ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სადა-რე; პირი მზისაებრ საჩინოსად უჩინო ჰყავ, სადარე? მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სადარე!
ეს ქვეყანა, ეს ცხოვრება.
შენსას ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
სადმე. აქ: როგორმე, რამე მხრივ. საერთო აზრია: შენს სიმუხთლეს, საწუთროვ, ვერაფრით, ვერცერთი მხრივ ვერ გავუგებთ რაიმეს.
შესახედად მზის მსგავსი, მზესავით მჩინარი (ლაპარაკია ნესტანზე).
ატარე,წაიყვანე.
ამიტომ.
ბოლოს, საბოლოოდ.
სადაც. ტაეპის აზრია: ამიტომ, საბოლოოდ, წუთისოფელს ისეთად ვხედავ, სადაც ყოველივე (ყოველი არე) ოხერია, ადამიანისთვის უხმარია.
1223
ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა, სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა; მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.
ამბობს.
მთელი ხმელეთისა.
ქონება, სიმდიდრე. აქ: მოპოვებული, გადარჩენილი.
მას აქეთ.
მედებოდა (ტანჯვის ცეცხლი).
ვახმობდი, ვაშრობდი.
თვალებიდან გადმოღვრილის.
1224
“სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდიუგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინისლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.
მომძულდნენ.
ვიჯექი ხოლმე.
წამხდარი, მძიმე გულით; დაღონებული.
რომ მიმეძინებოდა.
ძილი. ტაეპის აზრია: ღვიძილშიც და ძილშიც ნესტანი მედგა თვალწინ.
ურჯულოდ მესახება.
მიმიახლოვებს.
წყეული. ტაეპის აზრია: უსენს ახლოს არ ვეკარები.
1225
“დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდამისისავე გონებისა, ვთქვი: “კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა”.
ის იყო, მზე ჩადიოდა.
სარკმელთან, ფანჯარასთან მივედი.
ჩანდა, ვხედავდი.
თავშესაფარი დავრდომილთა და გლახაკთათვის. აქ, როგორც ჩანს, ნიშნავს იაფ სასტუმროს, ღამის სათევს.
მკლავდა.
მასზევე ფიქრის.
ფიცი.
წყეული იყოს ყოველი მამაკაცის ფიცი.
1226
“მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი — მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.
მოვიდა საიდანღაც.
არააქაური, უცხო მხრისა.
ამხანაგით.
ჩაცმული.
ტლანქი ქსოვილი.
მოიტანეს.
ნაყიდი. დრამა ფულის წვრილი ერთეულია.
სვამდნენ.
ჭამდნენ.
ლაპარაკობდნენ.
ისხდნენ.
1227
“მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი, თქვეს: “ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ ანუსითმოვიარენით, ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.
საამოდ, ტკბილად.
მაგრამ.
ამხანაგნი; თანამგზავრნი და თანამეინახენი.
რამე.
ან.
საიდან.
მოვედით.
საჭიროა, ჯერ-არს.
ბარემ.
1228
“მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმიდაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.
იმ სხვებმა.
მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა და ღვთის ნება.
ზეციური განგებაა, ღვთის ნებაა (რომ ასე მოხდა).
გიმკით.
ფეტვი.
დაგითესიათ.
თქვენს ამბავზე.
1229
“მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათმიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა; მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.
მას (მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს).
დაემართა სენი.
აქ: მკვლელის, ბოლოს მომღების.
შემტკბობი, მწყალობელი.
1230
“დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა, ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენწვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს მორჭმული ქვე ზის, ხელმწიფე სწოდია.
ქალი.
მაგრამ.
როგორც.
დასჭრის.
ქვეშევრდომი, მის სამსახურში მყოფი მებრძოლი. ტაეპის აზრია: თვითონ თუ არ დაუშავა რამე თავის ქვეშევრდომს, სხვა ვერავინ დაუშავებს რასმე, ვერავინ მოერევა.
“კვლავეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესეშევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვავჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
კიდევ.
ველაპარაკეთ.
ეს.
მივხვდით.
დაჭერა.
გავუბედეთ, შევჰკადრეთ.
1239
“კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!
ისევ, კიდევ.
აქ: შენი.
საიდან მოდიხარ.
არაფერი.
1240
“არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშადგვეუბნებოდაკუშტი, თავისა მკრძალავი, ვითაასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.
“როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწთურე არ-სათქმელია, ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგანსანატრელია, მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.
ახლა.
აქ: როგორც ჩანს, ეტყობა, ალბათ.
ყოველივე არსებულისაგან.
შესანატრია.
იმიტომ, რომ.
აძლევს.
გამორჩეული, განსაკუთრებული.
1242
“ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია, მივუტანოთარმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ — მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.
ეს.
მისთვის (მეფისთვის) მისაგვრელად, მისართმევად.
მივუყვანოთ.
საჩუქრად.
ძალიან.
ჯერ ერთი.
მის (მეფის) წინაშე დანაშაული. მეფეზე მოწიწების ნიშნად მრ. რიცხვში ლაპარაკობენ.
