნენ (ალ. ჭანჭარაული).
ამიტომ.
სკივრი. აქ: ტახტრევანი.
მას მეშვიდე (ყველაზე მაღალ) ცასაც კი მივცემდი! (იგულისხმება: ისეთი მშვენიერი იყო).
632 ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი.
ამოძვრნენ.
როგორც ფისი.
1. ელვა, 2. სხივი.
იგი რომ სხივებს ისროდა; ან: იგი რომ ელვასავით ანათებდა. სიტყვა “ელვის” ორმნიშვნელოვნება გამოყენებულია ამ პოეტურ სახეში, რათა ნესტანის ნათლისებრ მშვენიერებასთან ერთად ამ მშვენიერების ზარდამცემი, ელვასავით შემაკრთობელი და თვალის მომჭრელი ბუნება გვაგრძნობინოს.
რისი ფერი ემგვანებოდა? მისი მსგავსი სილამაზისა ვინ იქნებოდა?
გაუქმდნენ, დაიჩრდილდნენ, უსარგებლონი გახდნენ.
633 “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება, ვთქვი: “წავიდე მათკე მე, წა-,
ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!”
დამლეწა. იგულისხმება: გონება დამიბნია, კალაპოტიდან ამომაგდო. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
მომეწონა, მიმიზიდა. სიმპათია აღმიძრა.
რომ.
დაესუსხა, დაეზიანებინა (?). იგულისხმება: ქალის პირისახე უამინდობისგან ხელუხლებელი ვარდივით მშვენიერი იყო.
ცხენის მიშვება, სწრაფად მისვლა.
ზმნისწინი ზმნისა “წავიდე”, განმეორებულია აზრის გასაძლიერებლად.
იგულისხმება: ცხენს.
რა ან როგორ გადაეხვეწება, წაუვა?
634 “ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.
ბუჩქნარი. ან: მაღალი უხეში ბალახი.
წამივიდნენ, გამასწრეს.
დეზი.
რამდენსაც არ ვურტყამდი დეზებს.
მივედი.
მხოლოდ გადასული (ან: დამავალი) მზის შუქში ჩანდა.
გამშორებოდნენ, წასულიყვნენ.
635 ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე,
ვუთხარ: “მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!”
ეს.
გავიგონე.
სწრაფად გადმოვხტი. ან: გადმოვვარდი.
სულ, მთლად.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. თავი შევირცხვინე მოთქმა–ტირილით, 2. თავი წაგებულად ჩავთვალე, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.
ლოყა.
სხვას, თუ არ მე. ტაეპის აზრია: მომკალი, თუ ეს ხესავით ტანწერწეტი და მშვენიერი ქალი ის არ იყოს, ვისი ამბავიც მხოლოდ მე ვიცი და არა სხვამ (ე. ი. ნესტანი).
636 ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა,
მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,
თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
ეს.
ძალიან, მეტისმეტად ეუცხოვა.
მაგრამ.
სათნოდ მომექცა, დამიყვავა.
რბილად მომექცა, ანგარიში გამიწია.
თვალებიდან.
როგორც.
637 ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!”
მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად!
იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”.
ვაი.
საუბედუროდ, მარცხად.
დაბნეულმა, თავისი სიტყვისა და ქცევის ვერგამზომელმა.
ნურაფერი გენაღვლება, ნუ დარდობ.
მაგიტომ.
ამიტომ.
მწველად.
აქ: თუკი, რაკიღა.
638 “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;
მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული!
შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.
ყოველივე.
(ჩემ) თავს გარდამხდარი, თავგადასავალი.
რად ვამბობდი, რა მალაპარაკებდა?!
შემცდარი, მოტყუებული, გზააბნეული.
აქ: შერცხვენილი.
ჩემსა, ჩემთან.
მოსული.
სამეფო, ხელმწიფური.
ადგილი, საპატიო დასაჯდომი.
გეკუთვნის, გერგება, შეგეფერება.
სასახლე. სრაცა სრული. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. მთელი სასახლეც (შენი უნდა იყოს), 2. ნამდვილი სასახლე - “სასახლური სასახლე” უნდა გქონდეს.
639 კვლაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს”.
კიდევ.
კვიპაროსი. სარო მორჩი წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა. უხებს ზმნაა. ნაწარმოები არის სახელისაგან “ხე”.
თუმცა.
ჯერ, პირველად.
