AVT'HANDIL'S DEPARTURE FROM P'HRIDON TO SEEK NESTAN- DAREDJAN
1034
ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა, არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა, იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
მიდის ლაპარაკით (აქ: სიმღერით).
თინათინზე ფიქრი.
ამბობს.
წუთისოფელი, ეს ქვეყანა, ცხოვრება.
წყეულის.
მკურნალი, მომარჩენელი.
1035
“რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს, გმირსა, სამს ალებისა? რად გული კლდისა ტინისა შემქმნიასამ სალებისა? არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისაასრეგასამსალებისა”.
მუდამ. სამს ალებისა. როგორც ჩანს, პოეტური ლიცენციაა, მაჯამისათვის ნახმარი. ნიშნავს: “სამისა ალისა” ან “სამთა ალთა”. ტაეპის აზრია: რატომ მწვავს გულს სამმაგი ალი (ჭმუნვისა), ე.ი. ძლიერი ალი?
გამხდომია.
შემოკლებული ფორმა ზმნიზედისა “სამე”, რაც ნიშნავს, დაახლოებით, “როგორღაც”, “როგორმე”, “როგორც ჩანს”, “თითქოს”. ტაეპის აზრია: ტინივით მაგარი გული კიდევ უფრო რად გამაგრდა, სალ კლდედ რად მექცა?
დარტყმისგან დალურჯებული ხორცი. ტაეპის აზრია: სამი ლახვარიც კი ვერ დააზიანებს, ლებს ვერ დააჩენს ჩემს გულს, რაკიღა მას ამდენი ტანჯვის ატანა შესძლებია.
. ავთანდილი მიჰმართავს თინათინს.
წუთისოფლის, ცხოვრების.
ასე.
გამწარებისა, სამსალად ქცევისა.
1036
ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩსყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბასრული, დალოცა და უქნაზნენი. ჰკადრეს: “მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.
ქება, კეთილ სურვილებთან შეერთებული.
ყოველმხრივი, ამომწურავი, უკლები.
უქო.
აქ: ღირსება, რაც თვალით ჩანს: გარეგნობა, სიყოჩაღე, მიხვრა-მოხვრა.
“ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემისზიანიარ-საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.
ესაა.
მოგვეცემა, შეგვხვდება.
ზარალი.
განუზომელი, ძალიან დიდი.
დაგვხოცონ.
ძალა.
ვდგავართ.
წავსულვართ.
ყოფნის, ცხოვრების, არსებობის, გადარჩენის.
1044
ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების! რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლითა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების! ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.”
ჩამომეწვეთება. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. აზრი შემდეგია: თქვენ სისხლს შემოვისხამ კიდეც ტანზე და ჩამომეწვეთება კიდეც. ავთანდილს ამით იმის თქმა უნდა, რომ ვაჭართა სიკვდილ–სიცოცხლისათვის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
რაინდი, მეომარი. ამ ტაეპში “ყმა” ნიშნავს, როგორც ჩანს, ფეოდალური კლასის წარმომადგენელს, ხოლო “ჭაბუკი” საკუთრივ რაინდს, მეომარს.
ჩვენსავით შიშითაა, ჩვენსავით მშიშარაა.
თავის იმედი აქვს.
შევიდნენ.
ჩასხდნენ.
ნაპირ-ნაპირ, სანაპიროს გასწვრივ წაიყვანეს.
1046
სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა, მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგიაძელითა.
დამცველი, კონვოი.
ვაჟკაცური, მამაცი.
მიმაგრებული აქვს, აგია.
ხე, მორი, ძელი.
1047
კიოდეს და მოვიდოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
კიოდნენ, ყვიროდნენ.
მოდიოდნენ.
ყვიროდნენ, იძახდნენ.
ბუკს (საყვირს) ჩაჰბერეს.
იმ ლაშქრის.
ჰშიშობთ, გეშინიათ.
ვაჟკაცობა, ძლიერება-სიმამაცე.
ან.
1048
“უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენხმელთასპანი, განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი. ვინცა იცის ესეასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა.
ვერაფერს.
რომც შემებნენ, რომც შემებრძოლონ.
(მთელი) ხმელეთის.
ჯარები, ჯარისკაცები.
. იგულისხმება: თუ განგებაა, თუ განგებას ასე გადაუწყვეტია.
გადავრჩები.
მიხსნიან, გადამარჩენენ.
ვერც ...ვერც.
მეგობრები.
ეს.
ასე.
მამაცი.
1049
“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსაზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თუ-რე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.
კიოდნენ, ყვიროდნენ.
წყდებოდა.
რომელსაც.
ზედ.
ეგო, დამაგრებული ჰქონდა.
მოყმე (ავთანდილი).
იდგა. ზმნიზედა “ქვე” მიგვანიშნებს, რომ ავთანდილი მაგრად იდგა, წონასწორობის დაკარგვის არ ეშინოდა.
