AVT'HANDIL'S REQUEST TO KING ROSTEVAN, AND THE VIZIER
734
რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!” დათმობასაეაჯების: “გულსა შენ რამოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
ვაზირთან საუბარი.
რომ გათენდა.
მოყმე, რაინდი. ლაპარაკია ავთანდილზე.
გარეთ.
ამბობს.
ნეტავ.
შემეტყოს.
დავფარო.
მოთმინებას.
სთხოვს, ეხვეწება.
რამე.
მოუხერხე.
ლაპარაკია ავთანდილზე.
735
ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!” მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსასრული. ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული!
შეიტყო (ავთანდილის მოსვლა).
ამოსული.
თურმე.
სასიხარულო.
მდაბლად მიესალმა, ქედი მოუხარა.
უთხრა.
სრულყოფილს.
1. სრული, ყოველმხრივი. 2. სრულყოფილი.
ჯერ-არს, უნდა.
736
ყმაგარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან, ფერხთა ქვეშეხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “სურნელისული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან!”
მოყმე (ავთანდილი).
ცხენიდან გადმოიყვანა.
უხალისომ, უგულომ.
შეუქებელმა; ისეთმა, ვისაც ქება არ ეთქმის.
ფეხქვეშ.
ძვირფას ხატაურ ქსოვილს (ან: ფულს).
მიწად უქცევენ; ზედ ისე ატარებენ, როგორც მიწაზე.
სურნელოვანი.
სუნი.
ქარმა.
737
დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლადხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.
სამართლიანად, არა უსაფუძვლოდ.
გაახელეს. გააგიჟეს. ტაეპის აზრია: ავთანდილი მართლაც იმსახურებდა იმას, რომ მის შემხედველთა გულები აღტაცებისაგან გახელებულიყო.
მნახველებმა.
გონების დაკარგვა, გულყრა.
თავისთავს სასახელოდ ჩაუთვალეს.
ოხვრა.
არა თუ.
ოჯახის წევრთა და სახლის მცხოვრებთა თავყრილობა.
738
რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალულიდარბაზსარა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონეჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების!
სახლეული. ოჯახი და სახლის მკვიდრნი.
ელაპარაკება, ლაპარაკს უწყებს.
ეუბნება.
შენგან დამალული, შენი გაუგებარი.
სასახლეში, მეფის კარზე.
არაფერი.
მოსაგვარებელი, საზრუნავი, საქმე.
აკეთებს.
საქმე შენი სურვილისამებრ, შენს სასიამოვნოდ გვარდება.
გაიგე, ჩასწვდი.
გაჭირვება.
739
“მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს, შეზღვახამსშეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
იმ მოყმის (ლაპარაკია ტარიელზე). ტაეპის აზრია: ტარიელის დამწველი ცეცხლით მეც ვიწვი, მისი ტკივილი მეც მტკივა.
სიყვარული, ნახვის მისწრაფება.
არ ჰშურდნენ.
გადახდა.
საჭიროა, ჯერ–არს.
გადაუხდელის. ტაეპის აზრია: ტარიელმა ჩემთვის სული არ დაიშურა, მან თავისი ამბავი მიამბო, თუმცა ეგონა, რომ თხრობისგან გაცხოველებული გულისტკივილი მოკლავდა. მისი ვალი ჩემზე გადაუხდელია, მაგრამ მაინც უნდა გადავუხადო.
მოთმინებაც. და - ზმნისწინი ზმნისა “დაება”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
სწვავს.
ახლოს მყოფებს.
მზედ.
გაეჩინა, შეექმნა.
მეორეც.
დასავითაა. (“დაება” სიტყვისაგან “და” ნაწარმოები აბსტრაქტული სახელია). ტაეპის აზრია: ასმათი დაზე უფრო დად მომევლინა.
741
“ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: ”კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა.” ჟამიაჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.
როცა.
ისევ.
მტერთაგან არად ჩასაგდები.
დროა.
ჩემი წასვლისა.
ამიტომ.
742
“ყოველსავე მართლადგითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა: მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა!
სწორად.
გეტყვი.
მივსულვარ.
