THE COMING TO INDIA OF KHVARAZMSHA'S SON AND HIS SLAYING BY TARIEL
554
“მოვიდა კაცი, “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.
მოდისო.
მაგრამ.
არ იცოდა.
არაფერი იცოდა.
ეამა, გაეხარდა.
რაიმე სავაგლახო სიტყვა არ წარმოუთქვამს. ეს ფრაზა უარყოფითი ფორმით გამოხატავს იმას, რაც ტაეპის პირველ ნახევარში დადებითი ფორმით ითქვა: რომ მეფეს სასიძოს მოსვლა ეამა.
აქ: დამიძახა, დამიბარა.
555
“მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია; კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთყოვლგნითსაჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.
მითხრა.
ეს.
ეკუთვნის, შეეფერება.
აქ: უნაკლულო, სრულყოფილი, კარგი. ტაეპის აზრია: ნესტანს ქორწილი გადავუხადოთ ისეთი სრულყოფილი, როგორიც დას ეკუთვნის ძმისგან.
გავგზავნოთ.
მოვიტანოთ.
ყველა მხრიდან, ყველა ადგილიდან.
მთელი სიმდიდრე, მთელი განძეულობა. ან: სრაში ანუ სასახლეში მყოფი სიმდიდრე.
იგულისხმება: ქვეშევრდომებს ქონებით.
556
“მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წარმომხმელნი, სასიძოცა მოგვივიდა, იყვნესხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთმოდგეს ხვარაზმელნი, მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
გავგზავნე.
წამომღებელნი.
იყვნენ.
დროის არდამყოფნი. ტაეპის აზრია: ხვარაზმელებმა მოსვლა არ გადასდეს, მაშინვე წამოვიდნენ.
შიგნიდან. იგულისხმება: დედაქალაქიდან.
გაეგებნენ.
გარედან.
მოდგნენ, მოვიდნენ.
ერთად.
იმ ერთად შეერთებულ ჯარებს. (იგულისხმება: ჩვენსას და ხვარაზმელებისას).
იქ. იგულისხმება: ქალაქგარეთ, სადაც ხვარაზმელები არიან დაბანაკებულნი.
მის სანახავად, მოსაკითხავად.
ჯარები, მეომრები.
იქ სანახავად.
აქ: ვასალები, მეფის სამსახურში მყოფი პირები. ტაეპის აზრია: შენ, ტარიელ, ქალაქგარეთ ნუ მიეგებები. ეს ხვარაზმელებისთვის მეტისმეტი პატივისცემა იქნება. ყმები, ვასალები უშენოდაც საკმარისი გვყავს, ქალაქგარეთ ისინი გაეგებებიან.
558
“მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა; შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
ჩამოქვეითდა. გადატანითი აზრით: დაბანაკდა.
აღდგომა.
გეგონებოდათ, აღდგომააო (წითელი ფერი აღდგომის დღესასწაულის ფერია).
შიგნით (ქალაქში) მყოფთა, ინდოეთის დიდებულთა.
იქ.
წარჩინებულებისა, დიდებულებისა.
აქ: მოწყობა.
გუნდისა და გუნდის.
როგორც ჩანს, იგულისხმება: გუნდ-გუნდად, რაზმებად, ჯგუფებად. ტაეპის აზრია: ინდოთ მეფის დიდებულებმა დაიწყეს ჯარის მოწყობა გუნდ-გუნდად, თემების მიხედვით.
559
“მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა, შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: ”ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.
ვექილად როგორ ვიქცე? (იგულისხმება: ნესტანთან სულ როგორ გამართლო?).
561
შევედით, ვნახე ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე; წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუგამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?”
ლაპარაკია ნესტანზე.
წარბშეყრით, შეჭმუხნით.
მიდამო, არემარე.
მივედი, მის წინ დავდექი.
დგახარ.
გელის, წინ გიდევს.
თუ.