გულზე შეახებს, დაასობს. ა და ბ ტაეპთა აზრია: ვისაც ღმერთი ტანად ალვის ხეს მისცემს, ე.ი. მშვენიერ ადამიანად შექმნის, იმას საბოლოოდ არ გაწირავს, ტანჯვას ლხინად შეუცვლის.
ზეციდან.
ქუხილივით მოგვივლენს, ქუხილად გვამცნობს
640 “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;
ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა;
ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?
სასახლეში.
მარტონი.
შენს გარდა.
არავინაა. ბ და გ ტაეპთა აზრია: ჩემი მშველელი რომ შენს გარდა არავინაა, ისევე ნამდვილია, როგორც ის, რომ ღმერთს შენებრი სხვა არ შეუქმნია.
მაშ.
გაგეცანი.
რად მინდა რამე?
641 “არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი წამისად”.
გეყოლები.
მეგობარი.
შემხვდეს, მომეცეს.
დროულად.
თუ შესაფერ დროს შესაფერი შემთხვევა მომეცა.
გადასაწყვეტად.
საშველად. მისად. ლაპარაკია ნესტანზე.
(აქ) ვერ დავყოვნდები წამითაც კი.
642 “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.
მოსულხარ.
ჩემი წყალობისთვის (შენი სტუმრობით), ჩემდა საბედნიეროდ.
მე რად ვიყო? რად ვიქნები?
რაიმე მადლობის.
სამონოდ, სასამსახურად.
1. წინ. 2. სამსახურში, მორჩილებაში.
თქვენს სამსახურში მყოფი.
643 ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
აქა მოგესმას წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა.
ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდასლვა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!
ეს.
ყველა მხრიდან.
სხვადასხვა უცხო ამბების. ტაეპის აზრია: აქ მოისმენ ამბავს, შენი დამწველი ალის წამლად რომ გამოგადგება.
ეგებ.
აქ: უბედურებათა. ტაეპის აზრია: ეგებ ამდენი ჭირის გადახდისათვის ღმერთმა ბოლოს ლხინი მოგცეს, ამით თავისი ვალი გადაგიხადოს.
644 “ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
მუნამდისცა მოიჭირვე, — გონებამან არ დაგლია.
ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია!”
გავგზავნოთ.
მეზღვაურები.
სხვა დროსაც, წინათაც.
უვლიათ.
მანამდის კიდევ.
მოითმინე, ჭირს გაუძელი, გაიჭირვე.
ფიქრმა. ტაეპის აზრია: მოითმინე მანამდე, თუ ფიქრმა არ დაგლია, ბოლო არ მოგიღო.
სრულებით.
არ შეიძლება, არ იქნება.
რომ ლხინმა არ დაძლიოს. ტაეპის აზრია: ისეთი ჭირი არ არსებობს, რომელსაც ბოლოს ლხინი ვერ დაძლევს.
645 “კაცნი იხმნა მასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ,
უბრძანა, თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ!”
იხმო.
იმავე წამს.
ეს.
მოვაგვარეთ, გავაკეთეთ.
სატრფოს, მიჯნურს. ტაეპის აზრია: მონახეთ ნესტანი, მის მიჯნურს საშუალება მიეცით, მისი პირისპირ ნახვით მისდამი სიყვარული და სურვილი გაიცხოველოს.
რად უნდა გაუშვიდოთ? ნუ გაუშვიდებთ! ტაეპის აზრია: ათასი ჭირი უნდა აიტანოთ ნესტანის ძებნაში, განა შვიდი ან რვა!
646 აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;
უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს!”
მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
გაგზავნა, გაამწესა.
ეგულებოდა. ტაეპის აზრია: ყველა ნავსადგურში, რაც კი იცოდა, კაცი გაგზავნა.
მიმაჩნდა, მეჩვენებოდა.
ლოდინი.
ტანჯვა შემმსუბუქებოდა. ტაეპის აზრია: თუ უმისოდ (უნესტანოდ) ლხინი მინახავს, შერცხვენილი ვიყო!
647 “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
მითხრა, თუ: “მცთარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა:
ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”
საბატონო, სამეფო.
თურმე, ვცდებოდი, ვტყუვდებოდი.
მისახვედრი, გასაგები, შესაცნობი.
ვერ მივხვდი იმას, რასაც უნდა მივმხვდარიყავი, ვერ გავიგე მოვლენათა აზრი.
ვინ რას მოგაწონებს?
