ქართული
Studio
Modification in Process

 

 


TARIEL GOES AGAIN TO THE CAVE AND SEES THE TREASURE
Paintings
Voices
TARIEL GOES AGAIN TO THE CAVE AND SEES THE TREASURE
1500 ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
ავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
დიონისე (იხ. კომენტარი).
აცხადებს, ცხადს ხდის, ამბობს.
აქ: სიკეთეს.
მოავლენს, გვაძლევს.
ამიტომ.
აქ: ბოროტებას.
ქმნის, აჩენს; შექმნის, გააჩენს.
აქ: ბოროტებას.
ერთ წამად, ერთ წამამდე.
აქ: სიკეთეს.
გააგრძელებს, უწყვეტსა და უსასრულოს გახდის.
საუკეთესოს.
უნაკლო, უნაკლულო.
უზადოდ, უნაკლულოდ გახდის.
ნაკლოვანს, ზადიანს გახდის.
1501 ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.
ფრიდონისგან.
გაემართნენ, წავიდნენ.
თან.
მიჰყავთ.
შემხედველთა.
ამაფორიაქებელი, ზარ-დამცემი, განმაცვიფრებელი, სულიერად შემძვრელი.
ეკიდება. აქ: მჭიდროდ ეხება, შეერთებულია.
ნესტანის თეთრი კანის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
შავი თმისა.
აქ: დაწყობილი, დალაგებული. ტაეპის აზრია: ნესტანს თეთრ ყელზე შავი თმა სცემს.
იქ.
რჩეული ლალი. მეტაფორულად აღნიშნავს ან ტუჩ-პირს, ან ლოყებს.
ამშვენებდნენ.
1502 იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს,
მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
ტახტრევანი.
ატარებდნენ.
იქ.
ადენდნენ.
შეჰხვდებოდათ ხოლმე.
შემხედველებს.
ახარებდნენ (თავიანთი მშვენიერებით).
წინ ეგებებოდნენ.
საჩუქარს აძლევდნენ.
აქებდნენ.
აგინებდნენ.
1503 მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა,
შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა;
სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.
ჰგავდნენ.
თითქოს უჯდა, თითქოს უჯდეს.
იგულისხმება “ზეცისა სამყარო” ანუ მყარი ზეცა, ცარგვალი.
იარეს.
ბრძნულა
იმ დიდ მინდვრებში.
ყოველი მხრიდან.
კაცის ფეხდაუკარებელთა.
სადაც.
მიადგნენ, აღმოჩნდნენ.
1504 ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”
მეკუთვნის, ვალად მადევს.
იქ.
სადაც.
სანამ.
გახელება, სიშმაგე.
უდევს, შენახული აქვს.
ხმელი ხორცი.
რომ.
გიძღვნით.
ძვირფასეულობას, საიუველირო ნივთებს.
შეაქებთ.
ძვირფასი საქონელი.
აქ: მრავალფეროვნება.
1505 მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
მივიდნენ.
გამოქვაბულში.
ჩამოქვეითდნენ, ჩამოხდნენ.
აქვს.
ჭრა (იგულისხმება: ხორცისა).
სიყვარული, სითბო (ალ. ჭინჭარაული).
თავისუფლად იყვნენ, ხუმრობდნენ.
ხუმრობდნენ. აქ: მხიარულად ზეიმობდნენ.
იმ საქმეებისას. იგულისხმება: იმ უბედურება-გაჭირვებისას. აზრია: ლაღობდნენ უბედურების წასვლის გამო.
ჰმადლობდნენ.
1506 მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი!
გამოქვაბულები, ქვაბნარი.
აქ: ხუმრობდნენ, ერთობოდნენ.
სიმდიდრის საცავები.
ვინმესგან.
აქ: წარმოდგენილნი, აზრით ნაწვდომნი.
არაფერი.
1507 უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,
მაგრა, ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა, კაც-დაუკარები.
ძვირფასეულობა, საიუველირო ნივთები.
შესაფერი.
შემდე
აავსო (იგულისხმება: ქონებით).
ჯარისკაცი.
სარდლები.
მოსიარულე. აქ: მყოფი.
დევს, აწყვია. ტაეპის აზრია: მაგრამ ასე ჰგავს, რომ სიმდიდრე ისევ კაცის ხელდაუკარებია, მას, თითქოს, არაფერი დაჰკლებია.
1508 ფრიდონს უთხრა: “ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”;
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების”.
(ტარიელმა).
მაგრამ.
ბოლოს.
