“ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველიარად მინა; დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა, დარბაზს ამოდგავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.
დამპატიჟებელი.
არაფრად მჭირდება.
ვინაა. აქ: ვინმეა.
აზრია: მდიდარი და გლახა ყველანი ვუძღვნით.
ტკბილად, სასიამოვნოდ.
დროს ვატარებთ.
1133
“დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.
ლაპარაკია დედოფალზე.
იგულისხმება: ქონებით.
თავის დროზე.
ისევ.
სამხიარულოდ.
მოწყენილნი, შებოჭილნი.
ვიყავით.
1134
“ბაღსა შიგანთამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანეხათუნები, — მათი ჭმევა ჩემგან ხამსა, მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, ვიმღერდით და ვყმაწვილობდით, ვიცვალებდითრიდე-თმასა.
ბაღში.
გასართობად.
გავიყოლე.
ქალბატონები. ლაპარაკია ვაჭართა ცოლებზე.
აქ: მასპინძლობა.
საჭიროა, ჯერ არს. აქ: (ჩემი) ვალია.
მომყვებოდნენ.
ამბობდნენ.
ვთამაშობდით, ვხუმრობდით.
უდარდელად ვერთობოდით.
ვიცვლიდით.
თავსაბურავსა და ვარცხნილობას.
1135
“იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნშევიტანენხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი, კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდშვებულნი.
ყოველ მხარეს.
მიმდგარნი, (ზღვის) კიდეზე გაშენებულნი.
იქ.
შევიყვანე, შევიყოლე.
ქალბატონები (ლაპარაკია ვაჭართა ცოლებზე).
დავიწყეთ ნადიმობა.
საამოდ, სიამოვნებით.
მხიარულნი.
1136
“ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავხერასმე უგემურად, რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყორაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამეშემომექცა გულსა მურად.
საამოდ.
გავხდი.
რაღაც უგუნებოდ.
რომ.
დაიშალნენ (სტუმრები).
ისხდნენ.
აქ: ვინც კი.
რაღაც სევდა.
აქ: მომერია, დამეუფლა.
1137
“უკმოვახვენსარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდაცოტა რამე, მოცურვიდაშიგან ზღვასა, მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!
გამოვაღე.
ფანჯრები. აქ: ფანჯარა.
გზას დავუწყე ყურება.
ვიყურებოდი.
ჩემი კაეშნის ზრდას, მოძალებულ სევდას.
გამოჩნდა, შევნიშნე.
პატარა რაღაც.
მოცურავდა.
ზღვაში.
ვთქვი, ფრინველია ან მხეცია-მეთქი.
რას მივამსგავსო? რას მივამსგავსებდი?
1138
“მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათმოსდგომოდეს, ახლოთუჩნდაოდენ თავი, გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.
ჩემგან შორს იყო.
ვერაფრად ვცანი; ვერ დავასკვენი, თუ რა იყო.
ახლოს მოვიდა.
ჰქონდათ.
იქით-აქედან.
მოსდგომოდნენ. როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ ნავი უკვე ნაპირზე გამოიტანეს. ან: ქაჯები ნავის აქეთ-იქით მოცურავდნენ და ნავს მოათრევდნენ (ალ. ჭინჭარაული).
ახლოდან.
უჩანდათ.
მხოლოდ.
გამოვიდნენ.
1139
“გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა ვინ-ა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.
გამოათრიეს.
გამოიტანეს.
გვიყურებსო.
ვინაა.
ჩუმად.
ვიყურებოდი.
გაჩუმებული, გასუსული.
1140
“მით ნავიდაღმა მათ რამე გარდმოსვეს კიდობანითა, აჰხადეს, ქალი გარდმოხდაუცხოთა რათმე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.
იმ ნავიდან.
რომ.
გადმოვიდა.
რაღაც უნახავი, საკვირველი ტანით.
თავსაბურავით, მოსასხამით.
ქვემოთ, ქვედატანზე.
ეყოფა.
მისი მსგავსი (თუ) იქნება.
1141
“რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა; დავიწუხენ, თვალნი ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.
