ქართული
Studio
Modification in Process

 

 


HERE IS THE GOING OF TARIEL AND AVT'HANDIL TO THE CAVE, AND THEIR SEEING OF ASMAT'H
Paintings
Voices
HERE IS THE GOING OF TARIEL AND AVT'HANDIL TO THE CAVE, AND THEIR SEEING OF ASMAT'H
925 იტირეს და გაემართნეს,ქვაბისაკე თავნი არნეს;
რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს!
მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
გაემართნენ.
იარეს, წავიდნენ.
რომ დაინახა.
დიაღაც რომ გაუხარდა, სწორედ რომ გაუხარდა!
ღაროს, დაღარავს.
ატირდნენ. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
გონება.
აფორიაქდნენ გრძნობისაგან, აღელდნენ.
926 ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცნთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”
რომელიც.
მოფენით (იხ. კომენტარი).
927 ტარიელ ეტყვის: “ჰე, დაო, მით ცრემლი აქამდინია,
საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
ეუბნება.
აქამდის ნადენია. ტაეპის აზრია: აქამდე ასე უხვად მდის ცრემლი იმიტომ, რომ...
მოსასმენია.
928 “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”
არაშმაგი, გონზე მყოფი.
გონიერი, გონების მაქონე.
ამიტომ.
დასველებული, დამბალი. ა, ბ, გ ტაეპთა აზრია: მიკვირს, მე, მწყურვალი, ამდენ ცრემლს როგორ ვღვრი? (“წყურვილში” იგულისხმება სულიერი წყურვილი, ნესტანის ნახვის წადილი).
დაიკარგა. ვარდი პობილი ნესტანის მოღიმარე ბაგის აღმნიშვნელი მეტაფორაა, მარგალიტი წყობილი - მისი ღიმილში გამოჩენილი კბილებისა.
929 ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი,
იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!
მოაგონდა.
ამბობს.
როგორ ვიქნები? როგორ შეიძლება ვიყო?
ცოცხალი.
930 “ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო!”
როგორ იფიქრებს.
მზე მომშორდება (და) არ დავჭკნებიო.
ან.
რა გვეშველება.
რომ ჩასვენდება.
გორის გადაღმა.
ეგებ.
მოგიწევს, შეგხვდება, გეღირსება.
სავსებით, მთლად.
931 სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,
დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.
გაჩუმდნენ.
დადუმდნენ.
ცეცხლი, ალი.
მოსდებოდა, შემოჰნთებოდა.
რომ.
სხვა დროსაც.
მუდამ.
ეგოთ ხოლმე.
დასხდნენ.
ლაპარაკობდნენ.
932 წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა.
მას შეეხვეწნეს, “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
გასცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.
(ამ უბედური) დროის შესაფერი.
იქ.
უპუროდ პურის ჭამა (ალ. ჭინჭარაული). ან: პურობა, რომელიც პურობას არ ჰგავდა.
სიმრავლე. ჯამისა. იგულისხმება: სასმისისა. პურისჭამა არ ჰგავდა ნადიმს, სადაც მრავალი ჯამი ისმევა.
შეეხვეწნენ.
ძალა.
გაღეჭავდა (ხოლმე).
გააგდებდა (ხოლმე).
გადაყლაპავდა (ხოლმე). დრამა წონის უმცირესი ერთეულია.
933 ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს,
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს;
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს!
სასიამოვნოა.
რომ.
გაუგოს, მიუხვდეს.
მაინც.
ჩაუქრობს.
აქ: როგორც უნდა, რაგინდ მრავლად.
934 მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.
რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
ერთმანერთსა გააგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.
იმ ღამეს.
ილაპარაკეს.
თქვეს, გაამხილეს, ერთმანეთს უამბეს.
სათითაოდ, როგრიგობით.
აქ: შეახსენეს, კვლავ გააგებინეს. ან: გაუზიარეს, განაცდევინეს.
პირველად, ადრე.
935 ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.
ეუბნება.
გადამხდელია. ტაეპის აზრია: ჩემზე გაწეულ ამაგს ღმერთი გადაგიხდის.
კმარა.
ფიცი.
ქმნილი.
იგულისხმება: სიკვდილის გზაზე მდგომის. გ და დ ტაეპების აზრია: შენ დაამტკიცე, რომ ფიცი ფიცად კმარა, ის, რაც შენ ჰქენი გაწირული მეგობარი რომ არ დაივიწყე - მთვრალის, უპასუხისმგებლო კაცის შესაფერი საქმე როდია! შენ შეგნებულად გაისარჯე ჩემთვის.
936 აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა:
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა!
ვერ დაჰშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა;
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა!
ახლა.
შემივედრე, ჩემი ხვეწნა შეისმინე.
კიდევ.
რომ.