ეს.
ფიცს.
მივატოვებ, გავწირავ.
გახელებული.
როგორ გაუმარჯვდება სადმე?
743
“რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედსრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა; არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!
არა უმზრახმა, არა მუნჯმა; აქ, შესაძლოა: მჭერმეტყველმა.
როგორ.
ვშიშობ.
გაგაგებინოს.
სინათლის.
შემქმნელმა. ა და ბ ტაეპის აზრია: უთხარი მეფეს: შენ, ვისაც ყოველი პირი შეგაქებს, ვისაც კი ლაპარაკი ძალუძს, ღმერთმა გაგაგებინოს, როგორ ვშიშობ (თქვენთან ჩემი სათხოვრის გამხელას)!
მაგრამ.
იმ მოყმემ.
ალვის მსგავსმა.
წამართვა.
თავი შემაყვარა.
ვერაფრით.
745
“აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლაარ ეგების, გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების!
ახლა.
სრულებით.
არ შეიძლება, არ გამოვა.
გამოყენება.
რაში გამოვდგები? ტაეპის აზრი დამყარებულია სიტყვის თამაშზე. ტარიელმა ავთანდილს გული წაართვა. მაგრამ “უგულო” ნიშნავს უგუნებოს, დარდისაგან ცხოვრების ნირწამხდარს. ასე დაძაბუნებული ავთანდილი მეფეს ვეღარ გამოადგება.
რამეს.
პირველად.
აქ: ხომ.
შეგხვდებათ, გერგებათ. ტაეპის აზრია: თუ ტარიელს რამეს ვარგებ, ეს ისევ თქვენთვის იქნება სასახელო, რადგან მე თქვენი ყმა ვარ.
(თუ) ვერაფერს ვარგებ.
დავწყნარდები (ალ. ჭინჭარაული).
746
“წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს! მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!”
დაბრუნდება. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. თქვენი. იგულისხმება: მე, ავთანდილი.
(თუ) არ მოვბრუნდები.
დაე, თქვენ სუფევდეთ; თქვენ გამარჯვებით იყავით!
747
კვლაპირ-მზეეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესეჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო; მიაჯეამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო.”
ისევ, კიდევ.
ავთანდილი.
ეუბნება.
წადი.
ეს.
უთხარ.
ვიდრე ვინმე შევიდოდეს (მასთან).
გამომითხოვე.
ტკბილად, მშვიდობიანობით.
თავი შეიწუხე, თავი ხიფათში ჩაიგდე. შესაძლოა მეორე გაგებაც: თავი გმირად აქციე, ივაჟკაცე! (ალ. ჭინჭარაული).
ოქრო.
748
ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომეგზა გაგიჩენია; მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდამავსებს, შოება არ საწყენია!
კმარა.
რომ.
გზა გიპოვნია (ჩემი სახლისკენ). შესაძლოა სხვა გაგებაც: მადლობელი ვარ, რომ გზა მასწავლე. ვაზირი ამ შემთხვევაში ირონიას მიჰმართავს (ალ. ჭინჭარაული).
რომ ვეტყვი.
ახლა.
უთუოდ, ნამდვილად.
დამასაჩუქრებს.
შოვნა, ქონების შემატება.
749
“თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორადრაცამოეხმაროს! არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.
მის თავს ვფიცავ.
იქვე.
მგონი.
წამსაც არ მატარებს (ცოცხალს).
დაგრჩება.
სამარედ მექნება.
მომკალ, თუ (ფიცია).
თანასწორად, მსგავსად.
რაიმე.
გამოადგეს.
საგმობი.
რაც უნდა დამგმოს ვინმემ, ჩემი ქცევა საგმობად ჩამითვალოს.
750
“გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო! რად არ მუნვეგაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!” სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვევსწვრთიო.
მიდის.
თავს ზევით გზა არ არის.
როგორ შემოგწირო? შენ სასიამოვნოდ როგორ გავიმეტო?
ან.
ეგ.
იქვე.
მოისაზრე, იფიქრე, აწონ-დაწონე.
იგულისხმება: ოჯახის აკლებას, აწიოკებას.