არ კანკალებდა, არ შიშობდა; განა კანკალებდა, განა შიშობდა!
1052
ძელი მოტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალიმუნ მისგან დაუფრეწელი.
შეშინდნენ.
გადასახვეწი, თავის საშველი.
გაასწრეს.
გადაუხტა.
აქ: საღი, დაუჭრელი.
იქ.
1053
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა, ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
უნდა ყველაფერს (იგულისხმება: ყოველ მოსახდენ ამბავს, ან მომხდარს) დავჯერდეთ. “დაჯერება” აქ ნიშნავს მიღებას, შერიგებას, ღვთის გარდუვალი განჩინებისეულად ცნობას.
სჯერდება, არ ეწინააღმდეგება.
მოსახდენს, მოსასვლელს.
1060
“ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; ნავი სრულად საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.
ამდენ სულს (იგულისხმება: ამდენ ადამიანს).
შეგარჩინათ, გაპატიათ, შეგინარჩუნათ.
უსარგებლო.
ჩემით (იგულისხმება: ღვთიურ განგებას რომ ასე არ ნდომებოდა) რას ვიზამდი, რას გავაწყობდი?
შევასრულე.
ვთქვი.
ხომალდი მთელი საჭურჭლითურთ.
მომიტანია (იგულისხმება: მომირთმევია) თქვენთვის.
როგორც.
1061
ამოა, კარგსა მოყმესარაომი გაჰმარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს, მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს
სასიამოვნოა.
რაინდს.
რომ.
ბრძოლა.
ულოცავდნენ.
ჰრცხვენოდეთ, ეუხერხულებოდეთ.
დაჭრილობა.
ცოტად, მსუბუქად დაჭრილი იყოს.
1062
იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთაამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს
იმ დღეს.
ხვალისთვის გადადეს.
იქ.
სიმდიდრეთა.
რიცხვს როგორ დათვლიდნენ?!
სულ, მთლიანად.
ფულის მცირე ერთეულია.
1063
ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: ”შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა.”
აქ: წესიერება, პატიოსნება, კუთვნილისა და არკუთვნილის გარჩევის უნარი.
ეჭვი, დავა.
აქ შევყრილვართ, აქ ვართ.
1064
ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია? რა გინდ რა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!
მოგისმენიათ.
მისწვდა ყურამდე, გაიგონა.
გადაგარჩინათ, გიხსნათ.
მიშველია; თქვენი მდგომარეობა შემიმსუბუქებია.
რაც უნდა მომცეთ.
რაში გამოვიყენებ? რად მინდა?
1065
“მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქმნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი; სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი.
რამე რომ მნდომებოდა.
აქ: დასაუნჯებელი, დასაგროვებელი.
სწორუპოვარი, შეუდარებელი.
მდიდრული საქონელი: ნივთები, ქსოვილები და სხვა. საგებელი. იგულისხმება, როგორც ჩანს, ქსოვილები.
რად მინდა?
რასაც გინდათ;
რად მინდა თქვენი რაიმე?
. აზრი შემდეგია: მხოლოდ მინდა თქვენთან ვიყო, თქვენ გახლდეთ.
ისეთი, რომელზედაც ვერ მოგერიდებით, რომელიც პირდაპირ, უკრძალველად უნდა გითხრათ.
მაქვს.
თქვენში.
1067
“ჟამამდისჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა, თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”
ერთ დრომდის.
ნუ იტყვით, რომ თქვენი პატრონი, თქვენი მეთაური არ ვარ.
მეთაური.
რაინდი.
ნუ მახსენებთ რაინდად.
ჯუბით (ვაჭრული ჩასაცმელით) სიარულს.
. იგულისხმება: გაფიცებთ.
1068
ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია, რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია, მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.
ეს.
გაუხარდათ.
ძალიან.
მოვიდნენ.
უთხრეს.
სათხოვარი.
გვეკუთვნოდა, გვევალებოდა.
გითხოვიათ, აჯად გაგიხდიათ (პოეტური ლიცენციაა).
დაგვინახავს, მიგვიჩნევია.
1069
მუნითწავიდეს, იარეს, არ თუ-რე ხანსა ზმიდიან, მიჰხვდესტაროსსაამოსა, ნიადაგამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მის ყმისა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
იქიდან.
წავიდნენ.
აქ: თუ.
დაყოვნება, დროის დაყოფა.
არ ყოვნდებოდნენ; განა თუ ყოვნდებოდნენ!
აქ: შეჰხვდნენ.
ამინდს.
სასიამოვნო, კარგი.
მუდამ, სულ.
მიდიოდნენ.
აღტაცებით შეჰყურებდნენ, თავს ევლებოდნენ, შესციცინებდნენ.