აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ქალი უცბადვე მოიკვეთს ყველა ძაფს თუკი ასეთი არსებობს, რომლითაც მისი გული შენს გულს მიება. მას დიდი ხნით გულში არაფერი დაესობა - შენდამი გრძნობა დიდი ხნით არ შერჩება.
ამიტომ.
დასამალი, საიდუმლო რამ.
- არ ეთქმის.
არაფრით; არავითარ შემთხვევაში. შესაძლოა ასეთი გაგებაც: არავითარი.
1091
ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების?” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.
ცდილობდა.
მალავდა.
ამბობს.
მეშველება.
1092
“მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არა ვთქვა, რაგვარ გავძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუდავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”