ქართული
Studio
Modification in Process

 

 


LETTER OF TARIEL TO THE KING OF THE INDIANS WHEN HE TRIUMPHED OVER THE KHATAVIANS
Paintings
Voices
LETTER OF TARIEL TO THE KING OF THE INDIANS WHEN HE TRIUMPHED OVER THE KHATAVIANS
469 წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად.
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად”.
წერილი.
დაბრუნება.
ბედი.
თქვენი ბედი ბედნიერი იყოს!
თუმცა.
ერგოთ, ჰხვდათ, მიეცათ.
მათ მოუბრუნდათ საზიანოდ (მათი მუხთლობა)
ნამდვილი, სარწმუნო.
ამიტომ.
დავიჭირე.
მოვდივარ შენთან.
ნადავლი.
470 “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
ყველაფერი.
მოვაგვარე.
ხატაეთიდან.
წამოვიღე.
სიმდიდრე, ხაზინა.
აქ, როგორც ჩანს, ნიშნავს სამეფო ქონებას.
ჩემ ქონებად გავიხადე.
სიმდიდრე, ქონება.
გავწვდი, ავუვედი.
საკიდარი ხარები.
საკიდარი ხარები გამოვიყენე.
გავიმარჯვე, ძლევით შევიმოსე.
განვდიდდი, გავლაღდი, ძალა-უფლება მოვიმატე.
ასე ვქენი (როგორც მინდოდა).
471 “ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
მომყავდა.
მივედი.
მომეგება. გამზრდელი. ლაპარაკია მეფეზე.
სასირცხვილოა.
იგულისხმება: შეხვეული ჭრილობა გამიხსნა.
რბილი.
472 ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
ედგა.
იგულისხმება: ქალაქგარეთ მოედანზე.
ნახვის, ცქერის.
მონატრულს, მოწადინებულს.
იმ დღეს.
ჰქონდა ნადიმი, წვეულება.
მასში (ამ კარვებში) ჩამომხდარს, დაბანაკებულს.
მიცქეროდა.
თავის წინ.
473 მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით,
მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი მიხმენით, შემომჯარენით,
დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!”
იმ ღამეს.
ვინადიმეთ.
იქ.
სასიამოვნოდ, უშფოთველად.
მოედნიდან.
მომიყვანეთ.
474 “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!
ღვაწლმოსილს, მეფის წინაშე სამსახურგადახდილს.
ეს.
კაცის, ვაჟკაცის.
უდიდესი, განსაკუთრებული.
აქ: სულგრძელობა, კეთილშობილობა.
475 მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”
იმ მეფეს.
დროულად, ტაქტიანად.
ეუბნებოდა.
მათ შესაფერს.
ცისკარზე.
მეუბნებოდნენ, მითხრეს. ლაპარაკია მეფეზე. მრ. რიცხვი აქ მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს.
აპატიებ.
იმ ... დამტერებულს, მტრულად განწყობილს. შესაძლოა სხვა გაგებაც: იმას, რაც აქამდე გიმტრო (ალ. ჭინჭარაული). ასეთ შემთხვევაში მძიმეს აღარ ვიხმართ.
476 “მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”.
რამაზს უბრძანეს: “იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა,
მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!”
ვინაიდან.
იმ ღონეწამხდარს, ხელმოცარულს.
უთხრა. ლაპარაკია მეფეზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწებას გამოხატავს.
იცოდე!
მაგრამ.
კიდევ.
შერცხვენილს, პირშავს.
477 ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლა ხატაური ათასი, სხვა — სტავრა, სხვა — ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
ხარკი.
დააკისრეს, გადასახდელად დაუდგინეს, შეაწერეს. დრაჰკანი ოქროს ფულია.
კიდევ.
1. ჩინური ფული, 2. ჩინური ქსოვილი.
აქ: კიდევ. სტავრა, ატლასი ძვირფასი ქსოვილებია.
შემოსა, სამოსელი უბოძა. შემოსვა მეფურ წყალობას გამოხატავდა.
დიდებული, კარისკაცი.
აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. რისხვის მაგიერ შეიწყალა, დაასაჩუქრა. 2. შეწყალებით, დასაჩუქრებით ისეთი დამცირება აგემა, რომელიც რისხვას უდრიდა.
478 “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
თუ რა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!”
წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.
მოიღუნა, წელში მოიხარა.
რამე.
ოდესმე.
კიდევ შეგცოდო, დაგიშავო, დანაშაული ჩავიდინო თქვენს წინაშე. ნაწილაკი „ღა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. განა. აქ, თანამედროვე ქართულისაგან განსხვავებით, დადასტურებას გამოხატავს და არა კითხვას.