ისევ, ამჯერადაც.
მატყუარა გამოხვედი, დამაღალატე.
1. დამტოვე, 2. გამწირე.
562
“მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლადგარე შემოვბრუნდი, უკუვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარმაწვევს, აგრევითა დავძაბუნდი!” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
აღარაფერი.
სწრაფად.
გამოვბრუნდი, წამოვედი.
მივაძახე.
ახლა გამოჩნდება.
ვისაც ვუნდივარ. საერთო აზრია: ახლა გამოჩნდება, მინდა თუ არა, მიღირს თუ არა ის, ვისაც მე ვუნდივარ (ნესტანი).
როგორ.
მომიწოდებს, მაქეზებს. საერთო აზრია: ქალი როგორ მომიწოდებს ბრძოლისკენ, როგორ მეუბნება „იომეო”?
ასე.
როგორ.
გადავწყვიტე.
გაუბედაობაში არ ჩავვარდი, არ დავდუნდი, ყოყმანი არ დამიწყია.
563
“ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით!” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით! უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცახმდა სისხლთა დადენით.
იგულისხმება: ხელქვეითს, ყმას (და არა „მონას” დღევანდელი აზრით).
ავმხედრდით.
გავიარეთ.
გავაგებინეთ ჩვენი ვინაობა.
როგორ.
შიში, ძრწოლა.
აქ: მაქვს.
თქმა მზარავს, თქმა მიჭირს. ტაეპის აზრია: ეხლაც მზარავს იმის გახსენება, ის მოყმე, მოსაკლავად განწირული, როგორ იწვა.
თუმცა.
საჭირო იყო, ეკუთვნოდა. ტაეპის აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. ხვარაზმელს ჩემგან უარესი ეკუთვნოდა (იგულისხმება, რომ სისხლის დადენით მოკვლა უსისხლოდ მოკვლაზე უფრო დიდი სასჯელია) 2. ჯობდა, ღია ბრძოლაში, სისხლის დადენით მომეკლა.
564
“კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასაფერხთამოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდასაარაკე; ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
გავაპე,ქარაბაკივით (წვრილი წნელისგან დაწნული საბატკნე ბაკივით) ადვილად ჩავჭერი (ალ. ჭინჭარაული).
ლაპარაკია ხვარაზმშას ძეზე.
ფეხებში.
მოვეჭიდე, ხელი მოვავლე.
დაიძახეს, დაიყვირეს.
შეჰხვდათ, წილად ჰხვდათ, შეექმნათ.
საზღაპრო, დიდი.
წამოვედი. ნაწილაკი „ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
ჯაჭვის პერანგი, ხმლისგან თავდასაცავი.
მოკლე ჯაჭვი(?)
565
“ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი, წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!
„ხმა გამიტყდა“, ხმა გაისმა ჩემდა უნებურად, საქმე უხმოდ ვერ დავასრულე.
ყვირილი.
შეცხადება, ყვირილი და ტირილი ვინმეს თავზე მოწეული უბედურების გამო. შესაძლოა მეორე გაგებაც: ძახილი „მიეწიეთ”, „დაიჭირეთო”.
დაწევა, დევნა.
ციხე-ქალაქი, ციხე-სიმაგრე.
იქ (ციხე-ქალაქში) შევედი, შევეფარე.
მშვიდად, დაწყნარებით, უშიშრად.
ვარ. ტაეპის აზრია: ისევე უშიშრად და ჩემ თავში დარწმუნებულად ვიყავ, როგორც საერთოდ მჩვეოდა.
566
“კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: ”აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!”. არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
ლაპარაკია ტარიელის საკუთარ ჯარზე, მის ვასალებზე.
მოდით, ჩემკენ წამოდით, გამოცხადდით!
ვინც კი ჩემი მშველელი ხართ, ვისაც ჩემი შველა გინდათ.
ძალიან.