აქ: დაიღუპება.
ახლა.
სიმდიდრე.
რამდენიც.
დევს.
ყოველივე.
როგორც მოგიხერხდება.
1509 ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
”მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი?
ჩემი ლხინი მუნამდის-ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”
მიწამდე თავი დაუკრა.
მოახსენა.
მადლობა.
დიდი.
რეტიანი, უგონო.
მიგაჩნია.
ვინ იქნება?! ტაეპის აზრია: ასეთი ბრწყინვალე ვაჟკაცი ხარ. ვინ იქნება კეტივით უგრძნობი, რომ შენი ცქერა დასთმოს? ან: ყველა მტერი შენთან ჩალასავით რბილია, კეტივით მაგარი ვერცერთი ვერაა (ალ. ჭინჭარაული).
მანამდისაა.
ვიდრე.
ვიქნები.
შემხედვარე.
1510 ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
სახლსა მისსა მისაღებლად მის ყოვლისა საჭურჭლისად;
აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთად წავლად გზისად,
ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
წასაღება
—იმ სიმდიდრისა.
ახლა.
იქიდანაც.
წავიდნენ.
არაბეთში, არაბეთისკენ.
აქ: წასასვლელა
1511 მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები,
დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
მუნ შიგან მყოფთა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
აქ: მიადგნენ, მივიდნენ.
აქ: მიწა-წყალი.
რომ იარეს.
დაჰხვდათ.
ერთი მეორეზე მოყოლებული.
იქ: ლურჯი გლოვის ფერია.
1512 ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
მეფის წინაშე.
მოგახსენე
სიუხვე.
იგულისხმება: ამხდარ სურვილთა სიმრავლეს, სურვილთა ასრულებას.
მოვდივარ.
სამეფო. (ზედსართავია).
ლაპარაკია ნესტანზე.
1513 “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა, მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
გეწყინათ. მიწისა შენისა. იგულისხმება: მე, ტარიელი, შენს წინაშე მიწა და მტვერი ვარ.
დაჭერისა.
ცუდი ჰქენი, ცუდი მოგივიდა (დაჭერა რომ მომინდომე).
ცხენის მიშვება, ცხენით გამოკიდება (ჩემი).
სასახლისა.
1514 “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.
ამიტომ.
მოვდივარ.
. იგულისხმება: თქვენს წინაშე, თქვენთან წარსადგომა
დავტოვე, მივატოვე.
დაგიშავეთ.
იკმაროთ.
ოღონდ, მხოლო
მომიყვანია.
1515 რა მოუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
რომ.
როგორ.
გაუხარდა.
იგულისხმება: ერთ წამში, ერთი წამითაც კი.
ლოყებზე.
აქ: სხივი.
თეთრი და ვარდისფერი პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორებია.
იქ.
1516 ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა,
ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა,
დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.
დოლი.
მრავლის ერთად სიცილი.
დარბოდნენ.
იქით-აქეთ.
(სამი გმირისკენ და მზეთუნახავებისკენ).
სიარულისა, წასვლისა.
მორეკვა.
მოტანა.
მეომრებისა, რაინდებისა.
1517 მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,
თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენნი მზანი!”
გაეგებნენ.
მეთაურნი.
ყველა, მთლა
ჯარები, ჯარისკაცები.
ესმოდათ (ამბავი).
მოდიოდნენ.
მასთან, მის წინაშე.
სხვა მხრიდან.
ყველა.
ბოროტების არგამჩენო (იგულისხმება: ღმერთო).
სიკეთე.
გამზადებული. აქ: არსებული, მოცემული.
1518 რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
”აგერა ჰხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.
ერთმანეთი რომ დაინახეს.
დამხვდურ-მოსულებს.
ეუბნება.
ნაზს. იგულისხმება: გულაჩუყებულს.
იგულისხმება: დამხვედრთა ცხენის ფლოქვებისაგან აყენებული მტვერით.
შეღებილს.
ამიტომ.
ცეცხლი, ალი.
ავის მოამბე.
ემწარა.
1519 ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა!
ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.
ისაა.
თქვენთვის.
იქ.
ცეცხლი, ალი.
ჩემსავით საარაკო
შერცხვენილა.
თქვენვე გხლებიათ, თქვენთანვეა.
1520 ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა.
მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.
შვრები.
რიდს, მოკრძალებას.
იქ.
აქ: მარტოობა.
მარტო დარჩი უჩემოდ!
ვეტყვი.
მგონი.
ღვთის შეწევნით.
