OF AVT'HANDIL'S GOING TO P'HRIDON'S WHEN HE PARTED FROM TARIEL
978
ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენიმოვიდოდესშიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?”
სამოცდაათ დღეს.
მიდის.
შორიდან.
მეზღვაურები.
მოდიოდნენ.
ზღვაში.
გთხოვთ, გეხვეწებით.
979
მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მითგეუბნებით ქებითა; აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ ზღვრებითა; ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.
აღნაგობით.
იშვიათი, გამორჩეული გვეჩვენე.
მოგვეწონე.
ამიტომ.
გელაპარაკებით, მოგმართავთ.
საზღვარი. აქ: ტერიტორია.
მოსაზღვრე, მეზობელი.
ყურებით.
გონებას დავკარგავთ, გული წაგვივა.
980
“ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლადმომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უცმის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა”.
ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე? მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.
გადაგეყარეთ, შეგხვდით.
საით.
აქ: რამდენი, რა მანძილი.
როდის.
დატოვეს, მიატოვეს.
არც მიატოვეს გზამდე.
982
მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი. მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთადსარო, ფერად ლალი; ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”
ეს.
იქ.
კარგი მოისარი, ძნელად მოსაზიდი მშვილდის პატრონი. ან: მშვილდის სწრაფად მომხმარე (ალ. ჭინჭარაული).
აქედან, ამ დროიდან.
აღნაგობით.
კვიპაროსი. წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
არა აქაურმა.
იშვიათი, განსაკუთრებული. შეიძლება “უცხო” გავიგოთ როგორც პოეტური ლიცენცია, რომელიც ნიშნავს “უცხონი”. მაშინ მძიმე დაისმის “უცხო”–ს შემდეგ (ალ. ჭინჭარაული).
ლაპარაკია “ალზე”, რომელიც მეტაფორულად აღნიშნავს ავთანდილის სრულ¬ყო¬ფილებისაგან გამოწვეულ ბნედა-აღტაცებას.
983
ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი ანუ ეგრე ვითგეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი! თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.
ვამშვენებდით. გ და დ ტაეპებში ავთანდილი თავის თავზე მრ. რიცხვში ლაპარაკობს.
984
იგიწავიდეს, დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული — რკინასა, მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.
აქ: იგინი.
წავიდნენ.
აქ: მიბრუნდა წასასვლელად, გაუდგა (გზას).
მარტო სავალს, თავისას.
კვიპაროსი.
ჩორთით ან ტარებით მიჰყავს (ცხენი).
მიდის და თან ლაპარაკობს (აქ, როგორც ჩანს: მღერის).
მოსთქვამს იმას, რაც ალხენს, მწუხარებას უმსუბუქებს.
ქუთუთოების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
რეცხავს. ტაეპის აზრია: მტირალი ავთანდილი თვალებს ახამხამებს, ცრემლი რეცხავს მის ბროლისა და მინანქრის მსგავს პირისახეს.
985
ვინცა გზასნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზასყოლაუზიმისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.
ნახულობდა ხოლმე.
ემსახურებოდნენ, ყმად უხდებოდნენ.
გარს შემოეხვეოდნენ ხოლმე.
აღტაცებით შეაცქერდებოდნენ ხოლმე.
ეძნელებოდათ.
ითმენდნენ.
გზისთვის, გზაში.
მეგზური.
აძლევდნენ.
(თუ) რამეს ჰკითხავდა.
986
მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან, ვითა მჭელსა.
მიუახლოვდა.
აქ: სწრაფად.
აქ: ჯარისკაცები.
აქ: ჯარის ნაწილს, დიდ რაზმს.
მხოცველს. ტაეპის აზრია: დაინახა ჯარისკაცები. შეიტყო, რომ ბევრნი იყვნენ და სანადიროდ იყვნენ გამოსულნი.
ყველა მხრიდან.
შემოეკრათ.
გარს შემოსდგომოდნენ.
ისვრიან.
ყვირიან.
როგორც.
ყანის ღერები.
987
კაცი ემთხვია, მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.
შეჰხვდა.
იმ ლაშქრისა.
ის.
ზეიმის, ხალხმრავლობის, მისვლა-მოსვლის.
ბუჩქნარი; ან: მაღალი უხეში ბალახით დაფარული ადგილი.
988
მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.
იმ შეუდარებელი მიხვრა-მოხვრით.
იმ მოყმის.
როგორ ვიტყვი? როგორ ვთქვა?
მზესავით. ტაეპის აზრია: ავთანდილისაგან შორს მყოფებს (გამყრელთ) მისი ვერნახვის სინანული აწუხებთ, ახლოს მყოფებს (შემყრელთ) მისი მშვენიერებისაგან აღტაცება ცეცხლივით წვავს.
გონებას აკარგვინებს.