რომ.
შემოადგნენ.
ლოყების.
ხმელეთზე და ზეცაში.
თვალი დავხუჭე, თვალი მომეჭრა, მხედველობა წამერთვა.
სრულებით.
თვალი შევადგი, თვალი გავუმართე.
როგორც.
გამოვიკეტე.
ცქერა.
შეამჩნიეს, გაიგეს.
1142
“მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, ვუჩვენე: “ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.
იგულისხმება, როგორც ჩანს: შავ ხალხს, ზანგებს.
ჩადით!
მხტომელნი.
რისიც.
1143
“თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!” ჩემნი ყმანიზედადაღმაჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.
წაართვით!
აქ: მსახურნი, მონანი.
ზევიდან.
ჩაეპარნენ.
როგორც. აქ: თითქოს.
შეევაჭრნენ.
ვნახე, რომ ეწყინათ.
1144
“მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დახოცენით!”, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
სარკმელში, ფანჯარაში გადავდექი.
რომ შევიტყვე, რომ მივხვდი.
დავუძახე, დავუყვირე.
დაიჭირეს.
. იგულისხმება: ისინი, ზანგები.
შეისროლეს, შეაგდეს.
შემოადგნენ, აქეთ-იქით მოუდგნენ.
1. იცავდნენ, 2. დარაჯობდნენ.
ჩამოვართვი.
არ შეყოვნებულან.
1145
“რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!
რომ.
ეკუთვნის.
დაინახავს.
აქ: დახატვა.
ვინ როგორ შეძლებს მის დახატვას!
მზადყოფნა. ტაეპის აზრია: ამას საგანგებო მზადება აღარ უნდა, ისეც ყოველთვის მზად ვარ, მისი მშვენიერების წინაშე აღტაცებისაგან დავიწვა.
ზემოდან. ფიფქნი თხელნი დარდისაგან გაცრეცილი ლოყების აღმნიშვნელი მეტაფორაა. ან: თეთრი ლოყებისა საერთოდ (ალ. ჭინჭარაული).
1147
მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე!”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.
ერთხანს იტირეს.
დაასრულე, დაამთავრე.
ამბობს.
ნაკვთი.
ამიტომ, აქ: ამით.
ტახტზე. იგულისხმება, როგორც ჩანს, საწოლი ან საუკეთესო დასაჯდომი.
აქ: მოვეალერსე, ახლობლად მოვევლინე. გავესულე. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. სულად და გულად გავუხდი, დიდი სიყვარული ვაჩვენე, 2. გავუჩუმდი, დავუწყნარდი, მის სევდიან განწყობილებას ავყევი.
1148
“ვჰკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სითმოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა? მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა, ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.
“მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!”
რაში გამოიყენებ? რად გინდა?
უცხო, გადმოხვეწილი, უთვისტომო.
რაიმე. არსთა მხედი ღმერთის აღმნიშვნელი ეპითეტია.
ღმერთის ძალის მგმობელი იყო!
1151
“ვთქვი: “უჟამოდარ წესიამოყვანა და მზისა ხმობა: მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისაუჟამობა?”
უდროოდ, ნაადრევად.
წესი არაა.
მზის მოყვანა და ხმობა, მოწოდება. ა, ბ და გ ტაეპებში, როგორც ჩანს, იგულისხმება რაღაც რიტუალი.
გაგიჟდება.
მთლად.
გონება.
დროულად.
ყოველივე სათხოვრის თქმა.
ამ მზესთან (ნესტანთან) საუბრის.
უდროობა.
1152
“ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი! ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.
უქებელი.
ჩემს მისდამი სიყვარულს და მის მზეს ვფიცავ!
ძლივს.
ჩამოვახურე, ჩამოვაფარე. სტავრა ძვირფასი ქსოვილია.
ლოყები (ან: პირისახე) ეცრიცება.
თოვლნარევი ქარი. ტაეპის აზრი იქნება: ნესტანი ტირის და თვალს ახამხამებს, ისე რომ მისი გრძელი წამწამები ქარს აყენებს. მაგრამ უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან სხვა გაგება. ბუქი ძლიერი ქარია. მეტაფორა გამოხატავს იმ მძლავრსა და ზარდამცემ შთაბეჭდილებას, რასაც ნესტანის პირისახე მნახველზე ახდენს.