მალე. მზესა (თინათინს).
1521 მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი,
ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
იქ.
აქ: დაბანაკდა.
შემხედველთა.
შემზარავი, თავბრუდამხვევი (აღტაცებისაგან).
წამწამებიდან.
ძლიერი ქარი.
სამხრეთის ქარი.
მისული. მისრული, მიუპარავი. იგულისხმება: ღიად, თამამად მისული.
1522 ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა;
გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
სდებს პატივსა ინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგვანსა.
აქ: განა (ალ. ჭინჭარაული).
გაიგო, შეიტყო.
ტარიელია.
მოდის (ლაპარაკია როსტევანზე).
ჩამოქვეითდა.
მდაბლად, მიწამდე თავი დაუკრა.
ამაყს.
ძლიერს.
აქ: სცემს.
(ტარიელს).
შესაფერს.
1523 ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ,
მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
”შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა დასაღამოდ”.
ტარიელმაც.
მიწამდე თავი დაუკრა.
მიდის.
საკოცნელა
ჰკოცნიდა.
ელაპარაკება. არის მისგან სათამამო ტაეპის აზრია: მეფეს თავის სათამამოდ, თავის სასახელოდ მიაჩნია, რომ ასეთ სრულყოფილ გმირს ხედავს.
1524 გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,
მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.
სიყოჩაღე, სიძლიერე.
შემდეგ; აგრეთვე.
მიესალმა.
მიწამდე თავი დაუკრა.
იმ მეფეს.
ნახვის მონატრულს, სანახავად მოსწრაფეს.
1525 მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების;
მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?
(ტარიელისგან) ქებას უკრთის, ეუხერხულება.
წუხდება, ღონდება.
ეუბნება.
აქ: გგონიათ. ტაეპის აზრია: მიკვირს, ასეთი კარგი რად გეჩვენებით?!
აქ: როგორ.
ვინმე.
1526 “ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვნა მე ფარმანისა”.
სასიამოვნოა, კარგია.
მოგახსენო.
წამოყვანისა.
ვითხოვ, გევედრები.
რაღაცას.
მეკუთვნის, მჭირდება.
უვნებლობისა და წინასწარი პატიების მოწმობა, ზეპირი ან წერილობითი.
1527 დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა,
ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;
ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა.
დასხდნენ.
გარშემო.
ადგას.
ზეთის ლამპარი.
ცქერა.
თავდაჭერისა, მოძრაობისა.
აქ: მიხვრა-მოხვრა.
თქმა.
აქ: აწონ-დაწონილის; შედგენილის.
1528 “მეფეო, თავი მემცრობის ამისად მოსახსენებლად,
მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.
მცირედ მიმაჩნია.
მაგრამ.
მოსული.
მთხოვნელა
ითხოვს.
რომელიც (ლაპარაკია ნესტანზე).
ვინც.
1529 “აწ ამას გკადრებთ, ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
არ გაწყენ, გძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.
მოგახსენებთ.
სიარულით.
დაავიწყდნენ.
ტანჯვა.
სჭირდნენ.
ჩვენივე (ტანჯვის) მსგავსა იგულისხმება: ჩვენდამი თანაგრძნობით. ან: ჩემსავით ისიც სიყვარულით იტანჯებოდა (ალ. ჭინჭარაული).
თავს მოგაწყენ.
ჩვენი მიუხვედრელობა, უტაქტობა იქნებოდა (ალ. ჭინჭარაული).
1530 “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
მუხლ-მოყრილი გეაჯები, — ნუღარ აწვევ ამით ალსა, —
რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.
უყვართ. მას (ავთანდილს).
გევედრები.
აქ: აწვევინე
ამის გამო, ამით. (იგულისხმება: სიშორით, ერთმანეთის შორს ყოფნით).
რომ.
შავი ქვაა.
1531 “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”.
ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედა ყელსა,
ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების, ვითა მზრდელსა.
გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.
არაფერს.
მოგახსენე
აქ: არც.
ხელსახოცი.
ყელზე.
სთხოვს.
როგორც.
იმ ამბის.
1532 რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.
რომ ნახა.
შეუკრთა, შეუშინდა. იგულისხმება: ტარიელისგან ასეთი თავის დამდაბლება ეუცხოვა.
მდაბლად, მიწამდე თავი დაუკრა.
1533 ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლნი არმცა მაშინ მდინდეს;
სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!
როგორ იქნება? როგორ შეიძლება?
რომ.
აქ: დაგეთანხმოს, შეგისრულოს.
