ქართული
Studio
Modification in Process

 

 


KING ROSTEVAN HEARS OF AVT'HANDIL'S SECRET FLIGHT
Paintings
Voices
KING ROSTEVAN HEARS OF AVT'HANDIL'S SECRET FLIGHT
823 აწ ამბავი სხვა დავიწყო, — ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
გაგება, შეტყობა.
ახლა.
დავიწყებ.
მოყმეს, რაინდს (ავთანდილს).
მიღება, სამეფო დარბაზში გამოსვლა ქვეშევრდომებთან და უცხოებთან სასაუბროდ.
იმ დღეს.
რომ გათენდა.
მოღუშული, უგუნებო.
გეგონება, პირიდან ცეცხლს ყრის.
მიჰყავდათ. აქ: მიიყვანეს.
შემკრთალს, ათრთოლებულს.
824 რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული!
მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.
რომ ნახა.
შემოსული.
არაფერი მახსოვს.
ვერ დავწყნარდი, ვერ გავჩუმდი.
ასე.
რომ.
შეურაცხგყავი, გამოგლანძღე.
825 თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”;
ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე!”
თუ გახსოვს კიდევ? ხომ არ გახსოვს?
ისე.
ცუდ კაცად რად გამოგიყვანე. ან: ცუდად რად მოგექეცი, ცუდ დღეში რად ჩაგაგდე.
სწორად, სამართლიანად.
მცოდნე ხალხს.
ასეთ რამეს.
ნურასოდეს.
იზამ.
ხოლმე (?).
დაინახე, განჭვრიტე. ტაეპის აზრია: საქმე წინასწარ შეაფასე ხოლმე, ასეთ დაუფიქრებელ სიტყვას ნუღა მეტყვი.
ამბობდი.
გაიმეორე.
826 კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი;
რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
”შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”
გუშინ ნათქვამი.
არაშმაგი, ჭკუათამყოფი.
ვიყო! ლევი ებრაული სახელია (იხ. კომენტარი).
მომავალში.
ნუ გამაგონებ.
თორემ.
სულ შეგელევი, ხელს აგაღებ.
827 რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნნა, ვერ პოვნა მინანი,
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.
რომ გამოვიდა.
იპოვა.
მინანქარი. მეტაფორულად აღნიშნავს მშვენიერ ადამიანს, აქ - ავთანდილს.
ეუბნებოდნენ, უამბობდნენ.
(ავთანდილის) გაპარვა უამბეს.
მდენელნი.
ლაპარაკია ვაზირზე.
კარზე, სამეფო დარბაზში.
მახსოვს.
ვინც.
ეტყვის, შეჰბედავს.
იმასაც.
ვნანობ.
828 რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის!”.
რომ არ შევიდა.
ისევ.
ხოლმეობითია. აზრი ისაა, რომ მეფემ რამდენჯერმე გაგზავნა სხვადასხვა კაცი ამბის გასაგებად, მაგრამ ავთანდილის გაპარვა ვერც ერთმა ვერ გაუმხილა, ყველა გარეთ დადგა.
მწუხარება.
თავნად გახადა. აზრი შემდეგია: ჭმუნვა აქამდის რაც ჰქონდა, აქცია თავნად, რომელსაც ვახშად კიდევ და კიდევ ახალი ჭმუნვა დაერთო. შესაძლოა სხვა გაგებაც: შეასრულა, შეავსო, უკანასკნელ ზომამდე გაამძაფრა (ალ. ჭინჭარაული).
უთუოდ, ნამდვილად.
ვინც.
ავნებდა და დაამარცხებდა ხოლმე.
829 თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი,
მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!”
რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
თავდახრით.
იაზრებდა, ფიქრობდა.
მწუხარება.
მძიმედ ამოიოხრა.
აიხედა, წამოიხედა.
უბრძანა.
ახლა.
ის ფლიდი (ლაპარაკია ვაზირზე).
რომ შემობრუნდა.
გაუქრა, წაუვიდა.
830 კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად;
მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?”
მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად:
მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!”
ისევ.
შედის.
აქ: სამეფო დარბაზში, მეფესთან.
მოწყენით.
წასულა.
(ლაპარაკია ავთანდილზე).
დაუდგომლად, შეუჩერებლად.
მთვარესავით.
ყველაფერი.
როგორ.
როგორ, რანაირად.
831 რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი,
მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!”