1153
“მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახიხალვით.
ჩემთან შინ.
აქ: ოთახი.
შიგ.
მალულად.
სიფრთხილით.
შევდიოდი, ვნახულობდი.
მარტო, სხვათა დაუსწრებლად.
1154
“ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა, აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!
შევეხვეწებოდი ხოლმე.
დადუმდი-მეთქი.
ჰქონდა ხოლმე ჩემი ხათრი, ანგარიშს მიწევდა ხოლმე (იგულისხმება: ტირილს შეწყვეტდა ხოლმე).
როგორ ვარ ცოცხალი!
ვაჰ მე!
1155
“შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან სისხლისა მორევსაეყრდნის გიშრისა შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.
შევიდოდი ხოლმე.
ედგა ხოლმე.
იგულისხმება: სისხლიანი ცრემლის მორევში, თვალში რომ ჩასდგომოდა.
ეყრდნო, დაბჯენილი ჰქონდა ხოლმე.
შავი წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
მელნის ტბებიდან (თვალებიდან).
შავი ქარვა.
1. რუმბი. 2. სქელი წვენი. მაშინ სათისა რუბები მეტაფორული აღნიშვნაა სისხლისაგან მუქი და სქელი ცრემლისა (გ. წერეთელი).
წითელი მარჯანი.
წითელი ძვირფასი ქვაა.
უბრწყინავს, გამოუჭვივის. ტაეპის აზრია: წითელ ბაგეებს შორის შეტყუპებული მარგალიტივით თეთრი კბილები უბრწყინავს.
1156
“ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინ ხარ და ეგრე გასრული — რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!
დრო.
ვიპოვე.
მუდამ.
რომ.
ასე გამხდარი, ამ დღეში ჩავარდნილი.
. აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: მას, ალვის ხის მსგავსს, ცრემლი ჩქეფით მოსდის.
სხვა, თუ არა ქვა.
1157
“არად უნდისსაბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივიყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.
არაფრად უნდოდა.
აქ: საბანი.
ლოგინით, ლოგინზე.
მუდამ, სულ.
იყო ხოლმე.
მოსასხამი, თავსაბურავი.
იმ ერთით.
მოკლე ქათიბი.
ბალიშად.
მიწვებოდა ხოლმე.
ძლივს.
ვაჭმევდი ხოლმე.
1158
“სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავეუცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე — ნაჭედისა.
ყველაფრის.
საკვირველის, იშვიათის.
არაფერი.
გაკეთებული.
როგორ.
სილბილე.
1159
“მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი, ვთქვი: “თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი”. ესემეყოსაგონებლად, შევიდი თუ გამოვიდი.
იმ ტურფამ.
დაბეზღების.
ვეტყვი.
მეფესთან, კარზე.
აქ: უნდო და ლაქუცა.
ეს.
გამიხდა.
საფიქრელად, სადარდოდ.
შესვლისას და გამოსვლისას. იგულისხმება: მუდამ ეს ფიქრი არ მასვენებდა.
1160
“ვთქვი: “თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარამომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!
რა გაკეთდება, რა მოხერხდება მის სასიკეთოდ.
არც რამე.
ეშველება.
რომ შემიტყობს. მო-ცა-მკლავს. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
ვეღარაფერი.
დამიფარავს, დამიცავს.
1161
“მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა! არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა”.
“ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი, უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-ჰკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?! თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”
გავიარეთ.
სასახლე. აქ, როგორც ჩანს, ნიშნავს მდიდრულ სახლს საერთოდ.
შეუშინდა (ასეთ მშვენიერებას), გაოცდა, გაოგნდა. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
რომ დაინახა.
ნეტავ.
თუკი ხორციელია, ადამიანია.
1165
“ვთქვი, თუ: “არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა რა გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთურა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა”.
ღმერთის თვალებმა მრისხონ!