ან.
გინდოდეს.
რომც გებრძანათ.
თქვენი სახლიდან.
არც მაშინ დამედინებოდნენ.
ცამდისაც რომ აფრინდეს (თინათინი). ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
1534 “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა;
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერ-ა!
აქ; ხოლო.
მიეკუთვნა; კარგად მოუხდა; მისი შესაფერი აღმოჩნდა.
იფურჩქნება. ყვავილი. იგულისხმება: სიცოცხლე, ძალა, ენერგია.
დამიბერდა.
როგორ ვკადრო? როგორ ვკადრებ?
რასაც კი.
თანახმაა. ტაეპის აზრია: როგორ დავუშლი თინათინს იმას, რისიც იგი თვით თანახმაა?!
1535 “თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არმცა მაშინ მშურდა.
ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა!
თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.
შეგერთოთ (ქმრად თინათინისთვის).
ვინ გკადრებთ? ვინ გაგიბედავთ?!
ჭკუათამყოფელი ვინ მოგიმდურებთ?
ასე.
რად მომენატრა?
დიახ! ოღონდაც!
თანახმა ვარ; თქვენი ნების აღსასრულებლად მზად ვარ.
1536 რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა.
კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.
რომ მოისმინა.
ეს.
მოიხარა.
მიწამდე თავი დაუკრა.
პირი მიწას შეახო.
აქ: შემდე
წამოვიდა, გამოიარა.
მოიმადლიერეს, პატივი სცეს.
1537 ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
ესდენ დიდნი სიხარულნი გაეხარნეს მასცა განა!
წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.
ამდენა
გაუხარდა.
ნამდვილად; სწორედაც რომ; დიაღაც.
მაგრამ.
ჰრცხვენია მეფისა.
გარს მოედგა (შუქი).
1538 მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;
ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა?!
(ავთანდილი).
ჩამოქვეითდა.
რომ.
ხელსახოცი.
იმით.
იფარავდა.
მოჰფარებოდა.
პირქუშად, უღიმღამოდ იყო (მზე).
აზრობდა, ყინავდა. ტაეპის აზრია: ავთანდილი სირცხვილისგან მოღუშულიყო.
მაგრამ.
რა ან როგორ დაფარავდა?!
1539 მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან,
ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
უბრძანა: ”ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!”
ლამობდა, ცდილობდა.
აქ: სდიან.
გრცხვენია, მორცხვო
ვაჟკაცობა და მაღალი ზნეობა გამოგაჩნდა.
მემორჩილები.
ჩემს წინაშე მორცხვო
გადი! აქ: გაჩუმდი, დაწყნარდი! (ალ. ჭინჭარაული).
რაღას.
1540 მოეხვია, გარდაჰკოცნა მას პირისა არე-მარე:
დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე, მარე;
ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე,
გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე, მარე”.
გადაუკოცნა.
ჩამიქრე.
აქ: მოიტანე.
შესაძლოა გავიგოთ ორგვარად: 1. “მალე” (ლიცენციაა). (ალ. ჭინწარაული). 2. მოარე, აქეთ წამოიღე.
ვინც (ლაპარაკია თინათინზე).
რემად, ჯოგად აქვს, ხშირი აქვს.
იარე!
იარე!
წამიყვანე, მატარე!
1541 მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა!
ელაპარაკება.
პირისახეში შესცქერის.
(თინათინი).
ერგო, წილად ჰხვდა (ავთანდილს).
როგორც ღირსია.
საამო.
როცა.
1542 ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ!”
მოყმე, რაინდი (ავთანდილი).
რატომ.
რასმე.
(ნესტანის).
შეიმოსავ. გ
გარს მოიყენე
1543 ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს!
ამხდერდნენ.
მიეგებნენ.
(ბრწყინვალებით) მზეს მიამსგავსეს (თავიანთი ღაწვნი).
ეწივნენ, მიაღწიეს.
მოიხმარეს.
ტყუილ-უბრალოდ, უსარგებლო
ერტყათ.
1544 მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან,
დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.
შორიდანვე ჩამოქვეითებულმა (პატივისცემის ნიშნად).
(თვალი) დაუბრმავა, მოსჭრა.
1. სხივი,
ლოყებისაგან.
გამომკრთალმა.
ტახტრევანში.
ვერაფერს მიმხვდარმა, (ქალის მშვენიერებისგან) დაბნეულმა.
1545 ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
შენთვის ხელნი გონებანი არცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არარდნო და არ იანო”.