ანთებული.
ჩააქრობ.
ქვეყნის. აქ: სამყაროს.
შექმნის (იხ. კომენტარი).
დაბრუნდი, ადგილზევე მიდი.
იქვე, იმავე მხარეს. შენი მზე. ლაპარაკია თინათინზე.
საითაცაა.
937 ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;
რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.
ვინც შემქმნა (იგულისხმება ღმერთი).
ესახება, ეხატება.
გესმით.
1. გაიგონეთ, 2. მიხვდით, გამიგეთ.
ამიტომ.
ჰმართებთ, მოეთხოვებათ.
ერთ დროს.
ახლა.
ჯერი, რიგი.
გახელების, სიგიჟის.
შემხვედრია, მრგებია.
938 ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?!
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
ეუბნება.
ეგ.
ღმერთი როგორ ვერ შეძლებს? ღმერთს, როგორ იქნება, რომ არ შეეძლოს?
1. მზრდელი 2. მკვებავ–შემნახველი.
დარგული. ტაეპის აზრია: ყოველივე ცოცხლის შემნახველი ღმერთია.
939 ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნნა ცრემლთა დადენით!
სდევს ფათერაკი მიჯნურთა — გაჭვრიტეთ, გაიცადენით!
თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!
ღმერთი ამას როგორ იზამდა!
შეექმენით.
გაგახელა, გაგაშმაგა.
ავი ბედი.
დაინახეთ, შეჰხედეთ!
(თუ) თქვენ ერთმანეთს ვერ ეღირსებით, ერთმანეთს არ შეჰხვდებით.
მომკალით!
940 “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია;
რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო: უწვრთელი ვირია.
ნეტავ.
ვაჟკაცი.
რაგინდარა, ნებისმიერი.
რა სათქმელია! რა გამოსათქმელი აზრია!
გეშინია.
თუმცა.
წუთისოფელი, ქვეყანა, ცხოვრება.
აქ: ძუნწი, ავი.
რაზედაც, რის შესახებაც.
დამირიგებიხარ, დამიმოძღვრიხარ.
შეისმინე, ისწავლე, დარიგება მიიღე.
შემოგბედავ (ამ სიტყვას).
941 “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
მოვახსენე: “რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
არას ვარგებ, არ დავდგები, სხვად ვიუბნა რადღა მრავლად?
ეს.
კმარა.
თქვენთან.
მოსასვლელად.
გული ავლად, ფერფლად უქცევია.
(თუ) ვერაფერს ვარგებ.
სხვა მხრივ, კიდევ.
ვილაპარაკო.
942 “მან მიბრძანა: “მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”.
მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?
კარგად და ვაჟკაცურად ირჯები.
დახმარებას.
მივიჩნევ.
წამოვსულვარ.
მთვრალურად. აქაც ისე, როგორც სხვაგან, რუსთველი პარალელურად ხმარობს ერთი და იმავე მნიშვნელიბის ორ სიტყვას: ერთს ქართულს, მეორეს უცხოურს (არაბულს).
ახლა.
(თუ) დავბრუნდები.
მოვედი–მეთქი.
დედალი ცხენი, ფაშატი. გადატანით: ლაჩარი, “მხდალი”.
943 “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
ეს.
ნათქვამი.
კაცი უნდა იყოს.
გონზე მყოფი.
ვერაფერს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. ვარდი, უმზეოდ ჭნობილი მეტაფორული აღნიშვნაა დარდისაგან მოდუნებული ტარიელისა.
ვერაფერს.
უშველი თავს.
944 “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
გწადდეს — გულითა ბრძენითა, გწადდეს — ცნობითა შმაგითა,
მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
იქ.
მაგავე წესით, ამგვარადვე.
გონებით.
მოძრაობით, მიხვრა–მოხვრით.
(ლამაზად, ახოვნად) აგებული აღნაგობით, ტანადობით.
ოღონდ.
945 “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.
არაფერს.
გთხოვ.
სწორზე. აზრია: გაისად ამ დრომდე.
გამოქვაბულში.
მეძებე, მომნახე! აქ: დამელოდე.
ყველა მხრიდან.
ვარდუხვს, მრავალვარდიანს.
გამოგაფხიზლებდეს ხოლმე.
თითქოს ძაღლი ყეფდეს. ძაღლი სახელწოდებაა ვარსკვლავ სირიუსისა, რომელიც ცაში პირველად ჩნდება 23 ივლისს.
946 “ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,
მაშინ, გწადდეს, იხარებდი, გწადდეს — ჭმუნვა გაადიდე!
მიხვდი, დაასკვენი!
(რომ) ცოცხალი არა ვარ.
ნამდვილად.
შორს, მგზავრობასა და კიდეგანობაში მოვკვდი. ან: კიდე დამხმარე სიტყვაა.
ეს.