არც რამე.
ვიცი ...ხორციელია თუ არა.
რაც რამე.
ცოდნა.
ვისთვისაა ასე გახელებით? იგულისხმება, როგორც ჩანს: ვისმა სიყვარულმა გახადა ასე სევდიანი?
ეგებ.
რამე.
ვევედროთ, შევეხვეწოთ.
1166
“მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა! გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა? რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?”
კრძალვა, რიდი მის წინაშე. ერთი და იმავე სიტყვის გამოყენება მსაზღვრელად და საზღვრულად აზრის გაძლიერებასა თუ ხაზგასმას ემსახურება.
ვუთხარით, შევბედეთ.
ცეცხლი, ალი. მეტაფორულად აღნიშნავს ძლიერ გრძნობას, აქ- სიბრალულს და აღტაცებას.
გაუხდიხარ, უქცევიხარ. ზაფრანა ყვითელი ყვავილია. აქ ყვითელი სახისფერის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
1167
“რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმაანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნიმოშლითმოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რათმცა გაგვითენდა!
გაიგონა.
თუ.
ერთად.
ტუჩი ტუჩზე მიეწებებინა, კბილებს არ აჩენდა.
ნაწნავთა აღმნიშვნელი მეტაფორაა.
უწესრიგოდ.
მოეკეცნენ.
ნაწილაკი “რა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. ბაღი შეღმა შე-რა-შენდა. მეტაფორის აზრია: ნესტანმა რომ წამოიხედა, სახე რომ ასწია, ნაწნავები გველებივით მოეკეცა.
“უსენ იტყვის: “ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესეღაწვნიმზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამოხოცნეს!”
ამბობს.
ამიხოცავს, მომაშორებს, გამიბათილებს.
ეს.
ლოყები.
საჭიროა, ჯერ-არს.
მზისა უნდა იყონ, მზეს შეეფერებიან.
ადამიანთაგან როგორ იკოცნებიან; ადამიანმა (ამ ლოყებს) როგორ უნდა აკოცოს!
სავსებით მართალია (ან: სამართლიანია).
ვერ მხედველმა, ამ მშვენიერ ქალს მოშორებულმა.
ტანჯვა.
იასოცოს, ასოცჯერ გაიძლიეროს.
. იგულისხმება: იგინი.
დამიხოცოს.
1171
“მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრაგვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.
1. არაწრფელი, მატყუარა. 2. ავ-კარგის გარჩევაში გაუწაფავი, მოქცევის არმცოდნე, ღირსების ვერშემნახველი. შესაძლოა სხვა გაგებაც: სულიერად უსუფთაო, ბინძური.
მაბეზღარი (ალ. ჭინჭარაული).
1175
“რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა — რქანი”.
“თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე, მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო, არსთა მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო? დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.
მდაბლად თავი დაუკრა, ეთაყვანა.
მოახსენა.
ზეციდან. მარჩენალო. იგულისხმება: ჩვენო, შენ ქვეშევრდომთა მარჩენალო.
ყოველივე არსებულისაგან მზედ მისაჩნევო და სათაყვანებელო.
სიმდიდრე (ოქრო-ვერცხლი, სამკაულები, ძვირფასი ნივთები).
მუცლიდან.
მომცემია.
1178
“ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებსმადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს, სარძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდენ ჰნახოთ მსგავსი მზისა; მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.
“შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად! ცა მობრუნდა რისხვით ჩემთვის, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.
ვუთხარი, შევბედე თქმა.
როგორ.
როგორ, რანაირად.
წამახდინა, გამანადგურა.
ამომძირკვა.
სულ.
დამაბეზღეს.
1184
“მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგერაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია. კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.
ეგ.
რაც უნდა ძნელი, სამძიმო იყოს.
მუდამ.
კარგი რამე.
1185
“თვალთათ, ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი, ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი, ლხინი ლხინად არადუჩნდა, მართ აგრეთვე ჭირად ჭირი. მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.
თვალებიდან.
როგორც.
ასე.
ან.
არაფერ ლხინად, არავითარ ლხინად.
