ქართული
Studio
Modification in Process

 

 


TARIEL AND AVT'HANDIL GO TO P'HRIDON
Paintings
Voices
TARIEL AND AVT'HANDIL GO TO P'HRIDON
1382 რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!
გაემართნენ, წავიდნენ.
წაიყვანეს.
ისვამდნენ (ცხენზე).
იქ.
აჩუქა.
კმარა.
მეგზურად.
სხვას ვისღა წაიყვანს? სხვა რად უნდა!
1383 იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მივადგეთა!
ზედ მიადგნენ.
მოეწონათ.
თქვეს “ფრიდონს ასეთი შეეფერებაო”.
იქ. აქ: მაშინ.
(ტარიელი).
ეუბნება.
გაგაკეთებინებთ, გაქმნევინებთ.
აქ: ხუმრობა.
ვეხუმროთ.
1384 “ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად” —
ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად!
წავართვათ.
წართმევა.
გაიგებს, რომ ...წასართმევად მოვედით.
შესაღებავად.
უცბად.
შეკრთება, შეცბება.
შეცდება, გული გაუწევს.
გაჩუმება უხერხულობისაგან, გაწბილება, დამორცხვება.
დაირცხვენს, გული სინანულისკენ წაემართება. თავს უხერხულად იგრძნობს.
საამოა.
ხუმრობა.
ლაღსა და მხიარულ კაცს ხუმრობა-მხიარულებასვე მოანდომებს, კიდევ უფრო გაალაღებს.
1385 დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა,
მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა,
უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა!”
დაჭერა.
ცხენებს.
იქ.
განგაში.
შეექმნათ.
ეკრათ. ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: მეჯოგეებმა ცეცხლები დაანთეს ხიფათის ნიშნად.
შეუძახეს.
მეომრებო, რაინდებო.
ვინც.
აქ: თქვენს შეძლებაზე და უფლებაზე აღმატებულს, ზედმეტს, თავხედურს.
ვინც.
1386 მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს,
მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
”გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!”
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.
გადმოიღეს: ან: მოზიდეს (ალ. ჭინჭარაული).
გაეკიდნენ.
ყვირილით გარბოდნენ.
ყაჩაღებმა.
შეიყარნენ (იგულისხმება: ფრიდონის მსახურნი).
მოახსენეს.
დაერიდნენ.
1387 შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა,
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა,
დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.
შეიყარნენ (ფრიდონის მეომრები).
ფარავდა.
(ტარიელი და ავთანდილი).
მოეგებნენ.
ვისაც.
ვერ დააზრობდა, ვერ გაყინავდა. იგულისხმება: ვერაფერს დააკლებდა მათ მშვენებას.
დაეხურათ.
სახის დამფარავი ნაწილი მუზარადისა.
უფარავდა.
1388 რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”.
მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”
რომ იცნო.
ტარიელმა.
მინდა.
ლამობ, ცდილობ.
გვეგებები.
საომრად.
1389 ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა, —
იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, — აკოცისცა.
ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.
სწრაფად.
გადაიჭრა ცხენიდან, ჩამოხდა.
მდაბლად, მიწამდე თავი დაუკრა.
ჩამოუხდნენ.
აკოცა კიდეც (ფრიდონმა ტარიელს და ავთანდილს).
უზომო.
მადლობა.
შესწირა, გადაუხადა.
ჰკოცნიდნენ.
იცნობდნენ.
ვისაც იცნობდნენ. წინადადების პროზული წყობა იქნებოდა: ვისა-იგი იცნობდიან. (ან: “ვისცა-იგი იცნობდიან”, რაც ლიცენციაა).
1390 ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე,
მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!”
ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.
იდექით, უცდიდით.
გელოდით.
უფრო ადრე.
მომზადებული.
რა სამსახურს დავიზარებ!
აქ: თითქოს!
გაბრუნდნენ (იგულისხმება: სასახლეში წასასვლელად).
1391 ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა;
ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;
მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.
ჩამოქვეითდნენ, ბინად დადგნენ.
სკამზე, სავარძელზე.
ძვირფასი ქსოვილია.
რაინდად, მეომრად.
1392 უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია”.
მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
”ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.
ჯერ, ამ დროისათვის.
საჩუქარი.
ძვირფასეულობა, საიუველირო ნივთები.
გვაქვს; დიაღაც, გვაქვს; სხვა ადგილას გვაქვს.
შესაფერი.
1393 გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.
მოისვენეს.
იმ ღამეს.
იშვიათი ღირსებისა, უნიკალური.
1394 უთხრა, თუ:”ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა,ვითა ხელისა,
მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა,
თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.
ეს.
ცუდისა.
როგორც.
შმაგისა, გახელებულისა.
მაგრამ.
გავლა.
მოგვისწრებენ.
მოსალოდნელი.
მოსალოდნელია, რომ (ომი) საძნელო შეგვექმნება.
1395 “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგკლავს ალვისა, მო-, ტანი.
რაში მოვიხმართ? რად გვინდა?
პატარა, მცირე.
ლტოლვილი. ტაეპის აზრია: წავიდეთ ჩუმად, როგორც ლტოლვილები; ან: წავიდეთ სწრაფად (ალ. ჭინჭარაული).
დავაგოთ.
ხმლის ნაწილია, ვადაზე მოვლებული ხელის დასაცავი.
მალე.
გვკლავს. მო- ზმნისწინი ზმნისა “მოგვკლავს”, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.
1396 “ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების:
ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერსით მოადგების;
თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.
სხვა დროსაც.
ვყოფილვარ.
გემაგრებათ, მაგრად მიიჩნევთ.
ყოველი მხრიდან.
ვერსაიდან.
არ იქნება, არ გამოვა.
იმიტომ.
არაფრად.
1397 იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა,
მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა!
დაემოწმნენ.
ნათქვამს.
იქ.
დატოვეს.
აძლევს.
მსგავსს.
ბოლოს.
ადრე, წინათ.
აქ: ტანჯულს.
1398 ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა,
ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.
ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
აქათგან ღამით ვლა გვინდა მით, არას გამჟღავნებულთა”.
ერთად.
მოსიარულეებმა.
ვიმყოფებით მიდამოებში.
ახლოს მყოფ, მიახლოებულ (არეებში).
აქედან.
სიარული.
ამიტომ.
არაფრით გამჟღავნებულებს. აზრია: ისე უნდა ვიაროთ, რომ არაფერმა გაგვამჟღავნოს.
1399 ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან:
რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან;
მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.
რჩევას, წინადადებას.
ერთად.
აქ: ასრულებდნენ.
რომ გაუთენდებოდათ.
ჩერდებოდნენ.
სწრაფად.
მიდიოდნენ.
მივიდნენ.
გამოჩნდა.
თვლიდნენ.
ერთიმეორის მიყოლებით.
ხმამაღლა უძახდნენ (ერთმანეთს).
1400 გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
თქვეს: “ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია:
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.
რაინდი, მეომარი.
იმ ლომებმა (ტარიელმა, ავთანდილმა, ფრიდონმა).
აქ: დაათვალიერეს, დაზვერეს.
როგორ.
ახლა.