ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE WEDDING OF TARIEL AND NESTAN-DAREDJAN
Paintings
Voices
THE WEDDING OF TARIEL AND NESTAN-DAREDJAN
1637 დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
იმ ცოლ-ქმარს.
ტახტზე.
ერთად.
ქალური.
1638 დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.
ჩაიცვა. იგულისხმება: სამხიარულო ჩაიცვა, ძაძა გაიხადა.
ყველანი.
ბევრი მისცა.
გაგვიჩნდა.
1639 ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი!
ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!
ერთად.
შეეფერებოდნენ.
მოყმის, რაინდის.
შესაფერი.
გამოთქვამდა (იგულისხმება: მათს ქებას).
როგორ.
ვისიმე.
ვინ ემგვანებოდა.
ქვეყნად.
1640 ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი —
შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი!
ჰხვდათ, ერგოთ.
ლხინი, სიამე, ბედნიერება.
უნახავი.
(იმ) ტანჯვას.
ეს.
სულ, სრულებით.
შეიშნობს, შეიგრძნობს.
1641 თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდეს და ამას ხმობდეს.
ერთად.
აქ: რომ ჰნახოთ.
ჩასაბერი საკრავია.
აქ: დაუკრეს.
დოლები.
ატკბობდნენ.
აქ: განძის, სიმდიდრის საცავთა.
აქ: აბარებდნენ; მიაბარეს, მიანდეს. ლაპარაკია ინდოეთის ქვეშევრდომებზე, პირველ ყოვლისა, დიდებულებზე.
ესააო.
იძახდნენ, ყვიროდნენ.
იძახდნენ, ამბობდნენ.
1642 ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს,
ზედა დასხნეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს;
ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს!
ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.
ზედ.
დასხეს, დასვეს.
უმრავლეს, უუხვეს.
რას შექმნის? აქ: ვის შექმნის? ვის გააჩენს?!
ამბობდნენ, ჰყვებოდნენ.
ყველას.
1643 სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.
აქ: ხალხმრავლობა, სტუმრიანობა.
როგორი.
საჭიროა, ჯერ-არს.
იხდიდნენ.
ცალ-ცალკე.
თანასწორად.
მი¬ართმევდნენ, აძლევდნენ.
სიმდიდრეს.
ერთად.
ყრიდნენ.
1644 სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
”თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, — მართ ამას მოიტყოდიან,
ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.
ყველა.
მშველელად.
აღიარებდნენ, უწოდებდნენ.
გვაქვს, დაგვემართა.
ყოველივე.
ამბობდნენ.
როგორც.
(ტარიელს).
შესცქეროდნენ.
უნდოდათ (ავთანდილს და ფრიდონს).
აკეთებდნენ (ინდონი).
სადარბაზოდ, მათ წინაშე წარსადგომად, პატივისცემის დასამოწმებლად.
მუდამ.
მათთან.
მოდიოდნენ.
1645 ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
”რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა
ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
(ტარიელი).
ეუბნებოდა.
არც.
აქ: მეშვიდედსა.
(ინდოეთის მეშვიდედზე) გაგაბატონებ.
გვემსახურე! ჩვენი პატრონობა სცანი, როგორც ყმამ, ვასალმა!
1646 “ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე;
მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!”
ასმათ ფერხნი გარდუკოცნნა: “შენგან არის ჩემი ღონე,
მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?”
იქიდან.
გვემსახურე! ჩვენი ყმა, ვასალი იყავ!
აქ: შველა, იმედი.
მონობისა. აქ: ყმობის, სამსახურის.
რას ვიშოვი, რას ვიქონიებ?
1647 ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია:
რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.
ერთად.
ერთობოდნენ (იგულისხმება: ნადირობდნენ, ასპარეზობდნენ, ჯირითობდნენ და ა.შ.).
შეუდარებელი.
მიუდიოდათ.
იშვიათი, უნიკალური.
მაგრამ.
იგულისხმება: თინათინისამ.
მოწყენა.
1648 ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.
უბრძანებდა: “გული შენი განაღამცა მომემდურვა!
აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ჩემი დამიშურვა”.
მიხვდა, გაიგო.
მოყმეს, რაინდს.
ცოლი მოენატრა.
აქ: უთხრა.
სწორედ რომ მომემდურება! სწორედ რომ უნდა მემდუროდეს!
ახლა.
ვაი.
ფიქრმა (იგულისხმება: თინათინზე).
შვიდიდან.
რვად გაუხადა (იგულისხმება: გაუმრავლა დარდი).
წუთისოფელმა.
ჩემი ლხინი შეჰშურდა.
1649 კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა,
ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;
სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.
აქ: აგრეთვე.
მიბრძანე ხოლმე!
უფროსი.
უმცროსი.
მომენატრები, შენი ნახვა მომინდება.
1650 მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო,
მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”.
ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა, მიგელის ლომსა მთვარეო!”
(ტარიელმა).
ნებართვა, დასტური.
დამტოვებ.
მნახე ხოლმე!
მალე.
შემობრუნდი, აქვე მოდი!
როგორ და რით გავიხარებ?
ნუ გენაღვლება (ჩემი გულის დაწყვეტა).
1651 როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
”ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები!”
ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”
გაატანა. ჯუბაჩა ჩასაცმელია.
აქ: კიდევ.
აქ: საჭურჭლე, სიმდიდრე.
წადიო.
როგორ.
ვიცოცხლებ.
1652 ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
ერთი თვალი, — წამღებელმან ვერა თქვას, თუ: “ცუდად ვზიდე”,
ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.
მოკლე ქათიბი.
მოსასხამი, თავსაბურავი.
დახურვა.
ღირსი იყო (ჩაცმის).
მათ გარდა.
ტყუილად.
ანათებდა.
ჩანდა. აქ: კაშკაშებდა, ბრწყნავდა.
1653 ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.
ამხედრდა.
გამოემშვიდობა.
ალმა.
ყველა.
ლამით გაავსო. ან: დანამა.
ამბობს.
წუთისოფლის, საწუთროს.
საწამლავი, შხამი.
1654 ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.
ერთად.
ცალ-ცალკე.
მოუვიდათ, მოუხდათ, გამოუვიდათ.
მივიდა.
უსარგებლონი, ამაონი.
გასაჭირი.
1655 გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან,
ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან,
მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.
გამოეგებნენ.
გაექცა, გაეცალა.
თინათინისადმი სიყვარულმა, მისმა სურვილმა ავთანდილის დარდი დაძლია. დარდი მას განერიდა, გაიქცა.
მასთან.
კვლავ დაჯდა. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
გაახარა.
ზეციდან.
იგულისხმება: ზეციურმა წყალობამ, ღვთის წყალობამ.
1656 მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
ერმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ და-ვე-წყლულდეს,
მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
(იმ) სამსავე ხელმწიფეს.
სძულდათ.
ნახულობდნენ.
აუსრულდათ.
აქ: დამრღვევნი, წინააღმდეგობის გამწევნი.
აქ: ხმლებისგან.
დაწყლულდნენ. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
იგულისხმება: გაძლიერდნენ, კიდევ უფრო დიდი ხელმწიფეები გახდნენ:
გამარჯვებითა და დიდებით შეიმოსნენ.
1657 ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.
ყველას (ყველა ქვეშევრდომს).
თანასწორად.
როგორც.
ათოვდნენ.
უწოვდნენ.
მათ საბრძანებელში.
ერთად.
ძოვდნენ.