მიაჩნდა.
ასევე.
შეიხვია, დაიფარა.
მოსაბურავი, მოსასხამი.
1186
“შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.
განძთა საცავი.
რომელსაც.
რასაც კი ავიღებდი, რასაც მოვერეოდი.
მივედი. წელთა შევარტყი. იგულისხმება: მას (ნესტანს) ქამარში ჩავატანე.
ვისთვისაც.
1187
“ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარებისესეგვარი”. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდაზარი; იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.
ვუთხარი.
ალბათ, მე მგონი.
დაგჭირდება.
ასეთი რამ.
იმ მონებს.
შეიტყო, გაიგო.
დოლი.
გავრცელდა.
ხმაური, საზეიმო გამოცოცხლება და ხალხმრავლობა.
მიდის.
არაფრის მთქმელი, მდუმარე.
1188
“ზედამოატყდამჭვრეტელი, გახდაზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდესსარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები; იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”
ზედ.
მოაწყდა.
მნახველი.
აქ: შეიქმნა.
საზეიმო ხმაური და მოძრაობა.
იჭერდნენ, აკავებდნენ (იგულისხმება: ხალხს).
წესრიგის დამცველნი, “პოლიცია”.
იქ.
რომ.
კვიპაროსის ხე.
ნასიარულები. აქ: მიმავალი, მოარული.
განცვიფრებით, აღტაცებისაგან დაბნეულმა.
როგორ აღმოჩნდი (აქ)? როგორ მოგიყვანეს?
1189
“ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნიშექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად! ღმრთისაგან კიდევინმც იყო კაცი ამისად მსახველად! ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”
მაცქერალნი.
გახადა, აქცია.
ფახული, დახამხამება. ტაეპის აზრია: ნესტანმა მნახველებს თვალი მოსჭრა.
აქ: მნახველი (იგულისხმება: ბევრი სილამაზის, ბევრი საკვირველების).
ღმერთის გარდა.
ვინ იქნებოდა?
გამჩენად.
ეკუთვნის, შეეფერება.
გახელებული.
—დარბოდეს.
1190
გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა: ”მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრულივისით გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა, თავ-მოდრეკილი, დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.
ელაპარაკა.
მოსული.
ვისი გვარიდან.
მოწყენით.
გონებით.
მშვიდად, აღუშფოთველად.
1191
“არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!
ვისაც რაც უნდა ეფიქრა. ან: ვის რა უნდა ეფიქრა? ვინ რას უნდა მიმხვდარიყო!
1192
“მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების? ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების, მისგან კიდეარვისადსცალს, არცაღა ვისეუბნების,
რა გავიგოთ?
რით.
რით გამეხსნება გული? იგულისხმება: ამ საიდუმლოს, ასე რომ მაწუხებს, რით გამოვიცნობ?
ამ ორის გარეშე; სხვა, თუ არ ეს ორი.
არაფერი.
აგონდება, ეფიქრება.
მის გარდა.
არავისთვის.
ენაღვლება, აინტერესებს.
ვინმეს.
ელაპარაკება.
1193
“ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი, ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონებაუც, ვითა ტრედი.
ან.
აქ: ამაღლებული, კეთილშობილი, მაღალგონებიანი.
ფილოსოფიური აზროვნება, ფიქრი სამყაროს პირველსაწყისებზე.
მაღალი საგნების მოაზრე, ფილოსოფიური ჭვრეტით გართული.
მიაჩნია, ეჩვენება.
ზედიზედ მოსული, განუწყვეტელი.
როგორც.
ასე.
ფიქრი.
აქვს.
როგორც.
1194
“ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთურა, ჩვენცა ვცნათგაცხადებული, მუნამდისმთვარეშუქ-კრთომითჯდეს, მზისა მოშორვებული”.
ეს.
ზმნისწინი ზმნისა “დავახვედრო”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
ეგებ.
რამე.
გავიგოთ, შევიტყოთ.
გამოაშკარავებული, ცხადი.
მანამდის.
(ნესტანი).
სხივოსნიბით. იგულისხმება: თავისი ცისკროვანი მშვენიერებით.
