ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE STORY OF NURADIN-P'HRIDON WHEN TARIEL MET HIM ON THE SEASHORE
Paintings
Voices
THE STORY OF NURADIN-P'HRIDON WHEN TARIEL MET HIM ON THE SEASHORE
597 “ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი,
ჰგვანდა, ქალაქს ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
შეჰხვდა.
მოვდიოდი.
გამოჩნდენ.
ასე ჰგავდა, ასეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ქალაქის ახლოს ვიყავით.
ცალ მხარეს.
იყო.
მღვიმეები, გადმოყუდებული კლდეები.
მეამებოდა.
გულს დაღები, შანთები მიწვავდა, მწუხარება მტანჯავდა.
იქ.
ჩამოვქვეითდი მოსასვენებლად.
შემხვდნენ, შემხვდა.
598 “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური,
მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური;
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
მონებმა.
ჭვარტლი. აქ მეტაფორულად აღნიშნავს დარდს.
ვერაფერი შემეტყო.
ამდენ ხანს.
ვერც ...ვერც.
ნამდვილი.
599 ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა,
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.
ძახილი, ყვირილი.
რაინდი, მეომარი.
ყვიროდა, იძახდა.
აქ: მოაჭენებდა ცხენს.
ეტყობა, როგორც ჩანს.
ჭრილობა.
ემუქრებოდა.
600 “ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი,
შევსთვალე: “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”
ცხენზე.
იჯდა.
ახლა.
ეს.
მყავს.
რომელიც.
აქ: აღელვებული, აფორიაქებული.
გამწყრალი.
მივადევნე, მის გზის მოსაჭრელად გავგზავნე.
შეხვედრის.
გაწყენინებს, გემტერება.
601 “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
ვუთხარ: “დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!”
შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
არაფერი უთხრა.
სწრაფად.
გამაგებინე!
მინდა.
შენი საქმე მეც მაინტერესებს, შენი ბედი გულთან ახლოს მიმაქვს.
სიარული შეანელა, შეჩერდა.
602 გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ!”
მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”.
დამინახა.
მიჰმართა, უთხრა.
ხედ გაზარდე, ხედ ამყოფე. მეტაფორის აზრია: ასეთი ხესავით წერწეტი და მშვენიერი ადამიანი, როგორიც ტარიელია, როგორ შეჰქმენი?
რომ მკითხე.
გამილომდნენ.
აქამდის რომ თხებად ვაქცევდი ხოლმე, აქამდის რომ ადვილად ვერეოდი.
შეუჭურველს. საჭურველნი. იგულისხმება: აბჯარი, ჯავშანი.
ვერ ჩავიცვი. აბჯრის ჩაცმას აბჯრის მორთხმა, “გარს მოთხევა” (შემოკვრა, შემორტყმა) ეწოდება.
603 “მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”.
თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
ჩამოვქვეითდეთ.
ხეთა ძირას.
შეუშინდება.
მოყმე, რაინდი.
მახვილთა სიბასრეს, ბასრ მახვილებს.
მამაშვილზე უფრო ტკბილნი, ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილნი.
ნახვას, ცქერას.
იმ მოყმის, იმ რაინდის.
604 “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
მერმე ვჰკითხე: “ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?”
საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.
მკურნალი, ჭრილობებზე და სხეულის დაზიანებაზე დასპეციალებული, “ქირურგი”.
მყავდა.
ჭრილობები.
ამოუღო.
დაჭრილი ადგილები, ჭრილობები.
ან.
ივნო, დაზიანდა, დაიჭრა.
ამბის თქმა დამიპირა, საამბობლად გაემზადა.
ჩივილი იწყო.
605 პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო?
ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო!
ჯერ.
ან.
პირველად, თავიდან. ტაეპის აზრია: ან თავიდან ასეთი მშვენიერი რამ შეგქმნა, ან მერე ასეთ გასაჭირში რამ ჩაგაგდო, ასე რამ გაგტანჯა?
