მთავარი

 

 


წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
დასურათება
გახმოვანება
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
1301
აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის, ვის, ალი,
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.
უქრობდა.
ვისაც, რომელსაც. ეს სიტყვა განმეორებულია აზრის გაძლიერების მიზნით. ტაეპის აზრია: ვისაც (ტანჯვის) ალი ედებოდა (იგულისხმება: ნესტანს), მას ამ ალს მისივე ცრემლი უქრობდა. იგულისხმება: ნესტანი ტანჯვას ცრემლით იოხებდა.
იქ. ტაეპის აზრია: ნესტანს წერილის წერამ ღიმილი მოჰგვარა, მისი ვარდივით ბაგეები გაიპო და ბროლივით კბილებმა გამოანათა.
1302
“ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი ნავღელსა ამონაწები!
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;
გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!
ეს წერილი.
აქ: გამოგზავნილი.
ნაღველი, ღვიძლის წვენი.
აქ: ვაწებებ (ხოლმე).
1303
ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ძნელია!
ჰხედავ თუ არა?
წუთისოფელი, საწუთრო.
რა საქმეების.
გამკეთებელი, ჩამდენი.
თუმცა ნათობს; ან: რაც უნდა ნათობდეს.
მაინც.
იწუნებენ, არაფრად აგდებენ, უარყოფენ.
იმიტომ (რომ). ტაეპის აზრია: ბრძენნი იმიტომ გმობენ და უარყოფენ ამ საწუთროს, რომ ის მართლაც ასეთი დამოკიდებულების ღირსია.
აქ: ძალიან.
1304
“ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან;
ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.
როგორ.
დრომ.
წყეულმა.
ნეტავი.
გაგიმჟღავნა. დამალული. იგულისხმება: იდუმალი, ღრმა გრძნობა, გულის ზრახვა.
ფიქრმა.
იგულისხმება: (ჩემმა) ყველაზე შინაგანმა, ღრმა ფიქრმა.
1305
შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
ჩემი მეთქვა გარდასრულად სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
აწ, რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.
შენს მზეს, შენს სიცოცხლეს ვფიცავ!
აქამდის.
გათავებული, ამოწურული მეგონა.
ყოველი, ყოველგვარი.
1. ღონე, ძალა, 2. საშუალება, ხსნის გზა. ამ ტაეპში ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობაა ნაგულისხმები.
ახლა.
რომ გავიგე, შევიტყე (იგულისხმება: შენი ამბავი).
შემქმნელი (იგულისხმება ღმერთი).
დავემონე. იგულისხმება: მისი სამართალი ვცანი, მის ნებას თანხმობა გამოვუცხადე, მადლი შევწირე.
აქამდე ნახული, აქამდე განცდილი.
– გავუთანაბრე.
1306
“შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდი, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული, სად
ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად!
1. მეყოფა, 2. მყოფნის.
მთლად დაწყლულებულისა, მთლად დაჭრილისა.
ასე.
დამწვარისა.
მომიგონე ხოლმე!
სადაც. ან: სად, რა შორეულ მხარეს.
ვზივარ.
ვახარებ, ვუვლი, ვაცოცხლებ (ჩემს სიყვარულს შენდამი).
იმ ჩემგან დანერგილისა.
1307
სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების!
ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.
სხვა მხრივ.
ვერ მოგწერ.
დაიღლება.
ჩემი თავი წაართვა.
ჯადოსნებს.
პატრონობა, ზრუნვა.
დაე, ღმერთი ეპატრონოს, ღმერთმა უშველოს.
ახლა.
კვლავ, ისევ.
წუთისოფელმა, ამ ცხოვრებამ. აზრია: წუთისოფელმა მისებურად მიმუხთლა.
1308
“აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,
არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!
მომიმატა, დამირთო.
იმ მრავალნაირ ტანჯვას (ქაჯთაგან შეპყრობამდე რომ განვიცადე).
ახლა კიდევ.
დასაჭერად.
ძნელად შესაბრძოლებლებს, ძლიერებს.
ყველაფერი, ყოველივე.
1309
“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
ვზივარ.
ისე.
შემოდის.
იქ.
აქ: დგანან.
მეომრები, რაინდები.
რიგი, ჯერი. აქ: გუშაგობა.
არ სტოვებენ, თავს არ ანებებენ. ტაეპის აზრია: საგუშაგოზე მუდამ მეომრები დგანან.
შემბრძოლებლებს, მოწინააღმდეგეებს.
1310
“ნუ, თუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!
ნუ გეგონებიან! ტაეპის აზრია: არ გეგონოს, რომ ესენი სხვა მეომრებს ჰგვანან, ვინც შენ ადრე გინახავს!
ნურც.
აქ: ამაზე.
როგორც.
1311
“შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
ჩემი სთქვა: “სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა!”
არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
ან თავსა კლდესა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.
დარდობ, ნაღვლობ.
სხვის ხელშია, სხვისი წილია.
არამია; არამი იყოს!
სინანულით (იგულისხმება: რომ, ამ დღეში მყოფი, ცოცხალი ვარ).
ან.
გადავიგდებ.
1312
შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი!
შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი.
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი.
სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი!
შენს მზეს, შენს სიცოცხლეს ვფიცავ.
სხვას, თუ არ შენ.
შეჰხვდება, ერგება.
თუნდ მოვიდნენ, რომც მოვიდნენ. ტაეპის აზრია: მე არავისზე გაგცვლი, თუნდა მზეზე სამჯერ ულამაზესი კაციც მოვიდეს ჩემთან.