648 “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი,
ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშვრობელნი;
ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი;
მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
მოვიდნენ.
ყოველი მხრიდან.
გამგებნი, შემტყობნი.
აქ: ხელმოცარულნი.
უსარგებლო, შედეგის არ მომცემ ადგილებში.
დამღლელნი.
ვერაფერი.
შეეტყოთ, გაეგოთ.
იყვნენ.
ვერაფერი ამბის.
მდიოდნენ, ან: წამომედინნენ.
649 “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების,
ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
ეს.
როგორ.
საზაროდ, საშინლად მეჩვენება.
მოვშორებივარ, მოვწყვეტილვარ, ხელი ამიღია.
ამიტომ, ამის გამო.
მოება; ან: ებმის, ებმება.
650 “მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!”
ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მო-ვე-რწყო ველი,
მითხრა, თუ: “ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”
აქ: დავდგები, დავრჩები.
აქ: ნებართვა.
რომ გაიგო.
ისევ მორწყო.
დღეიდან.
ამაოა, უსარგებლოა, ფუჭია ჩემი ლხინი.
651 თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
მისთა სპათა მუხლ-მოყრითა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს,
მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
”ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”
თუმცა.
ბევრი, ძალიან.
აქ: ეცადნენ.
1. მუდმივი ჯარი, 2. ჯარისკაცი.
ჩემკენ წამოვიდნენ, ჩემკენ იარეს.
მეხვეოდნენ.
მაკოცებდნენ, მკოცნიდნენ.
ატირდნენ.
დაგემონებით.
პოეტური ლიცენციაა. ნიშნავს: ვიდრე.
სანამ ეს სიცოცხლე არის, სანამ ვარსებობთ.
652 “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების,
ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების!”
ძალიან.
მაგრამ.
იგულისხმება: ჩემგან, უნესტანოდ მყოფისგან.
ლაპარაკია ნესტანზე.
მივატოვებ, გავწირავ.
გებრალებათ.
ვერც ვინმე დამიშლის (წასვლას).
653 მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ჩემი ესე ცხენი,
მითხრა: “ჰხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი?
ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი!
თვით ამანვე მოგაწონნეს სახედნობა-სიფიცხენი”.
მერე.
ეს.
კვიპაროსი. ტაეპის აზრია: ხედავ, პირმზე და ტანად კვიპაროსის ხის მსგავსი, ამ ცხენს?
არაფერი.
აქ: გაწბილება, შერცხვენა.
საჩუქრები რაზე გავაწბილო და გავაუფასურო? (ტყუილად რად გაჩუქო სხვა რამ, რაც არ მოგეწონება?).
მოგაწონოს, მოგაწონებს.
კარგი “შესაჯდომობა”, კარგი სვლა და კარგი გამგებიანობა მხედრის ნებისა.
სისწრაფე, სიმკვირცხლე.
654 “ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.
ორივემ.
იქ.
ყვირილით. აქ: ვაებით, მოთქმით.
მთელი ლაშქარი.
მტიროდნენ.
გულწრფელად, ნამდვილად.
დავემსგავსეთ.
655 “ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად, კვლა ვიარე,
რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.
საძებრად.
კიდევ, ისევ.
რომ.
არაფერი.
ხმელეთზე.
გარეთ, ზღვაში. შესაძლოა სხვა გაგებაც: ხმელეთზე, გარდა ზღვისა, ყველაფერი მოვიარე.
მაგრამ.
აქ: ვერავის.
სულ, სრულებით.
დავამსგავსე.
656 “ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდიურვა,
ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!”
მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი თუ რვა:
”ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.
საჭიროა, ჯერ-არს.
ამაო, ფუჭი, უსარგებლო.
ეგებ.
სიახლოვემ.
მომაშოროს, განმიქარვოს.
მწუხარება.
გამირჯიხართ, გამიტანჯიხართ.
ძალიან.
გეკუთვნით.
657 აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!”
რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
მითხრეს: “ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
ახლა.
დამტოვეთ.
ეპატრონეთ, მიჰხედეთ.
უცქერით.
ჩემი თვალებიდან.
რომ ისმენდნენ.
ამდენს, აქ: ასეთს.
658 უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!”
თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.
სხვას თუ არა შენ.
ნურც ...ნურც.
ბატონს, მბრძანებელს.
აქ: ნეტავ.
გაგვყაროს.
გიცქერდეთ.
მოსაწონს, თვალის მიმზიდველს.