989
მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
ალყის შუანაწილი.
ალყის შუანაწილში.
საიდანღაც.
აქ: (ცხენი) მიუშვა, ცხენით გაეკიდა.
ესროლა (ისარი). დაეცა (ორბი).
ჩამოქვეითდა.
990
იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათუვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს, “ვინ ხარო”, ვერცა რასეუბნებოდეს.
აქ: ეს.
მსროლელნი.
მოეშვნენ, შეწყვიტეს.
მოვიდნენ.
გარს ეხვეოდნენ.
(აღტაცებისაგან) გონებას კარგავდნენ.
აქეთ.
უვლიდნენ.
მისდევდნენ.
უბედავდნენ.
რამეს.
ეუბნებოდნენ.
991
მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნდაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბიჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.
იდგა.
დამდგარიყო, იდგა.
ახლდა.
იქ.
გაემართა, წავიდა.
აქ: მოალყე მონადირეები, ალყის შუაში რომ იდგნენ.
მისდევდა.
992
ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისისპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიანვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.
ის.
ჯარისკაცები.
მიდიან.
როგორც.
სწრაფად.
კვიპაროსი. წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
გაურეტდნენ.
993
ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული”. უთხრა: “წა, ჰკადრეპატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული”.
მიხვდა.
ისაა.
წამოსული.
წადი.
უთხარი.
აქ: მეფეს.
დანაბარები.
მოგზაური, სამშობლოდან გადახვეწილი.
საცხოვრებელს, სამშობლოს.
თქვენთან.
994
მონა წავიდა ფრიდონისთხრობად ამბისა მისისად, უთხრა: მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცადაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისისად; ”ვარ ძმაო ტარიელისიშეყრადფრიდონის მქისისად”.
ფრიდონთან.
სათქმელად.
მოსული.
ვფიქრობ, ვვარაუდობ.
აქ: ისინიც.
გაშმაგდებიან (აღტაცებისაგან), გახელდებიან.
იგი.
სადმე.
შესახვედრად (მოსული).
მკაცრი. აქ: მრისხანე, მეომარი; ან: სწრაფი (ალ. ჭინჭარაული).
995
რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.
რომ გაიგონა.
აუჩუყდა.
თვალთაგან.
გაყინა. ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ფრიდონმა ცხენი გამოაქროლა. სახეზე (მეტაფორით: ვარდზე) ქარი ეცა. თვალები მოჭარბებული გრძნობისაგან ისე დააფახუნა, რომ ბუქი ააყენა.
შეიყარნენ, ერთმანეთს შეჰხვდნენ.
ერთი და იგივე აზრი გამოთქმულია დადებითი და უარყოფითი ფორმით.
996
ფიცხლად ჩავლოიგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?” მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.
სწრაფად.
ის.
ჩაიარა.
რომ შეჰხედა.
ეს.
ის.
ვინაა?
აღემატებოდა.
ჩამოუხდნენ ცხენებიდან.
997
მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობითარ დაჰრიდონ, თვითუსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ; მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.
გადაეხვივნენ.
უცხოობის გამო.
არ დაერიდებიან (ერთმანეთის გადახვევას).
აქ: უნდა ითქვას, რომ.
შეუდარებლად, სიტყვით უთქმელად, ძალიან.
(ავთანდილი).
იგულისხმება: იგინი.
რომ ნახავენ.
არარად, ხსენების უღირსად ჩათვლიან.
რამე.
998
ფრიდონისებრნი მოყმენივინცა ვინვით ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიჰხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.
რაინდნი, მებრძოლნი.
ვინც გინდა.
როგორ შეიძლება იყონ? როგორ იქნებიან? ტაეპის აზრია: ფრიდონისთანა მოყმე სხვა ვინმე როგორ იქნება?
მაგრამ.
აქ: აქვს, უწევს ხოლმე, ჰრგებიან.
ერგებიან.
უჩინოს ხდის, ჩრდილავს.
როცა.
უბრწყინავენ, გადმოედინებიან. სტროფის აზრია: ფრიდონი კარგი მოყმეა. მას თავისი სარგო ქება უკვე მიღებული აქვს. მეტი ქება მას ახლა აღარ ერგება, რადგან ავთანდილთან იგი ვერ ჩანს, როგორც მზესთან- მნათობნი და დღის შუქთან- სანთელი.
ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგანჰლამიცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.
ეუბნება.
გიამბობ.
საიდან მოვდივარ.
ვინაიდან.
ჰლამობ, სცდილობ.
შეტყობას.
ძმას მეძახის.
1001
“მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმეარაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.
რაინდი.
არაბეთში გაზრდილი.
სარდალი.
აქ: საპატიო, დიდებული, სხვებისაგან რიდითა და კრძალვით სახსენებელი.
ამაყი, ღირსეული.
