ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE COUNSEL OF TARIEL
Paintings
Voices
THE COUNSEL OF TARIEL
1410 ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან, გმირთა, მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა;
კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა!
გავიგე, აქ: დავინახე. ტაეპის აზრია:
გმირთა და ლომგულთა- კიდევ უფრო მეტი გმირობა დავინახე.
ძალასა და გულადობას.
შეეფერება, შეესაბამება.
რჩევა, გეგმების აწონ-დაწონა.
გინდათ.
ცხარე.
უსარგებლო, ტყუილ-უბრალო.
მოღერა.
კაცი მაშინ უნდა იყოს თქვენთან.
როცა.
გიჭირდეს, გაძნელდეს. ტაეპის აზრია: თქვენისთანების ყოლა კაცს სწორედ გაჭირვებულ ბრძოლაში გამოადგება.
1411 მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
მაგრამ.
გამოარჩიეთ, აწონ-დაწონეთ. ტაეპის აზრია: ჩემი ინტერესებიც გაითვალისწინეთ!
მოესმება, გაიგონებს.
გამხელებელს (ლაპარაკია ნესტანზე).
აქ: ზევით, ზემოდან.
გადმოდგება.
მზესავით.
გქონდეთ.
როგორ.
ლაპარაკობთ.
საამებელი. ტაეპის აზრია: ტყუილად ნუ მარწმუნებთ, შენი სახელი არ შეილახებაო, ნესტანის თვალში არ დაეცემიო.
1412 “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები;
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.
ეს.
თენებას რომ დაიწყებს, რიჟრაჟზე.
სამივემ.
მოგვეგებებიან, შეგვხვდებიან.
მცირე რაზმად ვეჩვენებით.
ხელის გული.
1413 ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.
სწრაფად.
შევებათ, შევებრძოლოთ.
შევავიწროოთ, მივიმწყვდიოთ.
გარედან.
ვურტყათ. აქ: ვებრძოლოთ.
გარეთ მყოფს: გალავანზე მდგომებს და კართა მცველებს.
იმ ერთმა.
შიგნით მყოფნი.
ხელი მოვკიდოთ, ვიხმაროთ (აბჯარი).
იარაღს.
ძლევამოსილად.
1414 ფრიდონ უთხრა: “შემიგიან, გაგიგია, ვიცი მე, რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა,
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.
მივხვდი, გავიგე.
გადაგიწყვეტია. ტაეპის აზრია: მივხვდი, ვიცი, შენ გულში რაც გაქვს!
როცა.
აქ: თვალთვალი, ჩასაფრება, საომრად მიპარვა.
თორემ.
სულაც.
რამე.
ერთი რამ სიძუნწე.
1415 ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა,
ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
ხუმრობს.
აქ: ასეთი საუბრით, ამის თქმით.
ენაწყლიანებმა, კარგმა შესახედავებმა, მოხდენილი და ლაღი თავდაჭერის მცოდნეებმა.
ხუმრობა.
შესაფერთა. ტაეპის აზრია: ერთმანეთს მათი შესაფერი ხუმრობით ეხუმრნენ.
ჩამოქვეითდნენ.
აქ: შეიჭურვნენ, აბჯრები ჩაიცვეს. უკეთესთა. იგულისხმება, რომ გზაში სავლად სამ გმირს (და, შესაძლოა, მათ მეომრებსაც) სხვა ცხენები ჰყავთ, ხოლო საბრძოლველად სხვა, ყველაზე უკეთესი.
1416 კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.
კიდევ.
აქ: უთხრეს.
გადაწყვიტეს. აქ: მიიღეს.
რჩევა, გეგმა.
ტარიელის.
ნათქვამი, შემოთავაზებული.
მსგავსები.
შესხდნენ.
ჩაფხუტი, თავ-კისრის დამცველი.
1417 იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
ის რაინდები. ტაეპის აზრია: სამ რაინდს გონების თვალით ვხედავ, მზეზე უფრო ბრწყინვალეებს.
იმ სამს.
მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, სატურნი, იუპიტერი.
იგულისხმება: შავ ცხენზე.
დალიეს, დახოცეს.
ცქერა.
1418 ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
ახლა.
ეს.
მსგავსი, მსგავსება.
შესადარი.
ზევით რომ წვიმდნენ.
ატყდებოდეს, თავს დასტეხოდეს;
მოდის.
მოანგრევს, ხმაურით რეცხავს და მოაქვს.
აქ: შემაშინებელი, შემზარავი ხმაური.
მაგრამ.
როცა.
მაინც.
1419 თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვდომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!
თუმცა.
ენითა და გონებით მიუწვდომელი სიყოჩაღისა და ვაჟკაცობის მქონენი.
მაგრამ.
შებრძოლება.
მოსანდომებელი, სასურველი.
იგულისხმება: პლანეტები, მზე და მთვარე.
ხომლნი, თანავარსკვლავედნი.
ისმინეთ!
მოგხსენდებათ, გაიგონებთ (ცხარე ომის ამბავს).
1420 სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, არ-ნაჩქარები,
გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
სამივემ.
ჰყავდათ.
მსგავსნი.
იმ ღამით.
აქ: ჩაატარეს.
დაზვერვა.
გამოჩნდნენ, ღიად გამოვიდნენ.
თავთავისთვის. იგულისხმება, როგორც ჩანს: თავისთან ახლოს, მალულად, არა თვალში საცემად.
ჰქონდათ.
1421 პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.
ჯერ.
ნელა.
მიდიოდნენ.
ვითომ ვიღაც მგზავრები იყვნენ.
შიგნით მყოფებმა.
ვერაფერი.
მიუხვდნენ.
აქ: ფხიზლად.
ჰქონდათ.
მშვიდად.
დაწყნარებით, აუღელვებლად.