იმის ნიშნად. ტაეპის აზრია: ეს ჩემი არმოსვლა გეყოფა იმის ნიშნად, რომ ჩემზე ტირილის დრო დამდგარა.
იხარე!
947 “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ, თუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.
ნუ იქნები.
დამწუხრებული, დარდიანი.
მომკლავს. ტაეპის აზრია: არ ვიცი, სად მოვკვდები, ხმელზე თუ ზღვაზე, ცხენზე მჯდომი თუ ნავით (ხომალდით) მიმავალი.
ან.
948 მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს.
არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
ბოლოდ ყოვლი დაფარული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
შეგაწუხებ, თავს შეგაწყენ.
არც სიტყვა გაგრძელდება, არც რამეს გეტყვი.
რამდენიც უნდა.
აქ: გამიგრძელდეს.
აქ: მეგობარი. ტაეპის აზრია: რაკიღა შენ ვერ დაგიყოლიე,ვერ დაგარწმუნე, რომ ჩემი სიცოცხლე აღარ ღირს, ახლა მე შენი ნება უნდა შევასრულო, ერთ წელიწადს უნდა მოგიცადო.
ბოლოს.
ყოველი.
გამოცხადდება. იგულისხმება: ბოლოს გამოჩნდება, მე ვიყავი მართალი თუ შენ.
949 რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა,
ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”
თუ დაიჯერებ.
სცნობ, გაიგებ. ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: თუ დამიჯერებ, რა ტანჯვაში ვარ, მაშინ მიხვდები, როგორ მიჭირს გაძლება.
ყოველივე.
თანაბარია, ერთია.
ვიზამ.
მტანჯავს, მაწვალებს.
რამდენადაც უნდ მაწვალებდეს.
გახელებულობა, სიშმაგე.
შემხვდეს, მერგოს.
ძალიან. ტაეპის აზრია: რა ვქნა, თუ ცოცხალს ვეღარ მომისწრებ.
950 საუბარი გადასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;
შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.
გადაწყვეტილებით დაასრულეს.
ამ აზრზე დადგნენ, ამაზე შეთანხმდნენ.
შესხდნენ.
დაბრუნდნენ.
აქამდისაც, ადრეც.
ფიქრმა.
კიდევ.
951 ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია.
შენმა თვალებმა ცრემლი დაღვარონ!
ეს.
როგორ.
952 დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს,
ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.
შესხდნენ, ამხედრდნენ.
გამოესალმნენ.
ლამის დასაყენებლად უხვად ღვარეს; ან: დანამეს.
იმ ლომებმა.
მუდამ.
თავი მხეცებსვე მიამსგავსეს, ლამის მხეცებად იქცნენ.
953 ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
ასმათ ტირს, მოსთქვამს: “ჰე, ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!”
ჩაიარეს.
წავიდნენ.
როგორ.
დაგიტირებენ.
დაგწვათ.
დაგდაგათ.
ამდენი.
აქ: გაძლება.
954 მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.
იმ მოყმეებმა, რაინდებმა.
იქიდან.
ერთად.
მივიდნენ.
იქ.
დადგნენ, დაბანაკდნენ.
ხმელეთის არე-მიდამო არ გაიხადეს თავის არედ, ხმელეთისკენ არ წავიდნენ.
გაჰშორდნენ ერთმანეთს.
ისევ.
ყოფნა.
955 ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა!
რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა”.
ეუბნება.
იქიდან (ფრიდონის სამეფოდან).
შეიძლება ამბის შეტყობა.
საშუალება, გზა.
იმ მზის (ნესტანის) შველისა.
ახლა.
იქ.
ძმადნაფიცისა.
956 ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
”აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა”.
გააგებინა.
რაც კი.
მნიშვნელობა, აზრი.
თქმას, სიტყვას.
957 თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
იყვნენ.
მიწვნენ.
წუთისოფელს, ამ ცხოვრებას.
ძუნწს, ლხინისა და სიხარულის არმცოდნეს.
958 ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;
მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს;
თვალთათ, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს,
დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინნეს.
დილას, რიჟრაჟზე.
ადგნენ.
მოეხვივნენ.
ნათქვამნი.
დადნება.
მოისმინოს. აქ: მოისმენს.
959 გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
გაიყარნენ, ერთმანეთს დაჰშორდნენ.
მიდიან.
შამბის ანუ ბუჩქნარის (ან: მაღალი ბალახით დაფარული ადგილის) გავლით.
ვიდრე, სანამ.
ხედავდნენ ერთმანეთს.
იძახდნენ.
პირის ღმეჭით, პირის დაძაბვით .
ნახოს, ნახავს.
მოწყენა, დანაღვლება. ტაეპის აზრია: მათ რომ დაღონებულებს დაინახავს, მზეც დაღონდება.