ქართული
Studio
Modification in Process

 

 


AVT'HANDIL'S LETTER IN ANSWER TO P'HATMAN'S
Paintings
Voices
AVT'HANDIL'S LETTER IN ANSWER TO P'HATMAN'S
1104 მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.
წერილი.
მისწერა.
შენზე უფრო.
ახლოს ყოფნა.
შეხვედრა. აქ: პაემანი.
გამართლებული, საჭირო, მიზანშეწონილი.
1105 ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე!
აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე,
მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.
კმარა.
აქ: ვღვარე. ან: ვნამე, ვაფრქვიე.
მარტო.
სადმე; ან: ალბათ; ასე იქნება თუ ისე.
ისე ქენი, რომ მარტო მიპოვო, გამოიარე და მარტოს მნახავ.
რომ შეღამდება.
1106 მას ღამითვე, საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
შეღამდა და წა-ცა-ვიდა; სხვა ემთხვია მონა გზასა:
ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”.
მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”
იმ ღამესვე.
მოსაწვევი, დასაბარებელი.
წერილი.
რომ მიართვეს.
. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზნასა და ზმნისწინს შორის.
შეჰხვდა.
გზაში.
ამაღამ.
მიპოვი. აქ: მნახავ.
ეგ.
1107 წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო-ხე ვითა;
დიაცსა წყენა შეატყვა, ნახა შესლვითა შე-ვითა;
ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.
-ისევ.
უკანვე გაწვევით, წეღანდელ მოწვევაზე მაშინვე უარის თქმით.
თავისუფლად გაზრდილი, აშოტილი ხე (ალ. ჭინჭარაული).
ქალს.
შემოსული რომ დაინახა.
ზმნისწინი სახელზმნისა “შესლვითა”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
დაიმჩნია (ლაპარაკია ფატმანზე).
ამება. აქ: რიდი, ანგარიშგაწევა.
მისივე (ავთანდილის) რიდით.
1108 ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი,
შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი;
დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.
ერთად.
დასხდნენ.
აქ: თავისუფლად ქცევა, ალერსი.
საამო, უდარდელი, მხიარული, თავშეუზღუდველი.
აქ: ახალგაზრდა კაცი. შესაძლოა, აგრეთვე: მეომარი, ფეოდალური წრის შვილი.
მოხდენილი, ლამაზი.
კარგი აღნაგობისა.
შემოვიდა.
ფარი.
შეუკრთა (სანახავს), შეცბა. ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი. აზრი შემდეგია: შემოსულმა იფიქრა: ეტყობა, სახიფათო ადგილას მოვსულვარო (ალ. ჭინჭარაული).
1109 ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
ფატმანმა რომ დაინახა.
კანკალებს, შიშსა და ძრწოლას აუტანია.
ალერსი, თავისუფლად ქცევა.
ქალო.
ფერის ცვლას; იგულისხმება: სიმპათიების ხშირ ცვალებადობას. შესაძლოა ასეთი გაგებაც: შენ რომ ახლა შიშით ფერი მიგდის, ეს ჩემი საქმე არაა, ამის გამო არ შეგიბრალებ (ალ. ჭინჭარაული).
1110 გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად;
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”
მომატყუე, შემარცხვინე.
სათრეველი ანუ მასხარად ასაგდები გამხადე.
მაგრამ.
შეიტყობ, გაიგებ.
სამაგიეროდ, სანაცვლოს მომზღავად.
დაგაჭმევ.
(თუ) არ შეგისრულო.
გახელებული, გაგიჟებული დავრბოდე.
1111 ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
ცრემლთა, მისთა მონაღვართა, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი,
თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადექით მომაკარნი!”
ეს.
ხელი მოივლო (ფიცის ნიშნად).
გაიარა.
ლოყები.
ჰქონდა.
გაისმა წკანწკარი.
(ქვის) მკვრელნი, დამქოლავნი.
1112 მოსთქვამს: “მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!
ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი.”
სინანულის, გლოვის, მწუხარების გამომხატველი შორისდებულია.
წავახდინე, გავაოხრე.
ქონება.
შეუდარებელი.
მეგობრებს, მოყვარულებს, ახლობლებს.
აღსასრულად ვექეც, დავღუპე.
ოჯახს.
. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. სამარცხვინო. აზრი შემდეგია: ამის თქმაც კი, რასაც ახლა ვამბობ, სამარცხვინოა. 2. უსარგებლო, გაწბილებული. აზრი შემდეგია: ჩემი მოთქმა ვეღარაფერს უშველის.
1113 ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
დადუმდი, მითხარ, ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული?”
ყველაფერს.
გაკვირვებული.
ამბობ.
რისთვის? რატომ?
ვაებაში მყოფი.
დაგემუქრა.
რა დაუშავე, რა დააკელი?
რა საქმეზე მოსული.
1114 დიაცმან უთხრა: “ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა,
თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა!
ქალმა.
გახელებული, გონებადაკარგული.
ნურაფერს.
გეტყვი.
ამიტომ.
მოუთმენლად, სულწასულად.
1115 “ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა!
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
ბევრი.
შეჰხვდება, დაემართება.
ენა–შეუკავებელს; იმას, ვისაც მოუფიქრებელი სიტყვა წამოსცდება.
გულისნადებთა.
გიჟს.
უგონოს, სიფხიზლე–დაკარგულს.
გეუბნებით ყველას.
ვერაფერს უმკურნალებს.
მხვრეპავს, მსმელს.