აქ: თურმე.
დუნე, უხალისო.
ადუნებს, აძაბუნებს, ძალასა და შემართებას ართმევს. ტარიელის აზრია: მე, ასეთი მხნე კაცი, ბედმა როგორ დამაძაბუნა!
659 ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.
გავიგონე. აქ: შევისმინე.
მაგრამ.
დავტოვე.
მიდამოები.
ადამიანთა თემებისა, კაცთა საცხოვრებლისა.
სადგომნი.
მიმაჩნდნენ.
ირმებისა.
ადამიანებს გავეცალე, განვმარტოვდი, ველად გავედი.
სულ, ერთიანად, მთლად.
ქვევით.
ზევით.
660 ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
შემომებნეს, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს!
ეს.
გამოქვაბულები.
ვიპოვე.
შეეკაფათ, ამოეჭრათ.
შემომებრძოლნენ.
სრულებით.
რიხით, მამაცურად ვერ მაჩვენეს თავი.
ჯაჭვის პერანგები ავად (იგულისხმება: ჩემი და ჩემი მონების დასახოცად) გაემაგრებინათ ქაფით, მხარ-კისრის დასაცავი რკინით.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
დამამწუხრა, დამაღონა.
ცრუ, არაგულწრფელი.
წუთისოფლის სიცრუე კიდევ ერთხელ სიცრუედ დავინახე.
661 “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები,
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
ესე ქალი არ დამაგდებს, — არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, —
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
მას აქეთ.
გახელებული, შმაგი.
გავვარდები ხოლმე.
გონებას ვკარგავ, გული მიმდის.
ეს.
მტოვებს.
ცეცხლმოდებული. მეტაფორულად: ტანჯული, მგლოვიარე.
ჩემ საშველად.
არაფერს არ ვცდილობ.
662 რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს!
რომ, რადგან.
მსგავსება, მსგავსი.
მიმიჩნევია.
მისთვის მიმიმსგავსებია, მას მაგონებს, მის განსახიერებად მიმიჩნევია (ლაპარაკია ნესტანზე).
ამიტომ.
სამოსლად, ჩასაცმელად.
ეს.
მიკერავს.
ოხრავს.
“ახ”-ს ამბობს, კვნესის.
ტყუილად.
გამილესია.
663 “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.
სიცოცხლის მომთმენი. ტარიელს აღარ უხარია სიცოცხლე, იგი მას მხოლოდ ითმენს.
მას აქეთ.
ნადირებთან ვარ.
ჩემ თავს მათვე რომ ვამსგავსებ, მათგან რომ აღარ ვარჩევ.
სხვა მხრივ.
არაფერს.
ვთხოულობ.
მახვეწარი, მთხოვნელი.
664 პირსა იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა,
ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა;
ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა-;
მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.
სახეში (ხელი) დაირტყა.
აიხოკა, დაიზიანა.
ლალი ფერიანი პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა, ქარვა - გაყვითლებულისა, ლალი ქარვად გარდაიქცა - პირისახე გაყვითლდა, გაფერმკრთალდა. ბროლი თეთრი სახისკანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
სახისკანი სულ დაიხეთქა.
სდის.
განუწყვეტელი.
ზმნისწინი ზმნისა “წასდის”, მნიშვნელობის გასაძლიერებლად განმეორებული.
665 ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
”შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან;
აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან!”.
ყველაფერი შეგისრულე; შენ როგორც გეამებოდა, ისე მოვიქეცი.
მე, რომელმაც ვერაფრით გავიხარე. ტაეპის აზრია: შენ გასიამოვნე ჩემი ამბის თხრობით, მე, პირიქით, გავიტანჯე.
მობეზრებულმა, (სიცოცხლის) არმად, არასასურველად ჩამთვლელმა.
ახლა.
იგულისხმება თინათინი.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. ნახვას მონატრებულმა. 2. უკვე მისი ნახვის დრო რომ მოგსვლია.
666 ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრა არ მომეთმინების,
თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების!
სიშორე.
ვერ მოვითმენ, მოსათმენად მეძნელება.
გეტყვი.
თქმა, შემობედვა.
ვისთვისაც.
არაფერი ეშველება, მდგომარეობა არაფრით არ შეუმსუბუქდება.
667 “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი;
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
მაჯის.
შემტყობი, გამსინჯავი.
668 რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
რასაც გეტყვი.
გეუბნები.