ისეთი, ვისაც შეცილებას ვერავინ უბედავს.
1002
“დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარსწვიდა.
დავუძახეთ, დავიბარეთ.
როგორ.
სწვავდა.
1003
“მეფემან სპანიშეპყრობადშეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღაცნეს, მთვარე ეტლისა რომე არ დაბრუნდებოდა.
მეომრები, ჯარისკაცები.
დასაჭერად.
შეუსია, მის წინააღმდეგ დაუძახა.
ადვილად.
ბრძოლა.
უჭირდა. აქ: გაუჭირდა.
მაშინღა.
გაიგეს, მიხვდნენ.
თანავარსკვლავედი.
(ეტლისად) აქ: ეტლთან, ეტლისკენ. ტაეპის აზრია: მიხვდნენ, რომ მთვარე იმავე ეტლს, იმავე ადგილს, სადაც იყო, აღარ მიუბრუნდებოდა, გზას განაგრძობდა, რომ ტარიელს ვერ შეაჩერებდნენ (იხ. კომენტარი, სტრ. 1010).
1004
“მათ სპათაგანვერ-შეპყრობაცნესმეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრძალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღადაჰკრთა მათთა ხრმალთა, ცხენსა მისცა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.
იმ ჯარისკაცების მიერ.
ვერდაჭერა.
გაიგეს.
იგულისხმება: როსტევანმა. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს.
არაფრის მომრიდე.
რომ იცნო.
მაშინღა.
აქ: გაეცალა, გაერიდა.
1005
“ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.
ეშმაკისმიერობა. აზრია: ბოროტი სული გვეგონა.
დანაღვლიანდა.
ხელთ არქონა, ნამდვილის არცოდნა.
მწვავდა.
1006
“იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდიმოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი.
ვისიამოვნე ძილით, ძილი შევირგე.
დაჭრილი.
მეტაფორა გულისხმობს ტარიელს.
ყვითელ ფერდაკრული.
შუქგამკრთალი, შუქჩამქრალი.
როგორც.
1007
“ქვაბნიწაუხმან დევთათვის, სრულადგაჰმესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ-, არ ახლებია. ვაჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.
გამოქვაბულები.
წაურთმევია.
სულ.
მესისხლედ, უწყალო კაცად მოჰვლენია. აქ: დაუხოცავს.
იქ.
ვაება, “ვა”–ს ძახილი.
ეკუთვნის.
შავი მანდილი, თავსაკრავი.
ხლად აქვს, მოხვეული აქვს.
1008
“ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი, მისგან კიდე დასანახად არა უნდა კაცთა ტომი.
ნაწვეთი.
(ტარიელი).
როგორც.
მიართმევს ხოლმე.
მის გარდა.
კაცთა ტომისა.
1009
“მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა, მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწენა ესეხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.
, როგორც ჩანს, ნიშნავს: მაღირსა ნატვრის ახდომა, ამისრულა ჩემგან ნანატრი (მისი ამბის გაგება).
მოითმინა.
ახლა.
ეს ენა.
გახელებულისა, შმაგისა.
ახლობელის, საყვარელის. იგულისხმება: ნესტანის.
1010
“ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდესგარდახდების; არასნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!
დგება, ჩერდება.
არასოდეს.
ჩამოდის (ცხენიდან).
აქ: არავის.
ნახულობს.
გაურბის.
მისი ფიქრის მქონეს.
1011
“მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა; მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა; შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.
აზრია: იმ მოყმის ტანჯვით მეც ვიტანჯები.
შემეცოდა.
გულგახელებული გავხდი, გული გამიხელდა, გამიშმაგდა.
ზღვასა და ხმელზე.
დავბრუნდი.
1012
“დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა, დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნვასა; გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.
მწუხარებას.
დავტოვე.
ამიტომ.
იქ.
გლოვის გამომხატველი შორისდებულია.
იქით–აქეთ.
1013
“შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა”.
სამყაროში. იგულისხმება “ზეცისა სამყარო” ანუ მყარი ზეცა, რომელიც, ძველთა წარმოდგენით, შვიდი მნათობის ცათა ზემოთ მდებარეობს.
თანავარსკვლავედი.
გადამტანი, გადამაადგილებელი.
ახლოს მყოფთა.
ჩამძირავო. აქ: დამღუპველო (შენ შემხედვარეთა, რომელნიც აღტაცებისაგან გონებას კარგავენ).
1017
“რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არაგცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დიამიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”
ქალაქს შევიდეს, მუნდაჰხვდასრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.
შევიდნენ.
იქ.
დაჰხვდათ.
სასახლე.
სრის, სასახლის შესაფერი მოწყობილობით.
ხელმწიფეთა შესაფერი.
საზრუნავი, წესრიგი. ცერემონია.
