AVT'HANDIL'S DISCOURSE WITH SHERMADIN WHEN HE STOLE AWAY
782
შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: ”ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.
ეუბნება.
ლაპარაკია ავთანდილზე.
ეს.
ტაეპის აზრია: (ეს დღე) გამოგაჩენინებს თავს ჩემს სამსახურში, გვიჩვენებს, რამდენად ერთგული ხარ ჩემი.
საჭიროა.
783
იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რათა, ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა; უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!
ამბობს.
რით.
შემოკლებული ფორმა სიტყვისა “ვინაით” - საიდან.
ცოცხალი.
ვინაა. ტაეპის აზრია: როსტევანმა არ იცის, ვინ, რით, ვისგან და ვისით ვცოცხლობ. იგულისხმება: არ იცის, რომ მე ტარიელის შველის ფიქრით ვცოცხლობ.
უმისოდ ცოცხალიც ნუ ვიქნები!
ნუცა - ნურც.
გარეთ.
რაიმე, რაგინდარა.
ვის შეარჩენს?!
784
“თუცა მისი არ-გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, კაცსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს. ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს!
1. მიტოვება, 2. გაწირვა.
მტკიცედაა გადაწყვეტილი, სათუო არაა.
ოხრავს.
ჩივის, მოთქვამს, “ვა”–სა და “უ”–ს ამბობს.
იკარებს.
უფრთხის, გაურბის.
უცხოობს.
ყოველი.
მკრეხელობას სჩადის; ან: ღვთის მცნებებს არღვევს.
785
“სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებადველთა რბენა.
მეგობრისაგან.
ჯერ ერთი.
ახლოს ყოფნის.
არაფრის შეშურება, არაფრის დანანება.
შეწევნა, დახმარება, მისთვის გარჯა.
მის სარგოდ, მისი სარგებლობისათვის.
ველად.
786
“რადღა ვაგრძელებ სიტყვასა? ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა; შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა!
დროა.
ახლა.
ლები - დალურჯებული ხორცი. ამა გულისა ლებისა. აზრია: ამ მტკივანი გულის.
გაბარებ, გავალებ.
ისმინე!
ვიდრე, სანამ.
იგულისხმება: ჩემი ხლების, ჩემთან ყოფნის.
აქ: შენახვა, დაცვა. ტაეპის აზრია: ჩემი დანაბარები მტკიცედ აასრულე, ჩემი სიტყვა მტკიცედ დაიცავი!
787
“აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობგააცხადე, სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კვლა გავლენაგააკვლადე!
ახლა.
პირველ ყოვლისა. მეფეთა. ლაპარაკია როსტევანზე და თინათინზე.
სიკარგე, სიყოჩაღე.
უნაკლულობა ან დაუზარელობა.
მთლიანად, სრულად.
გამოიჩინე, გამოავლინე.
ჯარს, მეომრებს.
მეთაურობა გაუწიე.
აქამდე გაწეული.
აგრეთვე.
დახმარება, შეწევნა.
განაგრძე, განაახლე.
788
“მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალინუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.
ებრძოლე. “ნაპირობა” ჰქვია წვრილ-წვრილ ომებს, მომხდურ მეზობელთა მოგერიებას და დროდადრო მათი სამფლობელოების მორბევას, რაც სამეფოს განაპირა ოლქებში მცხოვრებ აზნაურებს აკისრიათ.
სამარცხვინო, საღალატო საქმის ჩამდენი (ასეთ საქმედ მიაჩნია შერმადინს თავისი შინ დარჩენა).
წაგიყვან.
რამდენი ცრემლიც უნდა ღვარო.
791
“შენგან ჩემი სიყვარული ვითმცა არა დამეჯერა? მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამიასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერათ ვერა!
როგორ არ დავიჯერებდი? როგორ არ დავიჯერებ?
მაგრამ.
დრო.
ასე.
შენ გარდა ვინ მეგვანება?
დაწყნარდი, შეურიგდი ამ ამბავს.
წაგიყვან.
ვერაფრით.
792
“თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეაესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!
ერთი ვხამ ...რებად - მარტომ უნდა ...ვიარო.
გახელებული, შმაგი.
მიმსგავსება.
სისხლისათვის დასამსგავსებლად. ტაეპის აზრია: განა გაჭრილი მარტო არ უნდა ამსგავსებდეს თავის ცრემლს სისხლს, განა მარტოობაში არ უნდა ტიროდეს?
ხელობაა, საქმეა, მოწოდებაა.
(მიჯნურს) სად სცალია, სად აქვს იმის თავი, რომ ბერიკაცობდეს, რომ (მინდვრად ხეტიალში) კომფორტსა და მხლებლებს თხოულობდეს.
ასეა.
ეს ქვეყანა.
დაიჯერე.
დაიჯერე ისე, რომ კვლავაც იცოდე, რომ არ დაგავიწყდეს!
793
“რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს! არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს! ხამს, მამაციგაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს. მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს!
რომ მოგშორდები.
მახსენე ხოლმე!
ვუფრთხი, შიში მაქვს.
(სანამ) ჩემი თავი მე მემონება, მე მემორჩილება.
საჭიროა, ჯერ-არს.
კაცი.
გულოვნად, მამაცურად იყოს.
სამარცხვინო.
არაფრად მიაჩნდეს. ტაეპის აზრია: მძულს, როცა კაცს არაფრად მიაჩნია, ეადვილება სამარცხვინო საქმე.
794
“მე იგი ვარ, ვინსოფელსაარ ამოვკრეფკიტრად ბერად, ვის სიკვდილიმოყვრისათვისთამაშად და მიჩანსმღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად! მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა, ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?
ვინც.
ქვეყანას. იგულისხმება: სიცოცხლეს.
არ ვაგდებ, არ მიღირს.
ბებერ კიტრად.
ვისაც სიკვდილი
მეგობრისთვის.
გასართობად.
მიმაჩნია.
თამაშად. ტაეპის აზრია: მე ქვეყნად სიცოცხლე ბებერი კიტრის ფასადაც არ მიღირს; მეგობრისთვის სიკვდილი ჩემთვის ლხინია.
ლაპარაკია თინათინზე.
როგორ დავრჩები, რატომ დავრჩე?
1. სახლი, 2. ოჯახი. ტაეპის აზრი ბუნდოვანია. იგი შეიძლება ასე გავიგოთ: რაკიღა თინათინი დავთმე, მაშინ ქვეყნად რაღას ვერ დავთმობ?