მეორეც.
სირცხვილი, უსინდისობა.
1243
“მივემოწმენით, თათბირნიარ კიდე გავაკიდენით, დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით, არცა რავჰკადრეთხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.
რჩევა, წინადადება.
არ უკუვაგდეთ, შორს არ დავიჭირეთ.
(დატყვევებულ ნესტანს) წამოვუძეღით.
რაიმე.
ვუთხარით, შევბედეთ.
მოუფიქრებლად, ნაუცბათევად. შესაძლოა ასეც გავიგოთ: (ხელით) არ შევეხეთ.
რეცხს.
1244
“მე როშაქს ვჰკადრე: გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.
გამიშვი და ისევ მალე გეახლებით.
ახლა.
საქმის ქონა.
რაღაც საქმე მაქვს.
აქ სადღაც, აქ ახლო–მახლო.
მიდევს, მაქვს.
წავიღებ.
წავალ: ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. მათი (როშაქის და მისი ლაშქრის).
ჩამსწრობი.
1245
“მათ კაცთადიაეამაესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.
იმ კაცებს.
ძალიან.
ეამათ.
– ეს.
შემაშრა.
აქ: ღვარისა.
შველისა, ხსნისა. ტაეპის აზრია: ყველაფრით მივხვდი, რომ მეშველა (იგულისხმება: ნესტანის ხსნის იმედი დავინახე).
წონის მცირე ერთეულია.
1246
“მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა, ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა”. მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, მან ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავიდამარჩინა.
„როსანს შევჰრთოთო, — დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, — ჯერთქორწილობადარა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.
ჯერ.
ქორწილის გადასახდელათ.
არა მცალია, თავი არ მაქვს.
დავბრუნდები.
რძლად დავისვამ.
ვინც (ლაპარაკია ნესტანზე).
მსახური; მსახური საჭურისი.
მიუჩენია.
1250
„ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია, მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრიამოყმენი, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.
ყველა.
ჯადოსნობისა.
წაუყვანია.
იმიტომ, რომ.
საძნელო, სახიფათო.
(იმ ადგილზე) დაუტოვებია.
რაინდები, მეომრები.
გულადი, მამაცი.
დააგვიანდება.
1251
„ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძვრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.
აქ: უძლეველი, აუღებელი.
შიგნით.
იმ კლდეში.
იქ:
(ნესტანი).
შემხვედრთა, შემხედველთა.
1252
„გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაიხასები, ქალაქის კართა სამთავე — სამათას-სამათასები. გულო, გაგსაჯასოფელმან, არ ვიცი და-გლახ-რას-ები!”
მუდამ.
დარაჯობს.
არა უხეირო, არა ცუდი შესახედავი მოყმეები, რაინდები.
რაინდი.
ყვალანი.
წარჩინებულნი.
სამსავე კარში.
გაგტანჯა, გაგაწვალა.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
რას დაები? იგულისხმება: რას მიები ამ ცხოვრებას, რას შეგიყვარდა ეს წუთისოფელი?!
1253
ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არაგაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: „ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!”
ეს.
ხმალმაგარმა, მაგარვადიანი ხმლის მქონემ.
რომ.
სხვა მხრივ.
არაფერი.
გაუმხილა.
(ღვთის) გაჩენილმა.
1254
ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინეარ პირ-ბნელად. მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად: ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?
კმარიხარ.
სასურველი ხარ; ძალა შეგწევს, სურვილი გამოიწვიო; მომწონხარ.
„ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგანკრებულნი, კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.
იმიტომ.
ერთად.
შეკრებილნი.
ჯადოსნობა.
ზედ (ჯადოსნობაზე).
ზიანის მომტანნი: დამღუპველნი, დამჭრელნი და ა.შ. ტაეპის აზრია: ქაჯნი ჩვეულებრივ ადამიანს ავნებენ, ჩვეულებრივი ადამიანი მათ- ვერა.
თავისთვის განკუთვნილი ეგონა (ავთანდილის ცრემლი, გრძნობის გამამჟღავნებელი).
ამიტომ.
აქ: ისევ და ისევ. ცეცხლსა. იგულისხმება: გრძნობის, ვნების ცეცხლს.
ინახავდა.
ჰკოცნიდა.
1261
მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც-ქმნილიგასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.
ისიამოვნა.
უნდომლად, უხალისოდ.
თინათინზე ფიქრი.
გამხეცებული.
გაჰველურებია, ველად გავარდნა მოუნდომებია.
სირბილით. აზრია: ავთანდილის გული ტყე-ღრეში ხეტიალს და მხეცებთან ყოფნას ნატრობს.
1262
ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავისად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო, იგი ვინ, ვარდია ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”
ოკეანე.
ზღვათა შესართავის (ოკეანის) მსგავსად, უხვად. მელნისა მორევი შავი თვალების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
შავი გუგების.
სადაც.
აქ: მელნის მორევიდან.
ამბობს.