მომკალ!
ყველა.
წაიყვანა, წაიყოლა.
479 “მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
ებრძანა: “რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.
აქ: გათენებულია. ერთი აზრი ორი გზითაა გამოხატული: დადებითად (ცისკრობს, რიჟრაჟია) და უარყოფითად („არ დანაღამია”, აღარ ბნელა).
რაც გაგყრივარ, დაგშორებივარ.
მას აქეთ.
(თუ) არ დაღლილხარ.
თუმცა დროა, ბუნებრივია, რომ დაღლილი იყო.
480 “შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!
მეფის კარზე.
მივედი.
გეპარდი. მტაცებელი ცხოველი, კატის ოჯახისა, რომელსაც სანადიროდ იყენებდნენ სწრაფი სირბილის გამო. ზომით და გარეგნობით წააგავს ჯიქს (ლეოპარდს), უკანა ფეხები წინაზე გრძელი აქვს.
სულ.
მიდამო.
იჯდა.
გაუხარდა.
481 იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია,
მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია”.
ჩუმად, მალულად.
ელაპარაკა.
ომიდან მოსული.
სანახავად სანატრელია, კარგი სანახავია.
რაც უნდა „ბნელი”, დანაღვლიანებული იყოს.
რის გაკეთებასაც დაგავალებ.
საგვიანო, დასაყოვნებელი, გადასადები.
482 აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.
ახლა.
გაიგე, შეიტყვე!
ეს ნაბრძანები. ტაეპის აზრია: მე უკვე უშენოდ გავეცი ბრძანება, ახლა შენც იცოდე, რა ვბრძანე.
ხე, ედემის ხედ გაზრდილი. მეტაფორული აღნიშვნაა წერწეტა ტანისა. აქ ლაპარაკია ნესტანზე.
სასახლეში.
მხიარული, გახარებული.
483 “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა:
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა,
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
აქ: მანძილი.
შორ გზაზე არ წავსულვართ, უმოკლესი გზით მოვბრუნდით.
იბურთა ... დაშალა. ლაპარაკია მეფეზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია. თამაშობისა ორისა. რომელ ორ თამაშზეა ლაპარაკი, გაურკვეველია. შესაძლოა, იგულისხმებოდეს ორ გუნდად გაყოფილ მონაწილეთა შეჯიბრება.
484 ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი,
ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი.
ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, — მართლად არს, არ კატაბანი.
მნახველებს.
ქუჩა.
მშვენოდნენ.
ცოტად ფერმიხდილი.
მშვენიერი, კარგი სანახავი ვიყავ. ვარდი ადამიანის პირისახის, აგრეთვე, საერთოდ მშვენიერი ადამიანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
ბნდებოდა, ცნობიერებას კარგავდა.
სიცრუე, ტყუილი.
485 რიდენი, რომე მეშოვნნეს ქალაქსა ხატაელთასა,
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა,
მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა.
შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მათ მზებრ ნათელთასა.
რიდე, თავსა და პირზე მოსასხამი, პირსაბურავი.
აქ: რომელიც.
მეშოვა.
იგულისხმება: რიდენი.
მეხვია.
მშვენოდა, მიხდებოდა.
შმაგი, გახელებული.
ჩემი სილამაზისგან განცვიფრებულთა გულებს კიდევ უფრო ვაცვიფრებ.
ცხენიდან გადმოვიდა.
1. ელვა, 2. სხივი, შუქი. ტაეპის აზრია: შევხედე (ნესტანს) და მისი მზეებრ ნათელი ღაწვების (ლოყების) სხივოსნობამ შემაკრთო, სული შემტაცა.
486 მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი.
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
იმ მზეს (ლაპარაკია ნესტანზე).
ეცვა.
კაბა.
უდგას.
მოსამსახურეთა, საჭურისთა.
გუნდ-გუნდად. უბან-უბანი, როგორც ჩანს, უნდა გავიგოთ, როგორც „ გუნდ-გუნდად, ჯგუფ-ჯგუფად „.
სულ, მთლად.
ქუჩა, გზა.
1. ქუჩა. 2. უბანი.
იქ.
ნაზი პირისახის, კერძოდ, ლოყების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
ჰშვენოდნენ.
წითელი მარჯანი. ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი. წითელი ბაგეებისა და შეტყუპებული თეთრი კბილების აღმნიშვნელი მეტაფორებია.
487 “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუმცა მტერი შე-ღა-გება!”
დაჭრილს.
სკამი, ტახტი.
როგორც.
ლოყა.
