მთავარი

 

 


წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
დასურათება
გახმოვანება
წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
1279
ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!
ქვეყნის.
ზეციერო.
ამაზრზენო (იგულისხმება: აღტაცებით).
აქ: ენაწყლიანო.
თეთრი სახისკანის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
წითელი ბაგისა.
აგრეთვე.
ერთად. ტაეპის აზრია: აგრეთვე, ერთად შეზავებულო ბროლო და ლალო!
1280
თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე!
შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა, მო, ალხენიე!
ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე!
თუმცაღა, თუმც კი.
მაინც.
შევიტყე.
ამით; ამიტომ.
გახელებულს, გაგიჟებულს.
მოდი.
—ეწევით, ეღირსებით. წადილსა. იგულისხმება: წადილის შესრულებას.
იად იყავ!
1281
მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,
ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული!
მოსულა.
რაინდი.
არაბეთში.
სარდალი, მხედართმთავარი.
სწერე! აქ: მოსწერე!
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. ბრძნულად მოაზრე, 2. ბრძნად მიჩნეული, ბრძნად აღიარებული.
1282
“ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?
ეს.
გავიგოთ, შევიტყოთ.
მოსულან თუ არა?
დაწვრილებით.
გვინდა.
მეთაური.
ვინაა.
1283
რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე,
ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!
შემდეგ, აგრეთვე.
რამე.
აქამდე განცდილი.
გაუთანაბრე.
თუ უნდა.
შეყვარებულნი.
შეგაერთებთ.
1284
“წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები,
დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები;
ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები,
შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის, არ გებრალები?”
წერილო.
ნესტანის თეთრი პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
შავი თვალ-წარბისა ან თმისა,
წითელი ბაგისა.
იგულისხმება: ნესტანის.
შენ შემდეგ, შენი დაწერის შემდეგ.
1285
ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!”
მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანის-ბანსა.
იმ დახელოვნებულ ჯადოსანს.
ეს.
წერილი.
მოსასხამი.
იმ წამსვე.
გადაევლო, გადააფრინდა.
1286
წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა,
რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
კარგი მშვილდოსანი, მაგარი მშვილდის პატრონი.
რომ შევიდა, შეაღწია.
ის იყო, ბინდ-ბუნდი დამდგარიყო.
უხილავად.
გაიარა.
მეომრებისა, რაინდებისა.
იმ მზეს (ნესტანს).
მიართვა.
საყვარელისა.
1287
ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გძელი, ტან-ნაბდიანი;
იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად — იანი.
ჩაკეტილნი.
გაიარა.
როგორც.
(ნესტანი).
შეუშინდა; შეკრთა.
თავისი საზიანო რამ.
აქ ლოყების აღმნიშვნელი მეტაფორაა. აზრია: წითელი ლოყები გაუყვითლდა.
1288
ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
მე ვარ მონა ფატმანისი, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”
ან.
ბნდები, კრთები, გული მიგდის.
თქვენთან.
შუქს დაელოდე.
1289
პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,
ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.
ქუთუთოები ასწია, თვალები ფართოდ გაახილა.
შეიძრნენ.
შავი ძვირფასი ქვა. აქ: თვალები.
წამწამი.
ოხრავს.
კითხულობს.
ასველებს.
1290
მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?
ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?”
მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცებნელი,
რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.
ან.
იცის, რომ ცოცხალი ვარ.
გავბედავ (იგულისხმება: თქმას, მოხსენებას).
რისი მცოდნეც კი ვარ, რაც კი ვიცი. (“მცებნელი” ლიცენციაა).
რაც წამოხვედი.
აქეთ.
შენს გამო.
1291
“ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.
აქეთ.
რომ.
შენართავი, შერთული.
სხვა დროსაც, ადრეც.
1292
“აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა.
იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა;
მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.
ვიღაც.
მეომარი, რაინდი.
დაწვრილებით.
ყველაფერი.
რა ჭირითაც ხართ, რა უბედურებაცაა თქვენს თავს.
დამავალეს.
დიდი სისწრაფით სვლა, დიდი აჩქარება.
1293
ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი.
მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულ-მდუღარი”.
მართლად მეჩვენება, მართალი მგონია.
ვისთვის წართმეული.
ნამდვილად, უეჭველად.
მოახსენე;
რა გულმდუღარიც, რა დამწუხრებულიც ვარ.