ქართული
Studio
Modification in Process

 

 


AVT'HANDIL'S ARRIVAL AT PH'ATMAN'S; HER RECEPTION OF HIM AND HER JOY
Paintings
Voices
AVT'HANDIL'S ARRIVAL AT PH'ATMAN'S; HER RECEPTION OF HIM AND HER JOY
1090 სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის.
მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.
ქალის.
დათმობა - 1. მოთმენა. 2. დათმობა, ხელის აღება, შელევა.
ვინც როგორ მოითმენს, ვისაც როგორ ეთმობა, ვინც როგორ გაძლებს.
ლიზღობა - ცბიერებით დაახლოება, ნდობის მოპოვება.
ცბიერებით მოგეალერსება, დაგიახლოვდება, ნდობას გამოგტყუებს.
თავს შეგაყვარებს, შეგიჩვევს.
უცბად, მოულოდნელად.
აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ქალი უცბადვე მოიკვეთს ყველა ძაფს თუკი ასეთი არსებობს, რომლითაც მისი გული შენს გულს მიება. მას დიდი ხნით გულში არაფერი დაესობა - შენდამი გრძნობა დიდი ხნით არ შერჩება.
ამიტომ.
დასამალი, საიდუმლო რამ.
- არ ეთქმის.
არაფრით; არავითარ შემთხვევაში. შესაძლოა ასეთი გაგებაც: არავითარი.
1091 ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,
იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების?” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.
ცდილობდა.
მალავდა.
ამბობს.
მეშველება.
1092 მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
თუ არა ვთქვა, რაგვარ გავძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”
იქით.
როგორ გავძლო.
აქ: გამიძლიერდება.
ან.
გადავრჩე, ცოცხალი ვიყო.
გადამიწყდეს.
როგორ უმკურნალოს.