ყვითელ ფერდაკრული, სახეგაყვითლებული.
დარგულია.
ძვირფასი შავი ქვა. თმისა და წვერ-ულვაშის აღმნიშვნელი მეტაფორაა. ტაეპის აზრია: ეგ ვარდ-გიშერივით პირისახე რამ გაგიყვითლა?
ჩაგაქრო.
ღმერთმა თავისივე ანთებული სანთელი რად უნდა ჩაგაქროს? რად ჩაგაქრობს?
606 “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.
რომელიც.
სახელად მაქვს, მქვია.
იქ.
ეს.
აქ: მიწა-წყალი, ტერიტორია.
სადაც ჩამომხდარხარ ცხენიდან, სადაც იმყოფები.
პატარა.
მაგრამ.
ყოველმხრივ.
სიტყვით გამოუთქმელი სიკეთისა, ღირსებისა.
607 “მამის ძმა და მამაჩემი პაპაჩემმან გაყვნა ოდეს,
ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს.
თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
მათვე დაჰრჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
გაყო, გაყარა.
როდესაც.
ზღვაში.
ამბობდნენ.
მას მე მაკუთვნებდნენ, ჩემ წილად თვლიდნენ. ლაპარაკია ფრიდონის პაპაზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
აქ: მაგრამ.
ერგო, შეჰხვდა.
ვისმა შვილებმაც.
ახლა.
დამჭრეს.
დარჩათ.
სანადირო ადგილი.
არ ვანებებდი, არ ვაძლევდი.
მერჩოდნენ, მედავებოდნენ, მეცილებოდნენ.
608 “დღეს გამოვე ნადირობად, ზღვისა პირსა ვინადირე,
ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
სპათა ვუთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!”
ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
იმიტომ.
მარეკი, ნადირის გამოსარეკად გაგზავნილი მონადირენი.
ჯარს, ჯარისკაცებს.
ვიდრე.
მხოლოდ.
მონადირე, ფრინველთა (ქორი, მიმინო) დამგეშავი.
609 ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
არ ამოვკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
ხომალდით.
გავედი.
გამოდიოდა.
არაფრად ვაგდებდი, ყურადღებას არ ვაქცევდი.
შესაძლოა ორი გაგება: 1. მიჯნებს, სამნებს, სამფლობელოთა გამყოფ ნიშნებს, 2. განაყოფებს, განაყარ ნათესავებს.
1. ჩემიანებს, ჩემს ნათესავებს, 2. ჩემს სამფლობელოებს (ალ. ჭინჭარაული).
მოვერიდო.
ზმნისწინი ზმნისა “დავჰრიდო”, განმეორებული მნიშვნელობის გაძლიერების მიზნით.
დამეძაბუნებინა (ჩემი ბიძაშვილები), დამეჩაგრა, მათდამი უყურადღებობას ვიჩენდი.
არ მენაღვლებოდა.
ვყვიროდი, ვიძახოდი.
დიდია, პატარა არ არის. იგულისხმება: ხმამაღლა, დაურიდებლად ვყვიროდი, ვუყიოდი ნადირს და მონადირეებს.
610 მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,
თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
სამართლიანად.
აბუჩად აგდება, ანგარიშგაუწევლობა.
როგორ შეიძლებოდა? როგორ უნდა გაებედა ვისმე!
აქ: ჩუმად, ფარულად შემომახვიეს.
ბიძაშვილები.
ამხედრდნენ.
თვითონ.
გაეგებნენ, ან: დაედევნენ. შესაძლოა ასეთი გაგებაც: მიუხდნენ გაღმა, სრუტის იქით მყოფ ჯარს (ალ. ჭინჭარაული).
საომრად.
611 მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
ზღვასა შევე, მომეგება მეომარი, ვითა ღელვა,
სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
მათი ხმა მომივიდა, ხმაური გავიგონე.
აქ: ღრიანცელი, აყალ–მაყალი.