ახლავე.
ვასწავლი, ვაგონებ.
751
“თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ. ეგეასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ!”
როგორ მოტყუვდებიან? ტაეპის აზრია: როგორ გაგიშვებენ? როგორ დაიღონებენ თავს? ან მზეს როგორ მოგშორდებიან?
ეგ. ტაეპის აზრია: შენ თუ წახვალ, მტრები გაგვითამამდებიან, გაგვისწორდებიან.
ასე.
გაქორდებიან.
752
ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი! ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თუ-რ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი; თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!
გულს დანა უნდა დავიცე.
გეტყობა.
აქ: რომ.
ან.
მეგობრობა.
ჩემი, უმისოდ მყოფისა.
როგორ ამტკიცებ, როგორ მეუბნები?
753
“მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს; ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
მზე დატრიალდა, თავის ორბიტიდან გადავიდა. მეტაფორის აზრია: ტარიელი გასაჭირში ჩავარდა.
არ ვიცოდი, თუ მზეს რაიმე გადაიყვანდა ორბიტიდან.
ეხლა.
სამაგიეროდ.
გაგვითბობს.
იგულისხმება: ჩემი საქმე, ჩემი ამბავი.
მამხიარულებს, მატკბობს.
უსარგებლო, ფუჭ ადამიანებთან საუბარი (ავთანდილს მხედველობაში ჰყავს ვაზირი).
დააღონებს.
754
“მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ, ვითამცაუცნობოსა, გაუწყვედლად ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმცა გარდუხდიან?!
ან.
ჯარები.
ნეტავ.
რაში გამომიყენებენ?
ახლა.
ვითომც, როგორც.
უგონოს, არაშერაცხადს.
არ გავტეხო (ფიცი).
ძალიან. აქ: ნეტავ, თუ; (ან: “დია” იგივეა, რაც “დია, ღმერთო” - ღმერთს ვფიცავ). აზრია: მას რომ არ უნახავს, ნეტა ისეთი ჭირი თუ ვინმეს გამოუვლია? ან: ისეთ ჭირს ვინ ნახავდა!
755
“აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს!
მდინარის სახელია. წყალუხვობის სინონიმია. ცრემლთა. იგულისხმება ცრემლები, რომლებიც ტარიელმა თავისი ამბის თხრობისას დაღვარა.
ეგებ.
მოგინდეს, დაგჭირდეს.
756
“არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდიგასაძებლად; თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”
მათ გაუგებრად. ლაპარაკია მეფეზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს.
მევედრება, მთხოვს (ჩემი გული).
დავრთავ, შევუერთებ. ტაეპია აზრია: როგორც გული მთხოვს, ისე გავიზიარებ ტარიელის ტანჯვას, ჩემს გულსაც ტარიელის ტანჯვის ცეცხლზე დავწვავ (ალ. ჭინჭარაული).
არაფერს გიზამს (ლაპარაკია მეფეზე).
უნდიხარ.
გასაგდებად, გასაძევებლად.
რაც გინდა.
757
ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!”
ვუცქერ.
წუთისოფელიც, სიცოცხლეც ჩემთვის ფასს კარგავს.
არ მენაღვლება.
გერგებათ. მზე. აქ: სიცოცხლე.
დაე, ჩემი დღეებიც თქვენ გემატოთ!
758
რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყინარსა მოხსენებად ვერ შეჰმართა, დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.
რომ უთხრა.
ეს. ადგა. ლაპარაკია ვაზირზე.
სასახლეში, მეფის კარზე.
მეფის სახე ვაზირს მზესავით განათებული, მხიარული ეჩვენა.
საწყენის თქმა. იგულისხმება: ამიტომაც ვერ გაუბედა საწყენის თქმა.
გაუბედა.
თავდახრით, დაღონებული, ნირწამხდარი იდგა.
ისაზრებდა. არ საქმეთა საომართა. იგულისხმება: არც თუ სავაჟკაცო საქმეებს.
759
მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა არ ვიცი, მითვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.
მოწყენით.
დადუმებული, მოდუნებული.
დამწუხრებული, ნაღვლიანი.