ჩემს ამბავს, ჩემს განწყობილებას რომ გაიგებდნენ.
ინახავდნენ.
საღი. ტაეპის აზრია: რომ გაიგებდნენ ხოლმე, რომ ბრძოლა მქონდა გადაწყვეტილი, თავს ცოცხლად ინახავდნენ, მერიდებოდნენ.
567
“ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
დილის ცისკარზე.
ვნახე.
შემოეთვალა (მეფეს).
როგორც შვილი.
ასე.
მწუხარებად.
568
“ხვარაზმშას სისხლი უბრალოსახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”
უდანაშაულო.
ოჯახად, გვარად. ტაეპის აზრია: ჩემს ოჯახს, ჩემ გვარს რატომ დააკისრე პასუხისმგებლობა უდანაშაულო ხვარაზმშას მოკვლისათვის?
გამაგებინე.
მოხუცს.
მომაძულე, არმად მიმაჩნევინე.
სიკვდილის დღემდე.
ახლოს მაყოლე. ტაეპის აზრია: მომისპე საშუალება, სიკვდილამდე ახლოს მყოლოდი.
სპილენძზე უფრო მაგარი, მტკიცე. ა და ბ ტაეპების აზრია: მე რომ სულით ასე მაგარი არ ვყოფილიყავი, ახლა შენი წყენისათვის სირცხვილი მომკლავდა.
მაგრამ.
უნდა, ჯერ-არს.
დაახლოებით უდრის „თქვენს მზეს ვფიცავ”, „თქვენს სიცოცხლეს ვფიცავ”.
570
“იცით, ინდოთა სამეფო რაზომისრა-საჯდომია! ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, — ყველაი თქვენ მოგხვდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლად ტახტი უჩემოდარვისადმისახვდომია!
რამდენი.
სასახლე და რეზიდენცია. ტაეპის აზრია: იცით, ინდოეთში რამდენი ტახტია, ინდოეთი რამდენი სამეფოსაგან შედგება.
გრგებიათ.
ლაპარაკია ინდოეთის დანარჩენ ნაწილთა მეფეებზე.
დაგრჩენიათ.
სამართლის მიხედვით; თუ სამართლიანად განვსჯით.
ჩემს გარდა.
არავისთვის.
შესახვედრი, სარგო. სტროფის აზრია: ინდოეთის ყველა დანარჩენი ნაწილების ტახტთა მემკვიდრეები ამოწყდნენ, ამიტომ გაერთიანებული ინდოეთის ტახტი მხოლოდ მე მეკუთვნის თქვენს შემდეგ.
571
“ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
გაამებ, გეპირფერები.
თქვენს სიკეთეს ვფიცავ.
ახლა ეს სამართლიანი არაა.
ვაჟკაცი, მეომარი.
გყავს.
სანაცვლო, სამაგიერო. ტაეპის აზრია: სანამ ხმალი მარტყია, ინდოეთში სხვა მეფე როგორ უნდა დაჯდეს!
572
“შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!
არაფრად.
მომაშორე.
ჩემს გარდა.
შემეცილება.
მისი გამოისობით, მისივე ბრალის შედეგად ამოვფხვრიდე - ამოვფხვრი, ამოვაგდებ. ტაეპის აზრია: ვინც ჩემს კუთვნილს შემეცილება, იმას ამოვაგდებ და ეს მისითვე, ე.ი. მისი ბრალის შედეგადვე მოხდება. შესაძლოა მეორე გაგებაც: მისით - მისი მამულიდანაც (ალ. ჭინჭარაული). მაშინ აზრია: ვინც ჩემსას შემეცილება, იმას მისი მამულიდანაც ამოვაგდებ, აღმოვფხვრი.
ვინმეს თუ. ტაეპის აზრია: მომკალ, თუ ამ საქმეში ვინმე გარეშე კაცის შველა მჭირდებოდეს, თუ ჩემ ინტერესებს მე თვითონ ვერ დავიცავ!