აქ: ჭკუათმყოფელი.
გახელებული, შმაგი.
გეკუთვნის, მოგეთხოვება.
გააზრება, აწონ-დაწონა.
ვერაფერს.
სასიკეთოდ მოაგვარებს, მოაწყობს.
ახლა.
მწვავს.
669 იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.
ლაპარაკია თინათინზე.
ვნახავ.
აქ: ჩემდამი.
განვამტკიცებ, შემოვიმტკიცებ.
მოვახსენებ.
გამეგოს, შემეტყოს.
მაქვს-მეთქი (აზრია: გარწმუნებ, გეუბნები, მეტი საქმე არ მაქვს-მეთქი).
გევედრები, გთხოვ.
დამაჯერო, დამარწმუნო. იგულისხმება: ჩემ წასვლამდე დამარწმუნო იმაში, რომ, რასაც ახლა გეტყვი, შემისრულებ.
ღმერთი და ცა იწამო.
მივატოვოთ, გავწიროთ.
670 რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო,
კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო”.
რომ.
აქედან.
თუ დამპირდები.
დაგაჯერებ, დაგარწმუნებ.
არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში.
არ მიგატოვებ, არ გაგწირავ. ტაეპის აზრია: მეც შემოგფიცავ, რომ არ მიგატოვებ ბედის ანაბარას.
ისევ.
მოვალ.
მოვკვდები.
ვივლი.
671 მან მიუგო: “უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
რაგვარამცა დაგივიწყე! რაგვარამცა უკუმქარდი!
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.
ლაპარაკია ტარიელზე.
როგორ.
გეძნელება ჩემი განშორება.
ბულბული.
როგორ დაგივიწყებ?
როგორ ამომივარდები გონებიდან? როგორ შეველევი შენზე ფიქრს?
კიდევ.
ნორჩი, ახალნერგი.
672 “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს;
თუ გეტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”
ტაეპის აზრია: თუ შენს პირსა და შენს ხესავით წერწეტ ტანს აქ, ჩემ სანახავად მობრუნებულს, ვნახავ, მაშინ ...
გული აღარ გამიველურდება, მინდვრად გაჭრა აღარ მოუნდება.
ირემსა და თხას არ დაემსგავსება.
მოგატყუო, დაგაღალატო.
ცქერამ და ახლოს ყოფნამ.
გამიქარვებს, გამითხელებს სევდას.
673 ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,
იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.
შეიფიცნენ.
მეგობრები.
სადა, მარტივი, დაუფარავი.
გულწრფელნი, გულმართალნი.
მოლურჯო ფერის ძვირფასი ქვა.
მეტაფორის აზრია: დარდისგან იაგუნდივით გალურჯებულნი და ქარვასავით გაყვითლებულნი.
გონება.
ბრძნულად, მჭერმეტყველურად მოლაპარაკენი მიუხედავად იმისა, რომ გონება დარდისგან გაშმაგებული ჰქონდათ.
სწვავდნენ.
მუდამ.
ალები(?).
იმ ღამეს.
ერთად.
იყვნენ.
674 ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.
მასთანვე.
გაშორდა.
როგორ.
აზრია: ვერ წარმოუდგენია, ჯერ თვითონაც ვერ გაუცნობიერებია, როგორ ეწყინა.
ბუჩქნარი. ან: მაღალი და უხეში ბალახი.
შუაში ჩაიარა.
675 ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
ფიცით. აქ: ფიცებით. ასმათი ავთანდილს აფიცებდა, მობრუნდიო.
იგულისხმება ხალხში დღემდე არსებული ჩვევა ხვეწნის გამოსახატავად ნეკის ნეკზე გადაჯაჭვისა (მ. ქალდანი).
მალე.
სთხოვდა, ევედრებოდა.
როგორც.
ლაპარაკია ავთანდილზე.
სხვაზე, თუ არ თქვენზე (შენზე და ტარიელზე) როგორ ვიფიქრებ?
676 ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;
აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.
მალე.
მიგატოვებ.
შინ არ დავყოფ დროს, არ შევყოვნდები.
ოღონდ.
ნურსად ატარებს.
ამ დღიდან.
(თუ) არ მოვალ.
ვიზამ.
შეუფერებელს, არასაკადრისს.
მიხვდით, იცოდეთ!
გაუწყვეტელს, გაუსწორებელს. იგულისხმება: თუ არ მოვედი, მაშ, დავღუპულვარ.