უთხრა.
ჩემს თავს ვვაებ, ვდარდობ.
არაფერი.
ამიტომ.
რომ გაიგებთ.
აქ: გასაკვირი. ან: გაკვირვებით გამოწვეული.
760
“ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.
დარდი, მწუხარება.
აღემატება.
თუმცა.
არ ერიდება, არ ეშინია, არაფრად აგდებს.
ახლა.
წასვლის ნებას ითხოვს.
ხვეწნით მოდის, არა ჩხუბით და წაკიდებით.
იმ მოყმის გარეშე.
ქვეყანას და ცხოვრებას.
თავისთვის ურგებად თვლის.
761
რაცა იცოდა, ყველაიჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლა მოახსენა: “რამცა სცანსიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.
ყველაფერი.
უთხრა.
შემდეგ.
რას მიჰხვდები, რას გაიგებ?
ამდენი ლაპარაკით.
როგორ.
თუ უცბად, ანაზდად გამირისხდებით.
762
რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა! ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
რომ მოისმინა.
გაწყრა.
ავი ცნობა, ავი გონება გაუხდა.
ფერი წაუვიდა.
დაახრჩობდა (იგულისხმება: შიშით).
შეუყვირა.
სხვა ვინ მეტყოდა?
ცუდ რამეს რაც ადრე გაიგებს.
763
“ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლასმუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისა ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად!
თითქოს, ვითომც.
სასიხარულო.
რაც შეგეძლო, მალე.
ვინ რას მიზამს?
მომკლავს.
ვერაგულად.
ღალატით, თავხედურად, ძალადობით, დაუნდობლად.
ჩემთვის მაგის გასაბედავად.
ასე.
არა თუ ვაზირად.
სხვა რამედ.
764
“ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულადდაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!”
განა ჯერ-არს? განა შეიძლება?
ბატონის. აქ: მეფის.
დაჰხედოს, ანგარიში გაუწიოს.
მხოლოდ.
უვიცურად.
დაიყბედოს.
მაგის გაგონებამდე.
დამიყრუვდნენ.
კისერი.
ჩემმა კისერმა იკისროს, ჩემ სინდისზე იყოს.
765
კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი! წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”
კიდევ.
ახლა მისგან (ავთანდილისგან) მოგზავნილი რომ არ ყოფილიყავი.
ჩემს თავს ვფიცავ.
არაფრად უნდა.
ეჭვი.
წადი!
იქით დადექი! მომშორდი!
უვიცი.
სულელი.
მომცდარი, შერცხვენილი.
ყოჩაღ! (მეფე ამ სიტყვას ირონიით ხმარობს).
766
დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: ”ვით მიამბე წასლვა მისი, ვინალვისა მორჩი ხე წნა!” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.
დაიხარა.
მოარტყა, მიანარცხა.
შეალეწა.
ააცდინა. ტაეპის აზრია: ააცდინა, მაგრამ, როცა ესროლა, უნდოდა, ალმასივით მაგრად მოხვედროდა და არა ძეწნასავით რბილად.
ვინც.
ალვის ნორჩი ხე დაწნა(?). საერთო აზრია: ვინც ალვის ხეს ჰგავს (იგულისხმება ავთანდილი).
დაღარა, დააზიანა.
767
ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს, გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსამოიმტკივნებს; შეისხასობს, გაისქუშობს, ენა ასრემოაყივნებს. მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
გამოერიდა, გაეცალა.
ვეღარაფერს.
იეშმაკებს, ხერხს იხმარს.
გამოიძურწა, უჩუმრად გამოძვრა.
მელურად გამოვიდა, გამოიპარა.
დაწყლულებულს.
მოდის და თან იტკივებს.
შესვლისას.
კარისკაცობს, თავაზიან ქცევად და სიტყვა-პასუხად ქცეულა.
გამოსვლისას.
პირქუშადაა.
ასე.
შეარცხვენს (კაცს).
ვერაფერს.
რომ. აქ: რამდენსაც, რასაც.
768
თქვა: “ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსარა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”
მოვტყუვდი.
გონება დამიბნელდა.
ნეტავ.