1116 ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:
მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით?
ორში ერთი.
(ფატმანი ავთანდილს თქვენობით მიჰმართავს).
ნურაფერს ეცდებით.
თუკი მოჰკლავ.
მთელი ჩემი ოჯახი.
გადაგვარჩინე.
გეტყვი ყველაფერს.
როგორ.
როგორ მოგითხრო, გიამბო?
აქ: ღვრით, “ნამვით”, ფრქვევით.
1117 თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა!
ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა;
თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.
თუ არა, მაშინ.
დატოვე!
სულ, მთლიანად.
წაიღე (შენი ბარგი).
ზმნისწინი ზმნისა “მიკრიფე”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
რამით.
მგონი.
რომ.
აგავსებენ.
მეფესთან, კარზე.
1118 რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზეარსა,
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
”ამა საქმისა ვერ-ცნობა, — თქვა, — ჩემი სიძუნტე არსა”.
ნუ ეჭვ სულ-დგმულსა მისებრსა, თუ ვითმე მისებრვე არსა!
აქ: თამამს, გულდაჯერებულს, თავისი ზრახვისა და სურვილის შემსრულებელს.
ამაღლებული ბუნებისას, კეთილშობილს.
არამჭრელი საბრძოლო იარაღია.
ძლიერი.
ვერშეტყობა.
ბუნების სიძუნწე, სიზანტე, უნიათობა.
ნუ გგონია, რომ არსებობს მისებრი კაცი.
რომ როგორმე, რამით მისი მსგავსი იყოს.
1119 ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,
რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.
სწორად.
თორემ.
დამხმარედ.
1120 მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
კვლა მი-ვე-ჰყივლა: “ვინათგან ცეცხლი ცხელია, წა ნელად,
მო-ვითმე-თუ-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.
. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
კიდევ, შემდეგ.
მიაძახა.
ვინაიდან.
წადი, იარე.
აქ: ფრთხილად.
თუ როგორმე მოჰკლავ; თუ ისე მოხდა, რომ მოჰკალი.
იმის მოტანას გთხოვ.
1121 ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.
გაიარა.
იმ სწორუპოვარი ტანით.
იდგა.
სასახლე. აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება მდიდრული დარბაზი ან ოთახები.
ლამაზით, მორთულით.
ზევითკენ.
ტერასებით, სართულებით.
ბევრი ძვირფასი ნივთებით.
—ერთი მეორის მსგავსით.
1122 მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა,
ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”.
უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო, ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.
იქ.
წინამძღვარს.
ეუბნება.
ისაა.
სასახლე.
რომელსაც, ვისაც.
ეუბნება.
როგორც ჩანს: სახლს, რომელსაც სართულებად აქვს ბანები.
იქ.
იცოდე!
ან.
მჯდომელს.
1123 კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცნა სულთა ხდასა,
თავი თავსა შეუტაკა, გაურივა ტვინი თმასა.
უწვნენ.
იმ ყმას, იმ ახალგაზრდას.
(ავთანდილი).
გაეპარათ.
სანამ უცაბედი ხმაური გაამხელდა; ან: სანამ აყვირდებოდნენ.
მიაწვდინა, მოავლო.
იქვე. აქ: მაშინვე.
სიკვდილს.
1124 იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
თვალმოსისხული ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა,
ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.
საძინებელ ოთახში.
იწვა.
შევიდა.
აასწრო (სახლის პატრონმა ყმამ).
მალულად.
შევიტყეთ. აზრია: ისე მალულად მოკლა, რომ ვერც კი გავიგეთ, მოკლა თუ არა.
დააგდო, დაახეთქა, დააწყვიტა.
1125 მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია,
ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
ზღავათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.
აქ: შემხედველთათვის.
აქ: მოწინააღმდეგეთათვის, მტერთათვის.
როგორც.
აქ: თავზარის დამცემი.
სარკმლიდან, ფანჯრიდან.
მსგავსი.
აღარც.
1126 ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!
რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.
არსაით.
არაფერი, არავითარი.
რას უნდა გაემწარებინა?
ეს.
ასე.
როგორ.
რომ.
გამოევლო.
გაიარა.
1127 რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.
მეომარი, რაინდი.
ლაღი, მომხიბლავი.
იმ ახალგაზრდამ.
ნახავს.
1128 აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად!”
ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად!
გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.
ახლა.
ამბობდი.
ისე.
გონდაკარგულად; ისე ძლიერ, რომ თავს ვეღარ ეუფლებოდი.
გემუქრებოდა.
მოუთმენლად ვარ.
ფეხებზე.
ღირსი ვარ ...გიყურო.
მომირჩა, განმეკურნა.
დაჭრილი, დაწყლულებული.
ახლაღა.
ქრობა.
(ტანჯვის) ცეცხლმა ქრობა დამიწყო.
1129 “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,
თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.
როგორ გავადიდოთ, გავამრავლოთ შენი ქება!
ვინაიდან.
დავიქადეთ. აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება: დავიქადეთ და შევასრულეთ. ან: დავიქადეთ, რომ შევასრულოთ (ალ. ჭინჭარაული).
აქ: დაღვრა.
გეტყვით.
ყველაფერს.