დამილურჯა. საერთო აზრია: დედოფალმა ისე მაგრად გადამკოცნა, რომ ლოყა დამილურჯა.
ნუ მოელი, ნუ გგონია.
რომ მტერი კიდევ შეგებმის, შეგებრძოლება. ნაწილაკი „ღა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
488 “ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ, სადა მეამებოდა.
პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
იქ.
სადაც.
ცქერა, ყურება.
სხვა მხრივ (გარდა იმისა, რომ მალულად მიცქეროდა), არ მელაპარაკებოდა, არაფერს მანიშნებდა.
(რომ) მოვწყვეტდი ხოლმე.
არმად მიხდებოდა, აღარ მეხალისებოდა ხოლმე.
489 “შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
ჯამი და ჭიქა — ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
შესაფერი.
ლაპარაკია მეფე–დედოფალზე.
შეძლებისა.
ფირუზი. ტაეპის აზრია: მეფემ ბრძანა, თვით მთვრალებიც კი სუფრასთან დაეტოვებინათ, მათი მასპინძლობა განეგრძოთ.
490 მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,
რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
იქ.
სიხარულს, ბედნიერებას.
რომ შემომხედავდა და შევხედავდი ხოლმე.
ცეცხლი ქრობას დამიწყებდა ხოლმე, ტანჯვა მინელდებოდა.
რიდი.
მოვუწოდებდი. ტაეპის აზრია: ჩემს შმაგსა და რეტდასხმულ გულს მოვუწოდებდი, გარშემო მყოფ ხალხს დაჰრიდებოდა, თავისი განცდა არ გაემჟღავნებინა.
უფრო სასიამოვნო.
საყვარლის ... ჭვრეტაზე, ცქერაზე სასიამოვნო რა არის?
491 დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!”, თავი ხარიან;
მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან!
ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!
შეწყვიტეს, მიატოვეს.
მუსიკოსებმა, მომღერლებმა.
გაჩუმდით.
თავი დახარა (მეფემ), თავის დახრით ანიშნა მუსიკოსებს გაჩუმება.
როგორ.
ნეტარება გვაქვსო.
მოწინააღმდეგენი, მტრები.
ამიტომ, ამის გამო.
ვაებენ, უბედურებაში არიან.
მართალნი არიან.
ტყუილად, უსაფუძვლოდ.
კვეხულობენ. ტაეპის აზრია: შენი მნახველები მართალნი არიან, რომ შენს ნახვას კვეხულობენ, შენი ნახვა მართლაც რომ სასიხარულოა!
492 აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან;
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.
ახლა.
თუმცა.
გეკუთვნის.
ტანსაცმლის ბოძება, მეფური წყალობის ნიშანი.
ვისაც გამარჯვებით, დიდებით მოგივლია შენი გზა, ძლევით შემოსილხარ, გაგიმარჯვია.
მაგ ტანსაცმელს. ა და ბ ტაეპების აზრია: თუმცა შენი გამარჯვებით შემოსვა დაიმსახურე, როგორც ჩვენი განსაკუთრებული წყალობის ნიშანი, მაგრამ არ შეგმოსავთ, ტანსაცმელს არ გამოგაცვლევინებთ, რადგან ეგ შენი ახლანდელი სამოსი მეტად გშვენის.
ახლა.
აქ: საგანძური, სიმდიდრის საცავი.
493 “მომართვეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
საგანძურებისა, სიმდიდრის საცავებისა.
ვეთაყვანე; მდაბლად, ქედმოხრით მადლობა გადავუხადე.
მათი ბედის იღბლიანობა, სიმაღლე-სიდიადე.
ადგნენ. ლაპარაკია მეფე-დედოფალზე.
ზომას როგორ გეტყვი! სისავსეთანი. ლაპარაკია ლაშქრის ავსებაზე საბოძვრით, ქონებით.
494 კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
დედოფალნი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა.
ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
ისევ.
აქ: თამაში, ხუმრობა.
ბარბითის (საკრავია) დაკვრა.
ლაპარაკია დედოფალზე და ნესტან-დარეჯანზე.
წამოვიდნენ.
რომ შებინდდა.
ვერაფერი.
ძილის დრომდე. ტაეპის აზრია: ვერავითარი მხიარულება ვერ შეედრებოდა ამ მხიარულებას.
495 “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.
გაგვიჭირდა.
სასმისის.
საძინებელ ოთახში.
გონება.
როგორც.
რეტიანის, თავზე კონტროლდაკარგულის.
ძალა.
ქრობისა.
მაგონდებოდა.
ფიქრი იმაზე, რომ იგი (ნესტანი) მიყურებდა, მისი გამოხედვის მოგონება.