აქ: მეფეს.
რამე.
ჩემი დღე, დაე, მასაც ადგეს!
რა? ნეტა, რა?
როგორ?
ნეტა, როგორღა მოისვენებს? რაღას მოისვენებს! შესაძლოა მეორე გაგებაც: ვნახოთ, როგორ მოისვენებს (ალ. ჭინჭარაული).
769
ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: ”მადლი რა გკადრო, აწთქვენგანგავხასდი მე მაშავითა! ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!”
სწორუპოვარი, უნაკლო (ვაზირი საკუთარ თავზე ლაპარაკობს).
ჩემივე დანაშაულით, იმით, რაც დავაშავე. პოეტური ლიცენციაა. რუსთველი აბრუნებს ზმნას “დავაშავე”, მას მოქმედებით ბრუნვაში აყენებს.შეიძლება სხვა გაგებაც: (თავი) დავიშავე, დავიღუპე (ალ. ჭინჭარაული).
770
ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: — მიკვირს, რად სცალსწყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! — ”ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.
ხუმრობს, ლაღად და სასიამოვნოდ ლაპარაკობს.
თუმცა.
იწურავს. იგულისხმება: ცრემლი იმდენი სდის, რომ მის მოწურვას ვერ ასწრებს.
სცალია.
ლაღობა, ენამჭევრობა, სასიამოვნო ქცევა და საუბარი.
რა წყლიანობის თავი აქვს?!
დაიმწუხრებს.
ვინც.
შეპირებულს.
მზრუნველს, ზრუნვის გამწევს.
საქმე, საზრუნავი.
მოაწყობს, მოაგვარებს. ანდაზის აზრია: ქრთამი თავის საქმეს ჯოჯოხეთშიც კი მოაწყობს.
771
“ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.
როგორ გამხადა (მეფემ).
არ გამოვა, შეუძლებელია.
თქმა.
ჭკუანაკლებობა.
სიგიჟე. ვაზირი ჩამოთვლის იმ თვისებებს, რაც განრისხებულმა მეფემ მიაწერა.
მე ხომ.
მიდევს, მაქვს.
გონება.
ეს.
თურმე (ან: ეგებ, იქნებ).
მოთმინება.
772
“მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვამით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია.”
შეცდომით, უცოდინარობით.
მომსვლია.
ვიფიქრე, გავითვალისწინე, წინასწარ ვიანგარიშე.
მწუხარება.
ამისგან, ამიტომ.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა.
განგებისაგან მოვლენილს რისხვას, ღვთის წყრომას.
გაჰქცევია, წაჰსვლია.
მიმაჩნია.
ფუჭად წამსვლია, გამუქმებია.
უბედურება ამაოდ არ გადამხდომია.
773
ყმამან უთხრა: “შენთვის წყრომა მეცა განა დამიმძიმდა! მაგრა ქრთამი რადღა გმართებს?” გაიცინნა, გა-ცა-ღიმდა; ”შენ ადიმი გაგიმეშდა, არ თუ მეში გიადიმდა. რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!”
მოყმემ, რაინდმა.
შენზე (მეფის) წყრომა.
დიაღაც, მეწყინა.
მაგრამ.
გეკუთვნის, გჭირდება. გა-ცა-ღიმდა. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
ძვირფასი ტყავი (არაბული სიტყვაა), გადატანით ნიშნავს კარგ რეპუტაციას, სახელს.
უხარისხო ტყავი. ტაეპის აზრია: მეფის თვალში რეპუტაცია გაგიფუჭდა (ნ. წაქაძე).
რომ დასნეულდება.
ვინ უექიმებს? ვინ გაუექიმდება? ტაეპის აზრია: შენ, ჩემ მშველელად მოხმობილი, ახლა თვით ჩავარდი გასაჭირში.
774
მოახსენა კვლა ვაზირმან: “მე რა გინდაწამეკიდოს, მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული გაიწმიდოს! შენ რასა იქმ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა არ იდიდოს! ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს?”
რაც გინდა, რაც უნდა.
დამემართოს.
გაწყრება და გადაუვლის (ლაპარაკია მეფეზე).