როგორ.
გახელებულნი.
ფიქრი.
ტყუილად, ამაო ტაეპის აზრია: ფიქრი შენთვის ტყუილად არ ხელდება, შენ ამას იმსახურე
თანავარსკვლავედი (ზოდიაკო). გავრცელებული რწმენით, ადამიანის ბედის განმსაზღვრელია. ტაეპის აზრია: რა ეტლის (იგულისხმება: რა ბედნიერი ზოდიაკოს) მქონე ხარ!
მინდიხართ.
არც.
1546 გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკე რბენასა.
გაჰკვირდნენ.
1. სხივთა, 2. ელვათა.
აქ: დააბრმავა.
სინათლეში. ტაეპის აზრია: დღისით, მზისით მნახველებს თვალი მოსჭრა.
საითაც.
გამოჩნდებოდა.
იქითკენ გარბოდნენ.
აქ: ბრბონი.
1547 შესხდეს, წავიდეს ყოველნი შინა თავისა დარებად,
ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.
ამხედრდნენ.
წავიდნენ.
ყველანი.
წასასვლელა
ჰქონდათ (მნახველებს).
იმ მზის (ნესტანის).
(ნესტანის) სიტურფეს ვერ სწვდებიან სიტყვით.
მიუწვდომელი.
მალე.
მივიდნენ.
აქ: საცხოვრებელი.
აქ: (სასახლის) კარ-მიდამოში.
1548 შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;
სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა;
მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.
შევიდნენ.
კვერთხი, სამეფო ხელისუფლების ნიშანი.
მეფეთა ჩასაცმელი წითელი სამოსი.
მოსულებს.
შეადგათ.
აქ: სხივი.
1549 ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,
მიეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,
იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.
მიესალმნენ, თავი დაუკრეს.
მიეგებნენ.
საამოდ, წყნარად ესაუბრნენ.
თეთრი კანის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
ტუჩ-პირის ან ლოყებისა,
შავი თმისა და წამწამებისა.
1550 თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა”.
თინათინმა.
მიიწვია.
მაღალი მეფეების (იგულისხმება: არაბთა მეფეების) ტახტზე.
მოსამართლე.
იგულსხმება: ღმერთს.
გეკუთვნის, შეგეფერება.
ყველა სხვა დღეებზე მეტა
დაგისვამ.
მზეთა მზეს (თინათინს).
1551 ორთავე ხელი მოჰკიდეს, დასვეს ტახტსავე თავისსა,
გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა!
ყოველი სანახავის მნახველს.
ყველას სჯობია. სანახავისსა ლიცენციაა. (ალ. ჭინჭარაული).
გგონია. ტაეპის აზრია: ნუ გგონია, რომ ვისიც და რამინიც კი მათებრი მიჯნურნი არიან!
1552 ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა.
მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი ნურა ზომა,
ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა.
შერცხვა.
გაუხშირა.
ცემა, შეკუმშვა–გაფართოება.
ეუბნება.
ჩემს წინაშე.
ნურავითარი, მცირეც კი (ნუ გექნება).
უთქვამთ.
ბოლოს, საბოლოო
არდაკარგვა.
1553 “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”
ბედი.
ბედნიერი ბედი.
აქ: აგრეთვე.
შეგცვლით.
აქ: გერგებათ, გეწილადებათ. ამავე ტაეპის პირველ სიტყვაში (ცამცა) გამოყენებული ნაწილაკი მცა მიგვანიშნებს, რომ ეს ზმნაც სურვილად უნდა გავიგოთ: გერგოთ, გეწილადოთ!
1554 მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე — სიბერე, ვითა სნება,
ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!
ესააო.
ასე.
როგორც.
სენი.
თანასწორა
ემსახურეთ!
შეინახეთ, აასრულეთ!
ბრძანება.
1555 ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
მოახსენეს: “მიწა ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს”.
მოიხარნენ.
ეთაყვანნენ, მიწამდე თავი დაუკრეს.
გვადიდოს, დაგვაწინაუროს.
დაგვამსგავსოს.
დაასუსტოს.
გაათამამოს, გაამამაცოს.
1556 ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გადიდება;
ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
ქმარი შენი ძმაა ჩემი, ეგრევე მწადს თქვენი დება.
ორგულთა და შემცოდეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება”.
ეუბნება.
გწვავთ.
მინდა, მწადია.
დობა.
თქვენს წინაშე დამნაშავეთა, თქვენ მტერთა.
აქ: იმედის გაცრუება, დამარცხება.