ვისაც ეკუთვნის ვარდი (თინათინი). გ და დ ტაეპთა აზრია: შემომხედეთ, ის, ვისაც ვარდი მეკუთვნის, უმისოდ ნეხვზე ვზივარ!
1263
მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითაიადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია!
იქ.
დასალბობი.
შავი წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა, ვარდისა ველი ლოყებისა. ტაეპის აზრია: წამწამებში ნაგუბარი ცრემლი გაშლილ ნაკადად როგორც მდინარე ფონის ადგილას ესხმევა ავთანდილის ლოყებს.
ხარობს.
როგორც.
ბულბული.
იშოვის.
1264
გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები: ”რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!”
საბანლად.
მზე, რომელიც თავისი სხივებით მოეკიდა ქვეყანას, არ ჩასულა (ავთანდილი).
ქალმა.
მოსასხამი, პირსაბურავი.
მრავალნაირი.
ნურაფრად, ნურაფერში.
1265
ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღეყოვლისაჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.
შენთვის გახელებულ ქალთა ნდომა-მოწონების გასამძაფრებლად.
1267
ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: ”შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითაყივნდებოდა!” თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.
უკვირდა, ანცვიფრებდა მისი მშვენება.
(ავთანდილმა).
აქ: თავისთვის.
ეტყობა.
როგორ.
ტყუვდებოდა.
არ ეხათრებოდა (ფატმანისა).
(ისე), რომ რამდენადმე შეეფერებინა კიდევ (ფატმანის მოარშიყის მდგომარეობა). ტაეპის აზრია: ავთანდილს ფატმანის იმდენი ხათრი არ ჰქონდა, რომ თავისი როლის თამაში კიდევ განეგრძო.
1268
პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა. ფატმან იხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”.
(ავთანდილი).
თავისთან.
ტკბილად, მშვიდად.
ფატმანი.
მარტო.
1269
ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა, იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.
ხმაბაძვითი სიტყვაა, ოხვრის აღმნიშვნელი.
ამბობდა.
უეჭველად, უთუოდ.
ზმნისწინი ზმნისა “მომკლავს”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
(ავთანდილის).
ავთანდილის პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
1270
ავთანდილ ბრძანა: “ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.
შეკრთები, შეცბები
მაგრამ
(თინათინის წამწამები)
1271
“გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადისპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა, მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.
უფროსი, მფლობელი
სარდალი, მხედართმთავარი.
მეთაური.
ჯარის. მათისა. ლაპარაკია როსტევანზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
შესაფერისისა.
სიმდიდრეთა საცავი.
საჭურველისა და იარაღის საწყობი.
1272
“შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი. მათუვის ერთი ასული, მზე, ხმელთა მანათობელი. იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდეპატრონი, მათი მშობელი.
ზმნა „ვიცი” ობიექტის მეორე პირში.
მეგობარი.
ლაპარაკია როსტევანზე.
ჰყავთ.
დავტოვე.
აქ: მეფე. მათი. იგულისხმება: თინათინის. მრ. რიცხვი თინათინისადმი მოწიწების გამომხატველია.
1273
“რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნადმისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.
რომ.
საძებრად.
იმავე ქალისა.
მთელი.
იმ მზის მაგივრობის გამწევის, მზეებრ მშვენიერის.
ლაპარაკია ტარიელზე.
სადაც.
დამღუპველი, უსარგებლოდ წამხდენელი.
იმ სიმამაცისა და ძალ-ღონისა.
1274
ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრნაფუშავისა.
—ჯერ.
ხსნა, საშველი.
ფრთასავით.
გაშლილი (?) (ალ. ჭინჭარაული).
1275
“მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნინუთუ მიეცნენ შვებასა! ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა; ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა!
დამეხმარე!
შევეცადოთ!
(ნესტანი და ტარიელი).
ეგებ, იქნებ.
გაიგებს.
ეწიონ, ეღირსონ.
ახლოს ყოფნასა და ახლოს ყოლას.
1276
“მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”
მომიყვანე.
ჯადოსანი.
გაგებული, ნაცოდნი. ტაეპის აზრია: ნესტანს ვაცნობოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით.
ნარჩევი, ნათათბირები. ტაეპის აზრია: ნესტანმა მოგვწეროს, რაც იცის ციხის შესახებ, და ამის მიხედვით დავგეგმოთ ბრძოლა.
ზმნისწინი ზმნისა “მომხვდეს”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
რომ.
გავიგე.
თანასწორნი, ტოლფასნი.
ჯადოსანი.
წინ გიდევს, გაქვს.
1278
“აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლადამივსესახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესაჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.
ახლა.
გამოსადეგობა.
ჯადოსნობისა.
სწრაფად, მალე.
ჩამიქრე.
ალი, ცეცხლი.
წვისა. ლაპარაკია ნესტანისადმი სიბრალულის ცეცხლზე.
იმ მზეს (ნესტანს).
მოახსენე. მიზეზი მისისა განკურნებისა. იგულისხმება: ის, თუ ხსნას რა გზით უნდა მოელოდეს.