მიადგნენ (კარებს) გარედან.
დროულად, სწრაფად.
1422 ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა რიალი.
რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
სამთავე სამგნითიჰმართეს, თავის-თავ უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
უეცრად.
აქ: სტვენა; ჰაერის სწრაფად გამკვეთი საგნის ხმა.
(მცველებმა) რაკი დაინახნეს, რომ მტრებს კარები გაეღოთ და ქალაქში შემოდიოდნენ.
ქალაქიდან ზრიალი, პანიკის ხმა გამოვიდა. ან: მთელი ქალაქიდან ზრიალით გამოემართა ჯარი.
სამივემ.
სამი მხრიდან. მ
მისცვივდნენ, ეცნენ, მიუვარდნენ.
ცალ-ცალკე.
ზიანი. ტაეპის აზრია: სამივემ ცალ-ცალკე დაუწყო მეციხოვნეებს ბრძოლა თავის უბანზე (ალ. ჭინჭარაული).
ჰკრეს.
საყვირისა და დოლის დაკვრა.
საყვირი.
1423 მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა,
კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა.
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
აქ: დაატყდა.
უზომო.
აქ: პლანეტა სატურნი (იხ. კომენტარი).
სიმრგვალე, გუმბათი.
იტევდნენ.
გაიზარდა, გამრავლდა.
1424 კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა,
რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
(ხმლის) დაურტყმელად.
ბნედდა, არეტიანებდა.
ძლიერი, მკვახე ხმა.
ფხრეწდა.
გაუქმდა. აქ: უსარგებლო აღმოჩნდა.
მხარ-იღლიის დასაცავი ჯაჭვი.
სამივე მხრიდან.
აქ: მიეჯარნენ, მოიმწყვდიეს.
არ გაუჭირდათ (მტრების) აკაფვა.
რომ შევიდნენ.
სიჩქარე.
სწრაფვა, მისწრაფება.
(ქალაქში რომ აღმოჩნდნენ), მერე ჩქარობდნენ ციხეში შეღწევას.
1425 ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?”, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
ერთად.
შეიყარნენ, ერთმანეთს შეჰხვდნენ.
სულ.
ამოეწყვიტათ.
დაუყვირეს, დაუძახეს (ერთმანეთს).
გაუხარდათ.
მის სანახავად თვალი აქეთ-იქით მოატარეს, თვალით მოძებნეს.
1426 ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიელისა.
ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი უსულო, მსგავსი მტვერისა.
არაფერი.
ვერაფერი.
გაიგეს, შეიტყეს.
ჰქონდათ.
იქ.
აქ: გუშაგი.
1427 ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,
ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.
როგორც.
თავიდან ფეხებამდე.
იქ.
გაღებულნი.
გადასროლილი, გატყორცნილი.
საქმედ, ნაღვაწად.
1428 გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
დაჰხვდნენ. შეკაფულნი. იგულისხმება: დაცლილნი მტრებისგან, რომელნიც ტარიელმა აკაფა.
შევიდნენ.
გაძვრნენ.
გვირაბში.
შესახვედრად.
წვრილი ლერწამი.
სწორი, უხუჭუჭო თმა. აზრია ან: ნესტანს უხდება, ლელი თმა რომ საფეთქლებზე აჰკვრია, ან: კარგი სანახავია, ლერწამივით წერწეტ ტარიელს რომ ნესტანი თმის ღერივით აჰკვრია.
1429 ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
ეხვეოდნენ.
ჰგავდნენ.
იუპიტერი.
სატურნი.
შეიყარნენ, ერთმანეთს შეჰხვდნენ.
რომ შემოადგება.
დამშვენდება.
ატაროს. აქ: გამოასხივებს. ტაეპის აზრია: ვარდს მზე რომ მიადგება, ბრწყინვალება მოემატება.
ჭირგადახდილებმა.
გაიხარეს.
1430 მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
ბაგეებიდან. ტაეპის აზრია: ვარდივით წითელი ბაგეები ერთმანეთს შეეწებნენ.
ახლა.
(ავთანდილი და ფრიდონი).
გავიდნენ.
შეიკრიბნენ.
იმ მზეს (ნესტანს).
წადგნენ.
1431 მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა, ლაღმან, ცნობითა წყნარითა,
მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბნარითა.
(ნესტანი).
გონებადაწყნარებულმა, მშვიდმა.
(ავთანდილი და ფრიდონი).
ერთად.
ლაპარაკობდნენ.
საამო, მშვიდი.
1432 ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხეს.
მიესალმნენ.
მას, ალვის მორჩის, ალვის შტოს მსგავსს. ალვა წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
დაჭრილნი არ იყვნენ.
გაითხელეს. აზრია: არ ინანეს, რომ თხელი აბჯარი არ ჩაიცვეს.
შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე.
შვლად და თხად გაიხადეს.
1433 სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა;
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!
შეჰყოლოდათ.
ემძიმება, აწუხებს თავისი მეომრების ბედი.
მაგრამ.
ერთის მხრივ.
შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე.
დაჰრჩენოდათ, გადაჰრჩენოდათ.
რომ.
სიმდიდრე.
ახლა იმათი რიცხვი როგორ ითქმის!
1434 მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
აქ: რაც კი, რაც როგორმე...
(ნესტანი).
ტახტრევანი.
ფრთხილად შენახული, ნაპატრონები.
1435 სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.
დატოვეს.
მათთვის (ნესტანის) წართმევა ახლა ძნელია! შესაძლოა ასეთი გაგებაც: მათიღა ნესტანის: მრავლ. რიცხვი პატივისცემას გამოხატავს (ალ. ჭინჭარაული).
ნაცვალი, სამაგიერო.
გვადევს (იგულისხმება: ვალად).