იჯდეს, იყოს.
1195
“ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსაზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა.
გეტყვი.
აქ: მეომარს, მოყმეს.
მამაცს.
სწორუპოვარს.
ზნით. იგულისხმება: სავაჟკაცო საქმეთა ცოდნით.
მსგავსს.
1196
“მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.
“მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!” დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.
საძინებელი ოთახი.
ოქრო.
“დასავლური” (იგულისხმება: ალჟირული).
სასახლე.
ზედსართავი, ნაწარმოები არსებითი სახელისაგან “სრა”, სასახლე; ან: მთელი.
მისისა (მრ. რიცხვი მეფისადმი პატივისცემას გამოხატავს). ტაეპის აზრია: მეფე კვლავ ნადიმს შეუდგა, როგორც მის გვარს სჩვეოდა. რუსთველი აქ ირონიას მიჰმართავს.
. იგულისხმება: უზომო სიმდიდრე.
სანაცვლოდ, სამაგიერიდ.
იმ მზის შესადარისად (ნესტანისა).
დოლი.
აქ: უკრავენ.
ჩასაბერი საკრავია.
ზეიმი, ხმაური.
1199
“გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსრულვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი! რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”
—ეუბნება.
მაქვს.
მოვსულვარ.
ვის ვერგები (აწმყოა), ვის ხელში ვარ!
გახელებული, გონებადაკარგული.
რა ვქნა, რა მოვახერხო?
მეშველება.
1200
“კვლაცაიტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა! ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდანგონებანი გონიერსა!”
კიდევ, შემდეგ.
ამბობს.
მსგავსს.
მოდი, რამეს ვეცდები!
ეგებ, იქნებ.
მცოდნეს.
რომ გაუჭირდება.
უნდა (ისინი).
ფიქრი, აწონ-დაწონა.
1201
“ხადუმნი იხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.
მსახურნი. ან: საჭურისნი.
გონებაზე, ჭკუაზე.
მოტყუებულხართ.
აქ: დედოფლობა.
შემცდარხართ, თუ თქვენი მომავალი დედოფალი გგონივარ.
მეფე.
ლამობს, ისწრაფის.
ჩასაბერი საკრავია.
დოლი.
ამაოდ, ტყუილ–უბრალოდ.
უკრავს.
საყვირი. ტაეპის აზრია: მეფეს ზეიმი ტყუილად გაუმართავს.
1202
“არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.
აქ: სხვა.
მამაკაცი.
სხვა რამ საქმეს.
მთხოვთ.
შესაფერი.
1203
“უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა!”;
თანავარსკვლავედთა მოძრაობა-ცვალებადობას, რაც ადამიანის ბედის განმსაზღვრელად ითვლებოდა.
აგრეთვე.
სააქაოში, მატერიალურ სამყაროში.
ამაღლება; ზეცისკენ სწრაფვა სიცოცხლეში ან ზეცაში ასვლა სიკვდილის შემდეგ.
1207
“რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი. დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული, ჩაუნთქმელი.
რომ აუსრულეს.
მსახურებმა. ან: საჭურისებმა.
თავისი.
გამოატარეს.
მრავლად იყო, ჯარივით იდგა.
მეფესთან, სამეფო დარბაზში.
გადაურჩა გველს.
1208
“მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნესმასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვივე, გამიკვირდა მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვევო”, შემანანა.
“შევე ფიცხლა საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი; ჰგვანდა, ოდესლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი. წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვთესი!
სწრაფად.
ზედ.
ჰგავდა.
როდესაც.
. იგულისხმება “ლომის” თანავარსკვავედი. მზის დგომას ამა თუ იმ თანავარსკვლავედში მზის ამ თანავარსკვლავედზე შეჯდომა ჰქვია.
აქ: უმშვენიერესი, ულამაზესი.
წავიდა, დაიკარგა, გაფუჭდა.
აქ: ვთესე.
1211
“დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვესშიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”
მიიწურა.
(ამბავი) გახმაურდა, გამოაშკარავდა.