ხომალდი.
ამიტომ, ასე. აქ: შემდეგ.
დავიძახე. ვა. აქ ეს არაა გლოვის გამომხატველი შორისდებული, არამედ საბრძოლო ყიჟინის გადმომცემი სიტყვაა.
უნდოდათ.
მაგრამ.
გადათელვა. იგულისხმება: სიმრავლით ძლევა.
612 კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
კიდევ.
მომეწეოდნენ, მომდევდნენ, მიახლოვდებოდნენ.
აქეთ-იქიდან მომადგნენ.
ერთი მხრიდან მომდგარნი ვერ მერეოდნენ.
მოახლოება, დაწევა. ტაეპის აზრია: ჯერ წინიდან მოსული ლაშქარი არ შემბრძოლებოდა, რომ უკვე ზურგის მხრიდანაც მესროდნენ.
მელეოდნენ; (ისრები) დალევაზე იყო მიმდგარი.
613 მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
ვინცა მდევდა, ვერ შემომხდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
მომეჯარნენ, ყველა მხრიდან მომადგნენ.
ვეღარაფერი გავაწყე.
ხომალდიდან.
გადავახტუნე.
აქ: გამოვექეცი, თავი დავაღწიე.
შემხედვარე.
გავაოცე, განვაცვიფრე.
თანმხლებნი.
ყველანი.
დამრჩნენ.
იქვე.
იერიშით ვერ დამძლია; ან: იარაღის საკრავად ვერ მომწვდა (ალ. ჭინჭარაული).
იგულისხმება: მოვიგერიე.
614 აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა,
ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!”
ახლა.
მოხდეს.
რაც
მგონი, ...არ შერჩებათ, და ამ ჩემი ქადილის შესასრულებელი ძალაც შემწევს! ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ოხრად გავუხდი დაღამებას და გათენებას, ვერცერთს ვეღარ მოესწრებიან.
ვაქნევინებ, გავაწევინებ, გავამართვინებ.
წვეულება, პატიჟი.
615 ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მომიბრუნდა.
მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,
მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”
მიმიზიდა, თავი შემაყვარა, თავის სასარგებლოდ განმაწყო.
სრულებით, სულაც.
არაფრისთვის არაა საჭირო, ზედმეტია.
დაიხოცებიან. იგი. უნდა: იგინი. მრ. რიცხვი პოეტური ლიცენციაა. და - ზმნისწინი ზმნისა “ დაიხოცნენ”, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.
შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე. ტაეპის აზრია: ჩვენ ორივეს მტერი დიაღაც რომ შეგვიშინდება, შეგვიძრწუნდება.
616 “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
უფრო-რე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”.
მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.
ვერ წარმოიდგენ, ვერ იფიქრებ.
უფრო.
გვექნება.
სიხარული.
ჩემი, ჩემთვის განკუთვნილი.
შეედრება, გაუთანასწორდება.
სიკვდილის დღემდე.
617 “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.
მაგრამ.
პატარა.
გამოეგებნენ.
იყრიდნენ.
ნაცარ-მტვერს. თავზე მტვრისა და ნაცრის დაყრა გლოვის ნიშანია.
იკაწრავდნენ, იხოკდნენ.
ყრიდნენ, გარშემო ფანტავდნენ.
ეხვეოდნენ. სალტე ხმლის ვადის გასამაგრებელი სალტეა. კოტა აგრეთვე ვადის ნაწილია.
618 კვლა მოვეწონე, ვეკეთე მე მისი გარდნაკიდარი;
შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!”
მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.
კიდევ, ისევ. იგულისხმება: აქაც, ქალაქშიც. მოვეწონე. ლაპარაკია ქალაქის მკვიდრებზე.
მისი შენახვედრი, შემთხვევით ნახული.
მასხამდნენ.
დარობ, ანათებ.
ეცვა.
ოქროცურვილი ფარჩეულობა.
ოქროკემსული