სავსე, უზრუნველყოფილი, სრულყოფილი. აქ: შესრულებული, მოგვარებული. ტაეპის აზრია: სასახლის მორთვა-მოკაზმვის საქმე შესრულებული იყო სამეფო კარის შესაფერისი წესრიგის სრული ცოდნით.
რა წესით იყვნენ.
აღტაცებით შეჰყურებდნენ, თვალს ვერ სწყვეტდნენ.
1020
შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი: იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგანდასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება მათი! ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.
შევიდნენ.
ხალხმრავლობა.
მარტოობა. აქ: უსტუმრობა.
ერთად.
დასხდნენ.
ვინ როგორ თქვას.
აქ, როგორც ჩანს, კბილების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
ბაგისა.
პირისახისა.
წვერ-ულვაშისა. ტაეპში მეტაფორულად ნათქვამია, რომ სტუმარ-მასპინძელი საუბრობენ (ან: იღიმებიან).
ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა, სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რასხელსა მიაპყრობდა. მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.
დაჰყო რამდენიმე დღე.
თუმცა.
ითმენდა, სძლებდა.
ფრიდონთან.
გადიოდა ხოლმე.
ერთობოდა. შესაძლოა: ეჯიბრებოდა (ნადირობაში).
ერთნაირად.
რამეს.
უმიზნებდა.
ყველას. ა
აწბილებდა, არცხვენდა.
1024
ყმა ფრიდონს ეტყვის, “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მითთავსა ვევნები, მაგრა არა მცალს, დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.
(ავთანდილი).
ეუბნება.
მიმაჩნია, მესახება.
ამიტომ, ამით.
ჩემი თავის მავნედ გამოვდივარ.
მცალია.
უბედურს.
გაუნელებელი (ან: გაუძლებელი, მოუთმენელი).
მაქვს.
ძალიან ვყოვნდები.
1025
მართალ-ა შენი გამყრელი, თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა; სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.
მართალია, არ გაემტყუნება.
თვალთაგან.
იმიტომ, რომ.
დამწვავს.
გაცდენა.
იზამს.
თავს (რომ) აგონებდეს (ამას).
1026
ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარაგცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითადაითმობის?
საწინააღმდეგო. აქ: წასვლის დამშლელი.
არაფერი.
გეთქმის.
რომ.
გცალია.
მაგრამ.
როგორ.
მოითმინება, გაიძლება.
1027
“ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი”.
გეტყვი, მოგახსენებ.
არ იქნება, არ შეიძლება.
წამოგაყოლებ.
იახლე, თან იყოლიე.
დასაგები, ღამის სათევი.
(თუ) არ წაიღებ და არ წაიყვან.
შეწუხდები.
1028
მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცოქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრაწითელი აწონით არ-ნაკლულითა, ერთი ტაიჭიუებრომით უნაგრითა სრულითა.
მოიყვანა.
აქ: ყმები, რომელთაც პატრონის სამხედრო სამსახური ჰმართებთ (და არა მონები სიტყვის დღევანდელი აზრით).
ერთი კაცის შესაჭურვი ჯავშანი და იარაღი.
მხარ-იღლიის გასამაგრებელი რკინა.
ბარძაყის დასაფარავი ჯავშანი.
წონის ერთეულია.
ოქრო.
ცხენი.
სწორუპოვარი.
ყველაფრით გამართული უნაგირით.
1029
ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.
დასაგები, ღამის სათევი.
მზე რომ ჩვენთან ყოფილიყო. ტაეპის აზრია: ჩვენთან რომ რჩებოდე, არ ვიდარდებდით. შესაძლოა სხვა გაგებაც: ტარიელი რომ ახლა ჩვენთან იყოს, ასე დარდიანები არ ვიქნებოდით.
1030
ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნესწუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსავინ ჰყიდდა თუ ხილსა; ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”
ხმა, ამბავი.
გავიდა, გავრცელდა.
მიეცნენ.
ძვირფას ნივთებს: ოქრო-ვერცხლს, ქსოვილებს და სხვ.
აქ: ვინც.
ძახილის, ყვირილის.
ამბობდნენ.
მოდით.
აქ: სიბრმავეს. მეტაფორული აღნიშვნაა გლოვისა.
1031
ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასადგომევსა მზისასა, მუნდაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:
მივიდნენ.
. ლაპარაკია ნესტანზე.
იქ.
ადენდნენ.
იმ დატყვევებული მნათობისას (ნესტანისას).
1032
“აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგეწაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა”.
იმ ზანგმა მონებმა.
რჩეული ლალი.
. როგორც ჩანს, უნდა ნიშნავდეს: მწუხარე შესახედაობისა; ან: შავთვალა.
გადავწყვიტე.
წართმევა.
სწრაფად გამექცნენ, წავიდნენ.
მფრინავად ჩანდა, მფრინავს ჰგავდა.
1033
მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.