შეკრეს, გასასვლელ-გამოსასვლელი ჩაკეტეს.
შიგნით.
განგაში, უბედურებასა და ხიფათთან დაკავშირებული აყალ-მაყალი.
—აქ: იმ სახლში
სადაც.
ვარ.
ვუთხარი.
იპოვოთ.
მეფესთან დამნაშავე.
ლაპარაკია მეფეზე.
გადამხდელი. მათთა სისხლთა მზღვევარი. იგულისხმება: მეფის წინაშე სიკვდილით დასასჯელი დანაშაულის ჩამდენი.
1212
“მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათიგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დაჰხედენდარბაზის ერთა, შევლენისფრითაღებულნი! მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.
ვერაფერს მიხვდნენ.
გაბრუნდნენ.
ხელმოცარულნი.
აქეთ.
გლოვობს.
ახლოს მყოფნი.
შეხედე!
კარისკაცებს.
შედიან.
იისფერად. სამგლოვიარო ფერად ითვლებოდა.
შეღებილნი.
1213
“მის მთვარისასადაობაკვლაგიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინა ესეგითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრისუგულობა და დიაცსა — ბოზი ნაცი.
იმ მთვარის (ნესტანის).
. იგულისხმება: შემდგომი თავგადასავალი, ის, თუ სად წავიდა და რა მოუვიდა.
კიდევ.
გიამბობ.
შემდგომი.
ახლა.
ეს.
გეტყვი.
სვრის;
შეარცხვენს.
სილაჩრე.
1214
“მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირიდარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცაფლასი; ნეტარძივინ სისხლი მისიშემახვრიტა ერთი თასი!
ამიტომ.
ვჯერდები.
უშნო, შეუხედავი.
ის.
მეჭაშნიკე. ერთ-ერთი თანამდებობაა მეფის კარზე.
—მეფის კარზე, სასახლეში.
მიღებული, (კარისკაცობაში) გამოსული.
თუმცა.
ძაძა, თალხი.
ნეტავ.
ვინმემ.
შემახვრიპა, შემასვა. აქ: შემასვას.
1215
“ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, აწისრემკვდარსავიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!
ეს.
ქალურად.
გიჟურად, უჭკუოდ.
იმ მზისა (ნესტანის).
მემუქრებოდა.
ახლა.
ისე.
აქ: მოკლულს.
ვფიქრობ. საერთო აზრია: ახლა ვფიქრობ, მახსენდება, ისე (უსახელოდ, საზარლად) რომ მოკვდა!
“აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით, შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.
ლაპარაკია ავთანდილზე.
ატარეთ.
მოხვედი, შუქისმფენელი და სხივოსანი.
ამიტომ.
ვეღარაფერი საშუალება (ხსნისა) ვეღარ გამოვნახე.
1218
“თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!
ის რომ არ მოგეკლა, როგორმე მეფის კარზე რომ მოსულიყო.
დამაბეზღებდა.
ჰქონდა.
ეწოდა.
ოჯახს. ტაეპის აზრია: მეფე ჩემ ოჯახს მიწის პირიდან აღგვიდა.
დამქოლავდა.
1219
“მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! — მადლსა გკადრებდე მე რასა, — რომელმანდამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ ქვე რასა!”
სამაგიერო, სანაცვლო.
გადაგიხადოს, გადაგიხდის. მ
რა მადლობას.
გეტყვი, მოგახსენებ.
რომელმაც, ვინც.
გადამარჩინე.
ცქერა.
შევნატრებ ხოლმე.
თანავარსკვლავედი. ითვლებოდა ადამიანის ბედის განმსაზღვრელად.
ბედი.
მეშინია სიკვდილის.
. იგულისხმება: რა საქმეში ვიყავი ჩავარდნილი! ან: რა საქმეში ვარ ჩავარდნილი.
1220
ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია; არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.
ნუ გეშინია!
წიგნშიც.
ყველა მტერზე უფრო.
მცოდნე.
გეშინია მისი.
მსგავსია.
1221
“იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს, რაცაღაგეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლაიტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლნი სდენოდეს: ”წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”