აქედან.
გადავიგდებ.
მახლავს.
ზეციდან.
მომეცნენ.
იქნებ, ეგებ.
ფრთები. ტაეპის აზრია: ევედრე ღმერთს, ეგებ ჩემს სულს ფრთები მისცეს!
1313
“ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,
მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
ეგებ, იქნებ.
მომავალში. იგულისხმება: ახლო მომავალში, მცირე ხანში.
მიხსნას ამქვეყნიური გარჯისაგან.
ფრთები.
ვეწიო ჩემს წადილს.
ვხედავდე.
სხივთა.
1314
“მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი.
განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
მუნგნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,
თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
იქნება. წილი. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. ნაწილი, 2. ხვედრი. (იხ. კომენტარი).
მაშ, მასთან მიდი! მასთან იყავ! ან: რა თქმა უნდა, მასთან იქნები (ალ. ჭინჭარაული).
ზოდიაკო, თანავარსკვლავედი.
ხელმოცარული, შერცხვენილი, უღირსი. ამისი საპირისპიროა: ღირსეული, ბრწყინვალე, დიდებული. ტაეპის აზრია: შენ, მზის ბრწყინვალე ეტლი, მასთან უნდა იყო! (“ლომი” ერთ-ერთი ზოდიაკოს სახელია, ტარიელი კი ლომია).
იქ.
გნახავ. მადვე გსახო. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. მზედვე დაგსახავ, მზედვე მიგიჩნევ. 2. იმადვე დაგსახავ, რაც ხარ: გიცნობ ტარიელად, ჩემ მიჯნურად.
გამინათლებ.
სიკვდილი მქონდეს!
1315
“მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!
მაგრამ.
(რომ) მომაგონდება.
ნურც.
ჩემს სიყვარულს გაფიცებ!
1316
“წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!
უშველე რამე.
შევიწროებულს.
ყოველმხრივ.
უმწეოს, მშველელის არმყოლს.
გულს მოუფონე, შვება მიეცი.
მთმენელს.
მომიგონე ხოლმე!
1317
“რაცა ვიჩივლე, ბედისა ჩემისა კმა საჩივარად!
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად!
შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად.
აქ: ჩემი ბედის მიმართ.
კმარა.
გაიგე, მიხვდი, იცოდე!
მიდის.
აქ: როგორც. ტაეპის აზრია: ნახე, ჩემი გულის სამართლიანი და ალალი სამდურავი ბედისადმი რა გასაგებია შენი გულისთვისაც!
1318
“აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა;
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩემზედა ცისა შვიდისა”.
მოსასხამი, თავსაბურავი.
(რიდის) წვერი, კუთხე.
ესღა.
სამაგიეროდ.
იმ იმედისა.
1319
ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათა მონაბერი.
ეს.
საყვარელთან.
რომ.
გადასჭრა.
ნესტანის წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
შავი თმისა.
სუნი, სულნელება.
ფრთებიდან.
1320
იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი,
წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი.
რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.
ერთ წამში.
მივიდა.
რომ აუსრულდა.
გონება-სრული. იგულისხმება: დაწყნარებული.
1321
ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი;
დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი!
წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.
ამისრულდა.
დროულად, კარგ დროს.
გარჯა, გასაჭირი.
დასარჩენად.
მცალია.
მოსულა.
მალე, სასწრაფოდ.
მოვიყვან.
გამწყვეტი.
1322
ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების!
თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.
ქალბატონმა (ფატმანმა).
ჰშორდება.
ამიტომ, ამის გამო.
ნუ გედარდება, ნუ გეხათრება.
შმაგი, გახელებული.
მაინც.
ჩამოგისწრებენ.
აქ.
გაგიძნელდებათ.
1323
ყმამან ფრიდონის მონანი იხმნა, მას თანა ხლებულნი,
უბრძანა: “მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი,
რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი.
ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ-ვებულნი!
(ავთანდილმა).
(მასთან) მყოფნი.
ახლაღა.
იმის მოსმენით. გაახლებულნი. იგულისხმება: სიცოცხლე¬გაახლებულნი, გახალისებულნი.
გიჩვენებ.
ამიტომ, ამ გზით.
სავაგლახო და “ვა”–ს სათქმელი.
1324
“მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;
მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.
ბაქიობით, ტყუილი კვეხნით ნათქვამი.
სასწრაფო.
რიხიანი, მძლავრი.
მოგცემთ.
მდიდრული საქონელი.
ნადავლი. ავთანდილი სჩუქნის ფრიდონის მონებს მეკობრეთა სიმდიდრეს, რომელიც ერთხელ უკვე ვაჭრებს აჩუქა. იგულისხმება, რომ ვაჭრებმა ის სიმდიდრე არ გამოართვეს (სტრ. 1060).
1325
ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები!
ჩემზე.
მადლობას.
სხვაგვარად.
თუკი.
შევხვდები.
ყველაფერი.
მეკობრეებისათვის წართმეული.
ვერაფერს.
მოგცემთ.
ამიტომ.
ძუნწად გეჩვენებით.
1326
“სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა”.
მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.
ახლოს მაქვს.
შემიძლია.
დიდი რაოდენობა.
აქ: საიუველირო ნივთი.
მდიდრული საქონელი.
საიუველირო ნივთებისგან შემდგარი სიმდიდრე.
გაიარეთ.
იმავე მიდამოსი (იგულისხმება: საიდანაც მოვედით).
წერილი.
თამარ სუჯაშვილი, 8 წ. - გერგეთი