“სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა; სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
იჭერენ.
სავაჭრო ტანსაცმლით.
ვიზამ.
1408
“სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
“შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად; თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.
შიგნით მყოფთ.
ყველანი.
გავაღებ.
გამიძლებს.
სადმე. აზრია: ვერსად ვერავითარი ქვითკირი ვერ გამიძლებს.