მაპატიებს, შემინდობს. ნაწილაკი -ცა ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
აქ: ეგება, იქნება.
იზამ.
ეს.
დარდი.
განა საჭიროა? გ და დ ტაეპთა აზრია: მითხარი, შენ რას აპირებ? განა სწორია შენი გადაწყვეტილება, რომ ტარიელის საშველად თავი გაწირო?
775
ყმამან უთხრა: “აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგანაროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას ანუ გული რათა დაიწყნაროს!
არ მოხერხდება, არ შეიძლება.
არასოდეს.
ბულბული.
როცა, თუ.
მოკვდება.
დაჭკნება.
ჯერ-არს, საჭიროა, უნდა.
ყოველგან.
ატაროს.
ყველგან იაროს.
(თუ) ვერ იპოვის.
ან.
რითა. ბ, გ, დ ტაეპის აზრია: იადონი მოკვდება, თუ ვარდი დაჭკნა. ამიტომ უნდა მას ცვარი უძებნოს. ასევე, მეც ტარიელს უნდა დავეხმარო.
ტაეპის აზრია: უმისოდ მოსვენებით ვერ ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ.
ველად გავარდნას, ტყე-ღრეში ხეტიალს.
რბენას..
ასე გამხდარს, ამ დღეში ჩავარდნილს.
მთხოვს (ლაპარაკია როსტევანზე).
მის მტრებთან ბრძოლას. ტაეპის აზრია: არ ურჩევნია (მეფეს), სულ არ ვყავდე გვერდით, ვიდრე მომდურავი ვყავდე?
777
“მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუგაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!”
ერთხელაც.
ახლა.
რაც უნდ ძალიან წყრებოდეს.
ეგებ.
განსაჯოს.
როგორ.
გავიპარები.
რომ გადამიწყდება.
თუ მოვკვდები.
ჩემი წუთისოფელი წახდეს, განქარდეს! ტაეპის აზრია: თუ მოვკვდები, მოვკვდე! ჩემი წუთისოფელი, ჩემი სიცოცხლე ამით დასრულდეს.
აგრეთვე აავსო საჩუქრებით. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინის შორის.
აქ: ახალგაზრდები.
მოხუცნი.
გაიყარნენ, ერთმანეთს დაშორდნენ.
მოყმე, რაინდი (ავთანდილი).
სხივები.
მზე გადავიდა, სხივებმა სარკმლებში შეანათა.
779
შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგმიუმცთარომან, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან მიუმხვდარომან. კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაიმისთვის არო მან.
ოქრო.
კვიპაროსი.
“თოფი”, ქსოვილის ხვეული. სტავრა-ატლასი. ძვირფასი ქსოვილებია.
მუდამ.
უტყუარმა, სიტყვის პატრონმა.
ლალის და იაგუნდის მსგავსმა (ავთანდილმა).
ეს ყველაფერი.
მას გაუგზავნა.
780
შესთვალა, თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვითგაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალიმოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.
გეკუთვნის, გერგება.
როგორ.
მოგცე, შენ ქონებად ვაქციო.
სამაგიერო.
მოვიფიქრო, მოვიაზრო.
თუ ცოცხალი ვიქნები.
მოვკვდები ...დაგამონებ.
გაგიტოლებ.
შეგითანადებ, შეგიფერებ, გაგითანაბრებ. ტაეპის აზრია: შენი სიყვარულის სანაცვლოდ ჩემს სიყვარულს გაჩვენებ. რა ერთგულებაც შენ გამიწიე, იმის ტოლ ერთგულებას მეც გაგიწევ.
781
მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისამცა შესაფერი, შესატყვისი! ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
სწორუპოვრობა.
სიკარგე, სიყოჩაღე, ყოველგვარ ღირსებათა ქონა. ტაეპის აზრია: კაცი საქმიანი უნდა იყოს, რაც ეკუთვნის (ამ შემთხვევაში - სამაგიეროს გადახდა), ის უნდა შეასრულოს.
ასე.
თუ ვისმე ვისიმე ხათრი ჰქონდეს, თუ ვისმე ვისიმე საქმე გულთან ახლოს მიჰქონდეს.