ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE COUNSEL OF NURADIN - P'HRIDON
Paintings
Voices
THE COUNSEL OF NURADIN - P'HRIDON
1401 ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
მგონი.
იგულისხმება: აზრი, სიტყვა.
მცდარი, უსწორო.
აქ: ბევრისგან, დიდი ლაშქრისგან.
შეგვიძლია.
კვეხნის დრო არაა.
ვერსაიდან.
დაგვიკეტონ; დაგვიკეტავენ.
1402 “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
ბავშვობაში.
მუშაითად, ჯამბაზად, თოკზე მოსიარულედ. იგულისხმება: ისე მზრდიდნენ, რომ ჯამბაზის ხელოვნებაც მცოდნოდა.
მზრდიდნენ.
მახტუნებდნენ.
მწვრთიდნენ.
ასე.
გავიდოდი ხოლმე.
თოკზე.
ვერ შემასწრებდნენ (თვალს).
მიყურებდნენ.
აქ: ისინიც.
აქ: შემომნატროდნენ.
1403 “აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა,
თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
უკეთესად.
შეგდება.
ქამანდი.
თოკისა.
ისე მეჩვენება (იგულისხმება: ისე მეადვილება).
როგორც.
გაგიძნელებთ.
შიგნით მყოფთაგან.
საღი, დაუჭრელი; აქ: ცოცხალი. ტაეპის აზრია: ისე დავხოც მოწინააღმდეგეებს ქალაქის შიგნით, რომ მათში საღი კაცის პოვნა გაგიჭირდებათ.
1404 “აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად, გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.
არავითარ სიძნელედ.
მიმაჩნია.
ჩავხტები.
სწრაფად, მარდად.
გავაღებ.
ნახავთ.
იქ.
გაიგონოთ.
აქ: ალიაქოთის, განგაშის, ბრძოლის.