პირსა ხოჭით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი:
”სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?
რომ მოისმინა.
დაიძახა.
გნახავენ.
გარეტებული, დარდისგან ხედვადაკარგული თვალები.
პირის ხოკვით, ფხაჭნით.
წვერის გლეჯით.
შემხედველნი.
წახვედი.
ეგ.
832 “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, მისთვის ენები?
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
ტაეპის აზრია: შენ, ავთანდილი, იმდენად სრულყოფილი და კარგი ხარ, რომ მარტო შენი თავის ყოლითაც მდიდრად ჩაითვლები.
მაგრამ.
სენაკი, პატარა სათავსო.
ახლა სახლის მაგიერ სენებში უნდა ვცხოვრობდე, გაუბედურებული.
აქ: დამაობლე, გამამარტოვე, უთვისო და უახლობლო გამხადე.
დამტოვე.
ჩემ გულს ამისთვის უნდოდი, შენგან ამას მოელოდა?
შენ ნახვამდე.
ტანჯვა.
833 ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა!
აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
როდის.
ნადირობიდან.
შემოსულს (შინ), დაბრუნებულს.
შეგხედავ, გიყურებ.
წერწეტი, კარგად აგებული.
მარგალიტი.
ძვირფასი თვლებისებრი ბრწყინვალებით სავსეს.
როგორ მოსასმენს!
ახლა.
ტახტი, ხელმწიფის დასაჯდომი. შესაძლოა, აგრეთვე, იგულისხმებოდეს მეფის რეზიდენცია: დარბაზი, ციხე-ქალაქი.
სასახლე.
მთელი. შესაძლოა ეს სიტყვა გავიგოთ აგრეთვე როგორც “სრა”–საგან (სასახლე) ნაწარმოები ზედსართავი.
834 “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები,
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები.
ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები!
მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”
ბევრი.
რა ბევრიც უნდა იარო.
შეგინახავს, გარჩენს.
იქნებ, ეგებ.
მამავალში. ტაეპის აზრია: ეგებ მერე ღმერთმა გადმოგვხედოს, შენს მიზანს ეწიო.
მაგრამ.
835 ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”
გლოვა, მოთქმა.
შეიკრიბა.
წარჩინებული კარისკაცი, დიდებული.
აქ: ერთმანეთის დასწრებაა, წყვეტაა. ტაეპის აზრია: ხასნი, შემოჯარულები, ერთიმეორეს ასწრებენ წვერის დაგლეჯას გლოვის ნიშნად.
ირტყამს.
გვეკუთვნის, შეგვეფერება.
ბნელში ჯდომა გვმართებს (გლოვის ნიშნად).
გადახრა.
აქ: მოგვშორდა.
836 რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა!
სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”
რომ ნახა.
ოხვრით.
ვაწყენინეთ.
დავუშავეთ.
ჯარი, ჯარისკაცები.
ვინ როგორღა დაგვიჭერს? ტაეპის აზრია: ჯარს ვიღა დაიჭერს ხელში, მასში წესრიგს ვინ დაამყარებს?
837 ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
მეფემან ბრძანა: “იკითხეთ,მარტოა ანუ ყმიანად?”
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
ყველანი.
ტიროდნენ.
მოთქვამდნენ.
დაწყნარდნენ.
გვიან.
თუ.
აქ: მიართვა.
ეჩვენება, ესახებოდა.
უბედურებად.
838 მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი,”
დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
„იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”
საწოლ ოთახში.
ვიპოვე.
ეს.
იდგნენ.
დაეგლიჯათ.
აქ: ახალგაზრდა.
თან არ ჰყავს.
ჩემთან მართალი იქნებით.
ცოცხლად ყოფნა არ შემეფერება, არ დამიმსახურებია.
839 რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმეთმან გზანი!”
რომ წაიკითხა. ლაპარაკია მეფეზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს.
კიდევ, ისევ.
ჩაიცვამენ.
აქ: ჯარისკაცები.
ვალოცოთ.
აქ: აგრეთვე.
შევეწიოთ, ვუშველოთ.
იქნებ, ვინძლო.
მისცეს.
Sandro Khulelidze, 8 Y. - Gergeti
strofi 832

Sandro Khulelidze

Sandro Khulelidze, 8 Y. - Gergeti
strofi 832

Sandro Khulelidze