ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE LETTER OF LOVE WRITTEN BY P'HATMAN TO AVT'HANDIL
Paintings
Voices
THE LETTER OF LOVE WRITTEN BY P'HATMAN TO AVT'HANDIL
1093 დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
შესაბრალი, სიბრალულის აღმძვრელი.
იმ მოყმისათვის (ავთანდილისათვის).
ტანჯვათა.
შემტყობინებელი.
ბარათი.
ამაოდ, უსარგებლოდ.
1094 “ჰე, მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,
ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.
ვინაიდან, რაკიღა.
შექმნა, გაჩენა.
შენი მზედ გაჩენა ეწადა; შენი მზედ შექმნა ისურვა.
ამიტომ, ამით.
მნდომელად. ტაეპის აზრია: რადგან ღმერთმა მზედ გაგაჩინა, შენგან შორს მყოფებს შენთან ახლოს ვერმისვლით ტანჯავ, თითქოს მათთვის ჭირი და უბედურება გინდოდეს.
ახლოს მყოფთა.
მათთვის ცეცხლის მომდებლად. იგულისხმება: მათში სიყვარულის აღმძვრელად.
—ეჩვენებათ, მიაჩნიათ.
სატრაბახოდ.
1095 “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან;
სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
გეტრფიან, შენგან აღტაცებაში მოდიან.
შემხედველნი.
საწყლად, სიბრალულის ღირსად.
გული უღონდებათ, გონებას კარგავენ.
იკრიბებიან.
მეტაფორის აზრია: ჩემი სიცოცხლის ყვავილიც ჭკნება, უშენოდ მყოფი ვილევი და ცხოვრების სიხარული მერთმევა.
სულ.
მომისწრებენ. ტაეპის მეტაფორულად გამოთქმული აზრია: ვიღუპები, თუ შენმა საპასუხო სიყვარულმა არ მომისწრო.
1096 “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა!
გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა.
მოწმედ.
ვშიშობ.
თქვენთვის.
თქმას.
მაგრამ.
ვუშველო თავს.
დღედაწყევლილმა, უბედურმა.
სრულებით, სულ.
მოთმენა.
მოთმინება დამკარგვია, მოთმენა აღარ ძალმიძს.
მუდამ, დაუსრულებლად.
მიშველი, შემეწევი.
თორემ.
გონება.
გადავალ გონებაზე. ან: ჭკუაზე ვცდები.
1097 “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”
ვიდრე.
გავიგებდე, შევიტყობდე.
თუ.
რამე.
გენაღვლებოდეს, გეხათრებოდეს.
ჩემი ხათრი გქონდეს, ანგარიშს მიწევდე. ტაეპის აზრია: სანამ გავიგებდე, მკლავ შენი უყურადღებობით თუ ანგარიშს მიწევ...
იქამდის, მანამდის.
გავძლებ.
ცოცხლად ყოფნა.
რაც უნდა.
ან.
გადამიწყდება.
ნეტავი.
როდის.
1098 ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;
თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი!
რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!”
ასე.
ნათესავი.
(თითქოს) დაა ან ნათესავი.
მეარშიყება.
ვისას. იგულისხმება: მე, თინათინის მიჯნურს.
რომ.
მყავს.
სატრფო, მიჯნურობის საგანი.
რით.
1099 თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქმნევს ანუ რა მისი ფერია!
მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”
რაში მოიხმარს? რაში გამოიყენებს? რად უნდა?
ან.
რა მისი მსგავსია? რა მისი შესაფერია?
მაგრამ.
ჯერ. ბულბულსა (ლაპარაკია თინათინზე).
შეუფერებელი, უთანასწორო.
ამით, ამიტომ.
1100 ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
მერმე იტყვის: “ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!
ასეთი.
საყვედური.
უსაყვედურა (იგულისხმება: ფატმანს).
(თავის) გულში.
ჩემს გარდა.
მშველელი, დამხმარე.
არავინაა.
რისთვისაც.
გამოვჭრილვარ, ველად და ტყე–ღრეში სახეტიალოდ წამოვსულვარ.
მინდა, მჭირდება, ვალად და ამოცანად მაქვს.
რითაც კი როგორმე ვიპოვი.
ვიზამ.
სხვა რა ისმინოს? რამე სხვა რად მოისმინოს? სხვაზე როგორ იფიქრებს?
1101 ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა,
ნუთუ რა მარგოს, გარდახდა მე მისგან ჩემთა ვცნა ვალთა!
ის.
ქალი.
ბინის მიმცემი, შემფარებელი.
მეგობარი.
ყველა მხრიდან.
(თუ) მივყვები, მის ნებას ავყვები. ან: მოდი, ავყვები!
ყველაფერს.
რამდენადაც უნდა მწვავდეს ცეცხლი, როგორც უნდა ვიტანჯებოდე. მწვავ ლიცენციაა. უნდა “მწვავს”.
ეგებ რამე მიშველოს.
შევიტყო; აქ: ვნახო.
. ავთანდილს მიაჩნია, რომ ტარიელის დახმარება მისი ვალია. ფატმანი მას ამ ვალის გადახდაში დაეხმარება.
1102 თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა;
მიჯობს, მივჰყვე, განღა სამე ვსცნობ საქმესა დაფარულსა”.
დედაკაცს, ქალს.
შეეჩვევა, დაუახლოვდება (ალ. ჭინჭარაული); აჰყვება, თავის ნებას მისას შეურწყამს.
სირცხვილი, დაძრახვა.
შერცხვენა.
არაფრად მიაჩნია.
სულ, სრულებით.
წყეულს.
გაუმხელს.
გულისნადებს.
ეტყვის.
მთელს (მთელ გულისნადებს).
ალბათ, შეიძლება.
აქ: როგორმე.
შევიტყობ.
1103 კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების,
მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”
კიდევ.
ამბობს.
ვერაფერს.
იზამს.
ზოდიაკო, თანავარსკვლავედი. ასტროლოგიური წარმოდგენის მიხედვით, იგი ადამიანის ბედის განმსაზღვრელია.
დაუშვებს. ტაეპის აზრია: ადამიანი ვერაფერს იზამს, თუ ამას მისი ეტლი- მისი წინასწარგანსაზღვრული ხვედრი არ გულისხმობს.
ამიტომ.
არ მსურს, არ მინდება. ტაეპის აზრია: ვისთან ყოფნაც მინდა, ის ჩემთან არაა, ვინც ჩემთანაა, იმასთან ყოფნა არ მინდა.
წუთისოფელი, საწუთრო.
ეს.
შემოკლებული კავშირი “თურე”. შესაძლოა “თურე”-ს ორგვარი გაგება: 1. თურმე. აზრი შემდეგია: ეს ჩემი უბედურებაც, თურმე, სოფლის ბინდისგვარობის შედეგია, 2. იქნება; ხომ არა? აზრი შემდეგია: ჩემ თავს მოწეული ტანჯვაც სოფლის ბინდისგვარობიდან ხომ არ მომდინარეობს?